ანგარიში – სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან მიღებული შემოსავლები (4-90-0000) მოიცავს მოკლევადიანი (მიმდინარე) და გრძელვადიანი საეჭვო დებიტორული დავალიანებების ანარიცხებს (4-91-0000); მატერიალური მარაგების ღირებულების შემცირების (4-92-0000); ძირითადი აქტივების გაუფასურების (4-93-0000); საინვესტიციო ქონების გაუფასურების (4-94-0000); არამატერიალური აქტივების გაუფასურების (4-95-0000); შეღავათიანი მომსახურების ფარგლებში აქტივების გაუფასურების (4-96-0000); ფინანსური იჯარის ფარგლებში აქტივების გაუფასურების (4-97-0000); სხვა არაფინანსური აქტივების გაუფასურების (4-98-0000), მოკლევადიანი (მიმდინარე) და გრძელვადიანი ფინანსური აქტივების გაუფასურების (4-99-0000) უკუგატარებით წარმოქმნილ შემოსავლებს.

ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) და გრძელვადიანი საეჭვო დებიტორული დავალიანებების ანარიცხების უკუგატარებით წარმოქმნილი შემოსავლები“ (4-91-0000) აღირიცხება მოკლევადიანი და გრძელვადიანი საეჭვო დებიტორული დავალიანებების შემცირების უკუგატარების შედეგად წარმოქმნილი შემოსავლები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.

ანგარიშზე – „მატერიალური მარაგების ღირებულების შემცირების უკუგატარებით წარმოქმნილი შემოსავლები“ (4-92-0000) აღირიცხება მატერიალური მარაგების ღირებულების შემცირების უკუგატარების შედეგად წარმოქმნილი შემოსავლები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.

ანგარიშზე – „ძირითადი აქტივების გაუფასურების უკუგატარებით წარმოქმნილი შემოსავლები“ (4-93-0000) აღირიცხება ძირითადი აქტივების გაუფასურების უკუგატარების შედეგად წარმოქმნილი შემოსავლები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.

ანგარიშზე – „საინვესტიციო ქონების გაუფასურების უკუგატარებით წარმოქმნილი შემოსავლები“ (4-94-0000) აღირიცხება საინვესტიციო ქონების გაუფასურების უკუგატარების შედეგად წარმოქმნილი შემოსავლები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.

ანგარიშზე – „არამატერიალური აქტივების გაუფასურების უკუგატარებით წარმოქმნილი შემოსავლები“ (4-95-0000) აღირიცხება არამატერიალური აქტივების გაუფასურების უკუგატარების შედეგად წარმოქმნილი შემოსავლები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.

ანგარიშზე – „შეღავათიანი მომსახურების ფარგლებში აქტივების გაუფასურების უკუგატარებით წარმოქმნილი შემოსავლები“ (4-96-0000) აღირიცხება შეღავათიანი მომსახურების ფარგლებში არსებული აქტივების გაუფასურების უკუგატარებით წარმოქმნილი შემოსავლები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.

ანგარიშზე – „ფინანსური იჯარის ფარგლებში აქტივების გაუფასურების უკუგატარებთს წარმოქმნილი შემოსავლები“ (4-97-0000) აღირიცხება შეღავათიანი მომსახურების ფარგლებში მიღებული აქტივების გაუფასურების უკუგატარების შედეგად წარმოქმნილი შემოსავლები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.

ანგარიშზე – „სხვა არაფინანსური აქტივების გაუფასურების უკუგატარებით წარმოქმნილი შემოსავლები“ (4-98-0000) აღირიცხება სხვა არაფინანსური აქტივების გაუფასურების უკუგატარების შედეგად წარმოქმნილი შემოსავლები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.

ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) და გრძელვადიანი ფინანსური აქტივების გაუფასურების უკუგატარებით წარმოქმნილი შემოსავლები“ აღირიცხება მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური აქტივების გაუფასურების უკუგატარებით წარმოქმნილი შემოსავლები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.

თავი VI

ხარჯე