განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210017001986401
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-1025-2019 19 თებერვალი 2020 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: ლაურა მიქავა
თეიმურზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი(მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირი - - - - - სს „ს----------–--------ი“ თ----- მ-----–--- მ---- მ-------- ნ---- ვ----–---–- ა-–---------- შ------–---, ნ---- ც-------, თ----–- კ---------
დავის საგანი - ანაბრის თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2011 წლის 23 ივნისსა და 2011 წლის 21 ოქტომბერს, სს ,,პ------------’’ ზესტაფონის ფილიალში შეიტანა ანაბარი ორ ნაწილად: 6000 აშშ დოლარი და 4000 აშშ დოლარი, წლიური 11% სარგებლის დარიცხვით. 2012 წლის ივნისის თვეში, ანაბარზე დარიცხული პროცენტის ასაღებად ბანკში მისვლისას შეიტყო, რომ თანხა, 10 000 აშშ დოლარი, მისი ნებართვის გარეშე, ბანკის მმართველის, ზ---- ა--–---- მიერ გატანილი იყო მისი სახელით. ზ---- ა--–---- დაუწერა ხელწერილი და დაჰპირდა, რომ ამ თანხას პროცენტით დაუბრუნებდა. ამ ხელწერილს მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვინაიდან, არ გააჩნდა დოკუმენტი იმის სამტკიცებლად, რომ მისი კუთვნილი ანაბრის თანხა ზ---- ა--–---- გაიტანა ბანკიდან,. ზ---- ა--–---- თანხა არ დაუბრუნა, რის გამოც მიმართა პროკურატურას, სადაც ზ---- ა--–---- მიმართ დაწყებული იყო სისხლისსამართლებრივი დევნა სხვა ანალოგიური ქმედებების გამო. საქმის ძიების პროცესში, 2016 წლის სექტემბერში, ზ---- ა--–--- გარდაიცვალა. 2015 წლის 11 მაისს, სს,,პ------------’’ შეერწყა სს ,,ს----------–--------ს’’. შესაბამისად, თანხის დაბრუნების ვალდებულება ეკისრება სს ,,ს----------–--------ს’’, რომელმაც უნდა გადაუხადოს ანაბრის თანხა 10 000 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული პროცენტი 6836 აშშ დოლარი. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე, სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს ზიანი მიადგა ფიზიკური პირის, ზ---- ა--–---- ქმედების გამო, თუმცა ზ---- ა--–---- ბრალეული ქმედების არსებობა სათანადო მტკიცებულებებით არ არის დადასტურებელი. გარდა ამისა, სარჩელზე სრულად არ არის დართული საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის ზ---- ა--–---- ხელწერილი ვალის აღიარებასთან დაკავშირებით, რაც ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას და დაუსაბუთებლობას. საქმის არსებითი განხილვისას, მოპასუხე მხარემ დამატებით აღნიშნა: სს ,,პ------------ს’’ გასავლის ორდერებით და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული სს ,,პ------------ს’’ თანამშრომელთა ჩვენებებით დგინდებოდა, რომ ანაბრის ხელშეკრულებები მ---- მ--------- მიერ იქნა შეწყვეტილი და თანხაც მის მიერვე იქნა გატანილი ბანკიდან. სისხლის სამართლის საქმის მასალებით, კერძოდ, ზ---- ა--–---- ჩვენების თანახმად, მან, როგორც ფიზიკურმა პირმა ისესხა თანხა მ---- მ---------აგან, რისთვისაც გაფორმებული იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც .2012 წლის 3 ივლისს დამოწმდა სანოტარო წესით. 2013 წლის 15 იანვრის ხელწერილით ირკვევა, რომ ზ---- ა--–---ს, მ---- მ---------აგან აღებული აქვს სესხის სახით 14000 აშშ დოლარი და ამ სესხისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა პროცენტის სახით 500 აშშ დოლარი. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები ურთიერთწინააღმდეგობრივია და კატეგორიულ პასუხს არ იძლევა, რომ საანაბრე ანაგრიშიდან თანხის გატანის ქვითარზე ხელმოწერა შესრულებულია ზ---- ა--–---- მიერ. ვინაიდან, ანგარიშიდან თანხა გატანილია და ანაბრის ხელშეკრულებები შეწყვეტილია, არ არსებობს სს ,,ს----------–--------ისათვის’’ თანხის დაკისრების საფუძველი. გარდა ამისა, მ---- მ--------- სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მან, ,,ზიანის’’ შესახებ შეიტყო 2012 წლის 30 ივნისს, ხოლო სარჩელი წარმოდგენილია 2017 წლის 27 ივნისს. მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა იქნას გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლიდან გამომდინარე გამონაკლისი მეანაბრეთა მოთხოვნების თაობაზე, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 997-ე და 1008-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომლის თანახმადაც, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას- გასულია. პასუხისმგებლობა კი არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე. მესამე პირების პოზიცია: მესამე პირები, ა-–---------- შ----–--- და ნ---- ც------- სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ხოლო თ----–- კ---------მ განმარტა, რომ ანაბრის თანხა გაიტანა მ---- მ--------მ და თავადვე მოაწერა ხელი თანხის გასავლის ორდერებს. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. მ---- მ--------- (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 2. მოპასუხე სს ,,ს----------–--------ს’’ (ს/კ 2--------) მ---- მ--------- (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ანაბრის თანხის 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის და პროცენტის 6 170 (ექვსი ათას ას სამოცდაათი) აშშ დოლარისა და 90 (ოთხმოცდაათი) ცენტის, ჯამში 16 170 ( თექვსმეტი ათას ას სამოცდაათი) აშშ დოლარისა და 90 (ოთხმოცდაათი) ცენტის გადახდა. 3. მ---- მ--------ს (პ/ნ 0----------) უარი ეთქვას მოპასუხე სს ,,ს----------–--------ზე’’ (ს/კ 2--------) 665 (ექვსას სამოცდახუთი) აშშ დოლარისა და 10 (ცენტის) დაკისრებაზე. 4. სს ,,ს----------–--------ს’’ (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1203 (ათას ორას სამი ) ლარისა და 11 (თერთმეტი) თეთრის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს კოდზე 300193150. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2011 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე, მ---- მ--------მ, სს ,,პ------------ს’’ ზესტაფონის ფილიალში შეიტანა ანაბარი 6000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა ანაბრის ვადა - 12 თვე, 2012 წლის 23 ივნისამდე; საპროცენტო განაკვეთი წლიური - 10,50%; პროცენტის დარიცხვის პერიოდი - 12 თვე. 2.2. 2011 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მ---- მ--------მ, სს ,,პ------------ს’’ ზესტაფონის ფილიალში შეიტანა ანაბარი 4000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა ანაბრის ვადა - 12 თვე, 2012 წლის 21 ოქტომბრამდე; საპროცენტო განაკვეთი -წლიური 10,50%, პროცენტის დარიცხვის პერიოდი 12 თვე. 2.3. 2011 წლის 23 ივნისს და 2011 წლის 21 ოქტომბერს, NSAMTG02000001193 და NSAMTG02000001553488 ხელშეკრულებების დადებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების მოქმედება წყდება კლიენტისათვის ანაბრისა და პროცენტის თანხის სრულად დაბრუნების შემდეგ. 2.4. 2012 წლის 30 ივნისს, მ---- მ-------- მივიდა სს ,,პ------------ს’’ ზესტაფონის ფილიალში, რათა გაეტანა მის მიერ, ანაბარზე შეტანილი თანხის მხოლოდ პროცენტი, რა დროსაც გაარკვია, რომ მის მიერ შეტანილი თანხა, უკვე გატანილი იყო ანაბრიდან ბანკის მმართველის, ზ---- ა--–---- მიერ. ზ---- ა--–---- მ---- მ--------ს დაუდასტურა, რომ მან გაიტანა ბანკიდან მისი კუთვნილი საანაბრე თანხა, დაჰპირდა, რომ სრულად გაუსტუმრებდა, როგორც მის საანაბრე თანხას, ასევე პროცენტის იმ ოდენობას, რაც ანაბრის თანხას ბანკში უნდა დარიცხვოდა. აღნიშნული პირობის შესრულებისათვის, 2012 წლის 30 ივნისს, ზ---- ა--–----, მ---- მ--------ს დაუდო ხელწერილი, ხოლო აღნიშნული შეთანხმება, 2012 წლის 3 ივლისს დადასტურებული იქნა ნოტარიალურად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით. 2.5. ზ---- ა--–----, მ---- მ--------ს ფული არ დაუბრუნა. 2013 წლის 22 ივლისს, მ---- მ--------მ განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ პროკურატურას მისი კუთვნილი საანაბრე თანხების ზ---- ა--–---- მიერ კანონსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების თაობაზე. 2.6 სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში, 2014 წლის 30 მაისის დადგენილების საფუძველზე ჩატარებული ხელწერის ექსპერტიზის 2014 წლის 1 აგვისტოს დასკვნის თანახმად, 2012 წლის 25 თებერვლის და 2011 წლის 22 აგვისტოს ქვითრებზე ,,კლიენტის ხელმოწერა’’ შესრულებულია არა მ---- მ---------, არამედ შესრულებულია ზ---- ა--–---- მიერ. 2015 წლის 25 თებერვლის განცხადებაზე ხელმოწერა შესრულებულია არა მ---- მ---------, არა ა-–---------- შ------–----, არამედ ზ---- ა--–---- მიერ. 2.7. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში, 2014 წლის 21 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე ჩატარებული ხელწერის საკომისიო ექსპერტიზის 2014 წლის 25 სექტემბრის კატეგორიული დასკვნის თანახმად, 2012 წლის 25 თებერვლის და 2011 წლის 22 აგვისტოს ქვითრებზე, ,,კლიენტის ხელმოწერა’’ შესრულებულია არა მ---- მ---------, არამედ შესრულებულია ზ---- ა--–---- მიერ. 2015 წლის 25 თებერვლის განცხადებაზე, საანაბრე ანგარიშიდან თანხის გატანის თაობაზე, ხელმოწერა შესრულებულია არა მ---- მ---------, არა ა-–---------- შ------–----, არამედ ზ---- ა--–---- მიერ. 2.8. სს ,,პ------------ს’’ საანაბრე ანგარიშიდან, მ---- მ--------ს კუთვნილი ანაბრის თანხები არ გაუტანია. 2011 წლის 22 აგვისტოსა და 2012 წლის 25 თებერვალს, მეანაბრის ნებართვის გარეშე, თანხა გაიტანა და მას დაეუფლა იმ დროისათვის სს ,,პ------------ს’’ ზესტაფონის ფილიალის მმართველი - ზ---- ა--–---. 2.9. ზ---- ა--–--- გარდაიცვალა 2016 წლის 21 სექტემბერს. 2017 წლის 8 თებერვლის დადგენილებით, ბრალდებულის გარდაცვალების გამო, ზ---- ა--–---- მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება. 2.10. 2015 წლის 11 მაისს, სს ,,პ------------’’ შეერწყა სს ,,ს----------–---------ს“. 2.11. სს ,,ს----------–--------ს’’ მეანაბრე მ---- მ---------ათვის, ანაბრის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ანაბრის, ასევე პროცენტის თანხა, დღემდე არ გადაუხდია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 316-ე,317-ე, 361-ე, 319-ე, 342-ე, 874-ე მუხლებზე და განმარტა: 2011 წლის 23 ივნისისა და 2011 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულებების საფუძველზე, მ---- მ--------მ, სს ,,პ------------ს’’ ზესტაფონის ფილიალში შეიტანა ანაბარი 6000 აშშ დოლარის და 4000 აშშ დოლარის ოდენობით (სულ 10000 აშშ დოლარი), 12 თვის ვადით, საპროცენტო განაკვეთი წლიური- 10,50%, პროცენტის დარიცხვის პერიოდი- 12 თვე. აღნიშნული ხელშეკრულებების მე-10 მუხლის თანახმად, მეანაბრისათვის თანხის დაბრუნებამდე ხელშეკრულება მოქმედია. 2.13. დადგენილია, რომ სს ,,პ------------ს’’ საანაბრე ანგარიშიდან მ---- მ--------- კუთვნილი თანხები 2011 წლის 22 აგვისტოსა და 2012 წლის 25 თებერვალს გაიტანა არა მეანაბრე მ---- მ--------მ, არამედ მეანაბრის სათანადო ნებართვის გარეშე, იმ დროს სს ,,პ------------ს’’ ზესტაფონის ფილიალის მმართველმა ზ---- ა--–----. შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები მოქმედია. 2.14. მართალია, ანაბრის თანხის უნებართვოდ გატანისა და დაუფლების შემდეგ, ზ---- ა--–----, ანაბრის თანხის დაბრუნებაზე მ. მ--------ს დაუდო ხელწერილი, ხოლო შემდგომ 2012 წლის 3 ივლისს გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მაგრამ დადგენილია, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს, არა ზ. ა--–----ადმი მიცემულ სესხს, არამედ სს ,,პ-----------–-’’ შეტანილი ანაბრის თანხას, რომელიც უკანონოდ იქნა დაუფლებული სს,,პ------------ს’’ თანამშრომლის მიერ, რაც მეანაბრეს არ დაბრუნებია და არც ანაბრის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული რაიმე თანხა ბანკს დღემდე არ გადაუხდია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა, ორივე ხელშეკრულების საფუძველზე შეტანილი ანაბარის, სულ-10 000 აშშ დოლარის მ---- მ--------- სასარგებლოდ, სს ,,ს----------–--------ი’’-სთვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 2.15. რაც შეეხება ანაბრის პროცენტს, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები მოქმედია, ანაბრის თანხას მის მეანაბრეზე დაბრუნებამდე ერიცხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი. შესაბამისად, 2011 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე, საანაბრე თანხის - 6000 აშშ დოლარის წლიური 10.50 % -ის (630 აშშ დოლარი) ექვს წელზე გაანგარიშებით, სარჩელის შემოტანის მომენტისთვის, 2017 წლის 27 ივნისისათვის (ექვსი წლის თანხას + 3 დღის - 5.15 აშშ დოლარი) საპროცენტო სარგებელმა შეადგინა 3 785.15 აშშ დოლარი. 2011 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, საანაბრე თანხის 4000 აშშ დოლარის წლიური 10.50 % -ის (420 აშშ დოლარი) ექვს წელზე გაანგარიშებით, სარჩელის შემოტანის მომენტისთვის, 2017 წლის 27 ივნისისათვის (ხუთი წლის თანხას + 2017 წლის 8 თვის თანხა 280 აშშ + 5 დღის - 15.75 აშშ დოლარი) საპროცენტო სარგებელმა შეადგინა 2385.75 აშშ დოლარი. სულ მ---- მ--------- საანაბრე თანხის, 10 000 აშშ დოლარის საპროცენტო სარგებელია 6 170.90 აშშ დოლარი. ამდენად, ამ ნაწილში მ---- მ--------- სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმყოფილდეს. 2.16. გაზიარებული არ იქნა მოპასუხის და დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის განმარტებები იმის თაობაზე, რომ მ. მ--------მ თავად გაიტანა ანაბრის თანხები და შესაბამის დოკუმენტაციაზე (გასავლის ორდერებზე და განცხადებაზე) თავად მოაწერა ხელი. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ამ ფაქტის დასადასტურებლად, მხოლოდ მხარეთა განმარტებები არ ჩაითვალა სათანადო მტკიცებულებად და საქმეში განთავსებული 2014 წლის 1 აგვისტოსა და 25 სექტემბრის ხელწერის ექსპერტიზების კატეგორიული დასკვნების საფუძველზე, დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ დოკუმენტაციაზე - საანაბრე ანგარიშიდან თანხის გატანის თაობაზე განცხადებაზე და თანხის გატანის ორდერებზე (ქვითრებზე) ხელმოწერა ეკუთვნის, არა მეანაბრე მ---- მ--------ს, არამედ იმ დროისათვის სს ,,პ------------ს’’ ზესტაფონის ფილიალის მმართველს - ზ---- ა--–---ს. 2.17. გაზიარებული არ იქნა მოპასუხე მხარის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო. გარდა ამისა, მეანაბრისათვის თანხის დაბრუნებამდე ხელშეკრულებები მოქმედია და ისინი წყდება თანხის სრულად დაბრუნების შემდგომ. ამდენად, მ---- მ--------- სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და მოპასუხის არგუმენტაცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ, ისე დაადგინა სს "პ------------ს" თანამშრომლის მიერ, მ---- მ--------- თანხების უკანონო დაუფლების ფაქტი, რომ სათანადო წესით არ ყოფილა დადგენილი ზ---- ა--–---- მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე ზ---- ა--–---- მიერ, არაერთგზის მიცემული ჩვენებებით დგინდება, რომ მან, როგორც ფიზიკურმა პირმა ისესხა თანხა მ---- მ---------გან, საიდანაც გადახდილი აქვს 3 000 აშშ დოლარი. 3.2. სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა თ----–- კ---------მ, ა-–---------- შ------–---მ, ნ---- ც-------მ მიუთითეს, რომ მ---- მ-------- თავად იყო ბანკში ანაბრის გასატანად, თავად მოაწერა ხელი ანაბრის გატანის დოკუმენტს, ხოლო მოწმე ლ---- ბ--------- მიუთითა, რომ ნამდვილად არ იცის თანხა მ----- მ--------- სახელით გამოიტანა, თუ არა ზ---- ა--–----. მან იცის, რომ მ---- მ--------- 10 000 აშშ დოლარი სესხად აქვს აღებული ზ---- ა--–---ს. 3.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულვებელყო საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ, 2013 წლის 11 ოქტომბერს გაცემულ გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა N695/გ რომლის მიხედვითაც: 1. „შეუძლებელია დადგენილი იქნეს მ---- მ---------, თუ ზ---- ა--–---- მიერ არის შესრულებული ხელმოწერა სს „პ------------ის“ 2011 წლის 22 აგვისტოთი დათარიღებულ, სს „პ------------ის“ საანაბრე ანგარიშიდან თანხის გატანის შესახებ ქვითარზე. 2. ხელმოწერა სავარაუდოდ შესრულებულია ზ---- ა--–---- მიერ, 2012 წლის 25 თებერვლით დათარიღებული სს „პ------------ის“ საანაბრე ანგარიშიდან თანხის გატანის შესახებ ქვითარზე. ასევე, უგულვებელყო საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ, 2014 წლის 7 თებერვალს მომზადებული დასკვნა N63/გრ, რომლის მიხედვითაც: 1. სს „პ------------ის“ 2011 წლის 22 აგვისტოთი დათარიღებულ, სს „პ------------ის“ საანაბრე ანგარიშიდან თანხის გატანის შესახებ ქვითარზე, კლიენტის გრაფაში მ. მ--------- სახელით, ხელმოწერა სავარაუდოდ შესრულებულია მ---- მ--------- მიერ; 2. 2012 წლის 25 თებერვლით დათარიღებული სს „პ------------ის“ საანაბრე ანგარიშიდან თანხის გატანის შესახებ ქვითარზე ხელმოწერა, სავარაუდოდ არ არის შესრულებული მ---- მ--------- მიერ. 3.4. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ 2011 წლის 23 ივნისს გაფორმებული NSAMTG02000001193 და 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული NSAMTG02000001553488 ხელშეკრულებები შეწყვეტილია მხარეთა ნების გამოვლენით. კერძოდ, 2012 წლის 03 ივლისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მ---- მ--------მ დაადასტურა ანაბრიდან გამომდინარე ურთიერთობის შეწყვეტაზე შეთანხმების ნამდვილობა, დაეთანხმა (მოიწონა) ზ---- ა--–---- მიერ თანხის მიღების ფაქტს და აღნიშნული ურთიერთობა მოექცა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში. 3.5. სასამართლომ, აღნიშნული სამართალურთიერთობის შეფასებისას გვერდი აუარა საქართველოს სამოქალაქო კოდექისს 997-ე და 1008-ე მუხლებს და მოცემული სამართალურთიერთობის მოქცევა სცადა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსში, რაც არასწორია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, "პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე." ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებული იყო გამოეკვლია დამსაქმებლის პასუხისმგებლობისთვის აუცილებელი შემდეგი გარემოებები: 1. დასაქმებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება; 2. დასაქმებულის ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის არსებობა; 3. ზიანი უნდა იყოს მიყენებული სამსახურეობრივი საქმიანობის ფარგლებში; 4. დასაქმებულის ბრალის არსებობა; მხოლოდ ამ გარემოებების კუმულატიურად არსებობის პირობებში შეეძლო მიეღო სათანადო გადაწყვეტილება, თუმცა იმავდროულად უნდა ემსჯელა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლიდან გამომდინარე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ---- მ--------- სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე მთლიანად უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.11. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით აღნიშნავს: მოცემულ დავაზე, სს „ს----------–--------ის“ საკასაციო საჩივრის საფუძველზე, საქართველოს უზენესი სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით გაუქმდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ თავის განჩინებაში აღნიშნა შემდეგი: განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ბანკთან გააფორმა ანაბრის ხელშეკრულება და საანაბრე ანგარიშზე განათავსა თანხა (სკ-ის 874-ე მუხლი). თავად სარჩელის ფაბულიდან ირკვევა, რომ ეს თანხა მეანაბრის ნების საწინააღმდეგოდ იქნა გატანილი ანგარიშიდან და იმ მიზნით, რომ ვალდებულების არსებობა დადასტურებულიყო, მოსარჩელე დათანხმდა ბანკის მმართველის მიერ (თანხის მიმღები) ხელწერილის დაწერას. მოპასუხე ბანკის მმართველის მხრიდან თანხის გატანა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მოსარჩელის კუთვნილი თანხის გატანა, ვინაიდან ხელშეკრულების საგანზე საკუთრების უფლება (სკ-ის 170-ე მუხლი) გადაცემული აქვს საკრედიტო დაწესებულებას. ტექნიკური თვალსაზრისით, მხოლოდ გარკვეული ანგარიშიდან, ამა თუ იმ ტრანზაქციის განხორციელება ვერ შეცვლის სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლით განსაზღვრულ ხელშეკრულების საგანზე სანივთო უფლების გადასვლის რეჟიმს. მიუხედავად ზემოხსენებულისა, თანხის გატანის შემდგომ, მეანაბრესა და ბანკის მმართველს შორის შედგა შეთანხმება, სადაც თანხის მიმღებმა წერილობით უღიარა ვალდებულების არსებობა მოსარჩელეს. ამდენად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეწყვეტის შემთხვევა, კერძოდ, არაუფლებამოსილი პირის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, ხომ არ ნახა სარგებელი მოსარჩელემ. გარდა ამისა, საქმეში ასევე განთავსებულია ბანკის მმართველის ცალმხრივი ვალის აღიარება, სადაც უზრუნველყოფის საგნად მითითებულია უძრავი ქონება. მოხმობილი მტკიცებულებებიდან მხედველობაშია მისაღები მოსარჩელის ჩვენების ის ნაწილიც, სადაც მხარე აღიარებს, რომ ზ---- ა--–---- იკისრა, როგორც ანაბარზე შეტანილი თანხის, ისე მისაღები სარგებლის ანაზღაურების ვალდებულება, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით, ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში, მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. ამდენად, წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, სასამართლომ, საქმეზე შეკრებილი მასალების კვლევის საფუძველზე, უნდა შეაფასოს, როგორც ბანკიდან თანხის გატანის ფაქტი, ისე, შემდგომ განვითარებული მოვლენები (მოსარჩელესა და ბანკის მმართველს შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა) და თუკი გამორიცხავს ამ მოვლენების კავშირს ანაბრის ხელშეკრულებასთან, მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული დავის სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტა. 4.4. აპელანტის პრეტენზიისა და საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს შემდეგი საკითხების გარკვევა: 1) ვის მიერ იქნა გატანილი, სს ,,პ------------’’-დან მ---- მ--------- საანაბრე ანგარიშზე არსებული 10 000 აშშ დოლარი; 2) 2012 წლის 30 ივნისის და 2013 წლის 15 იანვრის ხელწერილებით, ასევე, 2012 წლის 03 ივლისს, ზ---- ა--–---სთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებით, ხომ არ მოხდა ვალის გადაკისრება (სკ-ის 203-ე მუხლი); 3) არაუფლებამოსილი პირის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, ხომ არ ნახა სარგებელი მოსარჩელემ, რაც შესაძლოა იყოს სამოქალაქო კოდექსის 373.2-ე მუხლის თანახმად, 2011 წლის 23 ივნისს გაფორმებული NSAMTG02000001193 და 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული NSAMTG02000001553488 ანაბრის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი. 4.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ სს ,,პ------------’’-ში მ---- მ--------- საანაბრე ანგარიშზე არსებული 10000 აშშ დოლარი გატანილია თავად მ---- მ--------- მიერ, ეკისრება მოპასუხე მხარეს (საბანკო დაწესებულებას). მოპასუხე მხარემ ამ ფაქტთან დაკავშირებით მისი პოზიციის დასაბუთებისათვის მიუთითა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ, 2013 წლის 11 ოქტომბერს გაცემული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნაზე და სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული პირების ჩვენებებზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა (ამ გადაწყვეტილების 2.16 პუნქტი), რომლითაც უპირატესი მნიშვნელობა მიენიჭა, საქმეში განთავსებულ მტკიცებულებებს- 2014 წლის 1 აგვისტოსა (ს.ფ.234-238) და 25 სექტემბრის (ს.ფ.251-258) ხელწერის კომისიური ექსპერტიზების დასკვნებს-დასაბუთებულია, ვინაიდან აღნიშნული დასკვნები კატეგორიულია და ადასტურებს, რომ დოკუმენტაციაზე - საანაბრე ანგარიშიდან თანხის გატანის თაობაზე განცხადებაზე და თანხის გატანის ორდერებზე (ქვითრებზე) ხელმოწერა არ ეკუთვნის მეანაბრე მ---- მ--------ს, არამედ ეკუთვნის, იმ დროისათვის, სს ,,პ------------ს’’ ზესტაფონის ფილიალის მმართველს - ზ---- ა--–---ს. ამდენად, აპელანტის მიერ მითითებული მტკიცებულება-საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ, 2013 წლის 11 ოქტომბერს გაცემული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა N695/გ (ს.ფ.129-137) და 2014 წლის 7 თებერვალს მომზადებული დასკვნა N63/გრ (ს.ფ.145-153), რომელიც სავარაუდო პასუხებს შეიცავს და არ არის კატეგორიული- გაზიარებული ვერ იქნება. 4.6. გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულ პირთა ჩვენებებით დადასტურებულია საანაბრე თანხის თავად, მ---- მ--------- მიერ მიღების ფაქტი. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 102.3-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო კოდექსის 429.1-ე, 430-ე მუხლების თანახმად, კრედიტორმა, მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში, ფულადი ვალდებულების შესრულებასთან კერძოდ, საანაბრე თანხის დაბრუნებათან დაკავშირებით მ---- მ--------- მიერ ხელმოწერილი წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს, ამ ფაქტის დასადასტურებლად მოწმეთა ჩვენება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო, საკმარისი და გაზიარებული ვერ იქნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სს ,,პ------------’’-ში მ---- მ--------- საანაბრე ანგარიშზე არსებული 10000 აშშ დოლარი გატანილია, არა თავად მ---- მ---------, არამედ, იმ დროისათვის სს ,,პ------------’’-ს მმართველის, ზ---- ა--–---- მიერ. 4.7. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ დავაზე საკასაციო სასამართლოს მითითების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გამოსაკვლევს ასევე წარმოადგენს ის საკითხი, სს ,,პ------------’’-ს მმართველის, ზ---- ა--–---- ხელწერილებით და სანოტარო წესით გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, ხომ არ მოხდა ვალის გადაკისრება (სკ-ის 203-ე მუხლი). ამ საკითხზე მსჯელობისას პალატა აღნიშნავს: სკ-ის 203.1-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება), რომელიც დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. ვალის გადაკისრების ხელშეკრულების იურიდიული შედეგი იმაში ვლინდება, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე ახალი მოვალე იკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს, ხოლო თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულება წყდება, ვალდებულების შინაარსი კი რჩება უცვლელი. ამდენად, მესამე პირს (ზ---- ა--–---) და კრედიტორს (მ---- მ--------) შორის ურთიერთობის ვალის გადაკისრებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის აუცილებელია, ცალსახად და არაორაზროვნად დადგინდეს ხელშეკრულებასა და ხელწერილებში გამოვლენილი კრედიტორის იმგვარი ნება, რომ მესამე პირმა მოვალის ადგილი დაიკავოს. როგორც წესი, ამას ის მნიშვნელობა აქვს, რომ არცერთი კრედიტორი საფუძვლის გარეშე არ იტყვის თავის მოვალეზე უარს. კრედიტორის საამისოდ მიმართული ნება მაშინ მიიღება მხედველობაში, თუკი იგი სრულიად მკაფიოა ან არსებობს ისეთი წინაპირობები, რომლებიც ყველა ასპექტში ამგვარი მყარი დასკვნის საშუალებას იძლევა. კრედიტორის მიერ მოვალის ვალდებულებისაგან გათავისუფლების დასკვნისათვის აუცილებლად გაითვალისწინება გარკვეული გარემოებები, განსაკუთრებით, მხარეთა ეკონომიკური ინტერესები და ასეთი შეთანხმების მიზანი. 4.8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა, რომ ზ---- ა--–----გან (ბანკის მმართველი) ხელწერილის დაწერას დათანხმდა იმ მიზნით, რომ დადასტურებულიყო ბანკის მმართველის მიერ, მისი თანხის უნებართვო განკარგვა. ბანკის მმართველმა ზ---- ა--–---- გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებში დააფიქსირა, რომ მას, მ---- მ--------მ პირადად გადასცა თანხა სესხის სახით. თუკი მ---- მ---------აგან უშუალოდ არ მოხდებოდა თანხის გადაცემა, მაშინ მის ვალს არ აღიარებდა და არ ჩადებდა ბინას გარანტად. სწორედ, მ---- მ---------აგან პირადად გადაცემულ თანხაზე გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ასევე ვალის გასტუმრების თაობაზე შეადგინა ხელწერილები (ტ.1.ს.ფ. 93-95, 120-124). ამ ჩვენებათა და მოსარჩელის განმარტების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---- ა--–---- მიერ შედგენილი 2012 წლის 30 ივნისის და 2013 წლის 15 იანვრის ხელწერილები, ასევე 2012 წლის 03 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა, რომ კრედიტორი, მესამე პირის მიერ მოვალისაგან ვალის გადაკისრებას დაეთანხმა. წარმოდგენილი მტკიცებულებების, როგორც სიტყვასიტყვითი, ასევე, ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტებით არ ვლინდება კრედიტორის, მ---- მ--------- ცალსახა და არაორაზროვანი ნება, რომ ბანკის მიმართ მოთხოვნაზე ამბობს უარს და თანახმაა მესამე პირმა-ზ---- ა--–---- დაიკავოს მოვალის-საბანკო დაწესებულების ადგილი. აღნიშნული კი, გამორიცხავს ანაბრის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალის გადაკისრების ფაქტს. 4.9. მართალია, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ვალის გადაკისრება, თუმცა საქმეში განთავსებული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება მ. მ--------- საანაბრე ანგარიშიდან თანხის გატანის დოკუმენტებზე ზ---- ა--–---- ხელმოწერის ფაქტი. ბუნებრივია დოკუმენტების გაყალბების შედეგად მითვისებულ თანხაზე მ. მ--------ს ზ---- ა--–---- მიმართ წარმოეშობოდა დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნა. ასეთ ვითარებაში, ხელწერილებსა და სესხის ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნება უნდა შეფასდეს დელიქტური ურთიერთობის ფარგლებში ვალის არსებობის აღიარებად (სკ-ის 341-ე მუხლი). პალატა მიუთითებს, რომ ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა, თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა და შინაარსზე. ვინაიდან, ვალის აღიარების ხელშეკრულება აბსტრაქტული ხელშეკრულებაა, ძირითადი ვალდებულების არსებობაზე დამოკიდებული არ არის და მის შეწყვეტას არ იწვევს, ადასტურებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზ---- ა--–---- მიერ, ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების გაფორმებით არ მომხდარა საბანკო დაწესებულების გათავისუფლება საანაბრე თანხის გადახდის ვალდებულებისგან. 4.10. როგორც უკვე აღინიშნა, მ---- მ--------- განმარტების მიხედვით, სადავო ხელშეკრულებების შედგენას ზ---- ა--–---- მიერ ხელმოწერის გაყალბების ფაქტი დაედო საფუძვლად, ხოლო თავად ზ---- ა--–---- ჩვენებებით მან, მ---- მ---------აგან თანხა ისესხა. ამდენად, საქმეში არსებული არც-ერთი მტკიცებულებით, არც ზ---- ა--–----ა და მ---- მ--------- ჩვენებებით და არც მათ შორის დადებული ხელშეკრულებებით არ დგინდება, რომ ზ---- ა--–---- მ---- მ--------- წინაშე იკისრა მ---- მ--------- მიერ, სს ს----------–--------ის ანაბარზე განთავსებული თანხის დაბრუნების ვალდებულება. ნებისმიერ შემთხვევაში ნათელია, რომ ზ---- ა--–---- ვალდებულებას საფუძვლად ანაბრის ხელშეკრულება არ დადებია. მ---- მ--------- თქმით, მისი საფუძველი დელიქტი, ხოლო ზ---- ა--–---- განმარტებით კი, სესხი იყო, თუმცა ისიც უდავოა, რომ, უშუალოდ, მ---- მ--------ს ზ---- ა--–----ათვის თანხა სესხად არ გადაუცია. ამის შესაბამისად, რაც არ უნდა ყოფილიყო მ---- მ--------სა და ზ---- ა--–---ს შორის დადებული ხელშეკრულებების ფაქტობრივი საფუძველი, ნათელია, რომ ამ ხელშეკრულებებით ზ---- ა--–---- მ---- მ--------- წინაშე ვალდებულების არსებობა აღიარა. ე.ი. ზ---- ა--–---სა და მ---- მ--------ს შორის დაიდო ხელშეკრულება ვალის არსებობის აღიარების შესახებ, რომლის ნამდვილობა დავის საგანს არ წარმოადგენს. 4.11. მართალია, მ---- მ--------სა და ზ---- ა--–---ს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ნამდვილობა დავის საგანს არ წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მ---- მ--------ს ზ---- ა--–---სთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულება არ მიუღია. მეტიც, უდავოა, რომ ზ---- ა--–--- გარდაიცვალა და მ---- მ--------- მითითებით, სამკვიდრო მასის არარსებობის გამო, მისი დაკმაყოფილება შეუძლებელიცაა. ასეც, რომ არ ყოფილიყო, ეს გარემოება სს ს----------–--------ის ვალდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენდა, რადგან, როგორც აღინიშნა, ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება აბსტრაქტული ხელშეკრულებაა და სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შეწყვეტას არ იწვევს. 4.12. გარდა ზემოაღნიშნული მსჯელობისა, სააპელაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამოქალაქო-სამართლებრივი დავის მართებულად გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია შეფასდეს სარჩელისა და შესაგებლის არსებითობა, რაც სასამართლოს მხრიდან არ მოითხოვს მტკიცებით სტადიაზე გადასვლას და გულისხმობს მითითებული პროცესუალური დოკუმენტების (სარჩელისა და შესაგებელის) შეფასებას მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, მ---- მ--------მ, მისი მოთხოვნის დასაბუთებისთვის სარჩელში მიუთითა სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტები იმის თაობაზე, რომ ზ---- ა--–---სთან ხელშეკრულება ვალდებულების არსებობის დადასტურების მიზნით დადო. კერძოდ, სარჩელის მე-2 ფაქტობრივ გარემოებად მ---- მ--------მ მიუთითა შემდეგი: „2012 წლის ივნისში მივაკითხე სს „-------------“...აღმოჩნდა, რომ თანხა 10000 აშშ დოლარი ბანკიდან გატანილი იყო ჩემი სახელით... მე დავრჩი გაოგნებული. ცუდად გავხდი და გადავწყვიტე მენახა ბანკის მმართველი ზ---- ა--–---. იმ დღეს ვერ ვნახე, შემდეგ იგი მოვიდა ჩემთან სამსახურში... მან არაფერი არ მითხრა გარდა ამ სიტყვებისა: ჯერ არ მეგონა თუ გავიდა ერთი წელი და დაგიწერ ხელწერილს და მე ამ თანხას პროცენტით დაგიბრუნებო. მე სხვა დოკუმენტი იმ დროისათვის, რომ დამემტკიცებინა ზ---- ა--–----ათვის ჩემი თანხის 10000 აშშ დოლარის ბანკიდან გატანის ფაქტი, არ მქონდა და ამ ხელწერილს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“. მოპასუხემ, სარჩელთან დაკავშირებით მარტივი წერილობითი შესაგებელი წარადგინა, სადაც მე-2 ფაქტობრივ გარემოებაზე დააფიქსირა, რომ ამ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო. აღნიშნული ფაქტის უარყოფა მოპასუხემ, მხოლოდ სასამართლო სხდომაზე ზეპირად მიცემული განმარტებით მოახდინა. 4.13. იმისათვის, რომ შეფასდეს არსებითია, თუ არა ზემოაღნიშნული შედავება, უნდა შეფასდეს მიუთითებს, თუ არა შესაგებელი სარჩელის გამომრიცხავ ან შემაფერხებელ გარემოებებზე. მართალია, ზოგადად, ამათუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მ. მ-------- უთითებს ზ---- ა--–---- მხრიდან ხელწერილებისა და სესხის ხელშეკრულების, როგორც მისი თანხების უნებართვოდ გატანის ფაქტის დადასტურების მიზნით შედგენილ დოკუმენტებზე, მოპასუხის მხრიდან შესაგებელით, მხოლოდ იმგვარი უარყოფა, რომ „არ არის ინფორმირებული“-არ წარმოადგენს საკმარისს მის საწინააღმდეგოდ ამოქმედებული იმ პრეზუმფციის გასაქარწყლებლად, რომ მასთან საანაბრე ანგარიშზე შეტანილი თანხები მ---- მ--------- ნებართვის გარეშე განიკარგა. შესაბამისად, მ---- მ--------- მიერ სარჩელში მითითებული ფაქტები დამტკიცებულად ითვლება. 4.14. როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს განჩინებაში ასახული მსჯელობიდან გამომდინარე, ასევე უნდა გაირკვეს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 373.2-ე მუხლის შესაბამისად, 2011 წლის 23 ივნისს გაფორმებული NSAMTG02000001193 და 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული NSAMTG02000001553488 ანაბრის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი. სკ-ის 373.2-ე მუხლის თანახმადაც, თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. იმისათვის, რომ გამოიკვეთოს ამ მუხლის გამოყენების საფუძველი, აუცილებელია დადასტურდეს, რომ საანაბრე ანგარიშიდან თანხის გატანაზე ზ---- ა--–---ს ნება დართო მ---- მ--------მ, ან შემდგომში მოიწონა და დაუდასტურა ამ მოქმედების მართლზომიერება ან ამ შესრულებით მიიღო სარგებელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების შესრულების, ე.ი. იმის მტკიცების ტვირთი, რომ ზ---- ა--–---- ანაბრიდან თანხა მ---- მ--------- თანხმობით - ნებართვით ან მოწონებით მიიღო, აპელანტს ეკისრებოდა, თუმცა თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და არც მიუთითებია მათზე. საქმეში განთავსებული, მხოლოდ მ---- მ--------სა და ზ---- ა--–---ს შორის დადებული ხელშეკრულებებითა და მათი ჩვენებებით ამის დადგენა შეუძლებელია, მით უფრო, როდესაც ამ მტკიცებულებებით მ---- მ--------სა და ზ---- ა--–---ს შორის ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებათა დადება დასტურდება. 4.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება შესრულებით წყდება. ვინაიდან, სს ს----------–--------ს უშუალოდ, მ---- მ--------- მიმართ ვალდებულება არ შეუსრულებია და არც ზ---- ა--–--- იყო უფლებამოსილი ეს შესრულება მიეღო, ასევე ზ---- ა--–---- მიერ ანაბრიდან თანხის გატანით მ---- მ--------ს სარგებელი არ მიუღია და ვერც მიიღებს, ამის შესაბამისად, ივარაუდება, რომ აპელანტის ვალდებულება მოწინააღმდგე მხარის მიმართ არსებობს. ეს კი ნიშნავს, რომ აპელანტის პოზიცია დაუსაბუთებელია. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოვალეს, სს „პ------------ს“ უფლებამონაცვლეს-სს „ს----------–--------ს“ დაეკისრა, 2011 წლის 23 ივნისს, სს „პრივატბანკთან“ გაფორმებული N SAMTG02000001193 და 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული N SAMTG02000001553488 ხელშეკრულებების საფუძველზე, როგორც ძირითადი თანხის-10000 აშშ დოლარის, ისე სარჩელის წარდგენის დროისათვის ანაბარზე დარიცხული პროცენტის ანაზღაურება, სკ-ის 874.1 და 874.3 მუხლის შესაბამისად დასაბუთებულია. 4.16. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივად დაუსაბუთებლობის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 317.2 მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათალისწინებული დიპოზიციურობის პრინციპის თანახმად, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას სასამართლოში საქმის წარმოებაზე და თავად ირჩევენ მოპასუხე მხარეს, ვის მიმართაც სურთ დავის დაწყება. იმის გათვალისწინებით, რომ მ---- მ--------სა და სს „-------------“ შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სწორად გამოიყენა სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის დადგენილი სამართლის ნორმები, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 128.2-ე, 316-ე,317-ე, 361-ე, 319-ე, 342-ე, 874-ე მუხლები, სწორად განსაზღვრა მოპასუხეთა წრე, რაც გამორიცხავდა საბანკო დაწესებულების, როგორც არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის შესაძლებლობას და დელიქტის მარეგულირებელი ნორმების (სკ-ის 997-ე და 1008-ე მუხლები) გამოყენებას, როგორც ამას აპელანტი მიუთითებს. ამ მსჯელობის გათვალისწინებით, მოთხოვნის ხანდაზმულობის შეფასებისათვის სკ-ის 128.2 „ბ“ მუხლის გამოყენებაც სწორია, რომლის მიხედვითაც ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო. 4.17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, სწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ანაბრის ხელშეკრულებიდან. ასევე, ამ გადაწყვეტილების 2.12-2.17. პუნქტებში სამართლებრივი შეფასებები სწორად ჩამოაყალიბა, რასაც სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლო და მ---- მ--------- სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ სს „ს----------–--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სს „ს----------–--------ის“ მიერ, წინასწარ გაწეული საპროცესო ხარჯის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს----------–--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: ლაურა მიქავა
თეიმურაზ სიხარულიძე