გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.11.2018
საქმის ნომერი
330210016001583011
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3-----16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ა-- მეშველიანი

 

მოსარჩელე - სს „ტ--------ი“

წარმომადგენლები - ა-----– კ---–-–---–ი, ს-------- ს---------–---–ი

 

მოპასუხეები - ა------ მ----------, ლ---- მ----------, მ----- ჯ--------ე, ი-----–- ა-–--–--ა

წარმომადგენლები - კ--ა შ-------ე, ა-- რ-----–---–ი, დ----- ზ------–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ა--ზღაურება, გარიგებათა ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. ი-----–- ა-–--–--ასა და ა------ მ---------ისათვის მოსარჩელე სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ 1-- 286 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ა------ მ----------სა და ლ---- მ----------ს შორის 2012 წლის 8 ნოემბერს დადებული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება და აღიარებული იქნეს, რომ სადეპოზიტო ურთიერთობა ა------ მ----------სა და ბ---ს შორის გაგრძელდა 2012 წლის 8 ნოემბრის შემდეგაც;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 4 აპრილს ლ---- მ---------ის მიერ ბ---იდან 3-- 204 აშშ დოლარისა და 4-- 000 აშშ დოლარის გატანის სალაროს გასავლის ორდერები და 2013 წლის 4 აპრილს მ----- ჯ--------ის მიერ ბ---ში 3-- 000 აშშ დოლარისა და 430 000 აშშ დოლარის შეტანის სალაროს შემოსავლის ორდერები და აღიარებული იქნეს, რომ ა------ მ---------- 2013 წლის 4 აპრილის შემდეგაც იყო ბ---ის დეპოზიტარი 2014 წლის 4 აპრილამდე.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები ა------ მ---------- და ი-----–- ა-–--–--ა შეთანხმდნენ, რომ ა------ მ---------- ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთ მილიონ აშშ დოლარს დეპოზიტის სახით გა--თავსებდა სს „ტ--------ში“, ხოლო ი-----–- ა-–--–--ა უზრუნველყოფდა ბ---ის მხრიდან იმაზე მეტი სარგებლის დეპოზიტზე დარიცხვას, ვიდრე ეს დროის მოცემულ მონაკვეთში ბ---ში (და, ზოგადად, საფინანსო ბაზარზე) იქნებოდა დადგენილი. სა--ცვლოდ, ა------ მ---------- თავისივე დეპოზიტით თავდებად დაუდგებოდა ი-----–- ა-–--–--ას, რათა ამ უკა--სკნელს, მისი ნათესავებისა და მეგობრების მეშვეობით, ბ---იდან კრედიტები მიეღო და მერე სარგებლია--დ გამოეყენებინა. შედეგად მოგებული დარჩებოდა როგორც ა------ მ----------, ასევე ი-----–- ა-–--–--ა.

 

პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ა------ მ---------ისა და ი-----–- ა-–--–--ას შეთანხმება, რომლითაც მათ ბ---ის ხარჯზე უკანონო სარგებელი უნდა მიეღოთ, ეწინააღმდეგება საბ---ო სფეროში მოქმედ წესებს. აშკარაა, რომ ბ---ის მოქმედებები და გადაწყვეტილებები იქნებოდა განსხვავებული, მას რომ სცოდნოდა იმ ფარული უკანონო გარიგებების შესახებ, რომელიც არსებობდა ბ---ის წარმომადგენელსა და ა------ მ----------ს შორის. ა------ მ---------ისა და ი-----–- ა-–--–--ას უკანონო გარიგების გამო ბ---ს მიადგა მატერიალური ზიანი. ბ---ში ა------ მ---------ის დეპოზიტის განთავსების დღიდან 2011 წლის 04 აპრილიდან ამ დეპოზიტის დახურვის დღემდე 2014 წლის 04 აპრილამდე ბ---მა ა------ მ----------ს (მათ შორის ლ---- მ----------სა და მ----- ჯ--------ეს) ყოველთვიური სარგებლის გადახდის გზით, სულ 316 273 აშშ დოლარი გადაუხადა. ამავე პერიოდში ი-----–- ა-–--–--ასა და ა------ მ---------ის შეთანხმების ფარგლებში, ი-----–- ა-–--–--აზე (მისი ნათესავებისა და მეგობრების მეშვეობით) გაცემული საბ---ო კრედიტებიდან ბ---მა პროცენტის (მათ შორის, საკომისიოს) სახით სულ 2-- 9-- აშშ დოლარი მიიღო. აღნიშნულ თანხებს შორის უარყოფითი სხვაობა ანუ ზიანი, რაც მიდგა ბ---ს შეადგენს 1-- 286 ლარს.

 

მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ 2012 წლის 8 ნოემბერს ა------ მ----------სა და მის შვილს, ლ---- მ----------ს შორის დადებული გარიგება არის მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება. გარიგება მოჩვენებითია რამდენადაც მისი მიზანი არ ყოფილა ა------ მ---------ის მიერ ლ---- მ---------ისათვის დეპოზიტის გადაცემა, იურიდიული შედეგის მოყოლა, გარიგების მიზანი იყო ა------ მ----------სა და ი-----–- ა-–--–--ას შორის არსებული შეთანხმების გადარჩენა, კერძოდ, მიხაილ აშიხმინის მოთხოვნისაგან (სასამართლო გადაწყვეტილებით) თავის დაღწევა და სასამართლო ყადაღისათვის გვერდის ავლა. ა--ბრის მესაკუთრე ყოველთვის ა------ მ---------- იყო. შესაბამისად მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება იყო მოჩვენებითი და თვალთმაქცური. ლ---- მ---------ის მიერ გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებები სინამდვილეში არის ა------ მ----------სა და ბ---ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, რამდენადაც, მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების შემდეგ, ლ---- მ---------ის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება სამართლებრივ შედეგებს წარმოშობდა ა------ მ---------ისათვის. თავდებობის ხელშეკრულებების ბათილია ლ---- მ---------ისა და ბ---თან მიმართებაში, ხოლო თუმცა ხელშეკრულებები ნამდვილია და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს ა------ მ---------ისა და ბ---ისათვის, რამდენადაც უნდა გამოყენებული იქნეს დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. დაფარული გარიგება კი იყო ა------ მ----------სა და ი-----–- ა-–--–--ას პირადი შეთანხმება, რომლითაც ი-----–- ა-–--–--ას ა------ მ---------ის თავდებობით უნდა აეღო საბ---ო კრედიტები. მოსარჩელის წარმომადგენელი აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის დადგენის იურიდიული ინტერესად მიუთითებს იმას, რომ დადგინდეს მიუხედავად 2012 წლის 08 ნოემბრიდან 2013 წლის 04 აპრილამდე ბ---ის დეპოზიტარად ფორმალურად ლ---- მ---------ის არსებობისა, სინამდვილეში დროის ამ მონაკვეთში ბ---ის ნამდვილი დეპოზიტარი იყო ა------ მ----------. ამ გარემოების დადგენას მნიშვნელობა აქვს ა------ და ლ---- მ----------ებთან ბ---ის მოთხოვნებისა და სამართლებრივი შედეგების განსაზღვრისათვის.

 

მესამე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ 2013 წლის აპრილში მ----- ჯ--------ისათვის ლ---- მ---------ის მიერ დეპოზიტზე განთავსებული თანხების გადაცემა არის მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები; იმის გამო, რომ საბ---ო დაწესებულებიდან თანხის შეტა-- და გამოტა-- ცალმხრივი და რეალური გარიგებებია, ისინი უნდა დადასტურდეს ბ---იდან თანხის გამოტანის (ლ---- მ---------ის შემთხვევაში) ფაქტით; მიუხედავად სალაროს გასავლის ორდერებზე ლ---- მ---------ის ხელმოწერის არსებობისა, ეს გარიგება მოჩვენებითი გარიგებაა, რადგა--ც მან ხელი მოაწერა მოსაჩვენებლად, შესაბამისი იურიდიული შედეგის მიღების გარეშე; 556 600 აშშ დოლარი დაჯავშნილი იყო ბ---ის მიერ და ბ---იდან მისი გატა-- ვერ მოხდებოდა. ა--ბრის გადაცემა მოთხოვნის დათმობით რომ მომხდარიყო, მ----- ჯ--------ე ლ---- მ---------ისა და ა------ მ---------ის უფლებამონაცვლე გახდებოდა და პასუხისმგებელი იქნებოდა ა------ მ---------ის მიმართ წაყენებულ პრეტენზიებზე თავისივე დეპოზიტით. ფიქტიური ორდერები მხოლოდ ა------ მ---------ისა და ი-----–- ა-–--–--ას ფარული გარიგების დასაფარად და გადასარჩენად გაფორმდა. ასევე ბათილია ბ---ში თანხის შეტანის ორდერები. ბ---სა და მ----- ჯ--------ეს შორის არსებული ურთიერთობა და მ----- ჯ--------ესა და ი-----–- ა-–--–--ას შორის შემდგარი ურთიერთობა უნდა შეფასდეს როგორც ა------ მ----------სა და ბ---ს შორის და ა------ მ----------სა და ი-----–- ა-–--–--ას შორის არსებული ურთიერთობა. ლ---- მ---------ის მიერ ბ---იდან 8-- 000 აშშ დოლარის გატანის, ხოლო მ----- ჯ--------ის მიერ ბ---ში 8-- 000 აშშ დოლარის შეტანის ბათილად ცნობის ინტერესი არის, დადასტურება იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის 04 აპრილიდან 2014 წლის 04 აპრილამდე ბ---ის დეპოზიტარს ფორმალურად მ----- ჯ--------ე წარმოადგენდა, ნამდვილ დეპოზიტარს ამ პერიოდში ა------ მ---------- წარმოადგენდა, შესაბამისად, 2014 წლის 4 აპრილს მ----- ჯ--------ის მიერ მისი მიმდინარე ანგარიშიდან 759 8-- აშშ დოლარის განკარგვა და ამავე დღეს მ----- ჯ--------ის მიერ ბ---იდან 40 200 აშშ დოლარის გატა-- სამართლებრივ შედეგს წარმოშობს ა------ მ---------ისათვს. ამ გარემოებების დადგენას მნიშვნელობა აქვს ა------ მ----------სთან და მ----- ჯ--------ესთან ბ---ის მოთხოვნებისა და სამართლებრივი შედეგების განსაზღვრისათვის.

 

2016 წლის 28 ივლისს მ----- ჯ--------ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს "ტ--------ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა ბ---ისათვის თანხების დაკისრება (იხ. სმოქალაქო საქმე №2/ 20824-16). მ----- ჯ--------ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბ---ს მის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თუ ა------ მ---------- ცნობილ იქნება ა--ბრის მესაკუთრედ, მ----- ჯ--------ის აღნიშნულ სარჩელს საფუძველი გამოეცლება; თუ ა------ მ----------სა და ი-----–- ა-–--–--ას შორის გარიგების არსებობა მიიჩნევა დადასტურებულებად, მ----- ჯ--------ის წინაშე ბ---ი არ იქნება პასუხისმგებელი, ამგვარად სს „ტ--------ი“ პირდაპირ დაიკმაყოფილებს იურიდულ ინტერესს, მ----- ჯ--------ე მინიმუმ იქნება არასათა--დო მოსარჩელე მ----- ჯ--------ის მიერ აღძრულ სარჩელზე, რაც გამოიწვევს მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვას (იხ, 2018 წლის 24 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:48:09).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ი-----–- ა-–--–--ამ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ საპროცენტო გა--კვეთები 2011-2013 წლებში მიღებული იქნა ბ---ის სატარიფო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ი-----–- ა-–--–--ა კი ამ გადაწყვეტილებაზე ხელმომწერ პირს არ წარმოადგენს. ბ---ს ზიანი არ განუცდია.

 

მოპასუხეებმა ა------ მ----------მ, ლ---- მ----------მ და მ----- ჯ--------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ ა------ მ----------სა და ი-----–- ა-–--–--ას შორის რაიმე სახის შეთანხმება არ არსებობდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2011 წლის 04 აპრილს ა------ მ----------სა და სს „კ---- ს----------- ბ---ს“ შორის, გაფორმდა ხელშეკრულება ვადიანი დეპოზიტის შესახებ (სარგებლის ყოველთვიური გატანით), რომლის თა--ხმად, ბ---მა დეპოზიტის სახით მიიღო 1 000 000 აშშ დოლარი, 12 თვით.

 

ვადიანი დეპოზიტის საპროცენტო გა--კვეთი განისაზღვრა წლიური 10%-ით.

 

ხელშეკრულებას ხელს აწერდა ბ---ის დიდუბის განყოფილების უფროსი ი-----–- ა-–--–--ა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2011 წლის 04 აპრილის ხელშეკრულება ვადიანი დეპოზიტის შესახებ (სარგებლის ყოველთვიური გატანით) (ს.ფ. 96-101, ტომი პირველი).

 

3.1.2. 2011 წლის 04 აპრილს, 2011 წლის 11 ნოემბერს, 2012 წლის 13 თებერვალსა და 2012 წლის 30 მარტს ა------ მ----------სა და სს „კ---- ს----------- ბ---ს“ შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებითაც ა------ მ----------მ იკისრა პასუხისმგებლობა მ------ კ----–--–---–ის, დ----- ხ----–-–---–ისა და ი-----–- ბ----–---–ის მიერ ბ---ის წინაშე საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე ნაკისრი მსესხებლების ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2011 წლის 4 აპრილის თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 1---106, ტომი პირველი).

2011 წლის 11 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 107-108, ტომი პირველი).

2012 წლის 13 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 109-110, ტომი პირველი).

2012 წლის 30 მარტის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 111-112, ტომი პირველი).

 

3.1.3. 2012 წლის 04 აპრილს ა------ მ----------სა და სს „კ---- ს----------- ბ---ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვადიანი დეპოზიტის შესახებ (სარგებლის ყოველთვიური გატანით), რომლის თა--ხმად, ბ---მა დეპოზიტის სახით მიიღო 1 000 000 აშშ დოლარი, 12 თვით.

 

ვადიანი დეპოზიტის საპროცენტო გა--კვეთი განისაზღვრა წლიური 12%.

 

ხელშეკრულებას ხელს აწერდა ბ---ის დიდუბის განყოფილების უფროსი ი-----–- ა-–--–--ა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2012 წლის 4 აპრილის ხელშეკრულება ვადიანი ა--ბრის დეპოზიტის შესახებ (ს.ფ. 113-114, ტომი პირველი).

 

3.1.4. 2012 წლის 4 აპრილს ა------ მ----------სა და სს „კ---- ს----------- ბ---ს“ შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებითაც ა------ მ----------მ იკისრა პასუხისმგებლობა დ----- ხ----–-–---–სა და მ------ კ----–--–---–ის მიერ ბ---ის წინაშე საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე ნაკისრი მსესხებლების ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.

 

2012 წლის 13 ივნისს, 25 ივნისსა და ამავე წლის 23 ოქტომბერს ა------ მ----------სა და სს „კ---- ს----------- ბ---ს“ შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებითაც ა------ მ----------მ იკისრა პასუხისმგებლობა დ----- მ----–----–--ის, ა-–---------ე მ-------–---–ისა და ნ--- კ----–--–---–ის მიერ ბ---ის წინაშე საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე ნაკისრი მსესხებლების ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2012 წლის 4 აპრილის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 116-117, ტომი პირველი).

2012 წლის 4 აპრილის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 117-118, ტომი პირველი).

2012 წლის 13 ივნისის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 123-124, ტომი პირველი).

2012 წლის 25 ივნისის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 121-122, ტომი პირველი).

2012 წლის 23 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 125-126, ტომი პირველი).

 

3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის მიხაილ აშიხმინის განცხადების საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღა დაედო ა------ მ---------ის უძრავ ქონებას და სს „კ---- ს----------- ბ---ში“ ა------ მ---------ის საბ---ო ანგარიშს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

1--------- წლის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 83-84).

 

3.1.6. 2012 წლის 08 ნოემბერს ა------ მ----------სა და ლ---- მ----------ს შორის გაფორმდა მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება, რომლის თა--ხმად, ა------ მ----------მ სს „კ---- ს----------- ბ---ში“ არსებული 2012 წლის 4 აპრილს გაფორმებული ვადიანი დეპოზიტის შესახებ (სარგებლის ყოველთვიური გატანით) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მის სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხულ თანხებზე მოთხოვნის უფლება დაუთმო ლ---- მ----------ს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ 2012 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 142-143, ტომი პირველი).

 

3.1.7. 2012 წლის 12 დეკემბერს ლ---- მ----------სა და სს „კ---- ს----------- ბ---ს“ შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ლ---- მ----------მ იკისრა პასუხისმგებლობა ა-–---------ე მ-------–---–ის მიერ ბ---ის წინაშე საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2012 წლის 12 დეკემბრის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 148-149, ტომი პირველი).

 

3.1.8. 2013 წლის 14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიხაილ აშიხმინის სარჩელი დაკმაყოფილდა და ა------ მ----------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 606 875 აშშ დოლარის გადახდა.

 

გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 30 სექტემბერს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 77-82, ტომი პირველი).

19.11.2013 წლის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 150-151, ტომი პირველი).

 

3.1.9. 2013 წლის 04 აპრილის სალაროს გასავლის ორდერების თა--ხმად, ლ---- მ----------მ სს „კ---- ს----------- ბ---იდან“ გაიტა-- ანგარიშიდან 3-- 204,99 აშშ დოლარი, 4-- 000,00 აშშ დოლარი და 199 000,00 აშშ დოლარი.

 

2013 წლის 04 აპრილის სალაროს შემოსავლის ორდერების თა--ხმად, მ----- ჯ--------ემ კი ამავე დღეს ბ---ში შემოიტა-- 80 000 აშშ დოლარი, 3--,000 აშშ დოლარი და 430,000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2013 წლის 04 აპრილის სალაროს გასავლის ორდერები (ს.ფ. 158-160, ტომი პირველი).

2013 წლის 04 აპრილის სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 161-163, ტომი პირველი).

 

3.1.10. 2013 წლის 04 აპრილს მ----- ჯ--------ესთან გაფორმდა ვადიანი დეპოზიტის შესახებ ხელშეკრულება (სარგებლის ყოველთვიური გატანით), რომლის თა--ხმად, ბ---მა დეპოზიტის სახით მიიღო 8-- 000 აშშ დოლარი, 12 თვით.

 

ვადიანი დეპოზიტის საპროცენტო გა--კვეთი განისაზღვრა წლიური 12%.

 

ხელშეკრულებას ხელს აწერდა ბ---ის დიდუბის განყოფილების უფროსი ი-----–- ა-–--–--ა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2013 წლის 04 აპრილის ხელშეკრულება ვადიანი ა--ბრის დეპოზიტის შესახებ (ს.ფ. 164-167, ტომი პირველი).

 

3.1.11. 2013 წლის 4 აპრილს, ბ---სა (წარმოდგენილი ი-----–- ა-–--–--ას მიერ) და მ----- ჯ--------ეს შორის გაფორმდა ოთხი თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მ----- ჯ--------ის დეპოზიტით მოხდა დ----- მ----–----–--ის, დ----- ხ----–-–---–ის, ა-–---------ე მ-------–---–ისა და ნ--- კ----–--–---–ის სესხების უზრუნველყოფა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2013 წლის 04 აპრილის თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 187-198, ტომი პირველი).

3.1.12. 2016 წლის 28 ივლისს მ----- ჯ--------ემ აღძრა სარჩელი სს „ტ--------ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა სს „ტ--------ისათვის“ 2014 წლის 04 აპრილს მისი ნებართვის გარეშე მისივე ანგარიშიდან განკარგული თანხის 759 8-- აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, ასევე მიყენებული ზიანის ა--ზღაურება დასაბრუნებელ თანხაზე (759 8-- აშშ დოლარზე) დარიცხული ყოველწლიური სარგებლის 12%-ის ა--ზღაურება; ასევე მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხის 0,5%-ის ა--ზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ საბ---ო დღეზე,მ----- ჯ--------ემ ასევე მოითხოვა მასა და სს ,,ტ--------ს” შორის 2013 წლის 4 აპრილს გაფორმებული ვადიანი დეპოზიტის შესახებ (სარგებლის ყოველთვიური გატანით) ხელშეკრულების, 2013 წლის 4 აპრილის ა-–---------ე მ-------–---–ის, ნ--- კ----–--–---–ის, დ----- მ----–----–--ისა და დ----- ხ----–-–---–ის სასარგებლოდ მ----- ჯ--------ის თავდების განცხადებებისა და 2013 წლის 4აპრილის თავდებობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ასევე 2014 წლის 4 აპრილს მ----- ჯ--------ის სახელით გაცემული განცხადების ბათილად ცნობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ----- ჯ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სს ,,ტ--------ს” მ----- ჯ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა 500000 აშშ დოლარისა და ზიანის ა--ზღაურების მიზნით 500000 აშშ დოლარის წლიური 4%-ის მოსარჩელისათვის გადახდა 2016 წლის მარტის თვიდან თანხის სრულად დაფარვამდე; მ----- ჯ--------ის სარჩელი დასაბრუნებელ თანხაზე დარიცხული ყოველწლიური სარგებლის 12%-ის 2014 წლის 04 აპრილიდან ა--ზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში და ყოველ ვადაგადაცილებულ საბ---ო დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 52-69, ტომი მეორე).2016 წლის 28 ივლისის სარჩელი (№2/20824-2016) (ს.ფ. 32-74, ტომი პირველი).

 

3.1.13. 2016 წლის 03 ოქტომბრის დადგენილებით მ----- ჯ--------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად, ი-----–- ა-–--–--ას მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მ----- ჯ--------ის კუთვნილ 500 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების გამო, რითიც მ----- ჯ--------ეს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ს.ფ. 93-95, ტომი პირველი).

 

3.1.14. თბილისი საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გა--ჩენით ი-----–- ა-–--–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ ფულად საკრედიტო სისტემაში ჩადენილი კრედიტის უკანონოდ მიღების და--შაულში (სსსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი) და ასევე თაღლითობის (სსსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები) ჩადენაში.

 

2017 წლის 27 ივნისის გა--ჩენით დგინდება, რომ 2013 წლის 04 აპრილს ი-----–- ა-–--–--ამ გააყალბა დეპოზიტარ მ----- ჯ--------ის ხელმოწერები თავდებობის განცხადებებსა და თავდებობის ხელშეკრულებებზე, რომელთა საფუძველზე მასთან ნათესაურ და მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი პირების სახელზე ერთიანი განზრახვით უკანონოდ გასცა და ჯამში უკანონოდ მიიღო - 655 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი.

 

2013 წლის 04 აპრილს მ----- ჯ--------ის დეპოზიტის (8-- 000 აშშ დოლარი) უზრუნველყოფით ნ--- კ----–--–---–ის, დ----- ხ----–-–---–ის, ა-–---------ე მ-------–---–ისა და დ----- მ----–----–--ის სასარგებლოდ გაცემული კრედიტის ოდენობამ შეადგინა 655 000 აშშ დოლარი. ოთხივე შემთხვევაში თავდებობის განცხადებებზე და ხელშეკრულებებზე მ----- ჯ--------ის სახელით შესრულებული ხელმოწერა არის გაყალბებული.

 

2017 წლის 27 ივნისის გა--ჩენით დგინდება, რომ 2011 წლის 11 ნოემბერს - დ----- ხ----–-–---–ის სახელზე გაცემული 35 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის უზრუნველსაყოფად გაფორმებულ თავდებობის ხელშეკრულებაზე არსენ მ---------ის სახელით შესრულებული ხელმოწერა არის გაყალბებული; 2012 წლის 13 თებერვალს - დ----- ხ----–-–---–ის სახელზე გაცემული 36 500 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის უზრუნველსაყოფად გაფორმებულ თავდებობის ხელშეკრულებაზე არსენ მ---------ის სახელით შესრულებული ხელმოწერა არის გაყალბებული; 2012 წლის 30 მარტს - ი-----–- ბ----–---–ის სახელზე გაცემული 17 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის უზრუნველსაყოფად გაფორმებულ თავდებობის ხელშეკრულებაზე არსენ მ---------ის სახელით შესრულებული ხელმოწერა არის გაყალბებული; 2012 წლის 13 ივნისს - ა-–---------ე მ-------–---–ის სახელზე გაცემული 26 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის უზრუნველსაყოფად გაფორმებულ თავდებობის ხელშეკრულებაზე არსენ მ---------ის სახელით შესრულებული ხელმოწერა არის გაყალბებული; 2012 წლის 25 ივნისს - დ----- მ----–----–--ის სახელზე გაცემული 36 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის უზრუნველსაყოფად გაფორმებულ თავდებობის ხელშეკრულებაზე არსენ მ---------ის სახელით შესრულებული ხელმოწერა არის გაყალბებული.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 27 ივნისის გა--ჩენი (ს.ფ. 28-51, ტომი მეორე).

 

3.1.15. 2016 წლის 27 აპრილისა და 2016 წლის 13 მაისის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით დგინდება, რომ 2013 წლის 04 აპრილს მ----- ჯ--------ესთან გაფორმებულ ვადიანი ა--ბრის ხელშეკრულებაზე, თავდებობის ოთხ ხელშეკრულებაზე და თავდებობის ოთხ გა--ცხადზე, მ----- ჯ--------ის ხელმოწერა არის ყალბი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2016 წლის 27 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 204-209, ტომი პირველი).

2016 წლის 13 მაისის ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 204-209, ტომი პირველი).

 

3.1.16. სს „კ---- ს----------- ბ---ი“ შერწყმის შედეგად გარდაიქმნა სს „ტ--------ად“.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.2. მოსარჩელემ პირველ მოთხოვნასთან მიმართებით ვერ დაადასტურა მოპასუხეთა - ი-----–- ა-–--–--ასა და ა------ მ---------ის მხრიდან ზიანის (1-- 286 აშშ დოლარის) მიყენების ფაქტი.

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ თბილისი საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გა--ჩენით ი-----–- ა-–--–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ ფულად საკრედიტო სისტემაში ჩადენილი კრედიტის უკანონოდ მიღების და--შაულში (სსსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი) და ასევე თაღლითობის (სსსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები) ჩადენაში, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არ ითხოვს და--შაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ა--ზღაურებას. მოსარჩელე მოთხოვნას აყენებს ი-----–- ა-–--–--ასა და ა------ მ---------ის მიმართ სოლიდარულად მათი უკანონო გარიგებით მიყენებული ზიანის ა--ზღაურების თაობაზე, რაც მოსარჩელის განმარტებით ა--ბარზე მაღალი საპროცენტო გა--კვეთის დარიცხვაში გამოიტახა.

 

სსკ-ის 992-ე მუხლის თა--ხმად, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ა--ზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს. იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ა--ზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ა--ზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი გა--წილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ა--ზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ და--წესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ა--ზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ა--ზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ა--ზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი,რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე ი-----–- ა-–--–--ასა და ა------ მ----------ს არ ჰქონდათ უფლება დაედოთ შეთანხმება, რომლითაც ა------ მ----------ს დეპოზიტზე უჩვეულოდ მაღალი სარგებელი დაერიცხებოდა. აღნიშნული უკანონო გარიგების გამო ბ---მა განიცადა მატერიალური ზიანი. ბ---ში ა------ მ---------ის დეპოზიტის განთავსების დღიდან 2011 წლის 04 აპრილიდან ამ დეპოზიტის დახურვის დღემდე 2014 წლის 04 აპრილამდე ბ---მა ა------ მ----------ს (მათ შორის ლ---- მ----------სა და მ----- ჯ--------ეს) ყოველთვიური სარგებლის გადახდის გზით, სულ 316 273 აშშ დოლარი გადაუხადა. ამავე პერიოდში ი-----–- ა-–--–--ასა და ა------ მ---------ის შეთანხმების ფარგლებში, ი-----–- ა-–--–--აზე (მისი ნათესავებისა და მეგობრების მეშვეობით) გაცემული საბ---ო კრედიტებიდან ბ---მა პროცენტის (მათ შორის, საკომისიოს) სახით სულ 2-- 9-- აშშ დოლარი მიიღო. აღნიშნულ თანხებს შორის უარყოფითი სხვაობა ანუ ზიანი, რაც მიდგა ბ---ს შეადგენს 1-- 286 აშშ დოლარს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარეს თავად აქვს წარმოდგენილი 2012 წლის 04 აპრილის სატარიფო საკითხის ფორმა ფიზიკური პირებისათვის, რომლითაც კომიტეტის მიერ დადგინდა ტარიფი არსენ მ---------ის ა--ბარზე დასარიცხი წლიური 12% და 2013 წლის 02 აპრილის სატარიფო საკითხის ფორმა ფიზიკური პირებისათვის, რომლითაც კომიტეტის მიერ დადგინდა მ----- ჯ--------ეს ა--ბარზე დასარიცხი წლიური 12% (იხ. ტ.1; ს.ფ. 115; 156). კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილებები დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი პირების ხელმოწერით, რომელთაგან არც ერთს არ წარმოადგენს არც მოპასუხე ი-----–- ა-–--–--ა და არც მოპასუხე ა------ მაისურაძე. შესაბამისად, მოპასუხეთა - ი-----–- ა-–--–--ასა და ა------ მ---------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება საპროცენტო გა--კვეთის განსაზღვრის თაობაზე მოსარჩელის მხრიდან დადასტურებული არ არის. სარგებლის ოდენობა განსაზღვრულია თვით მოსარჩელე ბ---ის სატარიფო კომიტეტის მიერ.

 

რაც შეეხება ზიანის ოდენობას, სასამართლო განმარტავს, რომ ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ, რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სა--მ მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას მიადგებოდა ქონებრივი ზიანი და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობას შორის სხვაობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დეპოზიტის განთავსების დღიდან 2011 წლის 04 აპრილიდან 2014 წლის 04 აპრილამდე ა------ მ---------ის, ლ---- მ---------ისა და მ----- ჯ--------ისათვის გადახდილ სარგებელს (316 273 აშშ დოლარი) და ამავე პერიოდში ი-----–- ა-–--–--ასათვის (მისი ნათესავებისა და მეგობრების მეშვეობით) გაცემული საბ---ო კრედიტებიდან ბ---ის მიერ მიღებულ პროცენტს (მათ შორის, საკომისიოს) შორის სხვაობის არსებობა 1-- 286 აშშ დოლარი თავისთავად არ ნიშნავს ბ---ისათვის ზიანის მიყენებას.

 

აღსანიშნავია, რომ კანონით უზრუნველყოფილი საზოგადოების (საწარმოს) ავტონომიურობა გამორიცხავს სასამართლოს ჩართულობას და ცალკეული მოქმედებების შემოწმების შესაძლებლობას ეკონომიკური მომგებიანობის კუთხით. ზიანის ოდენობა, მით უფრო საფინანსო ინსტიტუტისათვის მიყენებული ზიანისა, სათა--დო კვლევითა და სათა--დო მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი ს-----------ით მტკიცების ტვირთის სათა--დოდ რეალიზება და მის მიერ მითითებული გარემოებების დადასტურება სათა--დო მტკიცებულებებით.

 

3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მეორე და მესამე სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებით მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი არ გააჩნია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თა--ხმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

მითითებული ნორმის სამართლებრივი ა--ლიზი ცხადყოფს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის აუცილებელი წინაპირობაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დავის საგნისადმი, რაც დასაბუთებული და ასახული უნდა იქნეს სარჩელში. ამასთან, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღების და განხილვის წინაპირობას, აუცილებელია: 1) არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ ანუ მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში; 2) ასეთი დავა უნდა ქმნიდეს ამ უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას.

 

ამასთან, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი დავის შედეგისადმი პირის სუბიექტური დამოკიდებულებით არ განისაზღვრება. აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი იმ შედეგს, რასაც მიზნად ისახავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის ამგვარი და--წესი უპირობოდ უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის და კონსტიტუციის უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომელთა მიხედვითაც ყველასათვის გარანტირებულია საკუთარი დარღვეული, წართმეული თუ სადაოდ ქცეული უფლების სასამართლო წესით დაცვა, რაც ასევე იმპლემენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში, კერძოდ, როდესაც საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. სწორედ ამგვარი უფლების ან ინტერესის დაცვა უნდა მოიპოვოს მხარემ აღიარებითი სარჩელის განხილვის შედეგად. საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ იურიდიული ინტერესის ცნებაში მოიაზრება არა თეორიული ინტერესი, შორსმიმავალი მიზანი თუ სურვილი, არამედ კონკრეტული და ეფექტური მიზანი (სამართლებრივი შედეგი), რომლის მიღწევა აღიარებით სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილებით შემდგომში უკვე გარდაუვალია. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა – მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა უცნობ მოვლენაზე ან მესამე პირის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიზნად ისახავს მ----- ჯ--------ის წინაშე პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას ა--ბრის მესაკუთრედ ა------ მ---------ის ცნობით და მოითხოვს ა------ მ----------სა და ლ---- მ----------ს შორის 2012 წლის 8 ნოემბერს დადებული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და 2013 წლის 4 აპრილს ლ---- მ---------ის მიერ ბ---იდან 3-- 204 აშშ დოლარისა და 4-- 000 აშშ დოლარის გატანის სალაროს გასავლის ორდერებისა და 2013 წლის 4 აპრილს მ----- ჯ--------ის მიერ ბ---ში 3-- 000 აშშ დოლარისა და 430 000 აშშ დოლარის შეტანის სალაროს შემოსავლის ორდერების ბათილად ცნობას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ----- ჯ--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბ---ს მის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თუ ა------ მ---------- ცნობილ იქნება ა--ბრის მესაკუთრედ, მ----- ჯ--------ის აღნიშნულ სარჩელს საფუძველი გამოეცლება; თუ ა------ მ----------სა და ი-----–- ა-–--–--ას შორის გარიგების არსებობა მიიჩნევა დადასტურებულებად, მ----- ჯ--------ის წინაშე ბ---ი არ იქნება პასუხისმგებელი, ამგვარად სს „ტ--------ი“ პირდაპირ დაიკმაყოფილებს იურიდულ ინტერესს, მ----- ჯ--------ე მინიმუმ იქნება არასათა--დო მოსარჩელე მ----- ჯ--------ის მიერ აღძრულ სარჩელზე, რაც გამოიწვევს მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვას (იხ, 2018 წლის 24 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:48:09).

 

სასამართლო განმარტავს, რომ იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შეფასდეს, უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა მისი ინტერესის დაკმაყოფილებას.

 

სასამართლო გაეცნო რა მოსარჩელის მოთხოვნასა და მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილი არ არის მოსარჩელის იურიდიული ინტერესი. კერძოდ, გაურკვეველია, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელის რა უფლება იქნება დაცული და რა დადებითი იურიდიული შედეგი მოჰყვება მისთვის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 874-ე, 992-ე მუხლებით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თა--ხმად, ფულადი თანხის შეტანით (ა--ბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა; ა--ბრებს შესაბამისად უნდა დაერიცხოს პროცენტები.

 

სს „ტ--------სა“ და ა------ მ----------ს შორის, ისევე როგორც ბ---სა და ლ---- მ----------სა და ბ---სა და მ----- ჯ--------ეს შორის არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლით მოწესრიგებულ სამართლებრივ ურთიერთობა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თა--ხმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ა--ზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (იხ, სუსგ №ას-507-481-2011). შესაბამისად, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი (იხ, სუსგ №ას-718-683-2015).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან - მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ა--ზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობს ზიანის ა--ზღაურების დაკისრების წინაპირობები. კერძოდ, მოსარჩელე ვერ ადასტურებს ზიანის მოპასუხეთა ქმედებით მიყენების ფაქტს. ამდენად, ზიანის ა--ზღაურების შესახებ სს „ტ--------ის“ მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა გა--ხორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).

 

მნიშვნელოვანია შეფასდეს, უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა მისი ინტერესის დაკმაყოფილებას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ზემოთ აღნიშნულ განჩინებაში ასევე, განმარტავს, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, ხოლო აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

მოცემულ შემთხვევაში, იურიდიული ინტერესი არ არის ნამდვილი და შესაბამისად მიღწევადი, ვინაიდან არ არის შესაძლებელი არა--ირი სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რამდენადაც ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა მისი იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას - ბ---ის გათავისუფლება მ----- ჯ--------ის წინაშე პასუხისმგებლობისაგან. სასამართლო ნამდვილ იურიდიულ ინტერესად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის ინტერესს მ----- ჯ--------ე ცნობილ იქნეს არასათა--დო მოსარჩელედ მის მიერ აღძრულ სარჩელზე, ვინაიდან მეა--ბრეს წარმოადგენს ა------ მ----------. სასამართლო მიუთითებს, რომ ამგვარი იურიდიული ინტერესის გათვალისწინება სასამართლოს მიერ, იმ პირობებში როდესაც ა------ მ----------ს არ აქვს პრეტენზია მ----- ჯ--------ის მიმართ, წაახალისებს ნებისმიერ მოვალეს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას და გააჭიანუროს მოთხოვნის დაკმაყოფილება. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი აღიარებითი მოთხოვნის ნაწილში ვერ აკმაყოფილებს სსსკ 180-ე მუხლის მოთხოვნებს, რაც მოსარჩელის მეორე და მესამე მოთხოვნებზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „ტ--------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე