1. ანაბრების უზრუნველყოფის სქემებით უნდა მოხდეს მეანაბრეების დაფარვა ფილიალებში, რომლებიც დაარსებულია მათი წევრი საკრედიტო დაწესებულების მიერ სხვა წევრ სახელმწიფოში.
2. მეანაბრეები საკრედიტო დაწესებულებების მიერ სხვა წევრ სახელმწიფოში დაარსებულ ფილიალებში იღებენ ანაზღაურებას მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემით რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის სახელით. მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემით ანაზღაურება უნდა მოხდეს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ინსტრუქციების შესაბამისად. მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ არ უნდა აიღოს არავითარი ვალდებულება იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიერ გაცემული ინსტრუქციებით. რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ, თანხის დაფარვის წინ, უნდა უზრუნველყოს აუცილებელი დაფინასება და უნდა აანაზღაუროს მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიერ გაწეული ხარჯები.
მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ ასევე უნდა მოახდინოს დაინტერესებული მეანაბრეების ინფორმირება რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის სახელით და ასევე უფლებამოსილია მიიღოს კორესპონდენცია აღნიშნული მეანაბრეებისგან რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს სახელით.
3. თუ საკრედიტო დაწესებულება წყვეტს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის წევრობას და უერთდება სხვა ანაბრების უზრუნველყოფის სქემას, წევრობის შეწყვეტამდე 12 თვით ადრე გაკეთებული შენატანები, მე-10(8) მუხლით გათვალისწინებული არაგეგმური შენატანების გარდა, გადატანილი უნდა იქნეს ამ ანაბრების უზრუნველყოფს სქემაში. ეს არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საკრედიტო დაწესებულება ირიცხება ანაბრების უზრუნველყოფის სქემიდან მე-4(5) მუხლის შესაბამისად.
თუ საკრედიტო დაწესებულების ზოგი საქმიანობა გადავა სხვა წევრ სახელმწიფოში და, ამგვარად, დაექვემდებარება სხვა ანაბრების უზრუნველყოფის სქემას, გადასვლამდე 12 თვით ადრე ამ საკრედიტო დაწესებულების მიერ გაკეთებული შენატანები, მე-10(8) მუხლით გათვალისწინებული საგანგებო შენატანების გარდა, გადაეცემა ამ ანაბრების უზრუნველყოფის სქემას გადაცემული დაფარული ანაბრების თანხის ოდენობის პროპორციულად.
4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ გაცვალოს მე-4(7), (8) და (10) მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია მასპინძელი წევრი სახელმწიფოების ანაბრების უზრუნველყოფის სქემებთან. მოქმედებს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები.
თუ საკრედიტო დაწესებულება აპირებს, ერთი ანაბრების უზრუნველყოფის სქემიდან მეორეზე გადასვლას წინამდებარე დირექტივის შესაბამისად, მან, სულ მცირე, ექვსი თვით ადრე უნდა გაგზავნოს შეტყობინება თავისი განზრახვის შესახებ. ამ პერიოდის მანძილზე საკრედიტო დაწესებულება ინაარჩუნებს მისი თავდაპირველი ანაბრებების უზრუნველყოფის სქემაში შენატანების გაკეთების ვალდებულებას მე-10 მუხლის შესაბამისად როგორც მომავალ, ისე არსებულ დაფინანსებასთან მიმართებაში.
5. ანაბრების უზრუნველყოფის სქემებს შორის ეფექტური თანამშრომლობის ხელშესაწყობად, განსაკუთრებით ამ მუხლის და მე-12 მუხლის გათვალისწინებით, ანაბრერების უზრუნველყოფის სქემებს ან, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოებს უნდა გააჩნდეთ თანამშრომლობის შესახებ წერილობითი შეთანხმებები. აღნიშნულ შეთანხმებებში გათვალისწინებული უნდა იყოს მე-4(9) მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.
სპეციალურად უფლებამოსილმა ორგანომ ევროპულ საბანკო უწყებას უნდა შეატყობინოს ასეთი შეთანხმებების არსებობისა და მათი შინაარის შესახებ და ევროპულმა საბანკო უწყებამ შეიძლება გამოსცეს მოსაზრებები რეგულაციის (EU) No 1093/2010 34-ე მუხლის შესაბამისად. თუ სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოები ან ანაბრების უზრუნველყოფის სქემები ვერ აღწევენ შეთანხმებას ან არსებობს უთანხმოება შეთანხმების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, ნებისმიერ მხარეს შეუძლია ამ საკითხით მიმართოს ევროპის საბანკო უწყებას რეგულაციის (EU) No 1093/2010 მე-19 მუხლის შესაბამისად და ევროპის საბანკო უწყებამ უნდა იმოქმედოს ამავე მუხლის შესაბამისად.
მსგავსი შეთანხმებების არარსებობამ გავლენა არ უნდა იქონიოს მეანაბრეების მე-9(1) მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე ან საკრედიტო დაწესებულებების წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე.
6. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გატარებული იქნეს სათანადო პროცედურები, რომლებიც საშუალებას მისცემს ანაბრების უზრუნველყოფის სქემებს გაუზიარონ ინფორმაცია და დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია სხვა ანაბრების უზრუნველყოფის სქემებთან, მათთან აფილირებულ საკრედიტო დაწესებულებებთან და შესაბამის ხელისუფლების კომპეტენტურ და სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოებთან მათი იურისდიქციის ფარგლებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სხვა უწყებებთანაც ტრანსსასაზღვრო დონეზე.
7. ევროპის საბანკო უწყებამ და კომპეტენტურმა და სპეციალურად უფლებამოსილმა ორგანოებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ და განახორციელონ უფლებამოსილებები წინამდებარე დირექტივის დებულებებისა და რეგულაციის (EU) No 1093/2010 თანახმად.
წევრმა სახელმწიფოებმა მათი სპეციაურად უფლებამოსილი ორგანოების საიდენტიფიკაციო მონაცემები უნდა მიაწოდონ კომისიასა და ევროპის საბანკო უწყებას 2015 წლის 3 ივლისამდე.
8. ევროპის საბანკო სისტემამ უნდა ითანამშრომლოს ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციით (EU) No 1092/2010 ([17]) დაფუძნებულ ევროპის სისტემური რისკების საბჭოსთან (ESRB) იმ სისტემატური რისკების ანალიზთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ანაბრების უზრუნველყოფის სქემებ