1. მგვ-ის ორგანიზაცია სამინისტროსთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, ატარებს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს მომხმარებლებისთვის, შემდეგ საკითხებზე:
ა) ბატარეებსა და აკუმულატორებში გამოყენებული ნივთიერებების შესაძლო ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;
ბ) ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაში მონაწილეობის აუცილებლობა მათი დამუშავებისა და რეციკლირების ხელშეწყობის მიზნით;
გ) მგვ-ის ორგანიზაციები და ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვაში (შეგროვება, ტრანსპორტირება, შენახვა, რეციკლირება) ჩართული კომპანიები, მათი ფუნქციები და ვალდებულებები;
დ) მომხმარებლების როლი ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების რეციკლირების ხელშეწყობაში;
ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ II-ში განსაზღვრული სიმბოლოს და ქიმიური სახელწოდებების Hg, Cd და Pb-ის მნიშვნელობა.
2. დისტრიბუტორები ვალდებული არიან მომხმარებელს მიაწოდონ ინფორმაცია ნარჩენი პორტატული ბატარეების ან აკუმულატორების მათი შეძენის ადგილზე უსასყიდლოდ (მომხმარებელი ჩაბარებისთვის საფასურს არ იხდის) ჩაბარების შესაძლებლობის შესახე