ანგარიში – შემოსავლები შიდა ტრანსფერებით (4-50-0000) მოიცავს: შემოსავლებს შიდა კაპიტალური ტრანსფერებით (4-51-0000) და შემოსავლებს შიდა მიმდინარე ტრანსფერებით (4-52-0000).
ანგარიში – შემოსავლები შიდა კაპიტალური ტრანსფერებით (4-51-0000) მოიცავს: ხაზინის მიერ შემოსავლების ამკრეფი ერთეულებიდან მიღებულ კაპიტალურ ტრანსფერებს (4-51-1000), საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ხაზინიდან მიღებულ კაპიტალურ ტრანსფერებს (4-51-2000) და სახელმწიფო ერთეულებიდან მიღებულ სხვა კაპიტალურ ტრანსფერებს (4-51-3000).
ანგარიშზე – „ხაზინის მიერ შემოსავლების ამკრეფი ერთეულებიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერები“ (4-51-1000) აღირიცხება ხაზინის ერთიან ანგარიშზე შემოსავლების სამსახურისა და შემოსავლების ამკრეფი სხვა ერთეულებიდან კაპიტალური დანიშნულებით მიღებული შემოსულობები.
ანგარიშზე – „საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ხაზინიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერები“ (4-51-2000) აღირიცხება საქმიანობის დასაფინანსებლად სახელმწიფო ერთეულის მიერ ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან კაპიტალური დანიშნულებით მიღებული შემოსულობები.
ანგარიშზე – „სახელმწიფო ერთეულებიდან მიღებული სხვა კაპიტალური ტრანსფერები“ (4-51-3000) აღირიცხება სახელმწიფო ერთეულებიდან კაპიტალური დანიშნულებით მიღებული სხვა შემოსულობები.
ანგარიში – შემოსავლები შიდა მიმდინარე ტრანსფერები (4-52-0000) მოიცავს: ხაზინის მიერ შემოსავლების ამკრეფი ერთეულებიდან მიღებულ მიმდინარე ტრანსფერებს (4-52-1000), საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ხაზინიდან მიღებულ მიმდინარე ტრანსფერებს (4-52-2000) და სახელმწიფო ერთეულებიდან მიღებულ სხვა მიმდინარე ტრანსფერებს (4-52-3000).
ანგარიშზე – „ხაზინის მიერ შემოსავლების სამსახურიდან და შემოსავლების ამკრეფი სხვა ერთეულებიდან მიღებული მიმდინარე ტრანსფერები“ (4-52-1000) აღირიცხება ხაზინის ერთიან ანგარიშზე შემოსავლების სამსახურისა და შემოსავლების ამკრეფი სხვა ერთეულებიდან მიმდინარე დანიშნულებით მიღებული შემოსულობები.
ანგარიშზე – „საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ხაზინიდან მიღებული მიმდინარე ტრანსფერები“ (4-52-2000) აღირიცხება საქმიანობის დასაფინანსებლად სახელმწიფო ერთეულის მიერ ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან მიმდინარე დანიშნულებით მიღებული შემოსულობები.
ანგარიშზე – „სახელმწიფო ერთეულებიდან მიღებული სხვა მიმდინარე ტრანსფერები“ (4-52-3000) აღირიცხება სახელმწიფო ერთეულებიდან მიმდინარე დანიშნულებით მიღებული სხვა შემოსულობებ