1. როცა გარკვეული ანაბრები, ანაბრების კატეგორიები ან სხვა ინსტრუმენტები, მთლიანად ან ნაწილობრივ, აღარ დაიფარება ანაბრების უზრუნველყოფის სქემით, წინამდებარე დირექტივის ან დირექტივის 2009/14/EC შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის შემდეგ, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დაუშვან, რომ ანაბრები და სხვა ინსტრუმენტები, რომლებსაც აქვთ საწყისი გადახდის თარიღი, დაიფაროს მათი საწყისი გადახდის თარიღამდე, თუ მათი გადახდა ან გაცემა მოხდა 2014 წლის 2 ივლისამდე.
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მეანაბრეების ინფორმირება იმ ანაბრების, ანაბრების კატეგორიების ან სხვა ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც 2015 წლის 3 ივლისიდან აღარ დაიფარება ანაბრების უზრუნველყოფის სქემით.
3. მიზნობრივი დონის პირველად მიღწევამდე, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გამოიყენონ მე-11(5) მუხლში მოცემული ზღვრული მნიშვნელობები ხელმისაწვდომ ფინანსურ საშუალებებთან მიმართებაში.
4. მე-6(1) მუხლიდან გამონაკლისის სახით, წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებმაც 2008 წლის 1 იანვარს ჰქონდათ სადაზღვევო დაფარვის დონე 100 000-დან 300 000 ევრომდე ფარგლებში, შეიძლება ისევ გამოიყენონ ეს უფრო მაღალი სადაზღვევო დაფარვის დონე 2008 წლის 31 დეკემბრამდე. ამ შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულებების მიზნობრივი დონე და შენატანები უნდა დარეგულირდეს შესაბამისად.
5. 2019 წლის 3 ივლისისთვის, კომისიამ ევროპარლამენტსა და საბჭოს უნდა წარუდგინოს მოხსენება და, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო წინადადებება, სადაც დადგენილი იქნება, თუ ევროკავშირში ფუნქციონირებადმა ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ როგორ შეიძლება ითანამშრომლოს ევროპული სქემით ტრანსასაზღვრო საქმიანობიდან გამომდინარე რისკების თავიდან ასაცილებლად და მსგავსი რისკებისგან ანაბრების დასაცავად.
6. 2019 წლის 3 ივლისისთვის, ევროპის საბანკო უწყების მიერ მხარდაჭერილმა კომისიამ ევროპარლამენტსა და საბჭოს უნდა წარუდგინოს ანგარიში წინამდებარე დირქტივის განხორციელებასთან დაკავშირებული პროგრესის შესახებ. ანგარიში, განსაკუთრებით, უნდა შეეხოს:
(a) მიზნობრივ დონეს დაფარული ანაბრებების საფუძველზე, დადგენილი პროცენტული რაოდენობის შესაბამისობის შეფასებით და წარსულში საკრედიტო დაწესებულების წარუმატებლობის გათვალისწინებით ევროკავშირში;
(b) მე-11(3) მუხლის შესაბამისი ალტერნატიული ზომების გავლენას მეანაბრეების დაცვაზე და საბანკო სექტორში არსებულ, ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დაწყებულ მოწესრიგებულ სამართალწარმოებასთან შესაბამისობას;
(c) საბანკო მოდელების მრავალფეროვნების გავლენას;
(d) არსებული დაფარვის დონის ადეკვატურობას მეანაბრეებისთვის; და
(e) იმას, მოგვარდა თუ არა წინამდებარე აბზაცში მითითებული საკითხები ისე, რომ შენარჩუნებულიქნა მეანაბრეების დაცვა.
2019 წლის 3 ივლისისთვის ევროპის საბანკო უწყებამ კომისიას ანგარიში უნდა წარუდგინოს დაანგარიშების მოდელებისა და მათი შესაბამისობის შესახებ წევრების კომერციულ რისკთან. ანგარიშის წარდგენისას ევროპის საბანკო უწყებამ სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს სხვადასხვა ბიზნესმოდელის რისკის პროფილ