1. მე-10 მუხლით გათვალისწინებული შენატანები ანაბრების უზრუნველყოფის სქემებში დაფუძნებული უნდა იყოს დაფარული ანაბრების რაოდენობაზე და შესაბამისი წევრის მიერ გაწეულ რისკზე.

წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უზრუნველყონ უფრო ნაკლები შენატანები უფრო დაბალი რისკის მქონე სექტორებისთვის, რომლებიც რეგულირდებიან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ ინსტიტუციური დაცვის სქემის წევრებმა გააკეთონ უფრო დაბალი შენატანი ანაბრების უზრუნველყოფის სქემაში.

წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დაუშვან, რომ ცენტრალური ორგანო და ყველა ის საკრედიტო დაწესებულება, რომელიც სამუდამოდ არის აფილირებული ცენტრალურ ორგანოსთან რეგულაციის (EU) No 575/2013 მე-10(1) მუხლის შესაბამისად, დაექვემდებაროს ცენტრალური ორგანოსა და მასთან აფილირებული დაწესებულებებისთვის განსაზღვრულ რისკის წონით კოეფიციენტს, როგორც ერთი მთლიანი, კონსოლიდირებულ საფუძველზე.

წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ საკრედიტო დაწესებულებებმა გააკეთონ მინიმალური შენატანი, მიუხედავად მათი დაფარული ანაბრების ოდენობისა.

2. ანაბრების უზრუნველყოფის სქემებმა შეიძლება გამოიყენონ რისკის შეფასებაზე დაფუძნებული საკუთარი მეთოდები მათი წევრების მიერ რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შენატანების დასაანგარიშებლად. შენატანების დაანგარიშება წევრების მიერ გაწეული რისკის პროპორციული უნდა იყოს და სათანადოდ უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა ბიზნესმოდელების რისკის პროფილს. აღნიშნულმა მეთოდებმა ასევე მხედველობაში უნდა მიიღოს საბალანსო უწყისის აქტივების მხარე და რისკის ინდიკატორები, როგორებიცაა კაპიტალის ადეკვატურობა, აქტივების ხარისხი და ლიკვიდურობა.

თითოეული მეთოდი უნდა დაამტკიცოს ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანომ სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოსთან თანამშრომლობით. ევროპის საბანკო უწყებას უნდა ეცნობოს დამტკიცებული მეთოდების შესახებ.

3. წინამდებარე დირექტივის თანმიმდევრული გამოყენების უზრუნველსაყოფად, ევროპის საბანკო უწყებამ 2015 წლის 3 ივლისამდე უნდა გამოუშვას სახელმძღვანელო მითითებები რეგულაციის (EU) No 1093/2010 მე-16 მუხლის თანახმად, იმ მეთოდების დასაკონკრეტებლად, რომლებიც საჭიროა ანაბრების უზრუნველყოფის სქემაში შენატანების დასაანგარიშებლად წინამდებარე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.

კერძოდ, მასში უნდა შევიდეს საანგარიშო ფორმულა, კონკრეტული მაჩვენებლები, რისკის კლასები წევრებისთვის, რისკის კლასზე დაკისრებული კონკრეტული რისკის წონითი კოეფიციენტის ზღვრული მნიშვნელობა და სხვა აუცილებელი ელემენტები.

2017 წლის 3 ივლისისთვის და მას შემდეგ, სულ მცირე, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ევროპულმა საბანკო უწყებამ უნდა აწარმოოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემების მიერ გამოყენებული რისკზე დაფუძნებული ან ალტერნატიულ საკუთარ რისკებზე დაფუძნებული მეთოდების განხილვ