1. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება ანაბრების უზრუნველყოფის სქემებს ევროკავშირის სხვა ანაბრების უზრუნველყოფის სქემებზე თანხის გასესხების ნება მისცენ, ნებაყოფლობით, იმ პირობით, თუ:

(a) სესხის ამღებ ანაბრების უზრუნველყოფის სქემას არ შეუძლია მე-9(1) მუხლით გათვალისწინებული საკუთარი ვალდებულებების შესრულება ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებების ნაკლებობის გამო მე-10 მუხლის თანახმად;

(b) სესხის ამღებმა ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ დახმარებისთვის მიმართა მე-10(8) მუხლში მითითებულ საგანგებო შენატანებს;

(c) სესხის ამღები ანაბრების უზრუნველყოფის სქემა იღებს სამართლებრივ ვალდებულებას, რომ ნასესხები თანხა გამოყენებული იქნება მე-9(1) მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად.

(d) სესხის ამღებ ანაბრების უზრუნველყოფის სქემას ამჟამად არ გააჩნია სხვა ანაბრების უზრუნველყოფის სქემებისთვის სესხის გადახდის ვალდებულება წინამდებარე მუხლის თანახმად;

(e) სესხის ამღები ანაბრების უზრუნველყოფს სქემა ასახელებს მოთხოვნილ თანხას;

(f) გაცემული ვალის მთლიანი რაოდენობა არ აჭარბებს სესხის ამღები ანაბრების უზრუნველყოფის სქემით დაფარული ანაბრების 0.5 %-ს;

(g) სესხის გამცემი ანაბრების უზრუნველყოფის სქემა დაუყოვნებლივ მიაწვდის ინფორმაციას ევროპის საბანკო უწყებას და ასახელებს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზეზებსა და მოთხოვნილ თანხას.

2. სესხი ექვემდებარება შემდეგ პირობებს:

(a) სესხის ამღებმა ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ სესხი უნდა გადაიხადოს ხუთ წელიწადში. მან შეიძლება სესხი გადაიხადოს წლიური შენატანების სახით. პროცენტი გადასახდელია მხოლოდ გადახდის დროს;

(b) დაწესებული საპროცენტო განაკვეთი, სულ მცირე, ევროპის ცენტრალური ბანკის მარგინალური სესხის გამცემი დაწესებულების განაკვეთის ეკვივალენტური მაინც უნდა იყოს საკრედიტო პერიოდში;

(c) სესხის გამცემმა ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ ევროპის საბანკო უწყებას უნდა შეატყობინოს თავდაპირველი საპროცენტო განაკვეთისა და სესხის ვადის შესახებ.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზუნველყონ, რომ სესხის ამღები ანაბრების უზრუნველყოფის სქემისათვის დაწესებული შენატანები იყოს საკმარისი ნასესხები თანხის რაც შეიძლება მალე ასანაზღაურებლად და მიზნობრივი დონის ხელახლა დასაწესებლა