1. მწარმოებლის გაწევრება მგვ-ის ორგანიზაციაში ხდება მწარმოებელსა და მგვ-ის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადებით. აღნიშნული ხელშეკრულება  წარმოადგენს მწარმოებლის მგვ ორგანიზაციაში წევრობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც მგვ ორგანიზაციის მიერ ელექტრონულად უნდა იქნეს ატვირთული  „მგვ-ის რეესტრში“.

2. მგვ-ის ორგანიზაციის წევრი ვალდებულია:

ა) მგვ-ის ორგანიზაციაში გადაიხადოს შესაბამისი რეციკლირების წინასწარი შენატანი, მის მიერ ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების წილის შესაბამისად;

ბ) ახალ მგვ-ის ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადებისას წარადგინოს წინა მგვ-ის ორგანიზაციასთან ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) მგვ-ის ორგანიზაციის წევრობის შეწყვეტიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განაახლოს მგვ-ის რეესტრში შესაბამისი მონაცემები;

დ) ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) წარუდგინოს სამინისტროს,  სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადასტურებული ინფორმაცია   მის მიერ იმპორტირებული ბატარეებისა და აკუმულატორების  რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) შესახებ, მგვ რეესტრის საშუალებით (ელექტრონულად).

3. მწარმოებელი შეიძლება იყოს ბატარეებისა და აკუმულატორების მხოლოდ ერთი მგვ-ის ორგანიზაციის წევრი. მწარმოებელმა მგვ ორგანიზაციის წევრობა შესაძლებელია შეწყვიტოს მხოლოდ საანგარიშო პერიოდის დასრულებისას, ურთიერთანგარიშსწორების შემდეგ.

4. მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) ნარჩენების მართვის იერარქიის შესაბამისად დაგეგმოს და განახორციელოს  ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, სორტირება და დამუშავება ან დამუშავებისათვის გადაცემა, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლის და დანართი I-ის მოთხოვნების შესაბამისად, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა;

ბ) უზრუნველყოს თანამშრომლობა ოპერატორებთან, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებისა და ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის მგვ-ის ორგანიზაციებთან   და შესაბამის  უფლებამოსილ პირებთან;

გ) ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის არსებული სქემების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და სქემებში საზოგადოების მონაწილეობის მაღალი დონის უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებას სისტემატურად მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია;

დ) სამინისტროს მიაწოდოს მონაცემები, ინფორმაცია და ანგარიშები მგვ-ის ორგანიზაციის მუშაობის, ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების რაოდენობის, რეციკლირებული და აღდგენილი ბატარეებისა და აკუმულატორების რაოდენობისა და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის შესახებ;

ე) შექმნას მდგრადი ფინანსური საფუძველი ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და მართვის ხარჯების ანაზღაურებისათვის;

ვ) ჰქონდეს პროდუქტისა და მასალების თვალსაზრისით მკაფიოდ განსაზღვრული  გეოგრაფიული დაფარვა და არ შემოიფარგლოს მხოლოდ იმ ტერიტორიით, სადაც ნარჩენების მართვა ყველაზე მომგებიანია;

ზ) შექმნას თვითმონიტორინგის სრულყოფილი მექანიზმი და ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება, რათა შეაფასოს:

ზ.ა) ორგანიზაციის ფინანსური მართვა, მათ შორის, მწარმოებლების მიერ გადახდილი წილობრივი შენატანები;

ზ.ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით მგვ-ის ორგანიზაციის მიერ შეგროვებული და სამინისტროში წარდგენილი მონაცემების სისწორე;

თ) საჯაროდ გამოაქვეყნოს ინფორმაცია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის შესახებ;

ი) მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილი მგვ-ის ორგანიზაცია დამატებით  ვალდებულია, საჯაროდ გამოაქვეყნოს ინფორმაცია:

ი.ა) ორგანიზაციის წევრების შესახებ;

ი.ბ) ორგანიზაციის წევრების მიერ გადახდილი რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობის შესახებ;

ი.გ) ოპერატორების შერჩევის პროცედურის შესახებ.

კ) მგვ ორგანიზაცია უფლებამოსილია შექმნას სარეზერვო ფონდი, რომლის რაოდენობა განისაზღვრება ორგანიზაციის წევრ მწარმოებლების მიერ და რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეციკლირებადი მასალების უარყოფითი საბაზრო ფასის კომპენსაციისთვის და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯის დასაფარად მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის მიზნი