1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ 1-4 მუხლებთან, მე-5(1) მუხლის (d)-(k) პუნქტებთან, მე-5 მუხლის (2), (3) და (4) ქვეპუნქტებთან, 6 მუხლის (2)-(7) პუნქტებთან, მე-7 მუხლის (4)-(9) პუნქტებთან, მე-8 მუხლის (1), (2), (3), (5), (6), (7) და (9) პუნქტებთან, მე-9 მუხლის (2)და (3) პუნქტებთან, მე-10-16 მუხლებთან, მე-18, მე-19 მუხლებთან და I დანართთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები 2015 წლის 3 ივლისამდე. მათ მაშინვე უნდა გააცნონ ევროკომისიას ამ ზომების ტექსტი.
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ მე-8(4) მუხლთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები 2016 წლის 31 მაისამდე.
თუ სიღრმისეული შემოწმების შემდეგ, შესაბამისი ხელისუფლების ორგანოები დაადგენენ, რომ ჯერ არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ 2015 წლის 3 ივლისამდე შეასრულონ მე-13 მუხლი, შესაბამისი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები ძალაში უნდა შევიდეს 2016 წლის 31 მაისისთვის.
როცა წევრი სახელმწიფოები მიიღებენ აღნიშნულ ზომებს, ისინი უნდა შეიცავდეს მითითებას წინამდებარე დირექტივაზე ან, ოფიციალური გამოქვეყნების შემთხვევაში, მათ თან უნდა დაერთოს ასეთი მითითება. ისინი ასევე უნდა შეიცავდეს განცხადებას იმის შესახებ, რომ არსებულ კანონებში, რეგულაციებსა და ადმინისტრაციულ დებულებებში მოცემული მითითება წინამდებარე დირექტივით გაუქმებულ დირექტივებზე განიმარტება, როგორც მითითება წინამდებარე დირექტივაზე. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ ამგვარი მითითებისა და ამგვარი განცხადების ფორმულირების წესები.
2. წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას უნდა გააცნონ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის იმ ძირითად დებულებათა ტექსტი, რომელსაც ისინი მიიღებენ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ სფეროშ