ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში „ტექნიკური რეგლამენტი“) მიზანია:
ა) საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ (შემდგომში – კოდექსი) მე-9 მუხლის შესაბამისად, სპეციფიკური ნარჩენების – ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებებისა და აღნიშნული ნარჩენების მართვის წესების განსაზღვრა;
ბ) ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია, ხელახალი გამოყენების, რეციკლირების ან სხვაგვარად აღდგენისა და ასეთი ნარჩენის განთავსების შემცირების უზრუნველყოფ