ანგარიში – საქონელისა და მომსახურების ხარჯები (5-20-0000) მოიცავს: შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურებებს (5-20-1000); მივლინებებით ხარჯებს (5-20-2000); ოფისის ხარჯებს (5-20-3000); წარმომადგენლობით ხარჯებს (5-20-4000); კვებისა და სამედიცინო ხარჯებს (5-20-5000); რბილი ინვენტარისა და უნიფორმის შეძენის და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებულ ხარჯებს (5-20-6000); ტრანსპორტის და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებს (5-20-7000); სამხედრო ტექნიკისა და ტყვია-წამლის შეძენის ხარჯებს (5-20-8000) და სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურების ხარჯებს (5-20-9000).
ანგარიშზე – „შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურებები“ (5-20-1000) აღირიცხება ხელშეკრულებით დაქირავებულ შტატგარეშე მომუშავეთათვის ფულადი ან სასაქონლო ფორმით გაცემული ანაზღაურებები.
ანგარიშზე – „მივლინებებით ხარჯები“ (5-20-2000) აღირიცხება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებების დროს მგზავრობის, საცხოვრებელი ადგილის, დღიური ნორმის და მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები; მივლინების დროს წარმომადგენლობითი ხარჯები; ქვეყნის გარეთ მივლინებისათვის მივლინებული მომუშავის სავალდებულო დაზღვევის ხარჯები, პასპორტის ღირებულება და სხვა დოკუმენტების (მათ შორის, ვიზის) გაფორმებასთან, აგრეთვე მივლინებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები.
ანგარიშზე – „ოფისის ხარჯები“ (5-20-3000) აღირიცხება ხარჯები მცირეფასიანი და მრავალჯერადი მოხმარების საგნებზე, მათ შორის, მცირეფასიან აქტივებზე, რომელთაც გააჩნიათ რეგულარული გამოყენების ხასიათი; ასევე ძირითადი აქტივების, ფასეულობების და არაწარმოებული აქტივების მოვლა-შენახვის (ექსპლუატაციის) და დაზიანების შემთხვევაში შეკეთების მიზნით გაწეული ხარჯები რომელიც არ ზრდის მათ ღირებულებას.
ანგარიშზე – „წარმომადგენლობითი ხარჯები“ (5-20-4000) აღირიცხება ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელ სტუმრებზე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები, მათ შორის, მიღებებისა და ოფიციალური სადილების, წვეულებებისა და სხვა ღონისძიებების, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, სუვენირების შეძენის/დამზადების, აეროპორტში დახვედრის და გაცილების, (VIP დარბაზის მომსახურება), სატრანსპორტო მომსახურების და მგზავრობის, სასტუმროს მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება და სხვა), საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, გაგრძელება), მაჟორიტარ დეპუტატთა ბიუროს და სხვა დანარჩენი წარმომადგენლობითი ხარჯები.
ანგარიში – კვებისა და სამედიცინო ხარჯები (5-20 -5000) მოიცავს: კვების ხარჯებს (5-20-5100) და სამედიცინო ხარჯებს (5-20-5200).
ანგარიშზე – „კვებისა ხარჯები“ (5-20-5100) აღირიცხება ერთეულის მიერ კვებასთან დაკავშირებული ხარჯები.
ანგარიშზე – „სამედიცინო ხარჯები“ (5-20-5200) აღირიცხება მედიკამენტების, სხვა სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ინსტრუმენტების შეძენის ხარჯები, სამედიცინო დეზინფექცია-დერატიზაციის და სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის ხარჯები და სხვ.
ანგარიშზე – „რბილი ინვენტარისა და უნიფორმის შეძენის და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული ხარჯები“ (5-20-6000) აღირიცხება ტანსაცმლის, მათ შორის, პირადი ჰიგიენისთვის განკუთვნილი თეთრეულისა და ფეხსაცმლის შეძენისა და შენახვის ხარჯები, სამხედრო და სხვა მოსამსახურეთა უნიფიცირებული ფორმის შეძენისა და შენახვის ხარჯები, სპორტული უნიფორმის და შესაბამისი სპეცაღჭურვილობის შეძენისა და შენახვის ხარჯებს, ხალიჩების, ფარდაგების, ფარდების, ფარდა-ჟალუზების და სხვა ანალოგიური საქონლის შეძენის, შენახვის, შეკერვისა და გადაკეთების და სხვა მსგავსი ხარჯები.
ანგარიშზე – „ტრანსპორტის და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები“ (5-20-7000) აღირიცხება ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციასთან და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები. მათ შორის, მიმდინარე რემონტის ხარჯები, ექსპლუატაციის, მოვლა-შენახვის და სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯები, ტრანსპორტის დაქირავების (გადაზიდვა-გადაყვანის) ხარჯები და სხვ.
ანგარიშზე – „სამხედრო ტექნიკისა და ტყვია-წამლის შეძენის ხარჯები“ (5-20-8000) აღირიცხება სამხედრო საქონელზე გაწეული ხარჯები, როგორიცაა ერთჯერადი გამოყენების იარაღი (მაგალითად ტყვია-წამალი, რაკეტები, ჭურვები და სხვა) და ამ იარაღის ამოქმედებისათვის საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის მცირეფასიანი აქსესუარების შეძენისა და სხვა მსგავი ხარჯები.
ანგარიშზე – „სხვა დანარჩენი საქონელისა და მომსახურების ხარჯი“ (5-20-9000) აღირიცხება ყველა სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების ხარჯი, რომელიც არ აღირიცხება საქონლისა და მომსახურების სხვა ზემოთ ჩამოთვლილ ანგარიშებზ