1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მის ტერიტორიაზე დანერგილი და ოფიციალურად აღიარებული იქნეს ანაბრების უზრუნველყოფის ერთი ან მეტი სქემა.

ეს არ გამორიცხავს სხვადასხვა წევრი სახელმწიფოების ანაბრების უზრუნველყოფის სქემების შერწყმას ან ტრანსასასზღვრო ანაბრების უზრუნველყოფის სქემების წარმოქმნას. მსგავსი ტრანსსასაზღვრო ან შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ანაბრების უზრუნველყოფის სქემები უნდა დამტკიცდეს იმ წევრი სახელმწიფოების მიერ, სადაც წარმოიქმნა ეს ანაბრების უზრუნველყოფის სქემა.

2. სახელშეკრულებო სქემა, როგორც მითითებულია წინამდებარე დირექტივის 1(2)-ლი მუხლის (b) ქვეპუნქტში, შეიძლება ოფიციალურად იქნეს აღიარებული ანაბრების უზრუნველყოფის სქემად, თუ ის შეესაბამება წინამდებარე დირექტივას.

დაცვის ინსტიტუციური სქემა შეიძლება ოფიციალურად იქნეს აღიარებული ანაბრების უზრუნველყოფის სქემად, თუ ის ასრულებს რეგულაციის (EU) No 575/2013 113(7)-ე მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და შეესაბამება წინამდებარე დირექტივას.

3. დირექტივის 2013/36/EU მე-8 მუხლის შესაბამისად წევრ სახელმწიფოში ავტორიზებულმა საკრედიტო დაწესებულებამ არ უნდა მიიღოს ანაბრები, თუ ის არ არის მისი რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში ოფიციალურად აღიარებული სქემის წევრი წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

4. თუკი საკრედიტო დაწესებულება არ ასრულებს მასზე როგორც ანაბრების უზრუნველყოფის სქემის წევრზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს, რომლებმაც, ანაბრების უზრუნველყოფის სქემასთან თანამშრომლობით, სასწრაფოდ უნდა მიიღონ ყველა სათანადო ზომა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სანქციების დაწესებაც, იმის უზრუნველსაყოფად, რომ საკრედიტო დაწესებულებამ შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები.

5. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული ზომები ვერ უზრუნველყოფს საკრედიტო დაწესებულებების მხრიდან ვალდებულებების შესრულებას, ანაბრების უზრუნველყოფის სქემა, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად და ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოხატული თანხმობით, საკრედიტო დაწესებულებას სულ მცირე ერთი თვით ადრე ატყობინებს თავისი განზრახვის შესახებ ანაბრების უზრუნველყოფის სქემის წევრობიდან მისი გარიცხვის თაობაზე. აღნიშნული შეტყობინების ვადის გასვლამდე გახსნილი ანაბრების სრული დაფარვა გრძელდება ანაბრების უზრუნველყოფის სქემით. თუ აღნიშნული შეტყობინების ვადის გასვლისთვის საკრედიტო დაწესებულება არ შეასრულებს ვალდებულებებს, ის გაირიცხება ანაბრების უზრუნველყოფის სქემიდან.

6. იმ ანაბრების დაფარვა, რომლებიც საკრედიტო დაწესებულების ანაბრების უზრუნველყოფი სქემიდან გარიცხვის თარიღისთვის ჯერაც მოქმედია, გაგრძელდება ამავე ანაბრების უზრუნველყოფის სქემით.

7. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოები მუდმივ ზედამხედველობას უწევენ 1-ელ მუხლში მითითებულ ანაბრების უზრუნველყოფის სქემებს წინამდებარე დირექტივის დაცვის ასპექტში.

ტრანსასაზღვრო ანაბრების უზრუნველყოფის სქემებს ზედამხედველობას უწევენ იმ წევრი სახელმწიფოების სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოების წარმომადგენლები, სადაც აფილირებული საკრედიტო დაწესებულებები არის ავტორიზებული.

8. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ წევრი სახელმწიფოსგან ნებისმიერ დროს და ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს ყველანაირი ინფორმაცია, რაც საჭიროა მეანაბრეთათვის ანაზღაურების მიწოდებაში მოსამზადებლად, მათ შორის უზრუნველყონ მე-5(4) მუხლით განსაზღვრული მონიშვნები.

9. ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ უნდა უზრუნველყოს მეანაბრეთა ანგარიშებთან დაკავშირებული მონაცემების კონფიდენციალურობა და დაცვა. აღნიშნული მონაცემების გადამუშავება უნდა განხორციელდეს დირექტივის 95/46/EC შესაბამისად.

10. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ანაბრების უზრუნველყოფის სქემებმა ჩაატარონ თავიანთი სისტემების სტრეს-ტესტები და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო საკრედიტო დაწესებულებაში აღმოაჩენს პრობლემებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემაში ჩარევა, ანაბრების უზრუნველყოფის სქემა ამის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს ინფორმირებული.

აღნიშნული ტესტები უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო ხშირადაც. პირველი ტესტი უნდა ჩატარდეს 2017 წლის 3 ივლისს.

სტრეს-ტესტის შედეგების საფუძველზე, ევროპის საბანკო უწყებამ, სულ მცირე, ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაატაროს კოლეგა ექსპერტების შეფასება რეგულაციის (EU) No 1093/2010 30-ე მუხლის შესაბამისად, ანაბრების უზრუნველყოფის სქემების გამძლეობის შესამოწმებლად. ანაბრების უზრუნველყოფის სქემა, ევროპის საბანკო უწყებასთან ინფორმაციის გაცვლისას ექვემდებარება პროფესიული საიდუმლოების მოთხოვნებს აღნიშნული რეგულაციის 70-ე მუხლის შესაბამისად.

11. ანაბრების უზრუნველყოფის სქემებმა თავიანთი სისტემების სტრეს-ტესტების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაცია უნდა გამოიყენონ მხოლოდ აღნიშნული ტესტების ჩასატარებლად და არ შეინახონ იგი ამ მიზნებისთვის საჭირო დროზე დიდი ხნით.

12. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათ ანაბრების უზრუნველყოფის სქემებს ჰქონდეს კარგი და გამჭვირვალე მმართველობის პრაქტიკა. ანაბრების უზრუნველყოფის სქემებმა უნდა აწარმოონ ყოველწლიური ანგარიში თავიანთ საქმიანობაზ