ანგარიში – გრანტების და სუბსიდიების ხარჯები (5-30-0000) მოიცავს შემდეგ ანგარიშებს: ფულადი ფორმით გაცემულ გრანტებს (5-31-0000), სასაქონლო ფორმით გაცემულ გრანტებს (5-32-0000), სახელმწიფო საწარმოებზე გაცემულ სუბსიდიებს (5-33-0000), კერძო საწარმოებზე გაცემულ სუბსიდიებს (5-34-0000), სხვა სექტორებზე გაცემულ სუბსიდიებს (5-35-0000).

ანგარიში – ფულადი ფორმით გაცემული გრანტები (5-31-0000) მოიცავს: ფულადი ფორმით გაცემულ მიმდინარე გრანტებს (5-31-1000) და ფულადი ფორმით გაცემულ კაპიტალურ გრანტებს (5-31-2000).

ანგარიში – ფულადი ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტები (5-31-1000) მოიცავს ფულადი ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტების შემდეგ ანგარიშებს: უცხო სახელმწიფოთა მთავრობებზე (5-31-1100), საერთაშორისო ორგანიზაციებზე (5-31-1200) და სახელმწიფო ერთეულებზე (5-31-1300).

ანგარიშზე – „უცხო სახელმწიფოთა მთავრობებზე ფულადი ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტები“ (5-31-1100) აღირიცხება უცხო სახელმწიფოთა მთავრობებზე ფულადი ფორმით გაცემული ისეთი გრანტები, რომლებიც განკუთვნილია მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად.

ანგარიშზე – „საერთაშორისო ორგანიზაციებზე ფულადი ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტები“ (5-31-1200) აღირიცხება საერთაშორისო ორგანიზაციებზე ფულადი ფორმით გაცემული ისეთი გრანტები, რომლებიც განკუთვნილია მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად.

ანგარიში – სახელმწიფო ერთეულებზე ფულადი ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტები (5-31-1300) მოიცავს ფულადი ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტების შემდეგ ანგარიშებს: იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე (5-31-1310) და სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებზე (5-31-1320).

ანგარიშზე – „იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე ფულადი ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტები“ (5-31-1310) აღირიცხება იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე ფულადი ფორმით გაცემული ისეთი გრანტები, რომლებიც განკუთვნილია მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად.

ანგარიშზე – „სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებზე ფულადი ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტები“ (5-31-1320) აღირიცხება სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებზე ფულადი ფორმით გაცემული ისეთი გრანტები, რომლებიც განკუთვნილია მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად.

ანგარიში – ფულადი ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტები (5-31-2000) მოიცავს ფულადი ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტების შემდეგ ანგარიშებს: უცხო სახელმწიფოთა მთავრობებზე (5-31-2100), საერთაშორისო ორგანიზაციებზე (5-31-2200) და სახელმწიფო ერთეულებზე (5-31-2300).

ანგარიშზე – „უცხო სახელმწიფოთა მთავრობებზე ფულადი ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტები“ (5-31-2100) აღირიცხება უცხო სახელმწიფოთა მთავრობებზე ფულადი ფორმით გაცემული ისეთი გრანტები, რომლებიც განკუთვნილია კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად ან/და გრძელვადიანი აქტივების შესაძენად.

ანგარიშზე – „საერთაშორისო ორგანიზაციებზე ფულადი ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტები“ (5-31-2200) აღირიცხება საერთაშორისო ორგანიზაციებზე ფულადი ფორმით გაცემული ისეთი გრანტები, რომლებიც განკუთვნილია კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად ან/და გრძელვადიანი აქტივების შესაძენად.

ანგარიში – სახელმწიფო ერთეულებზე ფულადი ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტები (5-31-2300) მოიცავს ფულადი ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტების შემდეგ ანგარიშებს: იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე (5-31-2310) და სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებზე (5-31-2320).

ანგარიშზე – „იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე ფულადი ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტები“ (5-31-2310) აღირიცხება იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე ფულადი ფორმით გაცემული ისეთი გრანტები, რომლებიც განკუთვნილია კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად ან/და გრძელვადიანი აქტივების შესაძენად.

ანგარიშზე „სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებზე ფულადი ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტები“ (5-31-2320) აღირიცხება სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებზე ფულადი ფორმით გაცემული ისეთი გრანტები, რომლებიც განკუთვნილია კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად ან/და გრძელვადიანი აქტივების შესაძენად.

ანგარიში – გრანტები სასაქონლო ფორმით (5-32-0000) მოიცავს: მიმდინარე გრანტებს სასაქონლო ფორმით (5-32-1000) და კაპიტალურ გრანტებს სასაქონლო ფორმით (5-32-2000).

ანგარიში – სასაქონლო ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტები (5-32-1000) მოიცავს სასაქონლო ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტების შემდეგ ანგარიშებს: უცხო სახელმწიფოთა მთავრობებზე (5-32-1100), საერთაშორისო ორგანიზაციებზე (5-32-1200) და სახელმწიფო ერთეულებზე (5-32-1300).

ანგარიშზე – „უცხო სახელმწიფოთა მთავრობებზე სასაქონლო ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტები“ (5-32-1100) აღირიცხება უცხო სახელმწიფოთა მთავრობებზე სასაქონლო ფორმით გაცემული ისეთი გრანტები, რომლებიც განკუთვნილია მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად.

ანგარიშზე – „საერთაშორისო ორგანიზაციებზე სასაქონლო ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტები“ (5-32-1200) აღირიცხება საერთაშორისო ორგანიზაციებზე სასაქონლო ფორმით გაცემული ისეთი გრანტები, რომლებიც განკუთვნილია მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად.

ანგარიში – სახელმწიფო ერთეულებზე სასაქონლო ფომით გაცემული მიმდინარე გრანტები“ (5-32-1300) მოიცავს სასაქონლო ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტების შემდეგ ანგარიშებს: იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე (5-32-1310) და სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებზე (5-32-1320).

ანგარიშზე – „იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე სასაქონლო ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტები“ (5-32-1310) აღირიცხება იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე სასაქონლო ფორმით გაცემული ისეთი გრანტები, რომლებიც განკუთვნილია მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად.

ანგარიშზე – „სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებზე სასაქონლო ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტები“ (5-32-1320) აღირიცხება სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებზე სასაქონლო ფორმით გაცემული ისეთი გრანტები, რომლებიც განკუთვნილია მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად.

ანგარიში – სასაქონლო ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტები (5-32-2000) მოიცავს სასაქონლო ფორმით კაპიტალური გრანტების შემდეგ ანგარიშებს: უცხო სახელმწიფოთა მთავრობებზე (5-32-2100), საერთაშორისო ორგანიზაციებზე (5-32-2200), სახელმწიფო ერთეულებზე (5-32-2300).

ანგარიშზე – „უცხო სახელმწიფოთა მთავრობებზე სასაქონლო ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტები“ (5-32-2100) აღირიცხება უცხო სახელმწიფოთა მთავრობებზე სასაქონლო ფორმით გაცემული ისეთი გრანტები, რომლებიც განკუთვნილია კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად.

ანგარიშზე – „საერთაშორისო ორგანიზაციებზე სასაქონლო ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტები“ (5-32-2200) აღირიცხება საერთაშორისო ორგანიზაციებზე სასაქონლო ფორმით გაცემული ისეთი გრანტები, რომლებიც განკუთვნილია კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად.

ანგარიში – სახელმწიფო ერთეულებზე სასაქონლო ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტები (5-32-2300) მოიცავს სასაქონლო ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტების შემდეგ ანგარიშებს: იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე (5-32-2310) და სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებზე (5-32-2320).

ანგარიშზე – „იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე სასაქონლო ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტები“ (5-32-2310) აღირიცხება იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე ფულადი ფორმით გაცემული ისეთი გრანტები, რომლებიც განკუთვნილია კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად.

ანგარიშზე – „სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებზე სასაქონლო ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტები“ (5-32-2310) აღირიცხება სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებზე ფულადი ფორმით გაცემული ისეთი გრანტები, რომლებიც განკუთვნილია კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად.

ანგარიში – სახელმწიფო საწარმოებზე გაცემული სუბსიდიები (5-33-0000) მოიცავს: სახელმწიფო არაფინანსურ საწარმოებზე გაცემულ სუბსიდიებს (5-33-1000) და სახელმწიფო ფინანსურ საწარმოებზე გაცემულ სუბსიდიებს (5-33-2000).

ანგარიშზე – „სახელმწიფო არაფინანსურ საწარმოებზე გაცემული სუბსიდიები“ (5-33-1000) აღირიცხება სახელმწიფო ერთეულის მიერ სახელმწიფო არაფინანსურ საწარმოებზე მიმდინარე მიზნებისათვის უსასყიდლოდ, დაუბრუნებლად გაცემული ტრანსფერები.

ანგარიშზე – „სახელმწიფო ფინანსურ საწარმოებზე გაცემული სუბსიდიები“ (5-33-2000) აღირიცხება სახელმწიფო ერთეულის მიერ სახელმწიფო ფინანსურ საწარმოებზე მიმდინარე მიზნებისათვის უსასყიდლოდ, დაუბრუნებლად გაცემული ტრანსფერები.

ანგარიში – „კერძო საწარმოებზე გაცემული სუბსიდიები„ (5-34-0000) მოიცავს: კერძო არაფინანსურ საწარმოებზე გაცემულ სუბსიდიებს (5-34-1000) და კერძო ფინანსურ საწარმოებზე გაცემულ სუბსიდიებს (5-34-2000).

ანგარიშზე – „კერძო არაფინანსურ საწარმოებზე გაცემული სუბსიდიები“ (5-34-1000) აღირიცხება სახელმწიფო ერთეულის მიერ კერძო არაფინანსურ საწარმოებზე მიმდინარე მიზნებისათვის უსასყიდლოდ, დაუბრუნებლად გაცემული ტრანსფერები.

ანგარიშზე – „კერძო ფინანსურ საწარმოებზე გაცემული სუბსიდიები“ (5-34-2000) აღირიცხება სახელმწიფო ერთეულის მიერ კერძო ფინანსურ საწარმოებზე მიმდინარე მიზნებისათვის უსასყიდლოდ, დაუბრუნებლად გაცემული ტრანსფერები.

ანგარიშზე – „სხვა სექტორებზე გაცემული სუბსიდიები“ (5-35-0000) აღირიცხება გადასაცემი თანხები სახელმწიფო ერთეულებისთვის და არაკომერციულ დაწესებულებებისთვის, რომლებიც ემსახურებიან ოჯახებს და შინამეურნეობებს, როგორც მწარმოებლებ