გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3978-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე სს ”თ-----------”
წარმომადგენელი ლო-–-----–---
მოპასუხე ნი---------–--, ვე----------–-–---–-
დავის საგანი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების
სოლიდარულად გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნაა
1.1. მოპასუხეებს ნი---------–--სა და ვ-----------–-–---–ს (თავდებს ვ-----------–-–---–ს თავდებობის ზღვრული თანხის 20 000 ლარის ფარგლებში) მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 2016 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ:
1.1.1. ძირი თანხის - 9 764.86 ლარის, პროცენტის - 329.82 ლარისა და ჯარიმის - 166.30 ლარის გადახდა.
1.1.2. 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, გადაუხდელი ძირი თანხის 9 764.86 ლარის წლიური 15.22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 123.85 ლარს.
1.1.3. 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, გადაუხდელი ძირი თანხის 9 764.86 ლარის, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 48.82 ლარს, მაგრამ ჯამში, არაუმეტეს 1250 ლარისა.
1.2. მოპასუხე ნი---------–--ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს:
1.2.1. 2016 წლის 03 ნოემბრის საბანკო კრედიტის N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3946.16 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 3620.36 ლარი და ჯარიმა - 325.80 ლარი.
1.2.2. 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 3 620.36 ლარის 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 18.10 ლარს, მაგრამ ჯამში, არაუმეტეს 750 ლარისა.
1.3. მოპასუხე ნი---------–--ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს:
1.3.1. 2016 წლის 11 ივლისის საბანკო კრედიტის N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3 945.42 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა -2600 ლარი, პროცენტი - 230.46 ლარი და ჯარიმა - 560 ლარი.
1.3.2. 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირი თანხის 2 600 ლარის, წლიური 19% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს -41. 16 ლარს.
1.3.3. 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი ძირი თანხის 2600 ლარის 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 13 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა.
სს „ბ-------------–-----“ და ნი---------–--ს შორის 2016 წლის 11 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0--------- რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12 000 ლარის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.22%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე, 2019 წლის 11 ოქტომბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „ბ-------------–-----“ და ვ-----------–-–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თავდებმა ვ-----------–-–---–მა ძირითად მსესხებელთან ნი---------–--სთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საკრედიტო N0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 15 ივნისის შემდეგ, არ გადაუხდია კრედიტის თანხა.
2017 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით, ნი---------–--ს დავალიანება 2016 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 10 260.98 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 9764.86 ლარი, პროცენტი - 329.82 ლარი და ჯარიმა - 166.30 ლარი.
სს „თ------------“ და ნი---------–--ს შორის 2016 წლის 03 ნოემბერს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4 573.06 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 737 დღე, 2018 წლის 10 ნოემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 192.1- ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა და 2017 წლის 10 აპრილის შემდეგ, მსესხებელს არ გადაუხდია თანხა. 2017 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით ნი---------–--ს, 2016 წლის 03 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 3 946.16 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 3620.36 ლარი და ჯარიმა - 325.80 ლარი.
2016 წლის 11 ივლისს სს „თ------------“ და ნი---------–--ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 2600 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით ოვერდრაფტის სახით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 16 444 დღე, წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის 19%-ით. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო შემდენაირად: ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი (ოვერდრაფტი) მინიმუმ 25%-მდე უნდა შემცირდეს დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს ყოველ 30 დღეში, ხოლო დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ანგარიშზე ოვერდაფტის ლიმიტის დაშვებიდან ყოველი მე-40 დღე. გათვალისწინებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებელმა დაარღვია 2016 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მას 2017 წლის მარტის შემდეგ თანხა არ გადაუხდია.
2017 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით, 2016 წლის 11 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება შეადგენს 3 945.42 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 2 600 ლარი, პროცენტი - 230.46 ლარი და ჯარიმა - 1 11-. 96 ლარი.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. ბანკი მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს ვერ იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისათვის და ვერც სარგებელს იღებს.
2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ-----------“ წარმოადგენს სს „ბ--------------–----“ უფლებამონაცვლეს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ვ-----------–-–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ს.ფ. 95-103). კრედიტორს არ უცდია ძირითადი მსესხებლისაგან ამოეღო დავალიანება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ბ-------------–-----“ და ნი---------–--ს შორის 2016 წლის 11 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0--------- რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12 000 ლარის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.22%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე, 2019 წლის 11 ოქტომბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ.20-35).
გადახდების ისტორია.
ცნობა დავალიანების შესახებ.
3.1.2. მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 15 ივნისის შემდეგ თანხა არ გადაუხდია.
მსესხებლისა და თავდების გაფრთხილების მიუხედავად, საკრედიტო დავალიანება სრულად არ არის დაფარული.
2017 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით, ნი---------–--ს დავალიანება 2016 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 10 260.98 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 9764.86 ლარი, პროცენტი - 329.82 ლარი და ჯარიმა - 166.30 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
გადახდების ისტორია (ს.ფ. 54).
დავალიანების ცნობა (ს.ფ. 60).
შეტყობინებები (ს.ფ. 65-67).
3.1.3. სს „თ------------“ და ნი---------–--ს შორის 2016 წლის 03 ნოემბერს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4 573.06 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 737 დღე, 2018 წლის 10 ნოემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 192.1- ლარის გადახდით.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა და 2017 წლის 10 აპრილის შემდეგ, მსესხებელს არ გადაუხდია თანხა. მან ვალდებულება კრედიტორის გაფრთხილების მიუხედავად არ შეასრულა.
2017 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით ნ-----------–--ს, 2016 წლის 03 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 3 946.16 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 3620.36 ლარი და ჯარიმა - 325.80 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 43-48).
გადახდების ისტორია (ს.ფ. 55).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 60).
შეტყობინება (ს.ფ. 65).
3.1.4. 2016 წლის 11 ივლისს სს „თ------------“ და ნი---------–--ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 2600 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით ოვერდრაფტის სახით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 16 444 დღე, წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის 19%-ით. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო შემდენაირად: ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი (ოვერდრაფტი) მინიმუმ 25%-მდე უნდა შემცირდეს დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს ყოველ 30 დღეში, ხოლო დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ანგარიშზე ოვერდაფტის ლიმიტის დაშვებიდან ყოველი მე-40 დღე.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებელმა დაარღვია 2016 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მას 2017 წლის მარტის შემდეგ თანხა არ გადაუხდია. ვალდებულება გაფრთხილების შემდეგაც არ შესრულებულა.
2017 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით, 2016 წლის 11 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება შეადგენს 3 945.42 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 2 600 ლარი, პროცენტი - 230.46 ლარი და ჯარიმა - 1 11-. 96 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 50-53).
გადახდების ისტორია (ს.ფ. 56-59).
შეტყობინება (ს.ფ. 65).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 60).
3.1.5. 2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ-----------“ წარმოადგენს სს „ბ--------------–----“ უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრიდან (ს.ფ. 70-71).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 21, 27).
3.2.2. 2016 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „ბ-------------–-----“ და ვ-----------–-–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თავდებმა ვ-----------–-–---–მა ძირითად მსესხებელთან ნი---------–--სთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საკრედიტო N0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 20 000 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
განცხადება თავდებობის შესახებ (ს.ფ. 36).
2016 წლის 11 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.37-42).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ-----------ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 867-ე, 873-ე, 361-ე, 868-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 870-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე, 463-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას.
დადგენილია, რომ მხარეებს სს ”თ------------” (სს „ბ--------------–----“ უფლებამონაცვლე) და ნი---------–--ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 11 ოქტომბრის, 03 ნოემბრისა და 11 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხის თანხები შეთანხმებული ოდენობით, ხოლო ნი---------–--მ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მსესხებლის მიერ ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა, რაც სს ”თ-----------” ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს გადაცემული კრედიტის გადაუხდელი თანხის დაბრუნება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების (გარდა საჯარო ინდექსის ცვლილებისა) დადგომის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა. აღნიშნული გარემოება სს ”თ-----------” ანიჭებს უფლებას მოითხოვოს 2017 წლის 29 აგვისტომდე, (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის პერიოდისთვის) არსებული პროცენტის დაბრუნება.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა 2016 წლის 11 ოქტომბრისა და 2016 წლის 11 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლის გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომლიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მოსარჩელე ითხოვს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 29 აგვისტოდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური პროცენტის დაკისრებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებლის სახით დადგენილია წლიური 15.22%-ს, ხოლო 2016 წლის 11 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებით - 19%-ს.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (ას-91--864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები („კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვალდებულია ფაქტობრივ ზიანთან ერთად მიუღებელი შემოსავალიც აუნაზღაუროს დაზარალებულს. განსახილველ დავაში მიუღებელი შემოსავლის არსებობა უდავოა, რადგან ფული, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი თანხა, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მას. „სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება“ ( სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).
მიუღებელი შემოსავალი არის ის თანხა, რასაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ანუ ამგვარი ზიანის მოთხოვნის უფლებას კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება წარმოუშობს და ის მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებზე დამოკიდებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია: მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ის 408-ე მუხლი). ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, საერთოდ ვერ იქნებოდა სავარაუდო მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდევი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ, უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა ( სუსგ №ას-167-163-2016, 01.07.2016).
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2017 წლის 29 აგვისტოდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულებების შესრულაბამდე, 2016 წლის 11 ოქტომბრისა და 2016 წლის 11 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სარგებლის გადახდევინების თაობაზე.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ სადავო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით შეთანხმებულია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება.
სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ Nას-1560-1-63-2012).
სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამივე საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში, გადაუხდელი კრედიტის ძირი თანხების, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოსა და სამომავლოდ, ვალდებულების სრულად შესრულებამდე განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მისი ანაზღაურება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 870-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კრედიტის გაცემისას შეთანხმებულია სანივთო ან პიროვნული უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტის გამცემს სესხის არასრულად დაფარვისას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
კონკრეტულ შემთხვევაში, 2016 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნა ნი---------–--ს მიმართ, უზრუნველყოფილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებით, რომლითაც ვ-----------–-–---–მა ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრა კრედიტის თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ბანკს უფლება აქვს, თავდებს წაუყენოს მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. სოლიდარული მოვალეები კისრულობენ მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით თანხის, პირგასამტეხლოს გადახდას.
აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად წაუყენოს მოთხოვნა თავდებსაც. ამასთან, მოთხოვნის დაკმაყოფილებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა, რაც შეადგენს 20 000 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელე სს თ-----------ს“ სასარგებლოდ 479.08 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად, 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, 20 ლარის გადახდა სასამართლოს გარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად, 500 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.
მოპასუხე ნი---------–--ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს 318.70 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნების შემცირების გამო, უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 75.01 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ”თ-----------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეებს ნი---------–--სა და ვ-----------–-–---–ს (თავდებს ვ-----------–-–---–ს თავდებობის ზღვრული თანხის 20 000 ლარის ფარგლებში) მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 2016 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ:
1.1.1. ძირი თანხის - 9 764.86 ლარის, პროცენტის - 329.82 ლარისა და ჯარიმის - 166.30 ლარის გადახდა.
1.1.2. 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, გადაუხდელი ძირი თანხის 9 764.86 ლარის წლიური 15.22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 123.85 ლარს.
1.1.3. 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, გადაუხდელი ძირი თანხის 9 764.86 ლარის, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 48.82 ლარს, მაგრამ ჯამში, არაუმეტეს 1250 ლარისა.
1.2. მოპასუხე ნი---------–--ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს:
1.2.1. 2016 წლის 03 ნოემბრის საბანკო კრედიტის N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3946.16 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 3620.36 ლარი და ჯარიმა - 325.80 ლარი.
1.2.2. 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 3 620.36 ლარის 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 18.10 ლარს, მაგრამ ჯამში, არაუმეტეს 750 ლარისა.
1.3.მოპასუხე ნი---------–--ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს:
1.3.1. 2016 წლის 11 ივლისის საბანკო კრედიტის N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3 945.42 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა -2600 ლარი, პროცენტი - 230.46 ლარი და ჯარიმა - 560 ლარი.
1.3.2. 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირი თანხის 2 600 ლარის, წლიური 19% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს -41. 16 ლარს.
1.3.3. 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი ძირი თანხის 2600 ლარის 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 13 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა.
2. დაეკისროთ მოპასუხეებს ნი---------–--სა და ვ-----------–-–---–ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 479.08 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, 500 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად, 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, 20 ლარის გადახდა სასამართლოს გარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად.
2.1. დაეკისროს ნი---------–--ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 318.70 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
2.2. დაუბრუნდეს სს „თ-----------“ 2017 წლის 21 სექტემბრის N1- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 872.79 ლარიდან - 75.01 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაკა ჭედია