1.მწარმოებელი ვალდებულია შექმნას მგვ ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან კოლექტიურად იმის გათვალისწინებით, რომ ინდივიდუალური მგვ ორგანიზაციის მქონე მწარმოებლის ან კოლექტიური მგვ ორგანიზაციის წევრი მწარმოებლების (ჯამურად) ბაზრის წილი უნდა შეადგენდეს მთლიანი ბაზრის არანაკლებ 10%-ს.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულება და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა მწარმოებლების მიერ ხორციელდება ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, მწარმოებლების მიერ შექმნილი მგვ-ის შესაბამისობის ინდივიდუალური ან კოლექტიური სქემების საშუალებით, კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
3. ის მწარმოებელი, რომელიც არ გაწევრიანდება მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციაში, ვალდებულია შექმნას მგვ-ის ინდივიდუალური სქემა და სამინისტროს წარუდგინოს განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად.
4. მგვ-ის შესაბამისობის სქემამ უნდა უზრუნველყოს ნარჩენების მართვის პროცესის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა.
5. როგორც მწარმოებლის მიერ ინდივიდუალურად, ასევე მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილი თითოეული მგვ-ის ორგანიზაცია უნდა დარეგისტრირდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმი