1. წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:
1) „ანაბრების უზრუნველყოფის სქემა“ ნიშნავს 1(2)-ელი მუხლის (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მითითებულ სქემას;
2) „ინსტიტუციური დაცვის სქემა“ ნიშნავს ინსტიტუციური დაცვის სქემას რეგულაციის (EU) No 575/2013 113(7)-ე მუხლით გათვალისწინებული მნიშვნელობით;
3) „ანაბარი“ ნიშნავს საკრედიტო ნაშთს, რომელიც მიიღება ანგარიშზე დატოვებული თანხიდან ან ჩვეულებრივი საბანკო ტრანზაქციის შედეგად წარმოქმნილი დროებითი სიტუაციებიდან და რომლის გადახდაც ევალება საკრედიტო დაწესებულებებს შესაბამისი სამართლებრივი და სახელშეკრულებო პირობებით, ფიქსირებული ვადიანი ანაბრისა და შემნახველი ანაბრის ჩათვლით, მაგრამ საკრედიტო ნაშთის გამოკლებით იმ შემთხვევებში, როცა:
(a) მისი არსებობა შეიძლება დამტკიცდეს მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტით, როგორც განსაზღვრულია ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივის 2004/39/EC ([14]) მე-4(17) მუხლით, თუ ის არ არის საანაბრო პროდუქტი, რაც მტკიცდება დასახელებულ პირზე გაცემული სადეპოზიტო სერტიფიკატით და რომელიც წევრ სახელმწიფოში არსებობს 2014 წლის 2 ივლისიდან;
(b) მისი ძირითადი თანხის ანაზღაურება შეუძლებელია ნომინალური ღირებულებით;
(c) მისი ძირითადი თანხის ანაზღაურება ნომინალური ღირებულებით შეიძლება მხოლოდ საკრედიტო დაწესებულების ან მესამე მხარის მიერ უზრუნველყოფილი კონკრეტული გარანტიის ან ხელშეკრულების საფუძველზე;
4) „ანაზღაურებადი ანაბარი“ ნიშნავს ანაბარს, რომელიც არ არის ამოღებული დაცვიდან მე-5 მუხლის შესაბამისად;
5) „დაფარული ანაბარი“ ნიშნავს ანაზღაურებადი ანაბრის იმ ნაწილს, რომელიც არ აღემატება მე-6 მუხლით გათვალისწინებულ სადაზღვევო დაფარვის დონეს;
6) „მეანაბრე“ ნიშნავს ანაბრის მფლობელს ან, საერთო ანაბრის შემთხვევაში, ანაბრის თითოეულ მფლობელს;
7) „საერთო ანგარიში“ ნიშნავს ერთი ან მეტი პირის სახელზე გახსნილ ანგარიშს ან ანგარიშს, რომელზეც ორ ან მეტ პირს გააჩნია უფლებები, რომელთა განხორციელებისთვისაც საჭიროა ამ პირებიდან ერთის ან მეტის ხელმოწერა;
8) „ხელმიუწვდომელი ანაბარი“ ნიშნავს ანაბარს, რომელიც გადასახდელია და ექვემდებარება გადახდას, მაგრამ საკრედიტო დაწესებულებას არ გადაუხდია მასზე გავრცელებული სამართლებრივი და სახელშეკრულებო პირობების თანახმად, რადგან:
(a) შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ, მათი აზრით, შესაბამის საკრედიტო დაწესებულებას მოცემული მომენტისთვის არ შეუძლია ანაბრის დაფარვა უშუალოდ მის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო და დაწესებულებას არც ამის პერსპექტივა გააჩნია ამჟამად; ან
(b) სასამართლო ხელისუფლების ორგანომ გამოიტანა განჩინება უშუალოდ საკრედიტო დაწესებულებების ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, რომელსაც გააჩნია მეანაბრეების მიერ მათთვის მოთხოვნების წაყენების უფლების შეჩერების ეფექტი;
9) „საკრედიტო დაწესებულება“ ნიშნავს საკრედიტო დაწესებულებას რეგულაციის (EU) No 575/2013 მე-4(1) მუხლის 1-ელი ქვეპუნქტით გათვალისწინებული განმარტების თანახმად;
10) „ფილიალი“ ნიშნავს საქმიანობის განხორციელების ადგილს იმ წევრ სახელმწიფოში, რომელიც აყალიბებს საკრედიტო დაწესებულების სამართლებრივად დამოკიდებულ ნაწილს და რომელიც უშუალოდ ახორციელებს საკრედიტო დაწესებულების საქმიანობისათვის დამახასიათებელ ყველა ან ზოგიერთ ტრანზაქციას;
11) „მიზნობრივი დონე“ ნიშნავს ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებების ოდენობას, რისი მიღწევაც მოეთხოვება ანაბრების უზრუნველყოფის სქემას მე-10(2) მუხლის შესაბამისად და რომელიც გამოხატულია მისი წევრების დაფარული ანაბრების პროცენტული ოდენობის სახით;
12) „ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები“ ნიშნავს ნაღდ ფულს, ანაბრებს, დაბალრისკიან აქტივებს, რომელთა ლიკვიდაციაც შეიძლება არაუმეტეს მე-8(1) მუხლში მითითებულ ვადაში, და მე-10(3) მუხლით დადგელ ზღვრამდე არსებულ ანაზრაურების ვალდებულებებს;
13) „ანაზღაურების ვალდებულება“ ნიშნავს საკრედიტო დაწესებულების ვალდებულებას ანაზღაურებისა ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიმართ, რომლებიც მთლიანად უზრუნველყოფილია, იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგანი:
(a) მოიცავს დაბალრისკიან აქტივებს;
(b) დაუტვირთავია ნებისმიერი მესამე მხარის უფლებებით და არის ანაბრების უზრუნველყოფის სქემის განკარგულებაში;
14) „დაბალრისკიანი აქტივები“ ნიშნავს რეგულაციის (EU) No 575/2013 336-ე მუხლის 1-ელი ცხრილის პირველ ან მეორე კატეგორიაში მითითებულ საგნებს ან ნებისმიერ აქტივებს, რომლებსაც ხელისუფლების კომპეტენტური და სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოები მიიჩნევენ თანაბრად უსაფრთხოდ და ლიკვიდურად;
15) „რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო“ ნიშნავს რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოს რეგულაციის (EU) No 575/2013 მე-4(1) მუხლის 43-ე ქვეპუნქტში მოცემული განმარტების შესაბამისად;
16) „მასპინძელი წევრი სახელმწიფო“ ნიშნავს მასპინძელ წევრ სახელმწიფოს რეგულაციის (EU) No 575/2013 მე-4(1) მუხლის 44-ე ქვეპუნქტში მოცემული განმარტების შესაბამისად;
17) „ხელისისუფლების კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს რეგულაციის (EU) No 575/2013 მე-4(1) მუხლის მე-40 ქვეპუნქტში მოცემული განმარტების შესაბამისად;
18) „სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო“ ნიშნავს ორგანოს, რომელიც ადმინისტრირებას უწევს ანაბრების უზრუნველყოფის სქემას წინამდებარე დირექტივის შესაბამისად ან აღნიშნულ სქემაზე ზედამხედველობის გასაწევად დანიშნული საჯარო ხელისუფლების ორგანო, როდესაც ანაბრების უზრუნველყოფის სქემასთან დაკავშირებულ ოპერაციებს ადმინისტრირებას უწევს კერძო სუბიექტი წინამდებარე დირექტივის შესაბამისად.
2. სადაც წინამდებარე დირექტივაში მოცემულია მითითება რეგულაციაზე (EU) No 1093/2010, ორგანო, რომელიც ადმინისტრირებას უწევს ანაბრების უზრუნველყოფის სქემას, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ანაბრების უზრუნველყოფის სქემასთნ დაკავშირებულ ოპერაციებს ადმინისტრირებას უწევს კერძო სუბიექტი, აღნიშნული სქემის ზედამხედველი საჯარო ხელისუფლების ორგანო, ჩაითვლება ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოდ ამ რეგულაციის მიზნებისთვის, აღნიშნული რეგულაციის მე-4(2) მუხლში მოცემული განმარტების შესაბამისად.
3. წილები ირლანდიის და გაერთიანებული სამეფოს სამშენებლო საზოგადოებებში, გარდა კაპიტალური ხასიათი წილებისა, რომლებიც მოცემულია მე-5(1) მუხლის (b) ქვეპუნქტში, განიხილება როგორც ანაბრებ