ანგარიში – შრომის ანაზღაურების ხარჯები (5-10-0000) მოიცავს: ხელფასების ხარჯებს ფულადი ფორმით (5-11-0000); ხელფასების ხარჯებს სასაქონლო ფორმით (5-12-0000) და დამსაქმებლის სოციალური შენატანებით ხარჯებს (5-13-0000).
ანგარიშზე – „ხელფასების ხარჯები ფულადი ფორმით“ (5-11-0000) აღირიცხება შტატით მომუშავის მიერ შესრულებული სამუშაოს საზღაური ფულადი ფორმით, აგრეთვე კუთვნილი შვებულების საზღაური.
ანგარიშზე – „ხელფასების ხარჯები სასაქონლო ფორმით“ (5-12-0000) აღირიცხება შტატით მომუშავის მიერ შესრულებული სამუშაოს საზღაური სასაქონლო ფორმით, აგრეთვე კუთვნილი შვებულების საზღაური.
ანგარიშზე – „დამსაქმებლის სოციალური შენატანებით ხარჯები“ (5-13-0000) აღირიცხება სახელმწიფო სადაზღვევო სქემაში დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ სოციალურ შენატანებთან დაკავშირებული ხარჯებ