განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2018
საქმის ნომერი
330210116001425887
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/2326-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები _ ნატალია ნაზღაიძე

ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი _ მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი – ე--------- შ-------------ი

წარმომადგენელი - ნ--------------

 

მოწინააღმდეგე მხარე _ გ------- შ-------------ი

წარმომადგენელი - ი-------–----–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – სავალდებულო წილის მიღება, სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, მესაკუთრედ ცნობა

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით გ------- შ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შეტანილ იქნა ცვლილება ნოტარიუს მ--------------–---–-ს მიერ ე--------- შ-------------ის სახელზე 2008 წლის 14 ივლისს გაცემული ანდერძისმიერ სამკვიდრო მოწმობაში, (რეესტრში რეგისტრაციის #2----) ქონებაზე მდებარე თბილისი, შ--------ს (ა----ს) ქუჩა #4--ში, საკადასტრო კოდი 0---------------, ე--------- შ-------------ის სახელზე რიცხული წილის ¼ ნაწილში და გ------- შ-------------ი ცნობილ იქნა 2006 წლის 8 აპრილს გარდაცვლილი მამის ზ---- შ-------------ის სამკვიდრო ქონების, კერძოდ, უძრავი ნივთის მდებარე ქ.თბილისი, შ--------ს (ა----ს) ქუჩა #4--ში, საკადასტრო კოდი 0---------------, ამჟამად, ე--------- შ-------------ის სახელზე რიცხული წილის ¼ ნაწილის მესაკუთრედ; ამავე გადაწტყვეტილებით, ე--------- შ-------------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს და უარი ეთქვა ე--------- შ-------------ს ნოტარიუს მ------ ჩ-------–---–ის მიერ გ------- შ-------------ის სახელზე 2016 წლის 23 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეესტრის #1--------) გაუქმებაზე.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. ზ---- შ-------------ის რეგისტრაციისა და საცხოვრებელ ადგილს გარდაცვალებამდე წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, შ--------ს (ა----ს) ქუჩა N4-. შესაბამისად, ამავე მისამართზე იყო განთავსებული მის პირად სარგებლობაში არსებული ნივთები.

 

2.2. გ------- შ-------------ი 1978 წლის 09 ივნისიდან 2016 წლის 26 იანვრამდე რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ.თბილისი, ჟ.შ--------ს ქ.N4-. გ------- შ-------------ის საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ს----------ი, ნ------–-, ს.გ--------, ნ------------------------ს ქუჩა.

 

2.3. 1996 წლის 20 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების #1---- საფუძველზე, გ------- შ-------------ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ნ-----–-----ს დ-----–---, კ----–----ს ქ.#8-- #1 საერთო ფართით 97.21 კვ.მ (მათ შორის: სარდაფი 27.61 კვ.მ, 1 სართული 69.60 კვ.მ), #2-საერთო ფართი 56.50 კვ.მ-გ------- შ-------------მა უძრავი ნივთი გაასხვისა 2016 წლის 22 სექტემბერს ვ-–-------- ბ------–---–ზე.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.4. ზ---- შ-------------ი გარდაიცვალა 2006 წლის 08 აპრილს. გარდაცვალების მომენტისათვის მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ : მეუღლე, ნ----–--- შ-------------ი, შვილები - გ------- შ-------------ი, ე--------- შ-------------ი, ნ-----–- შ-------------ი, თ----- შ-------------ი და ფ--------- შ-------------ი.

 

2.5. ზ---- შ-------------ის სახელზე გარდაცვალების მომენტისათვის საკუთრების უფლებით ირიცხებოდა 4/9 ნაწილი უძრავ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, შ--------ს (ა----ს) ქ.#4-.

 

2.6. ზ---- შ-------------ის მიერ 2004 წლის 26 თებერვალს შედგენილი იყო ანდერძი, დამოწმებული ნოტარიუს მ-ჩ-------–---–ის მიერ, რეესტრის #3---, რომლის შესაბამისად, საანდერძო განკარგულებით სამკვიდროს მიმღებ პირად განისაზღვრა შვილი - ე--------- შ-------------ი.

 

2.7. ზ---- შ-------------ის სამკვიდრო ქონებაზე, საცხოვრებელი ბინის 4/9 ნაწილზე მდებარე ქ. თბილისი, შ--------ს (ა----ს) ქ.#4-, ნოტარიუს მ-ჩ-------–---–ის მიერ 2008 წლის 14 ივლისს, ანდერძისმიერი მემკვიდრის, ე--------- შ-------------ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #2----, რომლის საფუძველზეც მემკვიდრე აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

2.8. ნ----–--- შ-------------ი გარდაიცვალა 2010 წლის 28 ივლისს ს----------ში. იგი, ე--------- შ-------------ის განცხადებითა და ხარჯებით გადმოასვენეს და დაკრძალეს ქ.თბილისში, 2016 წლის 10 ივნისს.

 

2.9. ზ---- შ-------------ის სამკვიდრო ქონებაზე (მამკვიდრებლის აქტივები და პასივები) კანონისმიერი მემკვიდრის, შვილის, გ------- შ-------------ის სახელზე 2016 წლის 23 ივნისს ნოტარიუს მ-ჩ-------–---–ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #1--------. განცხადების წარდგენისას გ------- შ-------------მა წარადგინა სამკვიდრო სახლში მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი საინფორმაციო ბარათი.

 

2.10. ნ-----–- შ-------------ი 2016 წლის 30 აგვისტოს, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით განმარტავს, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ არც ერთი ფორმით არ მიუღია სამკვიდრო, არ აცხადებს პრეტენზიას მასზე.

 

2.11. ფ--------- შ-------------ი 2016 წლის 30 აგვისტოს, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით განმარტავს, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ არც ერთი ფორმით არ მიუღია სამკვიდრო, არ აცხადებს პრეტენზიას მასზე.

 

2.12. თ----- შ-------------ის მიერ 2017 წლის 23 ნოემბერს შედგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დგინდება, რომ მას მშობლების გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონება არ მიუღია, არ აცხადებს პრეტენზიას და არ აპირებს სასამართლოში მიმართვას.

 

2.13. გ------- შ-------------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2006 წლის 01 მარტიდან 2017 წლის 1 დეკემბრამდე დაფიქსირდა შემდეგი პერიოდულობით: შემოსვლა - 11.04.2006წ, გასვლა - 20.04.2006წ, შემოსვლა - 17.04.2016წ, გასვლა - 22.04.2016წ, შემოსვლა - 12.11.2017წ, გასვლა -17.11.2017წ.

 

2.14. სასამართლომ მტკიცებულებად ვერ მიიჩნია ფაქტების დადასტურების მიზნით ა------- ს--------ისა და ლ---- მ----------ის მიერ წერილობით წარმოდგენილ ახსნა-განმარტება, რაც მოსარჩელემ სადავოდ გახადა, ვინაიდან აღნიშნული პირები პროცესზე მოწმის სახით არ დაკითხულან და განცხადებაში მითითებული ფაქტები მოწმის სტატუსით მათ არ დაუდასტურებიათ. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XVIII თავის საფუძველზე, მოწმის ჩვენება მტკიცებულებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ იგი სასამართლო სხდომაზე დაიკითხა.

 

2.15. ზ---- შ-------------ის გარდაცვალების შემდეგ, გ------- შ-------------მა, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, მამის კუთვნილი უძრავი ნივთისა და მოძრავი ნივთების დაუფლებით, მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება.

 

აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ---- შ-------------ის რეგისტრაციისა და საცხოვრებელ ადგილს გარდაცვალებამდე წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, შ--------ს (ა----ს) ქუჩა #4-. შესაბამისად, ამავე მისამართზე იყო განთავსებული მის პირად სარგებლობაში არსებული ნივთები. დადგენილია ასევე, რომ გ------- შ-------------ი 1978 წლის 09 ივნისიდან 2016 წლის 26 იანვრამდე რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ.თბილისი, ჟ.შ--------ს ქ.#4-. იგი, მამკვიდრებლის გარდაცვალებისას, 2006 წლის 11 აპრილს ჩამოვიდა საქართველოში და იმყოფებოდა სამკვიდრო სახლში 2006 წლის 20 აპრილის ჩათვლით. მას უარი არასდროს განუცხადებია სამკვიდროზე და შესაბამისად, ივარაუდება, რომ იგი დაეუფლა ზ---- შ-------------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, ასევე, მასში განთავსებულ მოძრავ ნივთებს სამკვიდროს მიღების მიზნით.

 

სასამართლომ, ფაქტობრივი გარემოების დადგენისას აღნიშნა, რომ მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურების რაიმე სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნას საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.

 

სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის განმარტებას მამის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს დაუფლების, დედის საშუალებით მამკვიდრებლის კუთვნილი მოძრავი ნივთების დაუფლებისა და შემდგომში, ოთახის გაქირავების შედეგად თანხის მიღების შესახებ ადასტურებს მოწმე, ოჯახის ახლობელი ი--- ჩ-------ი. ანალოგიური ინფორმაციის შემცველია მოწმე, ორივე მხარესთან დადებით ურთიერთობაში მყოფი მ--–---- გ---------ის ჩვენებაც, რომლის განმარტებითაც გ------- შ-------------ი საქართველოში ჩამოსვლისას რჩებოდა მამისეულ სახლში, მიიღო ფინანსური მონაწილეობა დაკრძალვასთან დაკავშირებულ რიტუალებში. მოწმეთა ჩვენების უარმყოფელი, სათანადო მტკიცებულება, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. მარტოოდენ მითითება იმის შესახებ, რომ გ------- შ-------------ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ს----------ი, ასევე, მის საკუთრებაში იყო უძრავი ქონება თბილისში, სხვა მისამართზე, სასამართლოს მიერ ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებითა და სხვა მტკიცებულებებით გამყარებული, გ------- შ-------------ის განმარტების გაბათილების საფუძველი. ამდენად, მოწმეთა ჩვენებები მხარის ახსნა-განმარტებასთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად, დასაბუთებულს ხდის მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს იმის შესახებ, რომ გ------- შ-------------ი სამკვიდრო სახლს მიიჩნევდა თავის საკუთრებად, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაუფლა უძრავ-მოძრავ ნივთებს. მოპასუხე ე--------- შ-------------ს კი დასახელებული ფაქტების საწინააღმდეგო, უარმყოფელი სათანადო დასაბუთება არ წარმოუდგენია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მან ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზაცია.

 

სასამართლოს განმარტებით, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტების, მათი ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- შ-------------მა, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, მამის კუთვნილი უძრავი ნივთისა და მოძრავი ნივთების დაუფლებით, მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.16. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზ---- შ-------------ის გარდაცვალებით, 2006 წლის 08 აპრილს გაიხსნა სამკვიდრო. გარდაცვალების მომენტისათვის მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: მეუღლე, ნ----–--- შ-------------ი, შვილები - გ------- შ-------------ი, ე--------- შ-------------ი, ნ-----–- შ-------------ი, თ----- შ-------------ი და ფ--------- შ-------------ი. მამკვიდრებლის სამკვიდრო მასას შეადგენდა ზ---- შ-------------ის სახელზე გარდაცვალების მომენტისათვის საკუთრების უფლებით ირიცხებოდა 4/9 ნაწილი უძრავ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, შ--------ს (ა----ს) ქ.#4-. მამკვიდრებლის მიერ 2004 წლის 26 თებერვალს შედგენილი იყო ანდერძი, დამოწმებული ნოტარიუს მ-ჩ-------–---–ის მიერ, რეესტრის #3---, რომლის შესაბამისად, საანდერძო განკარგულებით სამკვიდროს მიმღებ პირად განისაზღვრა შვილი - ე--------- შ-------------ი.

ზ---- შ-------------ის სამკვიდრო ქონებაზე, საცხოვრებელი ბინის 4/9 ნაწილზე მდებარე ქ. თბილისი, შ--------ს (ა----ს) ქ.#4-, ნოტარიუს მ-ჩ-------–---–ის მიერ 2008 წლის 14 ივლისს, ანდერძისმიერი მემკვიდრის, ე--------- შ-------------ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #2----, რომლის საფუძველზეც მემკვიდრე აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ. გ------- შ-------------ს მამის ნ-----–-, თ----- და ფ--------- შ-------------ებმა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით განმარტეს, რომ არ მიუღიათ სამკვიდრო და არ აცხადებენ პრეტენზიას მასზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.

 

დადგენილია, რომ ზ---- შ-------------ის სამკვიდრო ქონებაზე (მამკვიდრებლის აქტივები და პასივები) კანონისმიერი მემკვიდრის, შვილის, გ------- შ-------------ის სახელზე 2016 წლის 23 ივნისს ნოტარიუს მ-ჩ-------–---–ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #1--------. განცხადების წარდგენისას გ------- შ-------------მა წარადგინა სამკვიდრო სახლში მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი საინფორმაციო ბარათი. სამკვიდრო მოწმობა სადავო გახადა ანდერძისმიერმა მემკვიდრემ - ე--------- შ-------------მა. სადავო გარემოებასთან მიმართებით დადგენილია, რომ ზ---- შ-------------ის რეგისტრაციისა და საცხოვრებელ ადგილს გარდაცვალებამდე წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, შ--------ს (ა----ს) ქუჩა #4-. შესაბამისად, ამავე მისამართზე იყო განთავსებული მის პირად სარგებლობაში არსებული ნივთები. დადგენილია ასევე, რომ გ------- შ-------------ი 1978 წლის 09 ივნისიდან 2016 წლის 26 იანვრამდე რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ.თბილისი, ჟ.შ--------ს ქ.#4-. იგი, მამკვიდრებლის გარდაცვალებისას, 2006 წლის 11 აპრილს ჩამოვიდა საქართველოში და იმყოფებოდა სამკვიდრო სახლში 2006 წლის 20 აპრილის ჩათვლით. მას უარი არასდროს განუცხადებია სამკვიდროზე და შესაბამისად, ივარაუდება, რომ იგი დაეუფლა ზ---- შ-------------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, ასევე, მასში განთავსებულ მოძრავ ნივთებს სამკვიდროს მიღების მიზნით. მოსარჩელის განმარტებას მამის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს დაუფლების, დედის საშუალებით მამკვიდრებლის კუთვნილი მოძრავი ნივთების დაუფლებისა და შემდგომში, ოთახის გაქირავების შედეგად თანხის მიღების შესახებ ადასტურებს მოწმე, ოჯახის ახლობელი ი--- ჩ-------ი. ანალოგიური ინფორმაციის შემცველია მოწმე, ორივე მხარესთან დადებით ურთიერთობაში მყოფი მ--–---- გ---------ის ჩვენებაც, რომლის განმარტებითაც გ------- შ-------------ი საქართველოში ჩამოსვლისას რჩებოდა მამისეულ სახლში, მიიღო ფინანსური მონაწილეობა დაკრძალვასთან დაკავშირებულ რიტუალებში. მოწმეთა ჩვენების უარმყოფელი, სათანადო მტკიცებულება, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. მარტოოდენ მითითება იმის შესახებ, რომ გ------- შ-------------ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ს----------ი, ასევე, მის საკუთრებაში იყო უძრავი ქონება თბილისში, სხვა მისამართზე, სასამართლოს მიერ ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებითა და სხვა მტკიცებულებებით გამყარებული, გ------- შ-------------ის განმარტების გაბათილების საფუძველი. ამდენად, მოწმეთა ჩვენებები მხარის ახსნა-განმარტებასთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად, დასაბუთებულს ხდის მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს იმის შესახებ, რომ გ------- შ-------------ი სამკვიდრო სახლს მიიჩნევდა თავის საკუთრებად, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაუფლა უძრავ-მოძრავ ნივთებს. მოპასუხე ე--------- შ-------------ს კი დასახელებული ფაქტების საწინააღმდეგო, უარმყოფელი სათანადო დასაბუთება არ წარმოუდგენია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მან ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზაცია. ამასთან, უსაფუძვლოა მისი მითითება ნოტარიუსის არამართლზომიერ ქმედებაზეც, ვინაიდან როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ------- შ-------------ის მიერ სანოტარო ბიუროში განცხადების წარდგენისას, მას თან ერთვოდა საინფორმაციო ბარათი მემკვიდრის მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთში რეგისტრაციის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს შემდეგი გარემოებებითა და/ან დოკუმენტებით: ა) იმ ფაქტით, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, ეს ნორმა მოქმედებს მიუხედავად იმისა, რა უფლებრივი მიმართება ჰქონდა მამკვიდრებელს ან რა უფლებრივი მიმართება აქვს მემკვიდრეს იმ ბინის/სახლის მიმართ, რომელშიც იყვნენ ისინი რეგისტრირებულნი. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავ ნივთებს ან სამკვიდრო მასაში შემავალ ბინას/საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამ ქვეპუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულ დროის მონაკვეთში რეგისტრირებულნი იყვენენ მემკვიდრე და მამკვიდრებელი. აღნიშნული ნორმის მიხედვით, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი დაედო საფუძვლად სამკვიდრო მოწმობის გაცემას, რის გამოც არ არსებობს კანონშეუსაბამობის საფუძვლით, სანოტარო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ---- შ-------------ის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელე გ------- შ-------------მა, კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში, მამის კუთვნილი უძრავი ქონებისა და მოძრავი ნივთების დაუფლებით, მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი). ამავე კოდექსის 1372-ე მუხლის მიხედვით, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1373-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო წილის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება მთელი სამკვიდროდან იმ ქონების ჩათვლით, რომელიც გათვალისწინებულია საანდერძო დანაკისრის ან საერთო-სასარგებლო მიზნით რაიმე მოქმედების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 1374-ე მუხლის თანახმად, თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ზ---- შ-------------ის სამკვიდრო მიღებული აქვს მის ორ პირველი რიგის მემკვიდრეს, ე--------- შ-------------სა და გ------- შ-------------ს. ეს უკანასკნელი, ანდერძის არსებობის მიუხედავად, წარმოადგენს მის სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს. შესაბამისად, ანდერძისმიერი მემკვიდრის, ე--------- შ-------------ის მხედველობაში მიღებით, გ------- შ-------------ს ე--------- შ-------------ის სახელზე რიცხულ 4/9 ნაწილში უძრავ ქონებაში მდებარე - ქალაქი თბილისი, შ--------ს (ა----ს) ქუჩა #4-, საკადასტრო კოდი №0---------------, ეკუთვნის იმ წილის, 1/2 ნახევარი - სამკვიდრო ქონების ¼ ნაწილი, რაც მას კანონით მემკვიდრეობის დროს, ანდერძის არარსებობის პირობებში ერგებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ზ---- შ-------------ის სამკვიდროს მიმღები ორი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე, მოსარჩელე გ------- შ-------------ის წილი უნდა განისაზღვროს სამკვიდრო ქონების 1/4 ნაწილით. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების, მოსარჩელის მიერ, 2006 წლის 08 აპრილს გარდაცვლილი ზ---- შ-------------ის სამკვიდროს მემკვიდრედ აღიარების, ამჟამად, საჯარო რეესტრში ე--------- შ-------------ის სახელზე რეგისტრირებული წილის უძრავ ნივთში, მდებარე თბილისი, შ--------ს (ა----ს) ქუჩა #4-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------, ¼ ნაწილზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლომ მას უარი უთხრა დაკმაყოფილებაზე და მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე, არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიიდრეს მიიღონ მოწმობა დანარჩენ ნაწილზე. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ---- შ-------------ის სამკვიდრო მიღებული აქვს მის როგორც ანდერძისმიერ, ასევე, კანონისმიერ მემკვიდრეს, შესაბამისად, მოსარჩელის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, არსებობს ნოტარიუს მ-ჩ-------–---–ის მიერ ე--------- შ-------------ის სახელზე 2008 წლის 14 ივლისს გაცემულ ანდერძისმიერ სამკვიდრო მოწმობაში (რეგისტრაციის №2----) ცვლილების შეტანის საფუძველი 1/4 ნაწილში.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა რიგი ფაქტობრივი გარემოებები და მათზე დაყრდნობით გამოიტანა სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აპელანტი შენიშნავს, რომ მემკვიდრეობით-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის საფუძველია პირის გარდაცვალება, რა დროსაც იხსნება მისი სამკვიდრო. სამკვიდროს გახსნის მომენტიდან მემკვიდრე წარმოეშობა უფლება მიიღოს სამკვიდრო ქონება ან უარი განაცხადოს მის მიღებაზე. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირზე (მემკვიდრეზე) ხორციელდება კანონის ან ანდერძით, მემკვიდრეობის კანონიერი წესი მოქმედებს ყოველთვის, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აპელანტის შეფასებით, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად უდავოა, რომ მეუღლე ნ----–--- შ-------------ი შვილები - ნ-----–- შ-------------ი, თ----- შ-------------ი, გ------- შ-------------ი, ფარანზენ შ-------------ი და ე--------- შ-------------ი წარმოადგენენ 2006 წლის 08 აპრილს გარდაცვლილი ზ---- შ-------------ის პირველი რიგის მემკვიდრეებს. 2006 წლის 08 აპრილს გარდაცვლილი ზ---- შ-------------ი დატოვა ანდერძი ე--------- შ-------------ის სახელზე, გაფორმებული 2006 წლის 26 თებერვალს, 2008 წლის 14 ივლისს ნოტარიუს მ-ჩ-------–---–ს მიმართა ნ----–--- შ-------------მა, როგორც ე-------- შ-------------ის წარმომადგენელმა წარმოადგინა ზ---- შ-------------ის ანდერძი და ოქმი ანდერძის გამოქვეყნების შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ზ---- შ-------------ის მიერ ანდერძი შეცვლილი ან გაუქმებული არ ყოფილა. აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში გ------- შ-------------ს გარდაცვლილი მამის ზ---- შ-------------ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება არ დასტურდება, რასაც მოწმობს საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მთავარი სამმართველოს მონაცემთა აღრიცხვის და რეგისტრაციის სამმართველოს ხელთ არსებული კომპიუტერული მონაცემთა ბაზის ინფორმაცი, რომლის მიხედვით გ------- შ-------------ი (დაბ.15.10.1957წ. პ/ნ 01024012416) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო პუნქტების გავლი დაფიქსიდა: 1. ს.ს.კ.გ- "სარფი"-ს გავლით 2006 წლის 11 აპრილს 6:05 საათზე საქართველოში შემოსვლა 2006 წლის 20 აპრილს 1:12 საათზე საქართველოდან გასვლა. (2006 წლის 08 აპრილს გარდაცვლილი მამის ზ---- შ-------------ის (პ/ნ 01024027655) გასვენებაში ჩამოსვლა), ს.ს.კ.გ- :თბილისის აეროპორტი:-ს გავლით 2016 წლის 17 აპრილს 23:3- საათზე საქართველოში შემოსვლა 2016 წლის 22 აპრილს 5:30 საათზე საქართველოდან გასვლა ს----------ის მიმართულებით. ( 2006 წლის 08 აპრილს გარდაცვლილი მამის ს---- შ-------------ის (პ/ნ 01024027655) გარდაცვალებიდან 10(ათი) წლის შემდეგ); ს.ს.კ.გ- "სარფი"-ს გავლით 2017 წლის 12 ნოემბერს 23:16 საათზე საქართველოში შემოსვლა 2017 წლის 12 ნოემბერს 6:07 საათზე საქართველოდან გასვლა. (თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 14 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე დასასწრებად). აპელანტის მითითებით, 1983 წლიდან გ------- შ-------------ი ცხოვრობს და 2007 წლიდა ფლობს ქონებას მდებარე,ს----------ი, ს--–------, ნ------–-, ხ------- გ-------უ №3--ში და თბილისში ჩამოსვლისას რჩება თავის სახლში მდებარე ქ.თბილისი, ნ-----–-----ს დ-----–---, კ----–----ს ქ,№8-. აღნიშნული დასტურდება თავად გ------- შ-------------ის მეუღლის და მისი წარმომადგენლის - გ--–--- ს------ის ახსნა-განმარტებით, ასევე - გ------- შ-------------ი და მის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მოწმეები ვერ ადასტურებენ, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, ვინაიდან მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი დაუფლების ფაქტის, ქონების გაქირავების თვითმხილველები არ არიან და სასამართლოს წინაშე განაცხადეს, რომ აღნიშნულის შესახებ იციან გადმოცემით მხარისგან, მეტიც - მოსამართლის შეკითხვაზე, თუ რატომ არ გაასაჩივრა სამკვიდროს მიღება მან მაშინვე, გ------- შ-------------ი პასუხობს, რომ სანამ დედა იყო ცოცხალი, ამას არ იზამდა, ვინაიდან მშობლის წინ არ წავიდოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულილად გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გ------- შ-------------ის მიერ ვერ დადასტურდა მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდროს ფგაქტობრივად დაუფლების ფაქტი, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს და მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაუქმდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ე--------- შ-------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 3-3-ე და 3-4-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-4-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 3-4-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ ზ---- შ-------------ის რეგისტრაციისა და საცხოვრებელ ადგილს გარდაცვალებამდე წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, შ--------ს (ა----ს) ქუჩა N4-. შესაბამისად, ამავე მისამართზე იყო განთავსებული მის პირად სარგებლობაში არსებული ნივთები. გ------- შ-------------ი 1978 წლის 09 ივნისიდან 2016 წლის 26 იანვრამდე რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ.თბილისი, ჟ.შ--------ს ქ.N4-. გ------- შ-------------ის საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ს----------ი, ნ------–-, ს.გ--------, ნ------------------------ს ქუჩა. 1996 წლის 20 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების #1---- საფუძველზე, გ------- შ-------------ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ნ-----–-----ს დ-----–---, კ----–----ს ქ.#8-- #1 საერთო ფართით 97.21 კვ.მ (მათ შორის: სარდაფი 27.61 კვ.მ, 1 სართული 69.60 კვ.მ), #2-საერთო ფართი 56.50 კვ.მ- გ------- შ-------------მა უძრავი ნივთი გაასხვისა 2016 წლის 22 სექტემბერს ვ-–-------- ბ------–---–ზე.

 

ზ---- შ-------------ი გარდაიცვალა 2006 წლის 08 აპრილს. გარდაცვალების მომენტისათვის მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ მეუღლე, ნ----–--- შ-------------ი, შვილები - გ------- შ-------------ი, ე--------- შ-------------ი, ნ-----–- შ-------------ი, თ----- შ-------------ი და ფ--------- შ-------------ი. ზ---- შ-------------ის სახელზე გარდაცვალების მომენტისათვის საკუთრების უფლებით ირიცხებოდა 4/9 ნაწილი უძრავ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, შ--------ს (ა----ს) ქ.#4-. ზ---- შ-------------ის მიერ 2004 წლის 26 თებერვალს შედგენილი იყო ანდერძი, დამოწმებული ნოტარიუს მ- ჩ-------–---–ის მიერ, რეესტრის #3---, რომლის შესაბამისად, საანდერძო განკარგულებით სამკვიდროს მიმღებ პირად განისაზღვრა შვილი - ე--------- შ-------------ი. ზ---- შ-------------ის სამკვიდრო ქონებაზე, საცხოვრებელი ბინის 4/9 ნაწილზე მდებარე ქ. თბილისი, შ--------ს (ა----ს) ქ.#4-, ნოტარიუს მ-ჩ-------–---–ის მიერ 2008 წლის 14 ივლისს, ანდერძისმიერი მემკვიდრის, ე--------- შ-------------ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #2----, რომლის საფუძველზეც მემკვიდრე აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

ნ----–--- შ-------------ი გარდაიცვალა 2010 წლის 28 ივლისს ს----------ში. იგი, ე--------- შ-------------ის განცხადებითა და ხარჯებით გადმოასვენეს და დაკრძალეს ქ.თბილისში, 2016 წლის 10 ივნისს. ზ---- შ-------------ის სამკვიდრო ქონებაზე (მამკვიდრებლის აქტივები და პასივები) კანონისმიერი მემკვიდრის, შვილის, გ------- შ-------------ის სახელზე 2016 წლის 23 ივნისს ნოტარიუს მ-ჩ-------–---–ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #1--------. განცხადების წარდგენისას გ------- შ-------------მა წარადგინა სამკვიდრო სახლში მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი საინფორმაციო ბარათი. ნ-----–- შ-------------ი 2016 წლის 30 აგვისტოს, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით განმარტავს, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ არც ერთი ფორმით არ მიუღია სამკვიდრო, არ აცხადებს პრეტენზიას მასზე. ფ--------- შ-------------ი 2016 წლის 30 აგვისტოს, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით განმარტავს, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ არც ერთი ფორმით არ მიუღია სამკვიდრო, არ აცხადებს პრეტენზიას მასზე. თ----- შ-------------ის მიერ 2017 წლის 23 ნოემბერს შედგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დგინდება, რომ მას მშობლების გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონება არ მიუღია, არ აცხადებს პრეტენზიას და არ აპირებს სასამართლოში მიმართვას. გ------- შ-------------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2006 წლის 01 მარტიდან 2017 წლის 1 დეკემბრამდე დაფიქსირდა შემდეგი პერიოდულობით: შემოსვლა - 11.04.2006წ, გასვლა - 20.04.2006წ, შემოსვლა - 17.04.2016წ, გასვლა - 22.04.2016წ, შემოსვლა - 12.11.2017წ, გასვლა -17.11.2017წ.

 

4.2. პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

პალატა შენიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზ---- შ-------------ი გარდაიცვალა 2006 წლის 08 აპრილს. გარდაცვალების მომენტისათვის მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ მეუღლე, ნ----–--- შ-------------ი, შვილები - გ------- შ-------------ი, ე--------- შ-------------ი, ნ-----–- შ-------------ი, თ----- შ-------------ი და ფ--------- შ-------------ი. ზ---- შ-------------ის სახელზე გარდაცვალების მომენტისათვის საკუთრების უფლებით ირიცხებოდა 4/9 ნაწილი უძრავ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, შ--------ს (ა----ს) ქ.#4-. ამდენად, ამდენად, ზ---- შ-------------ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. დადგენილია, რომ ზ---- შ-------------ის მიერ 2004 წლის 26 თებერვალს შედგენილი იყო ანდერძი, დამოწმებული ნოტარიუს მ- ჩ-------–---–ის მიერ, რეესტრის #3---, რომლის შესაბამისად, საანდერძო განკარგულებით სამკვიდროს მიმღებ პირად განისაზღვრა შვილი - ე--------- შ-------------ი. ამასთან, დადგენილია, რომ ნ-----–- შ-------------ი 2016 წლის 30 აგვისტოს, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით განმარტავს, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ არც ერთი ფორმით არ მიუღია სამკვიდრო, არ აცხადებს პრეტენზიას მასზე. ფ--------- შ-------------ი 2016 წლის 30 აგვისტოს, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით განმარტავს, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ არც ერთი ფორმით არ მიუღია სამკვიდრო, არ აცხადებს პრეტენზიას მასზე. თ----- შ-------------ის მიერ 2017 წლის 23 ნოემბერს შედგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დგინდება, რომ მას მშობლების გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონება არ მიუღია, არ აცხადებს პრეტენზიას და არ აპირებს სასამართლოში მიმართვას.

 

პალატა განმარტავს, რომ წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში საკვლევ გარემოებას წარმოადგენს ის, მიიღო თუ არა გ------- შ-------------მა მამის - ზ---- შახმურადინის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მის სამკვიდრო მასაში შემავალი ქონება ფაქტობრივი ფლობით. პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი.

 

სასამართლო ამასთანავე აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, მამკვიდრებლის სხვა ქონების ან მისი ნაწილის დაუფლება და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში და ა.შ. დასახელებული ნორმების განსაზღვრების თანახმად, კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა, თავისი სპეციფიკურობით ხასიათდებიან. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნას ექვსი თვის განმავლობაშ სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდროს მიღების წესი ერთნაირია როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს. იგი შეიძლება მიღებულ იქნას სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის მიერ დანაშთი სამკვიდროს მართვა, თუნდაც სხვა პირის საშუალებით, განიხილება სამკვიდროს მიღებად (თუ ცხადია, მემკვიდრე უარს არ აცხადებს მის მიღებაზე).

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ გ------- შ-------------ის მიერ გარდაცვლილი მამის ზ---- შ-------------ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება მისი გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში არ დასტურდება. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მტკიცებულებაზე - საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მთავარი სამმართველოს მონაცემთა აღრიცხვის და რეგისტრაციის სამმართველოს ხელთ არსებული კომპიუტერული მონაცემთა ბაზაზე (იხ. ტომი 2, ს.ფ. 146-14-), რომლის მიხედვითაც, გ------- შ-------------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო პუნქტების გავლით დაფიქსიდა შემდეგი თანმიმდევრობით - 1. ს.ს.კ.გ- ,,სარფის" გავლით 2006 წლის 11 აპრილს 6:05 საათზე საქართველოში შემოსვლა, 2006 წლის 20 აპრილს 1:12 საათზე საქართველოდან გასვლა, რაც, როგორც თავად მხარემ დაადასტურა ემსახურებოდა მამის - ზ---- შ-------------ის გასვენებაში ჩამოსვლას; 2. ს.ს.კ.გ- :თბილისის აეროპორტის გავლით - 2016 წლის 17 აპრილს 23:3- საათზე საქართველოში შემოსვლა, 2016 წლის 22 აპრილს 5:30 საათზე საქართველოდან გასვლა ს----------ის მიმართულებით (2006 წლის 08 აპრილს გარდაცვლილი მამის ს---- შ-------------ის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ); 3. ს.ს.კ.გ- ,,სარფის“ გავლით 2017 წლის 12 ნოემბერს 23:16 საათზე საქართველოში შემოსვლა, 2017 წლის 12 ნოემბერს 6:07 საათზე საქართველოდან გასვლა.

 

შესაბამისად, პალატა შენიშნავს, რომ სხვა პერიოდულობით გ------- შ-------------ი საქართველოში არ ჩამოსულა, შესაბამისად, გ------- შ-------------ის მტკიცებას მასზედ, რომ იგი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის დანაშთ სამკვიდრო ქონებას მისი გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, პალატა ვერ გაიზიარებს, რამდენადაც მამის დაკრძალვაზე დასწრების მიზნით ჩამოსვლა და დაკრძალვის შემდგომ ქვეყნის ფარგლების კვლავ დატოვება სამკვიდროს მიღებად ვერ იქნება მიჩნეული, მით უფრო იმ პირობებში, რომ მის მიერ საქართველოში შემოსვლა 2006 წლის შემდგომ პირველად 2016 წელს ფიქსირდება, რაც კიდევ ერთხელ მომწობს იმას, რომ იგი ფიზიკურად არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, ფაქტობრივი ფლობით ვერ დაეუფლებოდა მამის დანაშთ უძრავ ქონებას. აქვე პალატა სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს მოწმე ი--- ჩ-------ისა და მ--–---- გ---------ის ჩვენებებს გ------- შ-------------ის მიერ ქონების დაუფლებასთან დაკავშირებით, რადგან მათი განმარტებით გ------- შ-------------ი მამის გარდაცვალების შემდეგ მათ საქართველოში სტუმრობდა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოწმეების ზუსტ დროს (თუნდაც წელს) ვერ იხსენებენ და ამასთან, საქმეში წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებები საზღვრის კვეთის პერიოდულობასთან დაკავშირებით, რაც ცალსახად მოწმობს, რომ მის მიერ საზღვრის გადაკვეთა ხშირად არ მომხდარა. შესაბამისად, შეუძლებებლია გაითვალისწინოს სასამართლომ მათ მიერ მიცემული ჩვენებები (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს ოქმი)

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზეც, რომ გარდა ზემოხსენებულ მოწმეთა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, სხვა სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული გ------- შ-------------ის მიერ სადავო უძრავი ქონების ცალკეული ოთახების გაქირავების და ქირით პირადად სარგებლობის ფაქტებიც. გ- შ-------------ის და მისი წარმომადგენლების მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მოწმეები ვერ ადასტურებენ, რომ იგი ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, ვინაიდან, მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი დაუფლების ფაქტის - ქონების გაქირავების თვითმხილველნი ისინი არ არიან, ასევე არ არიან მხარეთა შორის ქირის თანხის განაწილებისა და იმის მომსწრენი, რომ კონკრეტულად მათ მიერ დასახელებული პირი - დეიდა იღებდა ქირას და ეს თანხა ორად იყოფოდა. მოწმეები იმასაც აცხადებენ, ისინი ხსენებული ფაქტის თვითმხილველნი არ არიან და აღნიშნულის თაობაზე გადმოცემით იციან თავად მხარისგან.

 

გ------- შ-------------ის მიერ მამის გარდაცვალებიდან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი 6 თვიანი ვადის გასვლას მოწმობს მისივე ახსნა-განმარტება 2017 წლის 14 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, სადაც მან მიუთითა, რომ დედის სიცოცხლეში ვერ გამოხატავდა ნებას საკვიდროს მიღების თაობაზე, რამდენადაც მშობლის სურვილს წინ ვერ აღუდგებოდა და მხოლოდ დედის გარდაცვალების (2010 წლის 28 ივლისი) შემდგომ (მამის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ) მიმართა ნოტარიუსს ზოგადი სამვკიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატას ექმნება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ გ------- შ-------------ის მიერ მამის - ზ---- შ-------------ის გარდაცვალებიდან 6 თვის მანძილზე სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა შენიშნავს, რომ გ------- შ-------------ი მამკვიდრებლის - ზ---- შ-------------ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივად არ დაუფლებია მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, მდებარეს თბილისი, შ--------ს ქ. N4-, თავად გ------- შ-------------ის წარმომადგენლისა და მეუღლის - გ--–--- შ-------------ის მიერ 2017 წლის 14 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ გ------- შ-------------ი 1983 წლიდან ცხოვრობს, ხოლო 2007 წლიდა ფლობს ქონებას ს----------ში, თბილისში ჩამოსვლისას კი რჩება საკუთარ სახლში მდებარე ქ.თბილისში, ნ-----–-----ს დ-----–---ში. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------- შ-------------ს რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრება და მისით ფლობა შეწყვეტილი აქვს და არ ახორციელებს მის მართვასა და სარგებლობას მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ-

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რაზედაც მიუთითებენ. ამავე კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, ე--------- შ-------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ------- შ-------------ის სასარჩელო მოთხოვნებს დაკმაყოფილებაზე ეთქმევა უარი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილ იქნა 850 ლარი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეს - გ------- შ-------------ს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

აქვე პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გ------- შ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე--------- შ-------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. გ------- შ-------------ის სარჩელი ე--------- შ-------------ის მიმართ ნოტარიუს მ--------------–---–-ს მიერ ე--------- შ-------------ის სახელზე 2008 წლის 14 ივლისს გაცემულ ანდერძისმიერ სამკვიდრო მოწმობაში, (რეესტრში რეგისტრაციის #2----) ქონებაზე მდებარე თბილისი, შ--------ს (ა----ს) ქუჩა #4-, საკადასტრო კოდი 0---------------, ცვლილების შეტანისა და გ------- შ-------------ის ე--------- შ-------------ის სახელზე რიცხული წილის ¼ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდეს;

 

4. გ------- შ-------------ის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

5. გ------- შ-------------ს ე--------- შ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 850 ლარის ანაზღაურება.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე

 

ირაკლი ბონდარენკო