1. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს:
ა) გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით საუკეთესო ხელმისაწვდომი მეთოდების გამოყენებით, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების დამუშავებისა და რეციკლირების სქემების შექმნა;
ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის ან/და ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების, ან/და ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად შეგროვებული, იდენტიფიცირებადი ბატარეა და აკუმულატორი უნდა დაექვემდებაროს დამუშავებას და რეციკლირებას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სქემების საშუალებით.
2. ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების დამუშავების პროცესში სავალდებულოა ყველა სახის სითხისა და მჟავის ამოღება. ამასთან, დამუშავების ობიექტებზე დამუშავება და შენახვა უნდა განხორციელდეს წყალგაუმტარ ფენებზე ან შესაბამის კონტეინერებში.
3. ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების რეციკლირების პროცესებმა უნდა დააკმაყოფილოს რეციკლირების მოთხოვნები დანართი I-ის შესაბამისად.
4. დამუშავებისა და რეციკლირების მიზნით ექსპორტირებული ბატარეების და აკუმულატორების ნარჩენები ჩაითვლება ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების და ეფექტიანობის მოთხოვნების შესრულების ანგარიშში, თუ არსებობს დასაბუთებული მტკიცებულება იმისა, რომ რეციკლირება განხორციელდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების ეკვივალენტურ პირობებშ