1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ანაბრების უზრუნველყოფის სქემას გააჩნდეს ადეკვატური სისტემა პოტენციური ვალდებულებების განსაზღვრისათვის. ანაბრების უზრუნველყოფის სქემისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები აღნიშნული ვალდებულებების პროპორციული უნდა იყოს.
ანაბრების უზრუნველყოფის სქემებმა ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები უნდა შეაგროვონ მათი წევრების მიერ, სულ მცირე, ყოველწლიურად გაკეთებული შენატანებისგან. ამან ხელი არ უნდა შეუშალოს დამატებით დაფინანსებას სხვა წყაროებიდან.
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ 2024 წლის 3 ივლისისთვის ანაბრების უზრნველყოფის სქემისთვის ხელმისაწვდომმა ფინასურმა საშუალებებმა მიაღწიოს მისი წევრების დაფარული ანაბრების ოდენობის, სულ მცირე, 0.8 %-იან მიზნობრივ დონეს.
როცა დაფინანსების შესაძლებლობა ჩამორჩება მიზნობრივ დონეს, შენატანების გაკეთება უნდა განახლდეს მიზნობრივი დონის ხელახლა მიღწევამდე მაინც.
თუ, მიზნობრივი დონის პირველად მიღწევის შემდეგ, ხელმისაწვრომმა ფინანსურმა საშუალებებმა დაიკლო მიზნობრივი დონის 2/3-ზე მეტად, რეგულარული შენატანი უნდა განისაზღვროს იმ დონით, რომელიც მიზნობრივი დონის მიღწევას ექვს წლიწადში გახდის შესაძლებელს.
რეგულარული შენატანისას სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული საქმიანობის ციკლის ფაზა და პროციკლური შენატანის შესაძლო გავლენა ყოველწლიური შენატანების განსაზღვრისას, წინამდებარე მუხლის კონტექსტში.
წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება პირველ აბზაცში მითითებული საწყისი ვადა გაახანგრძლივონ მაქსიმუმ ოთხი წლით, თუ ანაბრების უზრუნველყოფის სქემაზე დაგროვილი საერთო თანხა შეადგენს დაფარული ანაბრების 0.8 %-ზე მეტს.
3. მიზნობრივი დონის მისაღწევად გასათვალისწინებელ ხელმისაწვდომ საშუალებებში შესაძლოა შევიდეს ანგარიშსწორების ვალდებულებებიც. ანგარიშსწორების ვალდებულებების საერთო წილმა არ უნდა გადააჭარბოს წინამდებარე მუხლის თანახმად შეგროვილი ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებების ჯამური თანხის 30 %-ს.
წინამდებარე დირექტივის თანმიმდევრული გამოყენების უზრუნველსაყოფად, ევროპის საბანკო ორგანომ უნდა გამოსცეს ანგარიშსწორების ვალდებულებების სახელმძღვანელო მითითებები.
4. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის მიუხედავად, მასში მოცემული ვალდებულებების შესრულების მიზნით, წევრმა სახელმწიფომ შეიძლება შეაგროვოს ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები საკრედიტო დაწესებულებების მიერ გაკეთებული იმ სავალდებულო შენატანების საშუალებით, რომელიც განპირობებულია ამ წევრი სახელმწიფოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე დაწესებული სავალდებულო შენატანების უკვე არსებული სქემით, რაც, თავის მხრივ, ემსახურება სისტემური რისკის, წარუმატებლობისა და დაწესებულებების რეზოლუციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას.
ანაბრების უზრუნველყოფის სქემა უფლებამოსილია აღნიშნული შენატანების ოდენობის ტოლ ოდენობაზე იმ პირობით, რომ ის არ აღემატება წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მიზნობრივ დონეს და რომელსაც წევრი სახელმწიფო მოთხოვნისთანავე გახდის ხელმისაწვდომს აღნიშნული ანაბრების უზრუნველყოფის სქემისთვის ექსკლუზიურად მე-11 მუხლით განსაზღვრული მიზნებისთვის გამოსაყენებლად.
ანაბრების უზრუნველყოფის სქემა აღნიშნულ თანხაზე უფლებამოსილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო ჩათვლის, რომ მათ წევრებისგან არ შეუძლიათ არაგეგმური შენატანების შეგროვება. ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ აღნიშნული თანხა უნდა აანაზაუროს მისი წევრებისგან მიღებული შენატანების საშუალებით მე-10(1) და (2) მუხლის შესაბამისად.
5. მიზნობრივი დონის დაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება ის შენატანები სარეზოლუციო ფინანსურ მექანიზმებში, რომლებიც გათვალისწინებულია დირექტივის 2014/59/EU VII კარით, მათ შორის არც ის ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები, რომლებიც დირექტივის 2014/59/EU 102(1)-ე მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ფინანსური მექანიზმების მიზნობრივი დონის მისაღწევად გამოიყენება.
6. მე-2 პუნქტიდან გამონაკლისის სახით, წევრმა სახელმწიფოებმა, როცა გამართლებულია და კომისიის მიერ დადასტურებისას, შეიძლება მოახდინოს იმ მინიმალური მიზნობრივი დონის ავტორიზაცია, რომელიც მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიზნობრივ დონეზე დაბალია, იმ პირობით, თუ:
(a) მიზნობრივი დონის შემცირება ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ ნაკლებად შესაძლებელია ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებების მნიშვნელოვანი წილი გამოყენებულიქნეს დაფარული მეანაბრეების დასაცავი ღონისძიებებისთვის, გარდა მე-11(2) და (6) მუხლით განსაზღვრულისა; და
(b) საბანკო სექტორი, რომელშიც ფუნქციონირებს ანაბრების უზრუნველყოფის სქემასთან აფილირებული საკრედიტი დაწესებულებები, ხასიათდება დიდი რაოდენობის ისეთი აქტივების მაღალი კონცენტრაციით, რომლებიც ეკუთვნის მცირე რაოდენობის საკრედიტო დაწესებულებებს ან საბანკო ჯგუფებს, რომლებიც ექვემდებარებიან ზედამხედველობას კონსოლიდირებულ საფუძველზე და რომლებიც, მათი ზომის გათვალისწინებით, შესაძლებელია დაექვემდებარონ სარეზოლუციო საქმისწარმოებას წარუმატებლობის შემთხვევაში.
შემცირებული მიზნობრივი დონე არ უნდა იყოს დაფარული ანაბრების 0.5 %-ზე ნაკლები.
7. ანაბრების უზრუნველყოფის სქემისთვის ხელმისაწვდომი საფინანსო საშუალებები უნდა ინვესტირდეს დაბალი რისკით და მრავალ სხვადასხვა სექტორში.
8. თუ ანაბრების უზრუნველყოფის სქემისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები არასკმარისი აღმოჩნდება მეანაბრეების დასაკმაყოფილებლად როცა ანაბრები ხელმიუწვდომელი გახდება, მისმა წევრებმა უნდა გადაიხადონ არაგეგმური შენატანი, რომელიც არ აღემატება მათი დაფარული ანაბრების 0.5 %-ს, ყოველ კალენდარულ წელს. განსაკუთრებულ გარემოებებში და ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს თანხმობით, ანარების უზრუნველყოფის სქემამ შესაძლოა მოითხოვოს უფრო მაღალი შენატანი.
ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გადაავადოს საკრედიტო დაწესებულების მიერ ანაბრების უზრუნველყოფის სქემისთვის არსებული არაგეგმური შენატანის ანაზღაურება, თუკი ეს შენატანი საკრედიტო დაწესებულების ლიკვიდურობასა და გადახდისუნარიანობას საფრთხეს შეუქმნის. მსგავსი გადავადება არ უნდა დაიშვას ექვს თვეზე მეტი ვადით, მაგრამ შეიძლება განახლდეს საკრედიტო დაწესებულების მოთხოვნით. ამ პუნქტის შესაბამისად გადავადებული შენატანის ანაზღაურება უნდა მოხდეს, როცა აღნიშნული ანგარიშსწორება საფრთხეს აღარ შეუქმნის საკრედიტო დაწესებულების ლიკვიდურობასა და გადახდისუნარიანობას.
9. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ანაბრების უზრუნველყოფის სქემას ჰქონდეს ალტერნატიული დაფინანსების ადეკვატური მექანიზმები, რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ მოკლევადიანი დაფინანსება ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიმართ წაყენებული სარჩელების დასაკმაყოფილებლად.
10. წევრმა სახელმწიფოებმა, ყოველი წლის 31 მარტისთვის, ევროპის საბანკო ორგანოს უნდა შეატყობინონ თავიანთ წევრ სახელმწიფოში დაფარული ანაბრების ოდენობა და წინა წლის 31 დეკემბერისთვის მათი ანაბრების უზრუნველყოფის სქემაზე ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებების ოდენობ