1. ქვემოთ მოცემული შემთხვევები არ ექვემდებარება ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიერ ანაზღაურებას:

(a) წინამდებარე დირექტივის მე-7(3) მუხლის თანახმად, ანაბრები, რომლებსაც ხსნიან სხვა საკრედიტო დაწესებულებები თავიანთ სახელზე და თავიანთი სარგებლობისთვის;

(b) საკუთარი ფულადი სახსრები, როგორც განსაზღვრულია რეგულაციის (EU) No 575/2013 მე-4(1) მუხლის (118) ქვეპუნქტით;

(c) ანაბრები, რომლებიც იხსნება იმ ტრანზაქციების შედეგად, რომლებიც უკავშირდება ფულის გათეთრებაში ნასამართლეობას, როგორც განსაზღვრულია დირექტივის 2005/60/EC 1(2)-ელი მუხლით;

(d) საფინანსო ინსტიტუტების ანაბრები, როგორც განსაზღვრულია რეგულაციის (EU) No 575/2013 მე-4(1) მუხლის 26-ე ქვეპუნქტით;

(e) საინვესტიციო კომპანიების ანაბრები, როგორც განსაზღვრულია დირექტივის 2004/39/EC მე-4(1) მუხლის 1-ლი ქვეპუნქტით;

(f) ანაბრები, რომელთა მფლობელების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა დირექტივის 2005/60/EC მე-9(1) მუხლის შესაბამისად მას შემდეგ, რაც ისინი ხელმიუწვდომელი გახდა;

(g) სადაზღვევო და გადამზღვევი კომპანიების ანაბრები, როგორც განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის 2009/138/EC მე-13 მუხლის (1)-(6) პუნქტებით ([15]);

(h) კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიების ანაბრები;

(i) საპენსიო და დაგროვებითი საპენსიო ფონდების ანაბრები;

(j) საჯარო ხელისუფლების ორგანოების ანაბრები;

(j) საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული სავალო ფასიანი ქაღალდები და საკუთარი აქცეპტებისა და სავალო დოკუმენტებისგან წარმოშობილი ვალდებულებები.

2. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტისაგან გადახვევის სახით, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დაუშვან შემდეგი გამონაკლისები მე-6(1) მუხლით განსაზღვრული სადაზღვევო დაფარვის ფარგლებში:

(a) მცირე და საშუალო ზომის საწარმოების პირადი საპენსიო სქემებისა და პროფესიული საპენსიო სქემების ანაბრები;

(b) ადგილობრივი ხელისუფლების ანაბრები 500 000 ევროს ოდენობის წლიური ბიუჯეტით.

3. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უზრუნველყონ, რომ ანაბრები, რომლებიც შეიძლება დაირღვეს მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად კერძო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გაცემული სესხის დასაფარად, რომელიც გახსნილია ანაბრის მფლობელი საკრედიტო დაწესებულების ან სხვა დაწესებულების მიერ, აღარ დაექვემდებაროს ანაბრების უზრუნველყოფის სქემით ანაზღაურებას.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საკრედიტო დაწესებულებებმა ანაზღაურებადი ანაბრები მონიშნოს იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს მათი დაუყოვნებელი იდენტიფიცირებ