1. ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ უნდა უზრუნველყოს, რომ ანაზღაურებადი თანხა ხელმისაწვდომი იყოს შვიდ სამუშაო დღეში იმ თარიღიდან, როცა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო მიიღებს მე-2(1) მუხლის მე-8(a) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას ან სასამართლო ხელისუფლების ორგანო გამოიტანს მე-2(1) მუხლის მე-(8)(b) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განჩინებას.
2. თუმცა წევრმა სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ შემდეგი გადახდის ვადები, გარდამავალი პერიოდით, 2023 წლის 31 დეკემბრამდე:
(a) 20 სამუშაო დღემდე 2018 წლის 31 დეკემბრამდე;
(b) 15 სამუშაო დღემდე 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე;
(c) 10 სამუშაო დღემდე 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე.
3. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ მე-7(3) მუხლით გათვალისწინებული ანაბრები დაექვემდებაროს უფრო ხანგრძლივი ანაზღაურების ვადებს, რომლებიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს იმ თარიღიდან, როცა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო მიიღებს მე-2(1) მუხლის მე-8(a) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას ან სასამართლო ხელისუფლების ორგანო გამოიტანს მე-2(1) მუხლის მე-(8)(b) პუნქტით გათვალისწინებულ განჩინებას.
4. გარდამავალ პერიოდში 2023 წლის 31 დეკემბრამდე, თუ ანაბრების უზრუნველყოფის სქემა ვერ უზრუნველყოფს ანაზღაურებად თანხაზე წვდომას შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში, მეანაბრეებს უნდა მიეცეთ წვდომა მათი დაფარული ანაბრების სათანადო თანხაზე ცხოვრების ხარჯების დასაფარად მოთხოვნიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
ანაბრების უზრუნველყოფის სქემა წვდომას იძლევა სათანადო თანხაზე მხოლოდ ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ან საკრედიტო დაწესებულებების მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, როგორც აღნიშნულია პირველ აბზაცში.
პირველი აბზაცით გათვალისწინებული სათანადო თანხა უნდა გამოიქვითოს ასანაზღაურებელი თანხის ოდენობიდან მე-7 მუხლის შესაბამისად.
5. 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეიძლება მოხდეს ანაზღაურების გადავადება, როდესაც:
(a) გაურკვეველია აქვს თუ არა პირს ანაზღაურების მიღების უფლება ან როცა ანაბარი არის სამართლებრივი დავის საგანი;
(b) ანაბარზე დაკისრებულია სახელმწიფო მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ დაწესებული შეზღუდვის ზომები;
(c) წინამდებარე მუხლის მე-9 პუნქტისგან გამონაკლისის სახით, არ დაფიქსირებულა ანაბართან დაკავშირებული რაიმე სახის ტრანზაქცია ბოლო 24 თვის მანძილზე (ანგარიში პასიურია);
(d) ასანაზღაურებელი თანხა ითვლება დროებითი მაღალი ნაშთის ნაწილად მე-6(2) მუხლის შესაბამისად; ან
(e) ასანაზღაურებელი თანხა უნდა დაიფაროს მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ანაბრის უზრუნველყოფის სქემით მე-14(2) მუხლის შესაბამისად.
6. ასაზღაურებელი თანხა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ისე, რომ არ გახდეს საჭირო ანაბრის უზრუნველყოფის სქემისგან ამის მოთხოვნა. ამ მიზნით, საკრედიტო დაწესებულებებმა ანაბრების და მეანაბრეების შესახებ აუცილებელი ინფორმაცია უნდა გადაგზავნონ ანაბრების უზრუნველყოფის სქემისაგან მოთხოვნის მიღებისთანავე.
7. ნებისმიერი კორესპონდენცია ანაბრების უზრუნველყოფის სქემასა და მეანაბრეს შორის უნდა მომზადდეს:
(a) ევროკავშირის ინსტიტუტების ოფიციალურ ენაზე, რომელსაც დაფარული ანაბრის მქონე საკრედიტო დაწესებულება იყენებს, როცა სწერს მეანაბრეს; ან
(b) იმ წევრი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან ენებზე, სადაც დაფარული ანაბარი არის განთავსებული.
თუკი საკრედიტო დაწესებულება მოქმედებს უშუალოდ სხვა წევრ სახელმწიფოში და არ აქვს ფილიალები, ინფორმაცია ამის შესახებ უნდა მიეწოდოს მეანაბრეს ანგარიშის გახსნისას მის მიერ არჩეულ ენაზე.
8. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვადის მიუხედავად, თუ მეანაბრეს ან ანაბარზე უფლების მქონე ან მისით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ბრალად ედება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ან მისგან გამომდინარე დანაშაული, რომელიც განსაზღვრულია დირექტივის 2005/60/EC 1(2)-ე მუხლით, ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ შეიძლება შეაჩეროს აღნიშნულ მეანაბრესთან დაკავშირებული ნებისმიერი გადახდები სასამართლო განაჩენის გამოტანამდე.
9. ანაზღაურება არ მოხდება, თუ ბოლო 24 თვის მანძილზე არ დაფიქსირებულა ანაბართან დაკავშირებული რაიმე სახის ტრანზაქცია და თუ ანაბრის ღირებულება იმ ადმინისტრაციულ ხარჯზე დაბალია, რომლის დაფარვაც ანაბრის უზრუნველყოფის სქემას მოუხდება აღნიშნული თანხის ანაზღაურების შემთხვევაშ