ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კოდექსის მე-10 თავით.
დანართი I
ბატარეებისა და აკუმულატორების შეგროვების მიზნობრივი მაჩვენებლები
წლების მიხედვით
2022
2023
2024
2025
2026
2027
2028
2029
2030
2031
პორტატული ბატარეა, პორტატული აკუმულატორი (ბაზარზე განთავსებული რაოდენობიდან)
5%
10%
15%
20%
25%
30%
35%
40%
45%
50%
საავტომობილო აკუმულატორი
(წარმოქმნილი ნარჩენებიდან)
80%
90%
95%
95%
95%
95%
98%
98%
98%
99%
სამრეწველო ბატარეა ან სამრეწველო აკუმულატორი
(წარმოქმნილი ნარჩენებიდან)
80%
90%
95%
95%
95%
95%
98%
98%
98%
%
ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების რეციკლირების მაჩვენებლები
წლების მიხედვით
2022
2023
2024
2025
2026
2027
2028
2029
2030
2031
ტყვია მჟავა ბატარეების და აკუმულატორების ნარჩენები
50%
65%
65%
65%
65%
65%
65%
65%
65%
65%
ნიკელის და კადმიუმის ბატარეები და აკუმულატორები ნარჩენები
60%
75%
75%
75%
75%
75%
75%
75%
75%
75%
სხვა ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენები
50%
50%
50%
50%
50%
50%
50%
50%
50%
50%
დანართი II
სეპარირებული შეგროვების აღმნიშვნელი სიმბოლო ბატარეებზე, აკუმულატორებსა და ბატარეების ბლოკებზე
სეპარირებული შეგროვების აღმნიშვნელი სიმბოლო ბატარეებზე, აკუმულატორებსა და ბატარეების ბლოკებზე – გადახაზული ბორბლებიანი კონტეინერი
დანართი IIΙ
მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაციისთვის წარსადგენი განაცხადის შინაარსი
1. განაცხადის წარმდგენი
– განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წარმდგენის შესახებ:
ა) სახელი, იურიდიული მისამართი, ეკონომიკური საქმიანობის კოდი, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ბ) ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებლის, ხოლო მგვ-ის კოლექტიური სქემის შემთხვევაში – მწარმოებლების მონაცემები (სახელი/სახელწოდება, იურიდული მისამართი, ეკონომიკური საქმიანობის კოდი, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
გ) ინფორმაცია ინდივიდუალური და კოლექტიური სქემის მგვ ორგანიზაციაში მწარმოებელთა ბაზრის წილის შესახებ (მთლიანი ბაზრის არანაკლებ 10%-ისა);
დ) გასული ერთი წლის განმავლობაში მწარმოებლის (მწარმოებლების) მიერ ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების სახეობა და წლიური რაოდენობა. პორტატული ბატარეებისათვის ხელმისაწვდომობის შემთხვავაში გასული 2 წლის და მიმდინარე წლის მონაცემები.
2. არსებული მდგომარების აღწერა (ეს მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ მწარმოებელთა გაერთიანების შედეგად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციებზე):
განცხადებაში წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოში ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ა) საქართველოს ბაზარზე ამჟამად განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების წლიური რაოდენობის შეფასება, სათანადო მტკიცებულებებითა და მომავალი ტენდენციების ჩვენებით;
ბ) ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის არსებული პრაქტიკის შეფასება, მონაცემებისა და სამიზნე მასალების აღდგენისა და რეციკლირების პროცენტული მაჩვენებლის მითითებით;
გ) ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის არსებული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, შეგროვების, დახარისხების ცენტრების ან რეციკლირების ობიექტების და სხვ. ანალიზი;
დ) საქართველოში არსებული ბაზრის შეფასება რეციკლირებული მასალების ათვისების თვალსაზრისით.
3. მგვ-ის ორგანიზაციის (მგვ-ის შესაბამისობის სქემის) მიზნები და ამოცანები:
განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს, ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლისა და დანართი I-ის შესაბამისად და მათ მისაღწევად გამოყენებული მეთოდების მოკლე აღწერას. ამასთან, უნდა შეფასდეს ის წვლილი, რომელსაც შემოთავაზებული შესაბამისობის სქემა შეიტანს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების აღდგენისა და რეციკლირების ეროვნული მიზნების შესრულებაში.
4. გეოგრაფიული დაფარვის არეალი:
მითითებული უნდა იყოს მგვ-ის შესაბამისობის სქემის გეოგრაფიული დაფარვის არეალი, სამიზნე მოსახლეობა და მისი სიმჭიდროვე, და სხვ.
5. ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის მეთოდების აღწერა:
მგვ-ის შესაბამისობის სქემის მეთოდოლოგია დეტალურად უნდა იქნეს აღწერილი, ხოლო მართვის მეთოდის/მეთოდების (ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, დროებითი შენახვა, დამუშავება და რეციკლირება-აღდგენა) აღწერა დასაბუთებული ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და სოციალური კრიტერიუმების საფუძველზე. ასევე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი ტექნიკური ასპექტები და საქმიანობის თავისებურებები.
6. მგვ-ის შესაბამისობის სქემის ტექნიკური და ეკონომიკური შეფასება მოიცავს:
ა) სქემის (ბატარეების და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ღონისძიებები) ტექნიკურ-ეკონომიკურ მიზანშეწონილობას;
ბ) მოსალოდნელ შედეგებს;
გ) განხორციელების მეთოდოლოგიას;
დ) ალტერნატიული მოწყობილობების მართვისთვის საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურის აღწერას;
ე) სქემის განხორციელებისთვის და გაფართოებისათვის საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურის აღწერას;
ვ) სქემის მუშაობისთვის შესაბამისი პერსონალის შესახებ ინფორმაციას;
ზ) ინფორმაციას ახალი სამუშაო ადგილების შესახებ;
თ) გარემოსდაცვით სარგებელს, რომელიც განპირობებულია მართვის ღონისძიებებით, მეთოდებითა და ისეთი პრობლემების გადაჭრით, როგორიცაა დამუშავების შედეგად მიღებული მონარჩენის განთავსება;
ი) საგარანტიო სქემის აღწერას;
კ) ფინანსურ მონაცემებს.
7. ბიუჯეტი, რომელიც, სულ მცირე, უნდა შედგებოდეს შემდეგი ელემენტებისაგან:
ა) ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენებიდან და რეციკლირებული ნარჩენებიდან მიღებული შემოსავალი – მასალების შესაბამისად;
ბ) ხარჯები და მათი განაწილება;
გ) შესაძლო ზიანის ანაზღაურება.
8. მგვ-ის ორგანიზაციის წინასწარი ხელშეკრულებები მხარეებთან:
მგვ-ის ორგანიზაციების ხელშეკრულებები პირებთან, რომლებიც მონაწილეობენ ნარჩენების მართვაში (დისტრიბუტორები,შემგროვებლები, დამუშავების, აღდგენისა და რეციკლირების უფლებამოსილი ობიექტები და ა.შ.).
9.
საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები:
კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა ჩატარებასაც მგვ-ის ორგანიზაცია გეგმავს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების მიზნი