1. მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილი თითოეული მგვ-ის ორგანიზაცია თავის წევრ მწარმოებლებს განუსაზღვრავს რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობას.  აღნიშნული შენატანი საკმარისი უნდა იყოს მწარმოებლის მიერ საქართველოს ბაზარზე განთავსებულ პროდუქტთან დაკავშირებული შემდეგი ხარჯების დასაფარად:

ა) ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების ხარჯები, ნარჩენების ხელახალი გამოყენებით და მეორადი ნედლეულის რეალიზაციით  მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით;

ბ) ნარჩენების მფლობელების ინფორმირების ხარჯები;

გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მონაცემების შეგროვებისა და ანგარიშგების ხარჯები;

დ) მგვ-ის ორგანიზაციის ადმინისტრაციული ხარჯები.

2. რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობის დადგენისას, პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ცალკეული პროდუქტის ან მსგავსი პროდუქტების ჯგუფების სპეციფიკაციები, მათ შორის, პროდუქტების გამძლეობა, მათი შეკეთების, ხელახლა გამოყენებისა და რეციკლირების შესაძლებლობა და მათში სახიფათო ნივთიერებების არსებობა.

3. მგვ-ის ორგანიზაციის ხარჯები წევრებს შორის ღიად განისაზღვრება. აღნიშნული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს ნარჩენების მართვის მომსახურების ხარჯეფექტიანად შესასრულებლად საჭირო ხარჯებს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები უნდა შესრულდეს ისე, რომ ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენებისა და ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის მგვ-ის ორგანიზაციების მიერ ბატარეებისა და აკუმულატორების შეგროვების შემთხვევაში მწარმოებელს არ დაეკისროს ორმაგი რეციკლირების წინასწარი შენატანის გადახდის ვალდებულება, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით.

5. ეს მუხლი ვრცელდება ყველა ბატარეასა და აკუმულატორზე, ბაზარზე მათი განთავსების თარიღის მიუხედავა