გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2/4369-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი
მოსარჩელე ვ-------------------ი
წარმომადგენელი თ---------------ი
მოპასუხე რ------–------------ი
წარმომადგენელი რ------------–---ი
დავის საგანი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა 1/2 წილზე, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა 1/2 წილზე
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2003 წლის 22 დეკემბერს გარდაცვლილი ა-----------------ის სამკვიდრო ქონებაზე, ნოტარიუს ნ------ის მიერ 2009 წლის 06 თებერვალს, შვილის, რ------–------------ის სახელზე გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის №2---) ბათილად ცნობა ½ ნაწილში ;
1.2. ვ-------------------ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, 2003 წლის 22 დეკემბერს გარდაცვლილი ა-----------------ის სამკვიდრო ქონების, საჯარო რეესტრში ამჟამად რ------–------------ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთის მდებარე ქ.თბილისი, ნი-----------------–-------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.1-.0-.0--.0--, 1/2 ნაწილზე .
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის მამა, ა-----------------ი გარდაიცვალა 2003 წლის 22 დეკემბერს. გარდაცვალების მომენტისათვის მის სახელზე ირიცხებოდა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, ნ-----------–-------------. მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ შვილები - ვ-------------------ი, რ------–------------ი და ლ------------------ი. მოსარჩელე 1978 წლიდან რეგისტრირებული იყო სამკვიდრო ქონებაში, პერიოდულად ჩამოდიოდა და რჩებოდა საქართველოში, ახდენდა იარაღის რეგისტრაციას, იმყოფებოდა მამის დაკრზალვაზეც, შესაბამისად, ა-----------------ის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად დაეუფლა მას. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ, დამალა რა სხვა მემკვიდრის არსებობის შესახებ, 2009 წლის 6 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობით ერთპიროვნულად მიიღო მამის დანაშთი ქონება და აღრიცხა იგი თავის სახელზე.
ვ-------------------მა 2018 წლის 25 იანვარს შეიტყო ქონების ამგვარი განაწილების შესახებ, რაც გახდა სარჩელის წარმოდგენის საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელეს, როგორც პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, რომელსაც მიღებული აქვს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით, ეკუთვნის უძრავი ნივთის ½ ნაწილი, რის გამოც მოთხოვნა გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების შესახებ საფუძვლიანია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მიუთითა ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ მოსარჩელე მართალია რეგისტრირებული იყო სადავო ქონებაში, მაგრამ მას კანონით გათვალისწინებული არც ერთი ფორმით არ მიუღია სამკვიდრო, 6 თვის ვადაში არც ნოტარიუსისათვის მიუმართავს და არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია მამის ქონებას. ვ-------------------ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა საზღვარგარეთ, არ ჩამოსულა საქართველოში, მათ შორის არც მშობლის დაკრძალვისას, არ უცხოვრია რეგისტრაციის მისამართზე, შემნახველი წიგნაკი მიღებული აქვს მამის სიცოცხლეში, სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ ცნობილი იყო მოსარჩელისათვის 2009 წელს და ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი წინაპირობები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვ-------------------ს მამის, ა-----------------ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, სამკვიდროს მიღების მოთხოვნით სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. ვ-------------------ი უკანასკნელი წლების განმავლობაში ცხოვრობდა საზღვარგარეთ, კერძოდ, უ-------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ა-----------------ი გარდაიცვალა 2003 წლის 22 დეკემბერს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.23).
3.2.2. ა-----------------ის გარდაცვალებისას მის კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ შვილები - ვ-------------------ი, რ------–------------ი და ლ------------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაბადების მოწმობა (ს.ფ.22);
-სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.18-20);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.3. ა-----------------ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ნ--------------–-----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობა-დახასიათება (ს.ფ.21).
3.2.4. რ------–------------ის სახელზე ნოტარიუს ნ-----–-------ის მიერ, 2009 წლის 06 თებერვალს გაიცა სამკვიდრო მოწმობა #2---, რომლის საფუძველზეც იგი, როგორც ა-----------------ის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილი, აღირიცხა უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, ნ--------------–-----, მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.18-20);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.15-16).
3.2.5. ვ-------------------ი 2002 წლის 27 ივლისიდან 2017 წლის 25 აპრილის ჩათვლით რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ.თბილისი, ნ------------–-------. იგივე მისამართია მითითებული ვ-------------------ის მიერ 2007 წლის 18 ივლისს შედგენილ პასპორტის გაცემის შესახებ განცხადება-ანკეტაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საინფორმაციო ბარათი (ს.ფ.24-26);
-განცხადება-ანკეტა (ს.ფ.87-88).
3.2.6. ვ-------------------ის მფლობელობაშია ა-----------------ის სახელზე სსრკ-ს სახელმწიფო ბანკის სახელმწიფო შრომითი საშემნახველო სალაროს წიგნაკი, ანგარიშის #4----. 2002 წლის 22 ნოემბერს ვ-------------------ს გადახდილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის, ქართული პასპორტისა და პირადობის მოწმობის მიღების საფასური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შემნახველი წიგნაკი (ს.ფ.110-113);
-განცხადება - ანკეტა (ს.ფ.89).
3.2.7. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვ-------------------მა ა-----------------ის გარდაცვალებიდან ექვს თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო :
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე, ვ-------------------ს სამკვიდროს კანონით დადგენილი წესით მიღების დამადასტურებელი, სათანადო პერიოდის ამსახველი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, სასამართლოსათვის არ წამოუდგენია. მის მიერ მითითებული მტკიცებულება, ცეცხლსასროილი იარაღის რეგისტრაციის მიზნით საფასურის გადახდის განცხადება, თარიღდება 2002 წლის 28 ნოემბრით, რაც შეეხება რეგისტრაციას, აღნიშნული გარემოება, მხარის მიერ სამკვიდროს მისაღებად განხორციელებული რაიმე სახის ქმედების დასაბუთების გარეშე, სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას ვერ ადასტურებს. რაც შეეხება მის მფლობელობაში არსებულ, ა-----------------ის სახელზე გაცემულ სალაროს შემნახველ წიგნაკს, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მისი სამკვიდროს მიღების მიზნით დაუფლების ფაქტი.
მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების საპირისპიროდ, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა, ს-----–----------ის, ვ----–-----------ისა და ა--------------------ის ჩვენებებით, რომელთა დაინტერესება საქმის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგისადმი არ იკვეთება, ირკვევა, რომ ვ-------------------ი ოჯახთან ერთად საქართველოდან გაემგზავრა 90-იან წლებში, მას შემდეგ ცხოვრობს უ-------ში, არ ჩამოსულა მშობლების დაკრძალვაზე, არ უცხოვრია სადავო სახლში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, ვ-------------------ის მიერ ვერ დადასტურდა გარემოება იმის თაობაზე, რომ მან მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მიიღო სამკვიდრო მასა, ხოლო მოპასუხემ კი კვალიფიციური შესაგებლით უარყო მოსარჩელის მოთხოვნა.
ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ დადასტურდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ვ-------------------ს, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, 6 თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვთ ა-----------------ის სამკვიდრო დანაშთი ქონება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა მამკვიდრებლის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში, სარჩელი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1306-ე, 1433-ე, 1328-ე, 1336-ე, 1424-ე, 1421-ე, 1371-ე, 1372-ე, 1373-ე, 1374-ე, 1503-ე , 1433-ე მუხლები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-----------------ის გარდაცვალებით, 2003 წლის 22 დეკემბერს გაიხსნა სამკვიდრო. გარდაცვალების მომენტისათვის მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ : შვილები, ვ-------------------ი, რ------–------------ი და ლ------------------ი. მამკვიდრებლის სამკვიდრო მასას შეადგენდა ა-----------------ის უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ნ--------------–-----.
მემკვიდრეთაგან ლ------------------მა უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე. რ------–------------ის სახელზე ნოტარიუს ნ-----–-------ის მიერ, 2009 წლის 06 თებერვალს გაიცა სამკვიდრო მოწმობა #2---, რომლის საფუძველზეც იგი, როგორც ა-----------------ის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილი, აღირიცხა უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, ნ--------------–-----, მესაკუთრედ.
ვ-------------------ს მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით არ მიუმართავს.
ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე, ვ-------------------ს სამკვიდროს კანონით დადგენილი წესით მიღების დამადასტურებელი, სათანადო პერიოდის ამსახველი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, სასამართლოსათვის არ წამოუდგენია. მის მიერ მითითებული მტკიცებულება, ცეცხლსასროილი იარაღის რეგისტრაციის მიზნით საფასურის გადახდის განცხადება, თარიღდება 2002 წლის 28 ნოემბრით, რაც შეეხება რეგისტრაციას, აღნიშნული გარემოება, მხარის მიერ სამკვიდროს მისაღებად განხორციელებული რაიმე სახის ქმედების დასაბუთების გარეშე, სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას ვერ ადასტურებს. რაც შეეხება მის მფლობელობაში არსებულ, ა-----------------ის სახელზე გაცემულ სალაროს შემნახველ წიგნაკს, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მისი სამკვიდროს მიღების მიზნით დაუფლების ფაქტი.
მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების საპირისპიროდ, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა, ს-----–----------ის, ვ----–-----------ისა და ა--------------------ის ჩვენებებით, რომელთა დაინტერესება საქმის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგისადმი არ იკვეთება, ირკვევა, რომ ვ-------------------ი ოჯახთან ერთად საქართველოდან გაემგზავრა 90-იან წლებში, მას შემდეგ ცხოვრობს უ-------ში, არ ჩამოსულა მშობლების დაკრძალვაზე, არ უცხოვრია სადავო სახლში. ამდენად, მოპასუხემ, მოსარჩელის მოთხოვნის საპირისპიროდ წარმოადგინა კვალიფიციური და დასაბუთებული შედავება, რითაც შეძლო ვ-------------------ის მიერ მითითებული გარემოებების უარყოფა.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-------------------ს მამკვიდრებლის, ა-----------------ის სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით არ მიუღია, შესაბამისად არ არსებობს სადავო ქონებაზე მისი მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.2. რაც შეეხება მოპასუხისა მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლზე, იგი გამოიყენება კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013), რის გამოც ამ მხრივ მოპასუხის მითითება სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია – მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. ეს დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (მაგალითად, იხ: 2014 წლის 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-2013).
6.3. სადავო სამკვიდრო მოწმობის გაცემისას მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, ვ-------------------ი არ წარმოადგენს ა-----------------ის სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეს, შესაბამისად არ არსებობს ნოტარიუს ნ-----–-------ის მიერ რ------–------------ის სახელზე 2009 წლის 06 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ვ-------------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საერთო ჯამში - 800 ლარი, უნდა ჩაითვალოს გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, რ------–------------ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, ქ------------–---------------, საკადასტრო კოდი #0-.1-.0-.0--.0-- ½ ნაწილის გასხვისება და უფლებრივად, სახელდობრ, იპოთეკით, უზურფრიქტით, სერვიტუტით დატვირთვა;
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 41-ე, 55-ე, 1991, 243-ე- 244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:
2. მოსარჩელეს უარი ეთქვას 2009 წლის 21 დეკემბერს ნოტარიუს ნ-----–-------ის მიერ ა-----------------ის სამკვიდრო ქონებაზე, შვილის რ------–------------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის, რეესტრის #2---, ½ ნაწილში ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც რ------–------------ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, ქ------------–---------------, საკადასტრო კოდი #0-.1-.0-.0--.0-- ½ ნაწილის გასხვისება და უფლებრივად, სახელდობრ, იპოთეკით, უზურფრიქტით, სერვიტუტით დატვირთვა;
4. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლელა ცანავა