ანგარიში – სოციალური დახმარებებით ხარჯები (5-60-0000) მოიცავს: სახელმწიფოს ხარჯს საპენსიო სქემაში შენატანით (5-61-0000); დამქირავებლის მიერ გაწეულ სოციალურ დახმარებით ხარჯებს (5-62-0000); სხვა სოციალურ დახმარებებით ხარჯებს (5-63-0000) და სოციალურ დაზღვევას ( 5-64-0000).

ანგარიშზე – „სახელმწიფოს ხარჯი საპენსიო სქემაში შენატანით“ (5-61-0000) აღირიცხება დასაქმებულის სახელით სახელმწიფოს მიერ საპენსიო სქემაში შენატანისთვის გაწეული ხარჯი.

ანგარიშზე – „დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარებით ხარჯები“ (5-62-0000) აღირიცხება სახელმწიფო ერთეულის მიერ დაქირავებულისთვის გაწეული დახმარებები როგორც ფულადი, ასევე, სასაქონლო ფორმით.

ანგარიშზე – „სხვა სოციალური დახმარებებით ხარჯები“ (5-63-0000) აღირიცხება სხვა სოციალური დახმარებები, რომლებიც ასახული არ არის სოციალური დახმარებების სხვა ზემოთ ჩამოთვლილ ანგარიშებზე.

ანგარიშზე – „სოციალური დაზღვევა“ (5-64-0000) აღირიცხება სოციალურ ტრანსფერები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს სადაზღვევო სქემაში მონაწილეობი