1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თითოეული მეანაბრის ანაბრების საერთო რაოდენობის სადაზღვევო დაფარვის დონე იყოს 100 000 ევრო ანაბრების ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში.

2. 1-ელ პუნქტთან ერთად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ქვემოთ მოცემული 100 000 ევროზე მეტი ოდენობის ანაბრების დაცვა არანაკლებ 3 თვით და არა უმეტეს 12 თვით მას შემდეგ, რაც მოხდება თანხის დაკრედიტება ან იმ წუთიდან, როცა აღნიშნული ანაბრები გახდება კანონიერად მიმოქცევადი:

(a) ანაბრები, რომლებიც იხსნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შედეგად კერძო საცხოვრებელი დანიშნულების უძრავ ქონებასთან დაკავშირებით;

(b) ანაბრები, რომლებიც ემსახურება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრულ სოციალურ მიზნებს და უკავშირდება მეანაბრის კონკრეტულ ცხოვრებისეულ მოვლენას, როგორებიცაა ქორწინება, განქორწინება, პენსიაში გასვლა, თანამდებობიდან გათავისუფლება, შემცირება, დაინვალიდება ან სიკვდილი;

(c) ანაბრები, რომლებიც ემსახურება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს და დაფუძნებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი დაზიანების მიყენების ან უკანონოდ მსჯავრის დადებისათვის სადაზღვევო ანაზღაურების ან კომპენსაციის გადახდაზე.

3. 1-ელმა და მე-2 პუნქტებმა ხელი არ უნდა შეუშალოს წევრ სახელმწიფოებს იმ სქემების შენარჩუნებაში ან დანერგვაში, რომლებიც იცავს ხანდაზმულთათვის განკუთვნილ პროდუქტებს და პენსიებს იმ პირობით, რომ აღნიშნული სქემები არა მარტო დაფარავს ანაბრებს, არამედ მოახდენს ამ მხრივ შესაბამისი ყველა პროდუქტისა და სიტუაციის ყოვლისმომცველი სადაზღვევო დაფარვის უზრუნველყოფას.

4. წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ანაზღაურება მოხდეს ნებისმიერი ქვემოთ მოცემული საშუალებით:

(a) იმ წევრი სახელმწიფოს ვალუტაში, სადაც მდებარეობს ანაბრების უზრუნველყოფის სქემა;

(b) იმ წევრი სახელმწიფოს ვალუტაში, სადაც ცხოვრობს ანგარიშის მფლობელი;

(c) ევროში;

(d) ანაგარიშის ვალუტაში;

(e) იმ წევრი სახელმწიფოს ვალუტაში, სადაც განთავსებულია აღნიშნული ანგარიში.

მეანაბრეებს უნდა ეცნობოთ ანაზღაურების ვალუტის შესახებ.

თუკი ანგარიში შენახული იყო გადასახდელი ვალუტისაგან განსხვავებულ ვალუტაში, გამოყენებული უნდა იქნეს ის გაცვლითი კურსი, რომელიც დაფიქსირდა მაშინ, როდესაც შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მე-2(1) მუხლის მე-8(a) ქვეპუნქტის შესაბამისად, ან როდესაც სასამართლო ხელისუფლების ორგანომ გამოიტანა განჩინება მე-2(1) მუხლის მე-8(b) ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც 1-ელ პუნქტში მითითებულ თანხას აკონვერტირებენ ეროვნულ ვალუტაში, საწყის ეტაპზე უნდა გამოიყენონ გაცვლითი კურსი, რომელიც პრევალირებდა 2015 წლის 3 ივლისს.

წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დაამრგვალონ კონვერსიის შედეგად მიღებული თანხა იმ შემთხვევაში, თუ დამრგვალებული თანხა არ აღემატება 5 000 ევროს.

მეორე აბზაცის დაურღვევლად, წევრმა სახელმწიფოებმა სხვა ვალუტაში კონვერტირებული სადაზღვევო დაფარვის დონე უნდა მოარგონ წინამდებარე მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებულ თანხას ყოველ ხუთ წელიწადში. წევრმა სახელმწიფოებმა, კომისიასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, უნდა მოახდინონ სადაზღვევო დაფარვის დონეების წინასწარი რეგულირება გაუთვალიწსინებელი მოვლენების შემთხვევაში, როგორებიცაა ვალუტის რყევა.

6. 1-ელ პუნქტში მითითებული რაოდენობა კომისიამ უნდა განიხილოს პერიოდულად, სულ მცირე,ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, კომისიამ ევროპარლამენტსა და საბჭოს უნდა წარუდგინოს წინადადება იმის თაობაზე, რომ დარეგულირდეს დირექტივის 1-ელ პუნქტში მითითებული თანხა განსაკუთრებით საბანკო სექტორში მიმდინარე განვითარებისა და ევროკავშირის ეკონომიკური და სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. 2020 წლის 3 ივლისამდე არ უნდა მოხდეს პირველი განხილვა, თუ გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო არ შეიქმნება ამის აუცილებლობა.

7. კომისიას უნდა მიეცეს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება მე-18 მუხლის შესაბამისად, რათა, სულ მცირე, ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც მოახდინოს მე-6 პუნქტში მითითებული თანხის რეგულირება ევროკავშირში ინფლაციის შესაბამისად და სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულ ინდექსში ცვლილებების საფუძველზე, რომელსაც გამოსცემს კომისია წინა რეგულირების შემდე