1. მოწყობილობების დამამზადებლებმა უნდა უზრუნველყონ მოწყობილობების ისე დამზადება, რომ ტექნიკურად ადვილი იყოს ამ მოწყობილობებიდან ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების ამოღება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლების მიერ მათი ამოღება შეუძლებელია, მოწყობილობები ისე უნდა იყოს დამზადებული, რომ ბატარეებისა და აკუმულატორების ადვილად ამოღება დამამზადებლისგან დამოუკიდებელმა კვალიფიციურმა პროფესიონალებმა შეძლონ.

2. იმ მოწყობილობებს, რომლებშიც ჩამონტაჟებულია ბატარეები და აკუმულატორები, თან უნდა ახლდეს მათი უსაფრთხოდ ამოღების ინსტრუქცია. ინსტრუქციებში მომხმარებლებისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია მოწყობილობებში ჩამონტაჟებული ბატარეებისა და აკუმულატორების სახეობის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები არ ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც უსაფრთხოების, ექსპლუატაციის, სამედიცინო ან მონაცემთა უწყვეტობის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია ელექტროენეგიის მუდმივი მიწოდება, რისთვისაც საჭიროა უწყვეტი კავშირი მოწყობილობასა და ბატარეას ან აკუმულატორს შორი