ანგარიში – გადაფასების შედეგად მიღებული შემოსავლები (4-80-0000) მოიცავს: უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად ფლობიდან მიღებულ მოგებას (4-81-0000) და ფლობის შედეგად მიღებულ სხვა მოგებას (4-82-0000).
ანგარიში – უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება (4-81-0000) მოიცავს: უცხოურ ვალუტაში აქტივების გადაანგარიშების შედეგად (4-81-1000) და უცხოურ ვალუტაში ვალდებულებების გადაანგარიშების შედეგად (4-81-2000) ფლობიდან მიღებული მოგების ანგარიშებს.
ანგარიში – უცხოურ ვალუტაში აქტივების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება (4-81-1000) მოიცავს: უცხოური ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების (4-81-1100); საბანკო ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში ნაშთების (4-81-1200); უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტებისა და სესხების (4-81-1300); უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის (4-81-1400); უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე და სესხებზე დარიცხული მისაღები პროცენტების (4-81-1500); უცხოურ ვალუტაში პროცენტებზე დაკისრებული მისაღები ჯარიმების, სანქციების და საურავების (4-81-1600); ერთ წელზე მეტი ვადით უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტებისა და სესხების (4-81-1700) გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგების ანგარიშებს.
ანგარიშზე – „უცხოური ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება“ (4-81-1100) აღირიცხება ერთეულის მფლობელობაში უცხოურ ვალუტაში არსებული ბანკნოტების და მონეტების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება.
ანგარიშზე – „საბანკო ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში ნაშთების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება“ (4-81-1200) აღირიცხება ერთეულის საბანკო ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული ნაშთების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება.
ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტებისა და სესხების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება“ (4-81-1300) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების და სესხების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება.
ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება“ (4-81-1400) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება.
ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე და სესხებზე დარიცხული მისაღები პროცენტების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება“ (4-81-1500) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე და სესხებზე დარიცხული მისაღები პროცენტების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება.
ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში პროცენტებზე დაკისრებული მისაღები ჯარიმების, სანქციების და საურავების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება“ (4-81-1600) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში პროცენტებზე დაკისრებული მისაღები ჯარიმების, სანქციების და საურავების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება.
ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტებისა და სესხების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება“ (4-81-1700) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება.
ანგარიში – უცხოურ ვალუტაში ვალდებულებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება (4-81-2000) მოიცავს: ევრობონდებისა (4-81-2100) და უცხოურ ვალუტაში კრედიტების და სესხების ვალდებულებების (4-81-2200) გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგების ანგარიშებს.
ანგარიშზე – „ევრობონდების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება“ (4-81-2100) აღირიცხება ევრობონდების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება.
ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში კრედიტებისა და სესხების ვალდებულებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება“ (4-81-2200) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში მიღებული კრედიტებისა და სესხების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება.
ანგარიში – ფლობის შედეგად მიღებული სხვა მოგება (4-82-0000) მოიცავს: რეალური ღირებულებით ასახული საინვესტიციო ქონების (4-82-2000) და კაპიტალ-მეთოდით აღრიცხული ინვესტიციების (4-82-3000) ფლობით მიღებული მოგების ანგარიშებს.
ანგარიშზე – „რეალური ღირებულებით ასახული საინვესტიციო ქონების ფლობით მიღებული მოგება“ (4-82-2000) აღირიცხება საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულებით შეფასებისას ფლობით მიღებული მოგება.
ანგარიშზე – „კაპიტალ-მეთოდით აღრიცხული ინვესტიციების ფლობით მიღებული მოგება“ (4-82-3000) აღირიცხება ერთეულის მფლობელობაში არსებული კაპიტალ-მეთოდით აღრიცხული ინვესტიციების გადაფასების შედეგად ფლობით მიღებული მოგებ