1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კომპენსაციის მიღების უფლების ფარგლებში მეანაბრეებს შეეძლოთ სარჩელის შეტანა ანაბრების უზრუნველყოფის სქემის წინააღმდეგ.

2. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებისთვის ზიანის მიუყენებლად, ანაბრების უზრუნველყოფის სქემას, რომელიც გადახდას აწარმოებს სახელმწიფო ჩარჩოების ფარგლებში არსებული გარანტიით, უნდა ჰქონდეს მეანაბრეების უფლებების სუბროგაციის უფლება ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცედურებისას იმ თანხის ფარგლებში, რომელიც მეანაბრეებისთვის გადახდილი თანხის ტოლია. როცა ანაბრების უზრუნველყოფის სქემით თანხის გადახდა მოხდება სარეზოლუციო საქმისწარმოების კონტექსტში, მათ შორის სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების ან სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების ჩათვლით, ანაბრების უზრუნველყოფის სქემას შეუძლია შეიტანოს სარჩელი შესაბამისი საკრედიტო დაწესებულების წინააღმდეგ მის მიერ გადახდილი თანხის ტოლი ოდენობის ანაზღაურების მოთხოვნით. ეს სარჩელი განეკუთვნება იმავე კატეგორიას, რასაც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში არსებული დაფარული ანაბრები, რომლებიც წარმართავენ გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ჩვეულებრივ პროცესს დირექტივის 2014/59/EU თანახმად.

3. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება შეზღუდონ ვადა, რომელშიც მეანაბრეებს, რომელთა ანაბრებიც არ არის ანაზღაურებული ან არ დამტკიცებულა ანაბრების უზრუნველყოფის სქემით მე-8(1) და (3) მუხლებით განსაზღვრულ ვადებში, შეეძლებათ მოითხოვონ თავიანთი ანაბრების ანაზღაურებ