ანგარიში – შემოსავლები სოციალური შენატანებით (4-20-0000) მოიცავს შემოსავლებს სოციალური დაზღვევის შენატანებით (4-21-0000).

ანგარიში – შემოსავლები სოციალური დაზღვევის შენატანებით (4-21-0000) მოიცავს სოციალური დაზღვევის შენატანებით შემოსავლების შემდეგ ანგარიშებს: დასაქმებულის (4-21-1000); დამსაქმებლის (4-21-2000); თვითდასაქმებულის ან დაუსაქმებელი პირის (4-21-3000); შემოსავლებს სოციალური დაზღვევის შენატანებით, რომელთა კლასიფიცირება შეუძლებელია (4-21-4000).

ანგარიშზე – „დასაქმებულის სოციალური დაზღვევის შენატანებით შემოსავლები“ (4-21-1000) აღირიცხება ისეთი შენატანები, რომელთა მიღება ხორციელდება ან დასაქმებულიდან, ან აკლდება დასაქმებულის შრომის ანაზღაურებას და დასაქმებულის სახელით დამსაქმებლის მიერ ირიცხება სოციალური დაზღვევის სქემაში.

ანგარიშზე – „დამსაქმებლის სოციალური დაზღვევის შენატანებით შემოსავლები“ (4-21-2000) აღირიცხება ისეთი შენატანები, რომელთა მიღება ხორციელდება დამსაქმებლიდან დასაქმებულის სახელით, სოციალური დაზღვევის სქემაში.

ანგარიშზე – „თვითდასაქმებულის ან დაუსაქმებელი პირის სოციალური დაზღვევის შენატანებით შემოსავლები“ (4-21-3000) აღირიცხება ისეთ შენატანები, რომელთა მიღება ხორციელდება თვითდასაქმებულის ან დაუსაქმებელი პირიდან, სოციალური დაზღვევის სქემაში.

ანგარიშზე – „შემოსავლები სოციალური დაზღვევის შენატანებით, რომელთა კლასიფიცირება შეუძლებელია“ (4-21-4000) აღირიცხება სოციალური დაზღვევის სქემაში ისეთი შენატანებით შემოსავლები, რომლის წყაროს კლასიფიცირება/იდენტიფიცირება შეუძლებელი