ანგარიში – სხვა შემოსავლები (4-40-0000) მოიცავს: შემოსავლებს საკუთრებიდან (4-41-0000); საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს (4-42-0000); გრძელვადიანი აქტივების გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავლებს (4-43-0000); შემოსავლებს სანქციებით, ჯარიმებით და საურავებით (4-44-0000); შემოსავლებს გარე ტრანსფერებიდან, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (4-45-0000) და დაზღვევის (სიცოცხლის დაზღვევის გარდა) და სტანდარტული გარანტიის სქემით მიღებული პრემიები, ჩარიცხვები და მოთხოვნები (4-46-0000).

ანგარიში – შემოსავლები საკუთრებიდან (4-41-0000) მოიცავს: საპროცენტო შემოსავლებს (4-41-1000); დივიდენდებიდან შემოსავლებს (4-41-2000) და რენტიდან შემოსავლებს (4-41-3000).

ანგარიში – საპროცენტო შემოსავლები (4-41-1000) მოიცავს პროცენტების შემდეგ ანგარიშებს: არარეზიდენტებისგან (4-41-1100) რეზიდენტებისგან, გარდა სახელმწიფო ერთეულებისა (4-41-1200); სახელმწიფო ერთეულებისგან (4-41-1300).

ანგარიშზე – „არარეზიდენტებისგან საპროცენტო შემოსავლები“ (4-41-1100) – აღირიცხება არარეზიდენტი პირებიდან ფასიანი ქაღალდებისთვის, გარდა აქციებისა, აგრეთვე, სესხებისა და დებიტორული დავალიანებებისათვის. წარმოქმნილი საპროცენტო შემოსავლები.

ანგარიშზე – „რეზიდენტებისგან, გარდა სახელმწიფო ერთეულებისა, საპროცენტო შემოსავლები“ (4-41-1200) – აღირიცხება სახელმწიფო სექტორის ერთეულების გარდა სხვა რეზიდენტებისგან ფასიანი ქაღალდებისთვის, გარდა აქციებისა, აგრეთვე, სესხებისა და დებიტორული დავალიანებებისათვის. წარმოქმნილი საპროცენტო შემოსავლები.

ანგარიში – სახელმწიფო ერთეულებიდან საპროცენტო შემოსავლები (4-41-1300) – მოიცავს საპროცენტო შემოსავლების შემდეგ ანგარიშებს: იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებიდან (4-41-1310) და სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებიდან (4-41-1320).

ანგარიშზე – „იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებიდან საპროცენტო შემოსავლები“ (4-41-1310) აღირიცხება იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებიდან ფასიანი ქაღალდებისთვის, გარდა აქციებისა, აგრეთვე, სესხებისა და დებიტორული დავალიანებებისათვის. წარმოქმნილი საპროცენტო შემოსავლები.

ანგარიშზე – „სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებიდან საპროცენტო შემოსავლები“ (4-41-1320) აღირიცხება სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებიდან ფასიანი ქაღალდებისთვის, გარდა აქციებისა, აგრეთვე, სესხებისა და დებიტორული დავალიანებებისათვის. წარმოქმნილი საპროცენტო შემოსავლები.

ანგარიში – დივიდენდებიდან შემოსავლები (4-41-2000) მოიცავს დივიდენდების შემდეგ ანგარიშებს: არარეზიდენტებისგან (4-41-2100) და რეზიდენტებისგან (4-41-2200).

ანგარიშზე – „არარეზიდენტებისგან მიღებული დივიდენდები“ (4-41-2100) – აღირიცხება არარეზიდენტ ერთეულებში განთავსებული ფინანსური რესურსების სანაცვლოდ დივიდენდების სახით წარმოქმნილი შემოსავლები.

ანგარიშზე – „რეზიდენტებისგან მიღებული დივიდენდები“ (4-41-2200) – აღირიცხება რეზიდენტ ერთეულებში განთავსებული ფინანსური რესურსების სანაცვლოდ დივიდენდის სახით წარმოქმნილი შემოსავლები.

ანგარიშზე – „რენტიდან შემოსავლები“ (4-41-3000) - აღირიცხება საკუთრებიდან შემოსავლები, რომელიც მიიღება არაწარმოებული (ბუნებრივად შექმნილი) აქტივების (მიწის, სასარგებლო წიაღისეულის და სხვა ბუნებრივი რესურსების) იჯარით ან გაქირავებით.

ანგარიში – საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები (4-42-0000) მოიცავს შემოსავლების შემდეგ ანგარიშებს: საბაზრო დაწესებულებების მიერ საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების (4-42-1000); ადმინისტრაციული მოსაკრებლების და გადასახდელების სახით მიღებული შემოსავლების (4-42-2000); არასაბაზრო დაწესებულებების მიერ განხორციელებული გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების (4-42-3000) და საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის დარიცხვას (4-42-4000).

ანგარიშზე – „საბაზრო დაწესებულებების მიერ საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები“ (4-42-1000) აღირიცხება ისეთი დაწესებულებების საქონლისა და მომსახურების გაყიდვები, რომლებიც მათ მიერ წარმოებული პროდუქციის დიდ წილს ან მთელ მოცულობას, ყიდიან ან სხვაგვარად განკარგავენ ფასით, რომელიც ეკონომიკურად მნიშვნელოვანია.

ანგარიშზე – „ადმინისტრაციული მოსაკრებლების და გადასახდელების სახით მიღებული შემოსავლები“ (4-42-2000) აღირიცხება სავალდებულო სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლები და სხვა ადმინისტრაციული გადასახდელები, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს საქონლისა და მომსახურების რეალიზაციას.

ანგარიშზე – „არასაბაზრო დაწესებულებების მიერ განხორციელებული გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები“ (4-42-3000) აღირიცხება მთვარობის მიერ არასაბაზრო წესით გაყიდული საქონლისა და მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, გარდა ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელებისა.

ანგარიშზე – „საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის დარიცხვა“ (4-42-4000) აღირიცხება სახელმწიფო ერთეულების მიერ მომსახურების გაწევით წარმოქმნილი შემოსავლები. მათ შორის, შემოსავლები იჯარით (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) და სხვა არაკლასიფიცირებული მომსახურების გაწევიდან.

ანგარიშზე – „გრძელვადიანი აქტივების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები (4-43-0000) აღირიცხება გრძელვადიანი ფინანსური და არაფინანსური აქტივების გაყიდვებიდან წარმოქმნილი შემოსავლები.

ანგარიშზე – „შემოსავლები სანქციებით, ჯარიმებით და საურავებით“ (4-44-0000) აღირიცხება სავალდებულო მიმდინარე ტრანსფერები, რომლის დაკისრებაც ხდება სასამართლოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის ან სხვა ადმინისტრაციული პროცედურების დარღვევისთვის, ასევე, სასამართლოს გარეშე დაკისრებული სანქციები, ჯარიმები და საურავები.

ანგარიში – შემოსავლები გარე ტრანსფერებით, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (4-45-0000) მოიცავს: შემოსავლებს მიმდინარე გარე ტრანსფერებით, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (4-45-1000) და შემოსავლებს კაპიტალური გარე ტრანსფერებით, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (4-45-2000).

ანგარიშზე – შემოსავლები მიმდინარე გარე ტრანსფერებით, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (4-45-1000), აღირიცხება ისეთი ფულადი შემოწირულობები, არაფულადი საჩუქრები და სხვა ნებაყოფლობით ტრანსფერები, რომლებიც არ არის განკუთვნილი კაპიტალური ხასიათის ხარჯების გასაწევად და რომლებსაც ფიზიკური პირები, კერძო არამომგებიანი ორგანიზაციები, არასამთავრობო ფონდები, ორგანიზაციები, საწარმოები და კორპორაციები (მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა) გადასცემენ სახელმწიფოს.

ანგარიშზე – შემოსავლები კაპიტალური გარე ტრანსფერებით, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (4-45-2000) აღირიცხება ისეთი ფულადი შემოწირულობები, არაფულადი საჩუქრები და სხვა ნებაყოფლობით ტრანსფერები, რომლებიც განკუთვნილია კაპიტალური ხასიათის ხარჯების გასაწევად და რომლებსაც ფიზიკური პირები, კერძო არამომგებიანი ორგანიზაციები, არასამთავრობო ფონდები, ორგანიზაციები, საწარმოები და კორპორაციები (მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა) გადასცემენ სახელმწიფოს.

ანგარიშზე – „დაზღვევის (სიცოცხლის დაზღვევის გარდა) და სტანდარტული გარანტიის სქემით მიღებული პრემიები, ჩარიცხვები და მოთხოვნები (4-46-0000) აღირიცხება მიღებად არასიცოცხლის დაზღვევის პოლისები,რომელიც რისკის წინაშე აზღვევს ერთეულს; მოთხოვნა, რომელიც ბენეფიციარებს აქვთ სადაზღვევო სქემიდან; საფასურს, რომელიც სტანდარტიზებულ საგარანტიო სქემებშია მოცემული