ანგარიში – სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან წარმოქმნილი ხარჯები (5-90-0000) მოიცავს: საეჭვო დებიტორული დავალიანებების (5-91-0000), მატერიალური მარაგების ღირებულების შემცირების (5-92-0000); ძირითადი აქტივების გაუფასურების (5-93-0000), საინვესტიციო ქონების გაუფასურების (5-94-0000), არამატერიალური აქტივების გაუფასურების (5-95-0000), შეღავათიანი მომსახურების ფარგლებში აქტივების გაუფასურების (5-96-0000), ფინანსური იჯარის ფარგლებში აქტივების გაუფასურების (5-97-0000), და სხვა არაფინანსური აქტივების გაუფასურების (5-98-0000) ხარჯების ანგარიშებს.

ანგარიშზე – „საეჭვო დებიტორული დავალიანებების ხარჯები“ (5-91-0000) აღირიცხება საეჭვო დებიტორული დავალიანებების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.

ანგარიშზე – „მატერიალური მარაგების ღირებულების შემცირების ხარჯები“ (5-92-0000) აღირიცხება მატერიალური მარაგების ღირებულების შემცირების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.

ანგარიშზე – „ძირითადი აქტივების გაუფასურების ხარჯები“ (5-93-0000) აღირიცხება ძირითადი აქტივების გაუფასურების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.

ანგარიშზე – საინვესტიციო ქონების გაუფასურების ხარჯები“ (5-94-0000) აღირიცხება საინვესტიციო ქონების გაუფასურების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.

ანგარიშზე – „არამატერიალური აქტივების გაუფასურების ხარჯები“ (5-95-0000) აღირიცხება არამატერიალური აქტივების გაუფასურების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.

ანგარიშზე – „შეღავათიანი მომსახურების ფარგლებში აქტივების გაუფასურების ხარჯები“ (5-96-0000) აღირიცხება შეღავათიანი მომსახურების ფარგლებში არსებული აქტივების გაუფასურების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.

ანგარიშზე – „ფინანსური იჯარის ფარგლებში აქტივების გაუფასურების ხარჯები“ (5-97-0000) აღირიცხება ფინანსური იკარის ფარგლებში მიღებული აქტივების გაუფასურების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.

ანგარიშზე – „სხვა არაფინანსური აქტივების გაუფასურების ხარჯები“ (5-98-0000) აღირიცხება სხვა არაფინანსური აქტივების გაუფასურების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.

თავი VII

საცნობარო ანგარიშე