1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ევროპის საბანკო უწყებისთვის ავტორიზაციის შესახებ შეტყობინებისას დირექტივის 2013/36/EU მე-20(1) მუხლის თანახმად, ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა მიუთითონ, თუ რომელი ანაბრების უზრუნველყოფის სქემის წევრია თითოეული საკრედიტო დაწესებულება.
2. დირექტივის 2013/36/EU მე-20(2) მუხლის თანახმად, ავტორიზებული საკრედიტო დაწესებულებების სიის გამოქვეყნებისა და განახლებისას, ევროპის საბანკო უწყებამ უნდა მიუთითოს, თუ რომელი ანაბრების უზრუნველყოფის სქემის წევრია თითოეული საკრედიტო დაწესებულება.
მე-18 მუხლი
დელეგირების განხორციელება
1. ევროკომისიას დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება ენიჭება ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
2. მე-6(7) მუხლით გათვალისწინებული დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება ევროკომისიას ენიჭება განუსაზღვრელი ვადით.
3. მე-6(7) მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებათა დელეგირება შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს ევროპარლამენტის ან საბჭოს მიერ. გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით დასრულდება ამ გადაწყვეტილებაში მითითებული უფლებამოსილების დელეგირება. ზემოაღნიშნული ძალაში უნდა შევიდეს გადაწყვეტილების ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს ან მოგვიანებით, როგორც ეს მითითებულია ამ გადაწყვეტილებაში. გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს უკვე მოქმედი დელეგირებული აქტების მოქმედებაზე.
4. დელეგირებული აქტის მიღებისთანავე, ევროკომისიამ იმავდროულად უნდა შეატყობინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს აღნიშნულის შესახებ.
5. მე-6(7) მუხლის თანახმად მიღებული დელეგირებული აქტი ძალაში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტი ან საბჭო არ გამოხატავს წინააღმდეგობას ამ აქტის შესახებ მათთვის შეტყობინებიდან სამი თვის ვადაში ან თუ ამ ვადის ამოწურვამდე ევროპარლამენტი და საბჭო აცნობებენ ევროკომისიას, რომ არ ეწინააღმდეგებიან ასეთი აქტის მიღებას. ევროპარლამენტის ან საბჭოს ინიციატივით ეს პერიოდი უნდა გაგრძელდეს სამი თვი