ანგარიში – შიდა ტრანსფერებით ხარჯები (5-50-0000) მოიცავს: შიდა კაპიტალურ ტრანსფერებით (5-51-0000) და შიდა მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯები (5-52-0000).

ანგარიში – შიდა კაპიტალური ტრანსფერებით ხარჯები (5-51-0000) მოიცავს: შემოსავლების ამკრეფი ერთეულების მიერ ხაზინისთვის გაწეულ კაპიტალურ ტრანსფერებით (5-51-1000), ხაზინიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის გაწეულ კაპიტალურ ტრანსფერებით (5-51-2000) და სახელმწიფო ერთეულებზე გაწეულ სხვა კაპიტალურ ტრანსფერებით ხარჯებს (5-51-3000).

ანგარიშზე – „შემოსავლების ამკრეფი ერთეულების მიერ ხაზინისათვის გაწეული კაპიტალური ტრანსფერებით ხარჯები“ (5-51-1000) აღირიცხება შემოსავლების სამსახურისა და შემოსავლების ამკრეფი სხვა ერთეულების მიერ ხაზინის ერთიან ანგარიშზე კაპიტალური დანიშნულებით გაწეული გადასახდელები.

ანგარიშზე – „ხაზინიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის გაწეული კაპიტალური ტრანსფერებით ხარჯები“ (5-51-2000) აღირიცხება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ერთეულების საქმიანობის დასაფინანსებლად კაპიტალური დანიშნულებით გაწეული გადასახდელები.

ანგარიშზე – „სახელმწიფო ერთეულებზე გაწეული სხვა კაპიტალური ტრანსფერებით ხარჯები“ (5-51-3000) აღირიცხება სახელმწიფო ერთეულებზე კაპიტალური დანიშნულებით გაწეული სხვა გადასახდელები.

ანგარიში – შიდა მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯები (5-52-0000) მოიცავს: შემოსავლების ამკრეფი ერთეულების მიერ ხაზინისათვის გაწეულ მიმდინარე ტრანსფერებით (5-52-1000), ხაზინიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის გაწეულ მიმდინარე ტრანსფერებით (5-52-2000) და სახელმწიფო ერთეულებზე გაწეულ სხვა მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯებს (5-52-3000).

ანგარიშზე – „შემოსავლების ამკრეფი ერთეულების მიერ ხაზინისათვის გაწეული მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯები“ (5-52-1000) აღირიცხება შემოსავლების სამსახურისა და შემოსავლების ამკრეფი სხვა ერთეულების მიერ ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმდინარე დანიშნულებით გაწეული გადასახდელები.

ანგარიშზე – „ხაზინიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის გაწეული მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯები“ (5-52-2000) აღირიცხება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ერტულების საქმიანობის დასაფინანსებლად მიმდინარე დანიშნულებით გაწეული გადასახდელები.

ანგარიშზე – „სახელმწიფო ერთეულებზე გაწეული სხვა მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯები“ (5-52-3000) აღირიცხება სახელმწიფო ერთეულებზე მიმდინარე დანიშნულებით გაწეული სხვა გადასახდელებ