1. ბატარეებისა და აკუმულატორების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ეტიკეტირებით, კერძოდ:
ა) ბატარეების, აკუმულატორების და ბატარეების ბლოკების მწარმოებლები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ყველა ბატარეის, აკუმულატორის და ბატარეების ბლოკის ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი II-ში მოცემული სიმბოლოთი ეტიკეტირება;
ბ) ყველა პორტატულ, საავტომობილო ბატარეასა და აკუმულატორზე მკაფიო, ადვილად გასარჩევი და მყარად გაკეთებული წარწერით მითითებულია მათი სიმძლავრე.
2. იმ ბატარეებზე, აკუმულატორებზე და ბატარეების ბლოკებზე, რომლებიც შეიცავენ 0,0005 %-ზე მეტ ვერცხლისწყალს, 0,002 %-ზე მეტ კადმიუმს ან 0,004 %-ზე მეტ ტყვიას, დატანილი უნდა იყოს შესაბამისი ნივთიერების ქიმიური სახელწოდება: Hg, Cd ან Pb. მძიმე ლითონის აღმნიშვნელი სიმბოლო უნდა განთავსდეს დანართი II-ში განსაზღვრული სიმბოლოს ქვემოთ და დაიკავოს ამ სიმბოლოს, სულ მცირე, ერთი მეოთხედის ტოლი ფართობი.
3. დანართი II-ში განსაზღვრულმა სიმბოლომ უნდა დაიკავოს ბატარეის, აკუმულატორის ან ბატარეების ბლოკის უდიდესი მხარის ფართობის სულ მცირე 3%, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 5 სმ2-ს. ცილინდრის ფორმის ელემენტების შემთხვევაში, დანართ II-ში განსაზღვრულმა სიმბოლომ უნდა დაიკავოს ბატარეის ან აკუმულატორის ზედაპირის ფართობის, სულ მცირე, 1,5 %, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 5 სმ2-ს.
4. იმ შემთხვევებში, როდესაც ბატარეის, აკუმულატორის ან ბატარეების ბლოკის ზომა ისეთია, რომ სიმბოლო 0,5 სმ2-ზე მცირე ზომის გამოდის, აუცილებელი არ არის ასეთ ბატარეაზე, აკუმულატორზე ან ბატარეების ბლოკზე სიმბოლოს დატანა. ასეთ შემთხვევებში, სულ მცირე, 1 სმ2-ის ზომის სიმბოლო მათ შეფუთვაზე იბეჭდება.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ცვლის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ სხვა მოთხოვნებ