1. მე-6(1) მუხლში მითითებული ზღვრული ოდენობა ეხება ერთსა და იმავე საკრედიტო დაწესებულებაში გათავსებული ანაბრების საერთო ფულად ოდენობას მიუხედავად ანაბრების რაოდენობისა, ვალუტისა და საკრედიტო დაწესებულების მდებარეობისა ევროკავშირში.
2. მე-6(1) მუხლით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის დაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული მეანაბრის წილი საერთო ანგარიშში.
განსაკუთრებული დებულებების არარსებობის შემთხვევაში, მსგავსი ანგარიში მეანაბრეებს შორის თანაბრად უნდა განაწილდეს.
წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უზრუნველყონ, რომ ანაბრები ისეთ ანგარიშზე, რომელზეც პასუხისმგებელია ორი ან მეტი პირი ბიზნეს-ამხანაგობის, ასოციაციის ან სხვა ამგვარი ჯგუფის წევრთა სახით სამართალსუბიექტობის გარეშე, შეიძლება გაერთიანდეს და განხილულიქნეს როგორც ერთი მეანაბრის მიერ შექმნილი მე-6(1) მუხლით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის დაანგარიშების მიზნით.
3. როცა მეანაბრეს ანგარიშზე არსებულ თანხაზე არ აქვს სრული უფლებამოსილება, სრული უფლებამოსილების მქონე პირი დაფარული უნდა იქნეს გარანტიით იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ან შესაძლებელია მოხდეს ამ პირის იდენტიფიცირება იმ თარიღამდე, როცა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო მიიღებს მე-2(1) მუხლის (8)(a) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას ან სასამართლო ხელისუფლების ორგანო გამოიტანს მე-2(1) მუხლის (8)(b) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განჩინებას. როდესაც რამდენიმე პირი სრულად არის უფლებამოსილი, თანხის განკარგვის შესახებ არსებული შეთანხმების მიხედვით თითოეული მათგანის წილი გათვალისწინებული იქნება მე-6(1) მუხლით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის დაანგარიშებისას.
4. საანგარიშო თარიღი გადასახდელი თანხის დასაანგარიშებლად უნდა იყოს ის თარიღი, როცა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო მიიღებს მე-2(1) მუხლის (8)(a) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოფიციალურ გადაწყვეტილებას ან როცა სასამართლო ხელისუფლების ორგანო გამოიტანს მე-2(1) მუხლის მე-(8)(b) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განჩინებას. მეანაბრის ვალდებულებები საკრედიტო დაწესებულებების მიმართ არ უნდა იქნეს გათვალისწინებული გადასახდელი თანხის დაანგარიშებისას.
5. თუკი მეანაბრეების ვალდებულებები საკრედიტო დაწესებულებების მიმართ გადასახდელია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მე-2(1) მუხლის (8)(a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოს მიერ მე-2(1) მუხლის მე-(8)(b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანის თარიღში ან უფრო ადრე, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ეს ვალდებულებები გათვალისწინებული იქნეს გადასახდელი თანხის დაანგარიშებისას იმ პირობით, რომ ასეთი გადახდა დასაშვებია იმ კანონით განსაზღვრული და სახელშეკრულებო დებულებებით, რომლებიც მართავს საკრედიტო დაწესებულებასა და მეანაბრეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.
ხელშეკრულების დადებამდე მეანაბრეები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმ საკრედიტო დაწესებულებების მიერ, რომელთა მიმართ მათი ვალდებულებების გათვალისწინება უნდა მოხდეს გადასახდელი თანხის დაანგარიშებისას.
6. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ანაბრების უზრუნველყოფის სქემას ნებისმიერ დროს შეეძლოს საკრედიტო დაწესებულებებისგან თითოეული მეანაბრის ანაზღაურებადი ანაბრის საერთო ჯამის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა.
7. პროცენტი ანაბარზე, რომელიც შეგროვდა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მე-2(1) მუხლის (8)(a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების ან სასამართლო ხელისუფლების ორგანო მიერ მე-2(1) მუხლის მე-(8)(b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანის თარიღამდე მაგრამ არ ყოფილა დაკრედიტებული, უნდა ანაზღაურდეს ანაბრების უზრუნველყოფის სქემით. მე-6(1) მუხლში მითითებული ზღვრული ოდენობა არ უნდა იქნეს გადაჭარბებული.
8. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ანაბრების გარკვეული კატეგორია, რომელიც ემსახურება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრულ სოციალურ მიზანს და რომლის სახელმწიფო დახმარების წესებთან შესაბამისობის გარანტი არის მესამე მხარე, არ იქნეს გათვალისწინებული ერთი და იმავე მეანაბრის მიერ ერთ საკრედიტო დაწესებულებაში გახსნილი ანაბრების შეჯამებისას, როგორც გათვალისწინებულია წინამდებარე მუხლის 1-ელი პუნქტით. მსგავს შემთხვევებში, მესამე მხარის გარანტია უნდა შეიზღუდოს მე-6(1) მუხლით გათვალისწინებული სადაზღვევო დაფარვის დონით.
9. როცა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა საკრედიტო დაწესებულებებს აძლევს სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით მუშაობის უფლებას ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივის 2008/95/EC მე-2 მუხლის ([16]) თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მეანაბრეებს გარკვევით მიეწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრედიტო დაწესებულება ფუნქციონირებს სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით და წინამდებარე დირექტივის მე-6(1), (2) და (3) მუხლებით გათვალისწინებული სადაზღვევო დაფარვის დონე ვრცელდება საკრედიტო დაწესებულებაში მეანაბრის საკუთრებაში არსებული ანაბრების საერთო რაოდენობაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა შევიდეს წინამდებარე დირექტივის მე-16 მუხლსა და I დანართში მითითებულ მეანაბრის შესახებ ინფორმაციაშ