ანგარიში – გადაფასების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები (5-80-0000) მოიცავს: უცხოური ვალუტის გაცვლის კურსის ცვლილებით ფლობიდან წარმოქმნილ ზარალს (5-81-0000) და ფლობით წარმოქმნილ სხვა ზარალს (5-82-0000).

ანგარიში – უცხოური ვალუტის გაცვლის კურსის ცვლილებით ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი (5-81-0000) მოიცავს: უცხოურ ვალუტაში აქტივების გადაანგარიშების (5-81-1000) და უცხოურ ვალუტაში ვალდებულებების გადაანგარიშების (5-81-2000) ანგარიშებს.

ანგარიში – უცხოურ ვალუტაში აქტივების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი (5-81-1000) მოიცავს: უცხოური ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების (5-81-1100); საბანკო ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში ნაშთების (5-81-1200); უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტებისა და სესხების (5-81-1300); უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის (5-81-1400); უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე და სესხებზე დარიცხული მისაღები პროცენტების (5-81-1500); უცხოურ ვალუტაში პროცენტებზე დაკისრებული მისაღები ჯარიმების, სანქციებისა და საურავების (5-81-1600); ერთ წელზე მეტი ვადით უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტებისა და სესხების (5-81-1700) გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალის ანგარიშებს.

ანგარიშზე – „უცხოური ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი“ (5-81-1100) აღირიცხება ერთეულის მფლობელობაში უცხოურ ვალუტაში არსებული ბანკნოტების და მონეტების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი

ანგარიშზე – „საბანკო ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში ნაშთების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქნილი ზარალი“ (5-81-1200) აღირიცხება ერთეულის საბანკო ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული ნაშთების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი.

ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტებისა და სესხების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი“ (5-81-1300) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების და სესხების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი.

ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი“ (5-81-1400) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი.

ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე და სესხებზე დარიცხული მისაღები პროცენტების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი“ (5-81-1500) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე და სესხებზე დარიცხული მისაღები პროცენტების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან აწრმოქმნილი ზარალი.

ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში პროცენტებზე დაკისრებული მისაღები ჯარიმების, სანქციების და საურავების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი“ (5-81-1600) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში პროცენტებზე დაკისრებული მისაღები ჯარიმების, სანქციების და საურავების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი.

ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტებისა და სესხების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი“ (5-81-1700) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი.

ანგარიში – უცხოურ ვალუტაში ვალდებულებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი (5-81-2000) მოიცავს: ევრობონდებისა (5-81-2100) და უცხოურ ვალუტაში მიღებული კრედიტებისა და სესხების (5-81-2200) გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალის ანგარიშებს.

ანგარიშზე – „ევრობონდების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი“ (5-81-2100) აღირიცხება ევრობონდების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი

ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში მიღებული კრედიტებისა და სესხების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი“ (5-81-2200) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში მიღებული კრედიტებისა და სესხების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი.

ანგარიში – ფლობის შედეგად გაწეული სხვა ზარალი (5-82-0000) მოიცავს: რეალური ღირებულებით ასახული საინვესტიციო ქონების (5-82-2000) და კაპიტალ-მეთოდით აღრიცხული ინვესტიციების (5-82-3000) ფლობით წარმოქმნილი ზარალის ანგარიშებს.

ანგარიშზე – „რეალური ღირებულებით ასახული საინვესტიციო ქონების ფლობით წარმოქმნილი ზარალი“ (5-82-2000) აღირიცხება საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულებით შეფასებისას ფლობით წარმოქმნილი ზარალი.

ანგარიშზე – „კაპიტალ-მეთოდით აღრიცხული ინვესტიციების ფლობით წარმოქმნილი ზარალი“ (5-82-3000) აღირიცხება ერთეულის მფლობელობაში არსებული კაპიტალ-მეთოდით აღრიცხული ინვესტიციების გადაფასების შედეგად ფლობით წარმოქმნილი ზარალ