1. წინამდებარე დირექტივა ადგენს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის დაწესებასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს.
2. წინამდებარე დირექტივა ვრცელდება:
(a) კანონით განსაზღვრულ ანაბრების უზრუნველყოფის სქემებზე;
(b) სახელშეკრულებო ანაბრების უზრუნველყოფის სქემებზე, რომლებიც ოფიციალურად არის აღიარებული ანაბრების უზრუნველყოფის სქემებად მე-4(2) მუხლის შესაბამისად;
(c) ინსტიტუციური დაცვის სქემებზე, რომლებიც ოფიციალურად არის აღიარებული ანაბრების უზრუნველყოფის სქემებად მე-4(2) მუხლის შესანამისად;
(d) წინამდებარე პუნქტის (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მითითებულ სქემებთან დაკავშირებულ საკრედიტო დაწესებულებებზე.
3. მე-16(5) და (7) მუხლებისთვის ზიანის მიუყენებლად, წინამდებარე დირექტივას არ ექვემდებარება შემდეგი სქემები:
(a) სახელშეკრულებო სქემები, რომლებიც ოფიციალურად არ არის აღიარებული ანაბრების უზრუნველყოფის სქემებად, იმ სქემების ჩათვლით, რომლებიც მე-6(1) მუხლით განსაზღვრული სადაზღვევო დაფარვის დონის დამატებით დაცვას უზრუნველყოფს;
(b) დაცვის ინსტიტუციური სქემები, რომლებიც ოფიციალურად არ არის აღიარებული ანაბრების უზრუნველყოფის სქემებად.
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პირველი აბზაცის (a) და (b) ქვეპუნტებში მითითებულ სქემებს ჰქონდეთ ადეკვატური ფინანსური საშუალებები ან შესაბამისი დაფინანსების მექანიზმები თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლა