გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/31275-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - მა-------------ა
წარმომადგენელი - ბა-----------ა
მოპასუხე - სს „სა---------–--------ი“
წარმომადგენელი - თე-----------ე
დავის საგანი - თანხების ჩამოჭრის აკრძალვა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. მოპასუხის სს „სა---------–--------ისათვის“ მა-------------ას სასარგებლოდ უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით 15 ლარის გადახდის დაკისრება;
1.2. აეკრძალოს მოპასუხე სს „სა---------–--------ს“ მა-------------ას კუთვნილი თანხების ჩამოჭრა 2015 წლის 27 ოქტომბრამდე არსებული შესაძლო ვალდებულებების მითითებით.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2018 წლის 03 ოქტომბერს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 15,00 ლარი, რაც სს „სა---------–--------მა“ უკანონოდ ჩამოჭრა ანგარიშიდან. მოსარჩელე მხარეს მიადგა ზიანი. მა-------------ას არ გააჩნია სს „სა---------–--------ის“ წინაშე ვალდებულება, 3 წელზე ვადის მოთხოვნა კი ხანდაზმულია, რის გამოც მოპასუხეს უნდა აეკრძალოს თანხების ჩამოჭრა.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დააზუსტა და განმარტა, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის დარიცხული ნებისმიერი დავალიანება უნდა ჩაითვალოს ხანდაზმულად, კერძოდ, 2015 წლამდე (სარჩელის აღძვრამდე (2018 წელი) 3 წელი) გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე და შესაბამისად, ბანკს უნდა აეკრძალოს საკომისიოს ჩამოჭრა (იხ. 2019 წლის 18 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:53:07-დან)
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სს „სა---------–--------ში“ 2019 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით მა-------------ა ფლობს ანგარიშებს: GE47BG0000000984325700 (GEL; გახსნის თარიღი - 16/05/2008), GE47BG0000000935477800 (USD; გახსნის თარიღი - 16/05/2008), GE47BG0000000654385900 (GEL/EUR/GBP/USD; გახსნის თარიღი - 04/10/2012).
GE47BG0000000984325700 (GEL) და GE47BG0000000935477800 (USD) ანგარიშები სს „პრ----------იდან“ მიგრირებულია სს „სა---------–--------ში“ 08/05/2015 წელს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სს „სა---------–--------ის“ ცნობა 22/11/2019 (ს.ფ. 144).
3.1.2. სს „სა---------–--------ის“ მიერ გაცემული 2019 წლის 22 ნოემბრის ცნობის თანახმად, 20/11/2019 წლის 15:12:00-ის მდგომარეობით ანგარიშების მომსახურების ჯამური საკომისიო შეადგენს 64,88 ლარს, საიდანაც GE47BG0000000984325700 ანგარიშის მომსახურების საკომისიო დავალიანებაა 16,88 ლარი, GE47BG0000000935477800 ანგარიშის მომსახურების საკომისიო 36,00 ლარი, ხოლო GE47BG0000000654385900 ანგარიშის მომსახურების საკომისიო - 12,00 ლარი.
GE47BG0000000654385900 ანგარიშის მომსახურების საკომისიო თვეში 1 ლარი, დარიცხვის პერიოდი - 8/10/2012 – 16/07/2018; გადაუხდელი საკომისიოს დარიცხვის პერიოდი - 07/08/2017 – 16/07/2018.
GE47BG0000000935477800 ანგარიშის მომსახურების საკომისიო თვეში 1,5 ლარი; გადაუხდელი საკომისიოს დარიცხვის პერიოდი - 03/08/2015 – 03/07/2017.
GE47BG0000000984325700 ანგარიშის მომსახურების საკომისიო თვეში 1,5 ლარი, დარიცხვის პერიოდი - 03/08/2015 – 15/11/2019; გადაუხდელი საკომისიოს დარიცხვის პერიოდი - 15/08/2018 – 15/11/2019.
GE47BG0000000984325700 ანგარიშის მომსახურების საკომისიო 22/06/2018 წელს დაიფარა 23,62 ლარის ოდენობით, ხოლო 05/11/2019 წელს 15,00 ლარის ოდენობით.
GE47BG0000000984325700; GE47BG0000000935477800 და GE47BG0000000654385900 საბანკო ანგარიშებზე საკომისიოების დარიცხვის ამონაწერის თანახმად, GE47BG0000000984325700 ანგარიშზე 2015 წლის აგვისტოდან 2019 წლის ნოემბრამდე ყოველთვიურად დარიცხული საფასური („AMOUNT”) შეადგენს 1.5 ლარს, GE47BG0000000935477800 ანგარიშზე დარიცხული საფასური 2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის ივლისამდე ყოველთვიურად დარიცხული საფასური („AMOUNT”) შეადგენს 1.5 ლარს, GE47BG0000000654385900 ანგარიშზე 2012 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის ივლისამდე ყოველთვიურად დარიცხული საფასური („AMOUNT”) შეადგენს 1.00 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სს „სა---------–--------ის“ ცნობა 22/11/2019 (ს.ფ. 144).
საბანკო ანგარიშებზე საკომისისოს დარიცხვის ამონაწერი (ს.ფ. 145-154).
3.1.3. 2019 წლის 05 ნოემბერს სს „სა---------–--------მა“ დააბრუნა მა-------------ას GE47BG0000000654385900 ანგარიშზე №588920 სესხზე უაქცეპტოდ მიმართული თანხა.
მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აღნიშნული თანხის დაბრუნება განხორციელდა სესხის ხანდაზმულობიდან გამომდინარე (იხ. 2019 წლის 18 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:30:22-15:36:17).
2019 წლის 05 ნოემბერს აღნიშნული დაბრუნებული თანხა 15,00 ლარი, როგორც GE47BG0000000984325700 ანგარიშის საკომისიო დაკავებული იქნა ბანკის მიერ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 139).
მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 18 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:30:22-15:36:17).
საგადახდო დავალება №30496 05/11/2019 წელი (ს.ფ. 90).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობს სსკ-ის 859-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ არსებით პირობებზე შეთანხმება.
სსკ-ის 859-ე მუხლის თანახმად, ანგარიშსწორების ხელშეკრულებით საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია თავისი კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან აწარმოოს გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და შემოსული თანხები ჩარიცხოს ანგარიშში; 859.3 მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით ანგარიშის მფლობელს შეიძლება დაეკისროს მომსახურების ხარჯების გადახდა.
საანგარიშსწორებო ანგარიშის გასახსნელად საჭიროა დაიდოს სპეციალური ხელშეკრულება ბანკსა და ანგარიშის გახსნის მსურველს ანუ კლიენტს შორის.
ბანკის სახელშეკრულებო მოვალეობას წარმოადგენს კლიენტისათვის თავის ანგარიშზე არსებული სახსრების შეუფერხებელი განკარგვის შესაძლებლობის შექმნა. საბანკო ანგარიშის ხელშეკრულება მიჩნეული უნდა იქნეს ანაზღაურებითი ხასიათის გარიგებად, თუ აუნაზღაურებლობაზე სპეციალურად არაა გამახვილებული ყურადღება. რაც შეეხება კლიენტის მხრივ საზღაურის გადახდას, საბანკო მომსახურების განხორციელებისათვის, იგი ვალდებულად ჩაითვლება მაშინ, თუ ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული ხელშეკრულებაში. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ აუნაზღაურებელ საბანკო მომსახურებაზე.
ამდენად, სსკ-ის 859-ე მუხლის შესაბამისად, ბანკსა და მის კლიენტზე გადანაწილებულია ერთდროულად უფლებებიც და მოვალეობებიც. კლიენტის ვალდებულება გადაიხადოს საბანკო მომსახურების განხორციელებისათვის შეთანხმებული საზღაური თანმხვედრია ბანკის ვალდებულებისა უზრუნველყოს ამ უკანასკნელმა კლიენტისათვის ანგარიშზე არსებული სახსრების შეუფერხებელი განკარგვის შესაძლებლობის შექმნა.
განსახილველ შემთხვევაში, ბანკის მიერ (მათ შორის სს „პრ----------ის“ მიერ, საიდანაც სს „სა---------–--------ში“ მიგრირებული იქნა GE47BG0000000984325700 ანგარიში) ამ ვალდებულების შესრულება (შეუსრულებლობა/არაჯეროვნად შესრულება) მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების შესახებ წერილობითი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს.
სსკ-ის 68-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი; სსკ-ის 328.1 მუხლის შესაბამისად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საბანკო მომსახურების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის არ ადგენს წერილობით ფორმას (სსკ-ის 859-ე მუხლი). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეებმა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის გაითვალისწინეს წერილობითი ფორმა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში რაიმე განსხვავებულ პირობებზე შეთანხმების მტკიცების ტვირთვის გადაკისრება ბანკისათვის სასამართლოს მიერ ვერ იქნება ლოგიკურად და გონივრულად მიჩნეული.
მოსარჩელემ სადავოდ გახადა საკომისიოს ჩამოჭრის საფუძვლიანობა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბანკის მოთხოვნები GE47BG0000000984325700 ანგარიშიდან (ისევე, როგორც GE47BG0000000935477800 და GE47BG0000000654385900 ანგარიშებიდან) გამომდინარე არის ხანდაზმული. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია გარემოება, მხარეთა მიერ ანგარიშების მომსახურების ყოველთვიური (GE47BG0000000984325700 ანგარიშზე - 1,5 ლარი) საფასურის შეთანხმებისა და ამ საფასურის ოდენობის შესახებ. ამდენად, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის სტანდარტის შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებობს ზეპირი ფორმით შეთანხმება GE47BG0000000984325700; GE47BG0000000935477800 და GE47BG0000000654385900 ანგარიშებზე საბანკო მომსახურების სასყიდლიანობისა და მომსახურების საფასურის ღირებულების შესახებ, რაც GE47BG0000000984325700 და GE47BG0000000935477800 ანგარიშებისათვის შეადგენს 1,5 ლარს ყოველთვიურად, GE47BG0000000654385900 ანგარიშისათვის - ყოველთვიურად 1.00 ლარს.
რაც შეეხება GE47BG0000000984325700; GE47BG0000000935477800 და GE47BG0000000654385900 ანგარიშებზე საბანკო მომსახურების ხელშეკრულებების მოქმედების ვადას, მხარეებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულება დაიდო განსაზღვრული, კონკრეტული ვადით, რაც გულისხმობდა ხელშეკრულების მოქმედებისა და მხარეთა უფლება-ვალდებულებების მოქმედების დროში შეზღუდვას. მხარეთა შორის ხელშეკრულებების მოქმედების კონკრეტულ ვადაზე შეთანხმება არ დგინდება სხვა გარემოებებიდანაც. სასამართლოდ დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულებები არ გაფორმებულა კონკრეტული, დროში შეზღუდული ვადით, არამედ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებები გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით.
3.2.1. სს „სა---------–--------ის“ მოთხოვნა მა-------------ას მიმართ GE47BG0000000984325700, GE47BG0000000935477800 და GE47BG0000000654385900 ანგარიშების საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებიან საბანკო მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობაში. სადავო არ არის გარემოება, რომ სს „სა---------–--------ში“ მა-------------ას ანგარიშები GE47BG0000000984325700 და GE47BG0000000935477800 გახსნილია 2008 წლის 16 მაისს, ხოლო GE47BG0000000654385900 ანგარიში - 04/10/2012 წელს. დადგენილია, რომ ხელშეკრულებები გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით.
სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოთხოვნის წარმოშობის დრო, მომენტი, საიდანაც იწყება ხანდაზმულობის ვადის დენა: განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ GE47BG0000000654385900 ანგარიშის მომსახურების საკომისიოს დარიცხვის პერიოდია 8/10/2012 – 16/07/2018; გადაუხდელი საკომისიოს დარიცხვის პერიოდი 07/08/2017 – 16/07/2018; GE47BG0000000935477800 ანგარიშის მომსახურების გადაუხდელი საკომისიოს დარიცხვის პერიოდია 03/08/2015 – 03/07/2017; ხოლო GE47BG0000000984325700 ანგარიშის მომსახურების საკომისიოს დარიცხვის პერიოდი - 03/08/2015 – 15/11/2019, გადაუხდელი საკომისიოს დარიცხვის პერიოდი - 15/08/2018 – 15/11/2019. დადგენილია, რომ GE47BG0000000984325700 ანგარიშის მომსახურების საკომისიო 22/06/2018 წელს დაიფარა 23,62 ლარის ოდენობით, ხოლო 05/11/2019 წელს 15,00 ლარის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებები ითვალისწინებდა მა-------------ას მიერ ვალდებულების შესრულებას პერიოდულად, ყოველთვიურად. ამგვარ შემთხვევაში სსკ-ის 129.2 მუხლის მიხედვით, თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას, ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა კი 3 წელია.
შესაბამისად, დასახელებული ანგარიშების საბანკო მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე სს „სა---------–--------ის“ მოთხოვნა მომსახურების საკომისიოს ოდენობის შესახებ ვერ ჩაითვლება ხანდაზმულად.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ მა-------------ას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 144-ე, 849-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სსკ-ის 859.1 მუხლის თანახმად, ანგარიშსწორების ხელშეკრულებით საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია თავისი კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან აწარმოოს გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და შემოსული თანხები ჩარიცხოს ანგარიშში. 859.2 პუნქტის თანახმად, შესაძლებელია ანგარიშის მფლობელის მითითების საფუძველზე იგივე ოპერაციები განხორციელდეს ნაღდი ფულით. 859.3 პუნქტის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით ანგარიშის მფლობელს შეიძლება დაეკისროს მომსახურების ხარჯების გადახდა.
საანგარიშსწორებო ანგარიშის გასახსნელად საჭიროა დაიდოს სპეციალური ხელშეკრულება ბანკსა და ანგარიშის გახსნის მსურველს ანუ კლიენტს შორის.
ხელშეკრულების საფუძველზე ბანკი ინახავს თავისი კონტრაგენტის სახსრებს, ჩარიცხავს ანგარიშზე შემოსულ თანხებს, ასრულებს ანგარიშის მფლობელთა განკარგულებებს ანგარიშიდან თანხების გადარიცხვის და გაცემის, აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა საბანკო ოპერაციების ჩატარების შესახებ. საბანკო ოპერაციების ობიექტი არის უნაღდო ფულადი სახსრები. საანგარიშსწორებო ანგარიშის ხელშეკრულებაში ობიექტად მიიჩნევა მოთხოვნის უფლება და არა ნივთი. ბანკის სახელშეკრულებო მოვალეობას წარმოადგენს კლიენტისათვის თავის ანგარიშზე არსებული სახსრების შეუფერხებელი განკარგვის შესაძლებლობის შექმნა. ბანკს უფლება არ აქვს გააკონტროლოს კლიენტის მიერ ანგარიშზე არსებული სახსრების გამოყენების მიმართულება, ან რაიმე შეზღუდვა დააწესოს ამ მხრივ. ერთადერთი შეზღუდვა, როცა ბანკს უფლება აქვს არ შეასრულოს კლიენტის მითითება სახსრების განკარგვის თაობაზე დაკავშირებულია ანგარიშის დაყადაღებასთან.
საბანკო ანგარიშის ხელშეკრულება მიჩნეული უნდა იქნეს ანაზღაურებითი ხასიათის გარიგებად, თუ აუნაზღაურებლობაზე სპეციალურად არაა გამახვილებული ყურადღება. რაც შეეხება კლიენტის მხრივ საზღაურის გადახდას, საბანკო მომსახურების განხორციელებისათვის, იგი ვალდებულად ჩაითვლება მაშინ, თუ ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული ხელშეკრულებაში. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ აუნაზღაურებელ საბანკო მომსახურებაზე. ხელშეკრულებითვე განისაზღვრება მხარეთა პასუხისმგებლობის საფუძვლები ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის.
საბანკო ანგარიშის ხელშეკრულება კონსენსუალური ხასიათისაა, რადგან ანგარიში იხსნება მიუხედავად იმისა, კლიენტი ანგარიშის გახსნის მომენტში შეიტანს ფულად სახსრებს თუ მისი გახსნის შემდეგ. ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევის მომენტიდან. ხელშეკრულების კონსენსუალურობა განაპირობებს მის ორმხრივ ხასიათს. ბანკსა და მის კლიენტს ერთდროულად უფლებებიც გააჩნიათ და მოვალეობებიც.
სსკ-ის 69-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით; გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით.
სსკ-ის 68-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.
სსკ-ის 328.1 მუხლის შესაბამისად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საბანკო მომსახურების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის არ ადგენს წერილობით ფორმას (სსკ-ის 859-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში საბანკო მომსახურების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის მხარეებს არ გაუთვალისწინებიათ წერილობითი ფორმა.
სსკ-ის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 327.2 მუხლის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია. შეთანხმება გულისხმობს მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია ერთიდაიმავე სამართლებრივი მიზნის მიღწევისკენ. სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოიაზრებდეს როგორც ახალი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას მხარეებს შორის, ისე არსებული უფლება-მოვალეობების შეცვლას ან შეწყვეტას. ხელშეკრულების დადების მომენტიდან წარმოეშობათ მხარეებს სახელშეკრულებო უფლებები და იბოჭებიან ნაკისრი ვალდებულებებით.
სსკ-ის 327-ე მუხლი ადგენს ხელშეკრულების ნამდვილობის მხოლოდ ორ პირობას - მხარეთა შეთანხმებას არსებით პირობებზე და მოთხოვნილი ფორმის დაცვას.
კანონი არ განსაზღვრავს არსებითი პირობების ჩამონათვალს, გარდა იშვიათი გამონაკლისისა. არსებით პირობათა წრე ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრება მხარეთა მიერ. როგორც წესი ის არ არის მრავალრიცხოვანი. აუცილებელია, რომ ამ პირობებთან დაკავშირებით მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, სხვაგვარად ხელშეკრულება არ დაიდება. აუცილებლად, ანუ არსებითად მიჩნეულ უნდა იქნას პირობები, რომლებიც გამოხატავენ შესაბამისი ხელშეკრულების ბუნებას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ არსებით პირობებზე (GE47BG0000000984325700; GE47BG0000000935477800 და GE47BG0000000654385900 ანგარიშებზე): ბანკის ვალდებულებაზე უზრუნველეყო მოსარჩელე კლიენტისათვის ანგარიშზე არსებული სახსრების შეუფერხებელი განკარგვის შესაძლებლობის შექმნით; კლიენტის მიერ შეთანხმებული საფასურის პერიოდულად, ყოველთვიურად გადახდის პირობით; მხარეები შეთანხმდნენ ბანკის მიერ ანგარიშებით მოსარჩელის განუსაზღვრელი ვადით უზრუნველყოფაზე. განსახილველ შემთხვევაში საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის განმავლობაში მხარეებს განგრძობითად წარმოეშობოდათ გარკვეული ვალდებულებები.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ნამდვილი საბანკო მომსახურების ხელშეკრულებები, რაც წარმოშობს შესაბამის უფლება-მოვალეობებს მხარეებისათვის. ზოგადი წესის თანახმად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. განსახილველ შემთხვევაში, საბანკო ანგარიშები მოქმედია და ბანკის მიერ შესრულებულია ვალდებულება კლიენტისათვის ანგარიშზე არსებული სახსრების შეუფერხებელი განკარგვის შესაძლებლობის შექმნისა, რაც წარმოშობს მოსარჩელის მარინე ქაჩიაბაის შემხვედრ ვალდებულებას მომსახურების ღირებულების გადახდისა. ამდენად, სს „სა---------–--------ი“ სსკ-ის 859-ე მუხლის შესაბამისად, გააჩნია უფლებამოსილება მოითხოვოს და დააკავოს საკომისიო, ხოლო მა-------------ას გააჩნია ვალდებულება მომსახურების ღირებულების შეთანხმებული ოდენობის გადახდისა. ამდენად, ბანკი უფლებამოსილი იყო დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა GE47BG0000000984325700 ანგარიშის მომსახურების საკომისიო (თვეში 1,5 ლარი), გადაუხდელი საკომისიოს დარიცხვის პერიოდზე - 15/08/2018 – 15/11/2019 და დაეკავებინა მა-------------ას ანგარიშიდან თანხა ანგარიშის მომსახურების საკომისიოს ანაზღაურების მიზნით.
6.2. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის მა-------------ას კუთვნილი თანხების ჩამოჭრის აკრძალვას 2015 წლის 27 ოქტომბრამდე არსებული შესაძლო ვალდებულებების მითითებით.
მხარეები იმყოფებიან საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობაში.
სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულების წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „სა---------–--------ის“ მოთხოვნები GE47BG0000000984325700; GE47BG0000000935477800 და GE47BG0000000654385900 ანგარიშების საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ არის ხანდაზმული (ანგარიშები კი მოქმედია), რაც ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე მა-------------ა ხანდაზმულობაზე მითითებით ვერ მოითხოვს ბანკისათვის საბანკო მომსახურების საფასურის დაქვითვის აკრძალვას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა-------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ საჩივრდება.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე