1. ბატარეებისა და აკუმულატორების ყველა მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე, დარეგისტრირდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში – „მგვ-ის რეესტრი“), რომელსაც ადმინისტრირებას უწევს სამინისტრო. მგვ-ის რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

2. 2021 წლის 1  ივნისამდე  ბატარეებისა და აკუმულატორების ყველა მწარმოებელი ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია მგვ-ის რეესტრში და შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) საქმიანობის სახე;

გ) საკონტაქტო ინფორმაცია;

დ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის კოდი;

ე) წინა წლის განმავლობაში და რეგისტრაციის დროისთვის საქართველოს ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების  წონა, სახეობების მიხედვით ტონებში.

3. რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს:

ა) ყოველთვიური ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების შესახებ (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) მომდევნო თვის 15 რიცხვამდე;

ბ) ინფორმაცია მომავალი წლისათვის ბაზარზე განსათავსებლად გათვალისწინებული ბატარეებისა და აკუმულატორების  შესახებ (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) ყოველი წლის  15 ნოემბრამდე.

4. სამინისტრო ვალდებულია შექმნას და აწარმოოს მონაცემთა ბაზა, რომელშიც აღირიცხება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვების, მათი საქართველოში დამუშავებისა და ქვეყნიდან ექსპორტის შესახე