გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2019
საქმის ნომერი
330210018002607809
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/25393-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა ცანავა

სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი

მოსარჩელეები - ნ-----–----–---------ი, დ-------–---------ი

წარმომადგენელი - ე-–---------------–---–ი, ნ-------------ე

მოპასუხე - თ-------–--------ი

მოპასუხე - ი------------–-–---–ი

წარმომადგენელი - დ-------------–-–---–ი

დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 1--- წლის 1--------ს გარდაცვლილი გ---------–--------ის სამკვიდრო ქონების მიღების ვადის გაგრძელება უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.თბილისი, ჯ----------–------------.

 

1.2. თ----- და რ-------–----------ის სახელზე 2--- წლის 2-------------ს გაცემული სამკვიდრო მოწმობაში (#1--------) ცვლილებების შეტანა უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, ჯ----------–-------------ში, ალ------------–---------ის კუთვნილ - 1/3 ნაწილში.

 

1.3. ნ-----–----–---------ის და დ-------–---------ის ცნობა, გ---------–--------ის დანაშთი ქონებიდან მდებარე: ქ.თბილისი, ჯ----------–-------------ში, ალ------------–---------ის კუთვნილი 1/3 წილიდან, 1/6 და 1/6 წილების მემკვიდრეებად და მესაკუთრეებად.

 

სარჩელის საფუძვლები :

 

ქ. თბილისში, ჯ----------–-------------ში მდებარე უძრავი ქონება, ტექ. ბიუროს არქივის მონაცემებით აღრიცხულია აწ განსვენებულ - გ---------–--------ის სახელზე. გ---------–--------ი გარდაიცვალა 1--- წლის 1--------ს. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. გ---------–--------ს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე: თ--------–--------ი, რ--------–--------ი, რომელიც გარდაიცვალა 2--- წლის 1---------ს, ხოლოა მისი უფლებამონაცვლე გახდა მეუღლე - ი------------–-–---–ი და ალ------------–---------ი, რომლის შვილი დ-------–---------ი და მეუღლე ნ-----–----–---------ი წარმოადგენენ მოსარჩელეებს.

 

თ-------–--------მა და რ-------–--------მა მიიღეს გ---------–--------ის სამკვიდრო ქონება, ისე, რომ ნოტარიუსს არ განუცხადეს მესამე პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის თაობაზე. ალ------------–---------ს ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა მამის სამკვიდრო. ის დაიბადა, ცხოვრობდა და გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო მამის დანატოვარ სადავო უძრავ ქონებაში. ასევე აღნიშნულ მისამართზე დღემდე ცხოვრობენ ალ------------–---------ის მემკვიდრეები, მათთვის ახლახან გახდა ცნობილი, რომ თ----- და რ-------–----------ს აღებული ჰქონდათ სამკვიდრო მოწმობა. გ---------–--------ის სამივე შვილი და მათი მემკვიდრეები ფლობენ და განკარგავენ თავიანთ წილებს სადავო უძრავ ქონებაში. ალ------------–---------ი გარაიდცვალა 2--- წლის 0---------ს. მისი პირველი რიგის მემკვიდრეები შვილი დ-------–---------ი რეგისტრირებულია მამკვიდრებლის მისამართზე 1--- წლიდან, სრულწლოვანების მიღწევიდან, ხოლო მეუღლე ნ-----–----–---------ი რეგისტრირებულია 1--- წლიდან. მათ სურთ მიიღონ გ---------–--------ის სამკვიდრო წილიდან, ალ------------–---------ის კუთვნილი 1/3 წილი, რომელშიც მოსარჩელეების კუთვნილება იქნება 1/6 და 1/6 წილი.

 

სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1430-ე, 1426-ე, მუხლები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი (იხილეთ ს. ფ 1-15);

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე ი------------–-–---–ი დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ ის არის 2--- წლის 1---------ს გარდაცვლილი რ-------–--------ის უფლებამინაცვლე, მისი პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე. მან სამკვიდრო მიიღო რ-------–--------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ჯ----------–------------. ი------------–-–---–ი თანახმაა ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ნ--------–--ის მიერ, 2--- წლის 2-------------ს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში N1--------, რომლის თანახმად თ----- და რ-------–----------ი არიან მამკვიდრებლის - გ---------–--------ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები, როგორც შვილები და მოსარჩელეები ცნობილი უნდა იქნენ გ---------–--------ის დანაშთი ქონებიდან, ალ------------–---------ის კუთვნილ 1/3 წილზე მემკვიდრეებად და მესაკუთრეებად. მოსარჩელეები ოდითგანვე ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ აღნიშნულ მისამართზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შესაგებელი (იხილეთ ს. ფ. 75-83)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 1-----------–ის გარდაცვალების მოწმობის მიხედვით გ---------–--------ი გარდაიცვალა 1--- წლის 1------ს, ქ.თბილისში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 43)

-მოსარჩელის ახსნა- განმატრება (იხ.სარჩელი, სხდომის ოქმი)

 

3.1.2 2--- წლის 2------------ს გაცემული დაბადების მოწმობის მიხედვით ალ------------–---------ი (პ/ნ:0----------) დაიბადა 1--- წლის 1-------------ს, ქ. თბილისში, მამა - გ---------–---------ი, დედა - ა----–---------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-დაბადების მოწმობა (ს.ფ 2-).

 

3.1.3. 2--- წლის 0--------ის გარდაცავალების მოწმობის მიხედვით, ალ------------–---------ი გარდაიცვლა 2--- წლის 0---------ს, ქ.თბილისში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.22)

 

3.1.4. 2--- წლის 0-----------ის დაბადების მოწმობის მიხედვით დ-------–---------ი (პ/ნ: 0----------) დაიბადა 1--- წლის 0------------–ს, რ------------------–--ში, ი–----ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-დაბადების მოწმობა (ს.ფ.2-).

 

3.1.5. 2--- წლის 2-------ს გაცემული ქორწინების მოწმობის თანახმად ნ-----–------–--ა დაბადებული 1--- წლის 3---------ს და ალ------------–---------ი დაბადებული 1--- წლის 1-------------ს, დაქორწინდნენ 1--- წლის2---------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქორწინების მოწმობა (ს.ფ 25)

 

3.1.6 2--- წლის 1------------ის გარდაცვალების მოწმობის თანახმად რ-------–--------ი გარდაიცვალა 2--- წლის 1---------ს, ს----------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ 64)

 

3.1.7. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 0-------ის წერილის თანახმად, ალ------------–---------ის დაბადების აქტის N1--- ჩანაწერი რეგისტრირებულია 1--- წლის 2--------------ს თბილისის ნაძალადევის რაიონის მმაჩის განყოფილებაში შემდეგი მონაცემებით: ბავშვი- ალ------------–---------ი, მამა - გ---------–---------ი, დედა ა--------–ის ასული ლ---------ი. შევიდა ცვლილება 2-.0-.1---წ. ბავშვის მშობლების გვარში, გვარი - ,,ლ---------“ გვარით ,,ლ-------–---–-“, ხოლო 2-.1-.2---წ. შეიცვალა ბავშვის და მშობლების გვარი ,,ლ-------–---–-“ გვარით ,,ლ---------ი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობა (ს.ფ 48)

 

3.1.8 2--- წლის 2- ნ-------ის, გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ა-–----------, გ-------, დ--------–-------–---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაევალა თბილისის საროს N- განყოფილებას შეეტანა ცვლილება ა-–----------, გ------- და დ-------–-------–---–ების სამოაქლაქო აქტების ჩანაწერში და გვარი ლ-------–---–- შესწორდა ლ---------ით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ 49-51)

 

3.1.9 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 0--------–ის ცნობით, გ---------–--------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მდებარე: ქ.თბილისი, ჯ----------–------------ რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა (ს.ფ 52)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ნოტარიუს ნ--------–--ემ 2--- წლის 2-------------ს გასცა სამკვიდრო მოწმობა N1--------, რომლის თანახმად თ----- და რ-------–----------ი არიან მამკვიდრებლის - გ---------–--------ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები, როგორც შვილები. სამკვიდრო ქონება მოიცავდა გარდაცვლილი მამკვიდრებლის გ---------–--------ის კუთვნილ ქონებას, მდებარე: ქ.თბილისი, ჯ----------–-------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნოტარიუს ნ--------–--ემ 2--- წლის 2-------------ს გასცა სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.16-18);

 

3.2.2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2-.0-.2--- წელს გაცემული ინფორმაციით, ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი გ------- ა-------ს ზე ლ---------ს სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2-/0-.2--- წელს გაცემული ინფორმაცია (ს.ფ.19);

 

3.2.3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2-/0-/2--- წელს გაცემული ინფორმაციით, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებულია ჩანაწერები 1--- წლის 1--------ს გარდაცვლილი გ---------–--------ის დანაშთი ქონების თაობაზე, შემდეგი სახით: 1. 2--- წლის 2-------------ს ნატარიუს ნ------–----ის მიერ დამოწმებულია საკმვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება. 2. 2--- წლის 2-------------ს ნოტარიუს ნ--------–--ის მიერ გაცემულია კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2-.0-.2--- წელს გაცემული ინფორმაცია (ს.ფ.20).

 

3.2.4. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2--- წლის 0-----–--ის საინფორმაციო ბარათის მიხედვით დ-------–---------ი რეგისტრირებულია აქტიურ მისამართზე, საქართველო, ქალაქი თბილისი, ჯ--------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ცნობა (ს.ფ. 33)

 

3.2.5. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2--- წლის 1-----–--ის საინფორმაციო ბარათის მიხედვით ალ------------–---------ი რეგისტრირებულია აქტიურ მისამართზე, საქართველო, ქალაქი თბილისი, ჯ----------–-------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ცნობა (ს.ფ. 38)

 

3.2.6 თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის 1-.0-.2--- წლის ცნობის მიხედვით მისამართი: ჯ----------–---------, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, საერთო ფართი 693კვ.მ, ირიცხება გ---------–--------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის ცნობა (ს.ფ.41)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ლ--------------ე მამკვიდრებელთან მის გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე ეწეოდა საერთო საოჯახო საქმიანობას და ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კ--------------ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 1503-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელეებმა ნ-----–----–---------მა და დ-------–---------მა, თ-------–--------ის და ი------------–-–---–ის მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და ამავე ქონებაზე მემკვიდრეებად და მესაკუთრეებად ცნობა მოითხოვეს კანონისმიერ მემკვიდრეობით სამართლებრივ საფუძველზე მითითებით, როგორც აწ გარდაცვლილი გ---------–--------ის შვილის ალ------------–---------ის პირველი რიგის მემკვიდრეებმა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში გ---------–--------ის გარდაცვალებით სამკვიდრო გაიხსნა 1--- წლის 1--------ს. მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას შეადგენდა უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, ჯ----------–------------.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

გ---------–--------ის გარდაცვალებისას მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ შვილები: თ--------–--------ი, რ--------–--------ი და ალ------------–---------ი (დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ შეეცვალა გვარი ,,ლ---------“ გვარით - ,,ლ-------–---–-“, ხოლო შემდგომ გვარით - ,,ლ---------ი“). ნოტარიუს ნ--------–--ის მიერ 2-.0-.2--- წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის #1-------- მიხედვით ირკვევა, რომ თ-------–--------მა და რ-------–--------მა თანაბარწილად მემკვიდრეობით მიიღეს მამკვიდრებლის - გ---------–--------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, ჯ----------–------------, ხოლო 2--- წლის 1-------------ს ნოტარიუს ნ--------–--ის მიერ გაცემული #1-------- სამკვიდრო მოწმობის მიხედვით ირკვევა, რომ რ-------–--------ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს მოპასუხე ი------------–-–---–ი. ალ------------–---------ი გარდაიცვალა 2--- წლის 0---------ს, ხოლო ალ------------–---------ის პირველი რიგის მემკვიდრეს, მოსარჩელე - დ-------–---------ს სანოტარო ორგანოში სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ განცხადებით არ მიუმართავს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების მოთხოვნის წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს, არამედ ადგენს 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს 1421-ე და 1424-ე მუხლებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და გარანტირებულია მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება. ამასთან აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური და ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით ამ უფლებაში ჩარევა დაშვებულია კანონით პირდაპირ გათვალისწინებული ლეგიტიმური საფუძვლით. მემკვიდრეობის გზით ქონების მიღებასთან დაკავშირებით ასეთი სპეციალური წესია განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას და მიუთითებს, რომ სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ითვალისწინებს სამკვიდროს მიღების ორ ალტერნატიულ გზას და მემკვიდრეს ანიჭებს უფლებას აირჩიოს ერთერთი - ან მიმართოს სანოტარო ორგანოს განცხადებით, ან ფაქტობრივად დაეუფლოს სამკვიდროს. მემკვიდრეს უფლება აქვს ორივე მოქმედება განახორციელოს, მაგრამ ერთერთის განხორციელებასაც კანონმდებელი საკმარისად მიიჩნევს შესაბამისი სამართლებრივი შედეგისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებას შეაფასოს მხარის მიერ ვადის გაშვების საფუძვლად მითითებული გარემოება მისი საპატიო ან არასაპატიო ხასიათის კუთხით. თავად კანონმდებელი საპატიოდ გარემოების მიჩნევის, ან ასეთად მის განხილვაზე უარის თქმის კრიტერიუმებს არ განსაზღვრავს, მას შეფასებით კატეგორიად აღიარებს და სასამართლოს ანიჭებს უფლებას, თითოეული შემთხვევა კონკრეტული ფაქტების საფუძველზე გადაწყვიტოს. მაგრამ ამასთან სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების მიზეზის ხასიათის შეფასების ორი მნივნელოვანი კრიტერიუმი უნდა გამოიყოს: პირველი - მემკვიდრემ იცოდა თუ არა, და შეეძლო თუ არა სცოდონოდა სამკვიდროს გახსნის შესახებ; და მეორე - ის მიზეზი, რომელზე მითითებითაც მხარემ ვადა გაუშვა (და რომლის აღიარებასაც მოითხოვს საპატიოდ) აღმოფხვრილია თუ არა სასამართლოსათვის მიმართვის დროისათვის.

 

იმის დასადგენად, გადააცილა თუ არა საპატიო მიზეზით მხარემ კანონით დადგენილ ვადას, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ სამკვიდროს მისაღებად დადგენილ დროში სანოტარო ორგანოსათვის მიმართვის ან ქონების დაუფლების შეუძლებლობის ფაქტი, არამედ იმ ვადის საპატიოობაც, რომლითაც მან გადააცილა ამ მოქმედებათა განხორციელების ვადას. (იხ.სუსგ #ას-177-167-2011, 7 ივლისი, 2011 წელი)

 

ამასთან, ვადის გაშვება განპირობებული უნდა იყოს არა სამკვიდროს მიღების ნების არარსებობით, არამედ ასეთი ნების სათანადო წესით გამოხატვის შეუძლებლობით. კონკრეტული ფორმით ნების გამოხატვის შეუძლებლობა შეიძლება განპირობებული იყოს როგორც ობიექტური ფაქტორებით, ასევე პირის სუბიექტური დამოკიდებულებით სამკვიდრო ქონებისადმი, თუ სამკვიდრო მასის მახასიათებლებისადმი. ნება შინაგანი, სუბიექტური კომპონენტია და იურიდიული ძალის მატარებელი მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც დასრულდება მისი ობიექტურად შეცნობადად გამოხატვის პროცესი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

მოპასუხე ი------------–-–---–ის წარმომადგენელმა საქმის მომზადების ეტაპზე ცნო სარჩელი ნ-----–----–---------ის და დ-------–---------ის მიერ გ---------–--------ის სამკვიდროს მიღების ვადის გაგრელების და ამავე ქონებაზე მემკვიდრეებად და მესაკუთრეებად ცნობის თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

მოპასუხე ი------------–-–---–მა სარჩელი ცნო საქმის მომზადების ეტაპზე, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილისა.

 

მოპასუხე თ-------–--------ს, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მისთვის ცნობილია სასარჩელო მოთხოვნა და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, როგორც სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, ასევე, სასამართლო უწყება ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მას სასამართლოში საწინააღმდეგო პოზიცია (შესაგებელი) არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე და 2321 -ე მუხლებით აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე ადასტურებს იმას, რომ იგი არ ეწინააღმდეგება სასარჩელო მოთხოვნას და მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ნაწილში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა იქნას მიჩნეული, ხოლო რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რაც სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებულ ეჭვს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების საპირისპიროდ, სასამართლოში წარდმოგენილი არ არის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე, არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეს მიიღონ მოწმობა დანარჩენ ნაწილზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ---------–--------ის სამკვიდრო მიღებული აქვთ მის კანონისმიერ მემკვიდრეებს თ-------–--------ს და რ-------–--------ს, რომლის პირველი რიგის მემკვიდრეა მოპასუხე ი------------–-–---–ი, შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ დ-------–--------ს და ნ-----–----–--------ს უნდა აღუდგეს სამკვიდროს მიღების ვადა, ცვლილება უნდა შევიდეს თ----- და რ-------–----------ის სახელზე 2--- წლის 2-------------ს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (#1--------) უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ჯ----------–-------------ში გ---------–--------ის პირველი რიგის მემკვიდრის - ალ------------–---------ის კუთვნილ - 1/3 ნაწილში და ნ-----–----–---------ი და დ-------–---------ი ცნობილი იქნან გ---------–--------ის დანაშთი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, ჯ----------–-------------ში, გ---------–--------ის პირველი რიგის მემკვიდრის - ალ------------–---------ის კუთვნილი 1/3 წილიდან, 1/6 და 1/6 წილების მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ 2-.0-.2---წ. გადახდილია სარჩელთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის, 1-.0-.2---წ. - 480 ლარის და 2-.0-.2---წ. - 255 ლარის, სულ 855 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხე ი------------–-–---–მა სარჩელი ცნო სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე, ამიტომ უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებისგან, ხოლო მოპასუხე თ-------–--------ს მოსარჩელეების ნ-----–----–---------ის და დ-------–---------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 855 ლარის გადახდა.

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნ-----–----–---------ის და დ-------–---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ;

 

2. ნ-----–----–---------ს და დ-------–---------ს აღუდგეთ გ---------–--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღების ვადა, ქ. თბილისში, ჯ----------–-------------ში მდებარე უძრავი ქონების, გ---------–--------ის პირველი რიგის მემკვიდრის - ალ------------–---------ის კუთვნილი 1/3 წილიდან, 1/6 და 1/6 წილებზე.

 

3. ცვლილება შევიდეს თ----- და რ-------–----------ის სახელზე 2--- წლის 2-------------ს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (#1--------) უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ჯ----------–-------------ში, გ---------–--------ის პირველი რიგის მემკვიდრის - ალ------------–---------ის კუთვნილ - 1/3 ნაწილში.

 

4. ნ-----–----–---------ი და დ-------–---------ი ცნობილი იქნან გ---------–--------ის დანაშთი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, ჯ----------–-------------ში, გ---------–--------ის პირველი რიგის მემკვიდრის - ალ------------–---------ის კუთვნილი 1/3 წილიდან, 1/6 და 1/6 წილების მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

 

5. თ-------–--------ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელეების ნ-----–----–---------ის (პ/ნ 0----------) და დ-------–---------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 855 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლელა ცანავა