ანგარიში – სხვ ხარჯები (5-70-0000) მოიცავს: საპროცენტო ხარჯებს (5-71-0000); რენტის ხარჯებს (5-72-0000); ხარჯებს ტრანსფერებით, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (5-73-0000); ქონებასთან დაკავშირებული ხარჯები გარდა პროცენტისა (5-74-0000) და დაზღვევის (სიცოცხლის დაზღვევის გარდა) და სტანდარტული გარანტიის სქემით მიღებული პრემიები, ჩარიცხვები და მოთხოვნები (5-75-0000).
ანგარიში – საპროცენტო ხარჯები (5-71-0000) მოიცავს საპროცენტო ხარჯების შემდეგ ანგარიშებს: არარეზიდენტებზე (5-71-1000); რეზიდენტებზე, გარდა სახელმწიფო ერთეულებისა (5-71-2000) და სახელმწიფო ერთეულებზე (5-71-3000).
ანგარიშზე – „არარეზიდენტებზე საპროცენტო ხარჯები“ (5-71-1000) აღირიცხება საპროცენტო გადასახდელები არერეზიდენტებზე ფასიანი ქაღალდებისთვის, გარდა აქციებისა, აგრეთვე, სესხებისა და კრედიტორული დავალიანებებისათვის.
ანგარიშზე –„საპროცენტო ხარჯები რეზიდენტებზე, გარდა სახელმწიფო ერთეულებისა“ (5-71-2000) აღირიცხება საპროცენტო გადასახდელები რეზიდენტებზე (გარდა სახელმწიფო ერთეულებისა) ფასიანი ქაღალდებისთვის, გარდა აქციებისა, აგრეთვე, სესხებისა და კრედიტორული დავალიანებებისათვის.
ანგარიში – სახელმწიფო ერთეულებზე საპროცენტო ხარჯები (5-71-3000) მოიცავს საპროცენტო ხარჯების შემდეგ ანგარიშებს: იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე (5-71-3100) და სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებზე (5-71-3200).
ანგარიშზე – „იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე საპროცენტო ხარჯები“ (5-71-3100) აღირიცხება საპროცენტო გადასახდელები იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე ფასიანი ქაღალდებისთვის, გარდა აქციებისა, აგრეთვე, სესხებისა და კრედიტორული დავალიანებებისათვის.
ანგარიშზე – „სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებზე საპროცენტო ხარჯები“ (5-71-3200) აღირიცხება საპროცენტო გადასახდელები სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებზე ფასიანი ქაღალდებისთვის, გარდა აქციებისა, აგრეთვე, სესხებისა და კრედიტორული დავალიანებებისათვის.
ანგარიშზე – „რენტის ხარჯი“ (5-72-0000) – აღირიცხება მიწის, წიაღისეული აქტივების და სხვა ბუნებრივად წარმოქმნილი (არაწარმოებული) აქტივების იჯარაზე გაწეული ხარჯი.
ანგარიში – „ტრანსფერები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“ (5-73-0000) მოიცავს: მიმდინარე ტრანსფერებს, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (5-73-1000) და კაპიტალურ ტრანსფერებს, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (5-73-2000).
ანგარიშზე – „მიმდინარე ტრანსფერები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“ (5-73-1000) აღირიცხება ფულადი შემოწირულობები, არაფულადი საჩუქრები და სხვა ნებაყოფლობითი ტრანსფერები, რომლებსაც ფიზიკური პირები, კერძო არამომგებიანი ორგანიზაციები, არასამთავრობო ფონდები და ორგანიზაციები, საწარმოები და კორპორაციები (მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა) გადასცემენ სახელმწიფოს და რომლებიც განკუთვნილი არ არის კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად ან/და გრძელვადიანი აქტივების შესაძენად.
ანგარიშზე – „კაპიტალური ტრანსფერები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“ (5-73-2000) აღირიცხება ფულადი შემოწირულობები, არაფულადი საჩუქრები და სხვა ნებაყოფლობითი ტრანსფერები, რომლებსაც ფიზიკური პირები, კერძო არამომგებიანი ორგანიზაციები, არასამთავრობო ფონდები და ორგანიზაციები, საწარმოები და კორპორაციები (მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა) გადასცემენ სახელმწიფოს და რომლებიც განკუთვნილია კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად ან/და გრძელვადიანი აქტივების შესაძენად.
ანგარიშზე – „ ქონებასთან დაკავშირებული ხარჯები გარდა პროცენტისა“ (5-74-0000) აღირიცხება დივიდენდები, კვაზი-კორპორაციების შემოსავლიდან ამოღებული თანხები, ინვესტირებულ საკუთრებაზე გადახდილი სარგებელი, რენტა და ხარჯები რეინვესტირებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ამასთან, ქონებასთან დაკავშირებული ხარჯი წარმოადგენს სახელმწიფო ერთეულის მიერ არაწარმოებული აქტივის გამოყენებისათვის აქტივების მფლობელისათვის გადასახდელ თანხას, გარდა ქონებასთან დაკავშირებული პროცენტის ხარჯისა.
ანგარიშზე – „დაზღვევის (სიცოცხლის დაზღვევის გარდა) და სტანდარტული გარანტიის სქემით მიღებული პრემიები, ჩარიცხვები და მოთხოვნები“ (5-75-0000) აღირიცხება დაზღვევის (სიცოცხლის დაზღვევის გარდა) გასაცემ პრემიებს და გადასახადებ