ანგარიში – საგადასახადო შემოსავლები (4-10-0000) მოიცავს საგადასახადო შემოსავლების შემდეგ ანგარიშებს: საშემოსავლო და მოგების გადასახადის (4-11-0000), ქონების გადასახადის (4-12-0000), დამატებითი ღირებულების გადასახადის (4-13-0000), აქციზის (4-14-0000), საბაჟო და იმპორტის მოსაკრებლების (4-15-0000), სხვა საგადასახადო შემოსავლებს (4-16-0000) და შემოსავლებს სხვა გადასახდელებით (4-17-0000).

ანგარიში – შემოსავლები საშემოსავლო და მოგების გადასახადით (4-11-0000) მოიცავს: ფიზიკური პირებისგან საშემოსავლო გადასახადს (4-11-1000), კორპორაციებიდან და სხვა საწარმოებიდან მოგების გადასახადს (4-11-2000).

ანგარიშზე – „ფიზიკური პირებისგან საშემოსავლო გადასახადს“ (4-11-1000) – აღირიცხება საგადასახადო შემოსავლების სახით ფიზიკური პირებისგან მიღებული საშემოსავლო გადასახადები.

ანგარიშზე – „კორპორაციებიდან და სხვა საწარმოებიდან მოგების გადასახადი“ (4-11-2000) – აღირიცხება საგადასახადო შემოსავლების სახით კორპორაციებიდან და სხვა საწარმოებიდან მიღებული მოგების გადასახადები.

ანგარიში – ქონების გადასახადი (4-12-0000) მოიცავს უძრავი და მოძრავი ქონების პერიოდულ გადასახადებს (4-12-1000), რომელზედაც აღირიცხება საგადასახადო შემოსავლების სახით მიღებული უძრავი და მოძრავი ქონების გადასახადები.

ანგარიშზე – „დამატებითი ღირებულების გადასახადი“ (4-13-0000) – აღირიცხება საგადასახადო შემოსავლების სახით მღებული დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომლითაც ხდება საქონლისა და მომსახურების დაბეგვრა.

ანგარიშზე – „აქციზის“ (4-14-0000) – აღირიცხება საგადასახადო შემოსავლების სახით მიღებული აქციზის გადასახადები.

ანგარიშზე – „საბაჟო და იმპორტის მოსაკრებლები“ (4-15-0000) – აღირიცხება საგადასახადო შემოსავლების სახით მიღებული საბაჟო და იმპორტის მოსაკრებლები რომელიც გადაიხდევინება საქონლის მიერ ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთის გამო.

ანგარიში – სხვა საგადასახადო შემოსავლები (4-16-0000) მოიცავს სხვა საგადასახადო შემოსავლების შემდეგ ანგარიშებს: მეწარმე სუბიექტებიდან (4-16-1000) და სხვა საგადასახადო შემოსავლები არამეწარმე სუბიექტებიდან ან რომელთა კლასიფიცირება შეუძლებელია (4-16-2000).

ანგარიშზე – „სხვა საგადასახადო შემოსავლები მეწარმე სუბიექტებიდან “ (4-16-1000) – აღირიცხება საგადასახადო შემოსავლების სახით მეწარმე სუბიექტებიდან მიღებული სხვა გადასახადები.

ანგარიშზე – „სხვა საგადასახადო შემოსავლები არამეწარმე სუბიექტებიდან ან რომელთა კლასიფიცირება შეუძლებელია“ (4-16-2000) – აღირიცხება საგადასახადო შემოსავლების სახით არამეწარმე სუბიექტებიდან მიღებული სხვა გადასახადები ან ისეთი საგადასახადო შემოსავლები, რომელთა კლასიფიცირება შეუძლებელია.

ანგარიშზე – „შემოსავლები სხვა გადასახდელებით“ (4-17-0000) აღირიცხება ბიუჯეტის შემოსავლები, წარმოქმნილი სხვა გადასახდელები