1. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებათა შესახებ აწარმოოს საბუღალტრო წიგნი.

2. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მიაწოდოს ანგარიშის მფლობელს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობის შესახებ (ანგარიშის ამონაწერები); ხოლო ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობისა და კრედიტ-დებეტის საბუღალტრო ჩანაწერების შესახე