გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.11.2018
საქმის ნომერი
330210117002225365
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/36005-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ნოემბერი, 2018წ. ქ.თბილისი

სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე - ე-–---------------ა

წარმომადგენელი - მ---------------ე, ქ-------------–---–ი

მოპასუხე - ს---------------–ი, რ----------------–ი

არასრულწლოვან ს---------------–ის კანონიერი წარმომადგენელი - ნ---------ე

არასრულწლოვან რ----------------–ის კანონიერი წარმომადგენელი - ს--------------–--–--ა

წარმომადგენლები - ო-------------–---–ი, დ-----------–--ე, ა----------------ი, ქ------------------ე

მოპასუხე - ლ--–----------–---–ი

არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2016 წლის 29 თებერვალს გარდაცვლილ (გარდაცვალების მოწმობა VII-მიუ #575680) რ------------------–ის სამკვიდრო ქონებაზე, ნოტარიუს თამილა გოგატიშვილის მიერ, 2016 წლის 07 ნოემბერს, სოფო და რ----------------–ების სახელზე გაცემული (რეგისტრაციის #161277704) სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა - სოფო და რ----------------–ების კუთვნილი 3/4 წილიდან 1/8 ნაწილში.

 

1.2. ე-–----------------ას მესაკუთრედ ცნობა, საჯარო რეესტრში რ----------------–ის (პ/ნ 0----------) და ს---------------–ის (პ/ნ 0----------) სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავ ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ე--–--ს ქუჩა, #- საკადასტრო კოდი: 01.12.0-.0--.0--.01.5-- - კუთვნილი 3/4 წილიდან 1/8 ნაწილზე, თითოეულის სახელზე რეგისტრირებული წილიდან 1/16 ნაწილზე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ზ-------------–ი, რომელიც იყო საქართველოს მოქალაქე, 2014 წლის სექტემბრის თვეში სამკურნალოდ წავიდა რუსეთის ფედერაციაში, ქ.მოსკოვში, სადაც გარდაიცვალა. მას დარჩა პირველი რიგის ოთხი მემკვიდრე: შვილები - სოფო და რ----------------–ები, დედა - ლ--–----------–---–ი და მამა - რ------------------–ი. გარდაცვალებამდე ზ-------------–ის საკუთრებაში ირიცხებოდა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ.თბილისში, ე--–--ს ქუჩა N--ში, მოსარჩელე ე-–---------------ა 2006 წლის 22 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ-------------–ის მამასთან - რ------------------–თან, რაც დასტურდება მოსკოვის ოლქის მმაჩის განყოფილების მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ქორწინების მოწმობით. ე-–---------------ას და რ------------------–ს საერთო შვილი არ ჰყოლიათ. ზ-------------–ის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, 2016 წლის 29 თებერვალს ასევე გარდაიცვალა რ------------------–ი, ე-–---------------ას კანონიერი მეუღლე.

 

2014 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილი ზ-------------–ის სამკვიდრო ქონებაზე სამემკვიდრეო საქმე გაიხსნა ქ.თბილისში, თამილა გოგატიშვილის სანოტარო ბიუროში 2015 წლის მაისში. ნოტარიუსის მიერ აღნიშნულ სამკვიდრო ქონებაზე გაიცა სამი სამკვიდრო მოწმობა: 1. 2015 წლის 20 მაისის სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის N150515767, რომლის საფუძველზე ქ.თბილისში, ე--–--ს ქ.N--ში, საკადასტრო კოდი 01.12.0-.11.0-- საცხოვრებელი ბინის 1/2 საკუთრებაში მიიღეს გარდაცვლილის შვილებმა სოფო და რ----------------–ებმა, ხოლო 1/2 ნაწილი დარჩა ღიად, კვლავ გარდაცვლილი ზ-------------–ის სახელზე. 2. 2016 წლის 29 ივნისის სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის N 160710645, რომლის საფუძველზე ქ.თბილისში, ე--–--ს ქუჩა N--ში, საკადასტრო კოდი 01.12.0-.11.0-- საცხოვრებელი ბინის ღიად დარჩენილი 1/2 წილიდან 1/2, რაც შეადგენს მთლიანი ქონების 1/4-ს, საკუთრებაში მიიღო გარდაცვლილის დედამ - ლ--–----------–---–მა, ხოლო მთლიანი ქონების 1/4 ნაწილი კვლავ დარჩა ღიად გარდაცვლილის სახელზე. 3. 2016 წლის 07 ნოემბერს შედგენილი სანოტარო აქტით, რეგისტრაციის N161277704, გაიცა სამკვიდრო მოწმობა 2014 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილი ზ-------------–ის სამკვიდრო ქონების იმ წილზე, რაც ფაქტობრივად მიიღო რ------------------–მა, თუმცა ვერ მოხდა ქონების რობიზონ არაბულის სახელზე დარეგისტრირება, რადგან 2016 წლის 29 თებერვალს იგი გარდაიცვალა. ამის საფუძველზე მთლიანი ქონების ღიად დარჩენილი 1/4 ნაწილიც დამატებით მიიღეს ზ-------------–ის შვილებმა - სოფო და რ----------------–ებმა. აღნიშნულ სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ გარდაცვლილი რ------------------–ის შვილიშვილები - სოფო და რ----------------–ები თანასწორ წილში არიან გარდაცვლილი პაპის - რ------------------–ის მემკვიდრეები. ამავე სამკვიდრო მოწმობაში ასევე მითითებულია, რომ თავის მხრივ 2016 წლის 29 თებერვალს გარდაცვლილმა რ------------------–მა 2014 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილი შვილის ზ-------------–ის სამკვიდრო ქონება მიიღო, თუმცა გარდაცვალების გამო ვერ მოასწრო ქონების თავის სახელზე დარეგისტრირება. სამკვიდრო ქონება შეადგენს საცხოვრებელი სახლის 1.00/8.00 წილიდან 1/4 წილს, მდებარე ქ.თბილისი, ე--–--ს ქ. N-, საკადასტრო კოდი N01.12.0-.0--.0--.01.5--. შესაბამისად, აღნიშნული სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე 2014 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილი ზ-------------–ის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი ბინა მემკვიდრეებს შორის განაწილდა შემდეგნაირად: 1/4 ნაწილი - ლ--–----------–---–ი, 3/4 ნაწილი რობიკო და ს---------------–ები. მოსარჩელე ე-–---------------ას მიაჩნია, რომ აღნიშნული ქონების მემკვიდრეებს შორის განაწილების დროს დარღვეული იქნა ე-–---------------ას უფლება მემკვიდრეობის მიღების შესახებ. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილი ზ-------------–ის სამკვიდრო ქონება თანაბარწილად ეკუთვნოდა პირველი რიგის ოთხივე მემკვიდრეს: შვილებს - სოფო და რ----------------–ებს, დედა - ლ--–----------–---–ს და მამა - რ------------------–ს, თითოეულს 1/4 წილის ოდენობით. ვინაიდან სოფო და რ----------------–ებმა და ლ--–----------–---–მა აღნიშნული სამკვიდრო ქონებიდან მიიღეს თავიანთი კუთვნილი წილები, თითოეულმა 1/4 წილი, 2014 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილი ზ-------------–ის სამკვიდრო ქონების ღიად დარჩენილი 1/4 წილი, რაც ფაქტობრივად მიიღო რ------------------–მა, სოფო და რ----------------–ებთან ერთად ეკუთვნის ასევე ე-–---------------ას, როგორც რ------------------–ის პირველი რიგის მემკვიდრეს.

 

მოსარჩელე ელენე ნ----------ამ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა და ფაქტობრივი ფლობით მიიღო გარდაცვლილი რ------------------–ის მემკვიდრეობა რუსეთის ფედერაციაში. შესაბამისად, მის სახელზე ქ.მოსკოვში 2016 წლის 30 სექტემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობები: 1.N77Aაბ,1165978, რეგ. 1-1871 2.N77 აბ,1165979, რეგ. 1-1873 3. N77Aაბ, 1165980, რეგ. 1-1875, რის საფუძველზეც მოსარჩელეს სურს მიიღოს გარდაცვლილი მეუღლის - რ------------------–ის მემკვიდრეობა, კუთვნილი წილი საქართველოშიც.

 

საქართვეოლოში მემკვიდრეობის მისაღებად 2017 წლის ივლისის თვეში ე-–---------------ამ განცხადებებით მიმართა ქ.თბილისში თამილა გოგატიშვილის სანოტარო ბიუროს, რომლის წარმოებაშიც იყო 2014 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილი ზ-------------–ის სამემკვიდრეო საქმე. ნოტარიუსის მიერ მოსარჩელეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის 2017 წლის 25 ივლისის დადგენილებაში კი მიეთითა, რომ "ე.ნ----------ას უარი ეთქვა 2016 წლის 29 თებერვალს გარდაცვლილი მეუღლის რ------------------–ის დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღებაზე იმ მოტივით, რომ ე-–---------------ას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის სამკვიდროს მისაღებად". აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელე განმარტავს, რომ სამემკვიდრეო წესის მიხედვით, თუ მემკვიდრე შეუდგა სამკვიდრო ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამდენად, ე-–---------------ა იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის რობიკო და ს---------------–ების სახელზე 2016 წლის 07 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის N161277704) ნაწილობრივ ბათილად ცნობის და გარდაცვლილი მეუღლის - რ------------------–ის 1/4 წილ სამკვიდრო ქონებაზე - მის კუთვნილ წილზე მესაკუთრედ აღიარების შესახებ.

 

აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, სადავო ქონების - გარდაცვლილი ზ-------------–ის დანაშთი ქონების მდებარე ქ.თბილისი, ე--–--ს ქუჩა N--ში მდებარე ბინის 1/4 წილის ღირებულება შეადგენს 49 000 (ორმოცდაცხრა ათასი) ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა, ს---------------–მა და და რ----------------–მა სარჩელი არ ცნეს.

 

მათი განმარტებით, ზ-------------–ის ცოცხლად დარჩენილ პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ მისი შვილები - სოფო და რ----------------–ები, დედა - ლ--–----------–---–ი და მამა - რ------------------–ი. სოფო და რ----------------–ებმა კანონით განსაზღვრულ ვადაში და წესით მიმართეს ნოტარიუსს მამკვიდრებლის - ზ-------------–ის დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღების მიზნით, რის საფუძველზეც მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე 2015 წლის 20 მაისს გაიცა სამკვიდრო მოწმობა - სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N150515767. მოპასუხების განმარტებით, აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე სოფო და რ----------------–ებმა, როგორც ზ-------------–ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა, მამკვიდრებლის დანაშთი ქონებიდან საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონების 1/2 წილი, საიდანაც პროპორციულად თითოეულის მემკვიდრის წილი განისაზღვრა სამკვიდრო ქონების 1/4 წილის ოდენობით. ზ-------------–ის დანაშთი ქონებიდან მთლიანი სამკვიდრო ქონების 1/4 ნაწილი საკუთრებაში მიიღო ლ--–----------–---–მა, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ. სამკვიდრო ქონების კანონმდებლობით განსაზღვრული წესით მიღების შემდგომ ზ-------------–ის მემკვიდრეებმა, როგორც სოფო და რ----------------–ებმა, ასევე ლ--–----------–---–მა სამკვიდრო ქონებაზე თავიანთი საკუთრების უფლება, სამკვიდრო მოწმობებით განსაზღვრული წილების შესაბამისად, დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. მოპასუხეები მიუთითებენ, რომ საბოლოოდ 2014 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილი ზ-------------–ის დანაშთ ქონებაზე საკუთრების უფლება, კანონის ფარგლებში, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემდეგი მოცულობით - უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, ე--–--ს ქუჩა N-3ში (საკადასტრო კოდი N01.12.0-.11.0--.01.5--) 3/4 ნაწილის მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ სოფო და რ----------------–ები თანაბარი წილობრიობით, ხოლო 1/4 ნაწილის მესაკუთრედ კი დარეგისტრირდა ლ--–----------–---–ი. შესაგებელში მოპასუხეები აღნიშნავენ, რომ რ------------------–ის გარდაცვალების დროისთვის ე-–---------------ასთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ რ------------------–მა მისი შვილის ზ-------------–ის გარდაცვალების შემდგომ, ს---------------–თან, რ----------------–თან და ლ--–----------–---–თან ერთად მემკვიდრეობით მიიღო ზ-------------–ის დანაშთი ქონებიდან 1/4 ნაწილი, რომლის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაცია რ------------------–ს არ განუხორციელებია. აღნიშნულის მიუხედავად, ე-–---------------ას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით - დადგენილ ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის და არც მფლობელობით არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას. შესაბამისად, მას კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში სურვილი არ გამოუთქვამს სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით. ე-–---------------ამ კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს რ------------------–ის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მიზნით. ნოტარიუსის მიერ მოსარჩელეს განემარტა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში მას არ მიუმართავს სამკვიდროს მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ხოლო სამკვიდრო მოწმობა ქ.თბილისში, ე--–--ს ქუჩა N--ში მდებარე ქონებაზე უკვე გაცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის საფუძველზეც ე-–---------------ას სრულიად კანონიერი საფუძვლით ეთქვა უარი მემკვიდრეობის მიღებაზე. მოპასუხეები ასევე აღნიშნავენ, რომ სადავო ქონება წილობრივად არ შეადგენს მთელი სამკვიდრო ქონების 1/4 ნაწილს, ვინაიდან რ------------------–ის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ ზ-------------–ის შვილები, რომლებსაც წილობრივად თანაბრად ეკუთვნოდათ სამკვვიდრო ქონებიდან ზ-------------–ის მემკვიდრეობით მისაღები კუთვნილი წილი.

 

2.2. მოპასუხე ლ--–----------–---–მა არ წარმოადგინა პასუხი (შესაგებელი) ე-–----------------ას სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, ლ--–----------–---–ი სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დაეთანხმა სარჩელს.

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ზ-------------–ი გარდაიცვალა 2014 წლის 24 სექტემბერს, რომლის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ე--–--ს ქუჩა N-, საკადასტრო კოდი N01.12.0-.11.0--.01.5-- 1.00/8.00 წილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ქონების ცნობა-დახასიათება (ს.ფ.61-63)

- ზ-------------–ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 30)

 

3.1.2. ე-–---------------ა 2006 წლის 22 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ-------------–ის მამასთან - რ------------------–თან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 24-25)

 

3.1.3. რ------------------–ი გარდაიცვალა 2016 წლის 28 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რ------------------–ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 27-28)

 

3.1.4. 2014 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილი ზ-------------–ის სამკვიდრო ქონებაზე სამემკვიდრეო საქმე გაიხსნა ქ.თბილისში, თამილა გოგატიშვილის სანოტარო ბიუროში 2015 წლის მაისში. ნოტარიუსის მიერ აღნიშნულ სამკვიდრო ქონებაზე გაიცა სამი სამკვიდრო მოწმობა:

1. 2015 წლის 20 მაისის სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის N150515767, რომლის საფუძველზე ქ.თბილისში, ე--–--ს ქ.N--ში, საკადასტრო კოდი 01.12.0-.11.0-- საცხოვრებელი ბინის 1/2 საკუთრებაში მიიღეს გარდაცვლილის შვილებმა სოფო და რ----------------–ებმა, ხოლო 1/2 ნაწილი დარჩა ღიად, კვლავ გარდაცვლილი ზ-------------–ის სახელზე.

2. 2016 წლის 29 ივნისის სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის N 160710645, რომლის საფუძველზე ქ.თბილისში, ე--–--ს ქუჩა N--ში, საკადასტრო კოდი 01.12.0-.11.0-- საცხოვრებელი ბინის ღიად დარჩენილი 1/2 წილიდან 1/2, რაც შეადგენს მთლიანი ქონების 1/4-ს, საკუთრებაში მიიღო გარდაცვლილის დედამ - ლ--–----------–---–მა, ხოლო მთლიანი ქონების 1/4 ნაწილი კვლავ დარჩა ღიად გარდაცვლილის სახელზე.

3. 2016 წლის 07 ნოემბერს შედგენილი სანოტარო აქტით, რეგისტრაციის N161277704, გაიცა სამკვიდრო მოწმობა 2014 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილი ზ-------------–ის სამკვიდრო ქონების იმ წილზე, რაც ფაქტობრივად მიიღო რ------------------–მა, თუმცა ვერ მოხდა ქონების რ------------------–ის სახელზე დარეგისტრირება, რადგან 2016 წლის 29 თებერვალს იგი გარდაიცვალა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა N150515767 (ს.ფ. 57-58)

- სამკვიდრო მოწმობა N160710645 (ს.ფ. 59-60)

- სამკვიდრო მოწმობა N161277704 (ს.ფ. 31-33)

- რ------------------–ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 27-28)

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 29 თებერვალს გარდაცვლილი რ------------------–ის სამკვიდრო ქონებას საქართველოში შეადგენდა: ქ.თბილისში, ე--–--ს ქ.#--ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 01.12.0-.0--.0--.01.5--) 1.00/8.00 წილის 1/4 ნაწილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 07.11.2016წ. სანოტარო აქტი (ს.ფ. 31)

 

3.2.2. საქართვეოლოში მემკვიდრეობის მისაღებად 2017 წლის ივლისის თვეში ე-–---------------ამ განცხადებებით მიმართა ქ.თბილისში თამილა გოგატიშვილის სანოტარო ბიუროს, ნოტარიუსის მიერ მოსარჩელეს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე - გარდაცვლილი მეუღლის რ------------------–ის დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღებაზე იმ მოტივით, რომ ე-–---------------ას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის სამკვიდროს მისაღებად".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის დადგენილება (ს.ფ. 49-51)

 

3.2.3. აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, სადავო ქონების 1/4 ნაწილის ღირებულება შეადგენს 49 000 (ორმოცდაცხრა ათასი) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უძრავი ქონების შეფასების დასკვნა (ს.ფ. 66-70)

 

3.2.4. მოსარჩელე ელენე ნ----------ამ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა ნოტარიუსს და ფაქტობრივი ფლობით მიიღო გარდაცვლილი რ------------------–ის მემკვიდრეობა რუსეთის ფედერაციაში, მის სახელზე ქ.მოსკოვში 2016 წლის 30 სექტემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობები: 1.N77Aაბ,1165978, რეგ. 1-1871 2.N77 აბ,1165979, რეგ. 1-1873 3. N77Aაბ, 1165980, რეგ. 1-1875. რაც ადასტურებს, რომ ელენე ნესტოროვას მიღებული აქვს 2014 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილი ზ-------------–ის სამკვიდრო ქონების წილი საქართველოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკუთრების უფლების მოწმობა N77Aაბ,1165978, რეგ. 1-1871 (ს.ფ. 38)

- სამკვიდრო მოწმობა N77 აბ,1165979, რეგ. 1-1873 (ს.ფ 42)

- სამკვიდრო მოწმობა N77Aაბ, 1165980, რეგ. 1-1875 (ს.ფ. 46)

 

სასამართლო, ფაქტობრივი გარემოების დადგენისას აღნიშნავს, რომ მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურების რაიმე სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები.

 

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტების, მათი ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია 3.2.4 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოსარჩელეს, როგორც კანონიერ მემკვიდრეს, სამკვიდრო ქონების ნაწილი მიღებული აქვს კანონით დადგენილ წესის შესაბამისად, ე-–---------------ას სარჩელი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1306-ე, 1433-ე, 1328-ე, 1336-ე, 1424-ე, 1421-ე, 1503-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ-------------–ის გარდაცვალებით, 2014 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა სამკვიდრო. მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ: შვილები - სოფო და რ----------------–ები, მშობლები ლ--–----------–---–ი და რ------------------–ი. ზ-------------–ი გარდაიცვალა 2014 წლის 24 სექტემბერს, რომლის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ე--–--ს ქუჩა N-, საკადასტრო კოდი N01.12.0-.11.0--.01.5-- - 1.00/8.00 წილი.

 

დადგენილია, რომ ნოტარიუსის მიერ აღნიშნულ სამკვიდრო ქონებაზე გაიცა სამი სამკვიდრო მოწმობა: 1. 2015 წლის 20 მაისის სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის N150515767, რომლის საფუძველზე ქ.თბილისში, ე--–--ს ქ.N--ში, საკადასტრო კოდი 01.12.0-.11.0-- საცხოვრებელი ბინის 1/2 საკუთრებაში მიიღეს გარდაცვლილის შვილებმა სოფო და რ----------------–ებმა, ხოლო 1/2 ნაწილი დარჩა ღიად, კვლავ გარდაცვლილი ზ-------------–ის სახელზე. 2. 2016 წლის 29 ივნისის სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის N 160710645, რომლის საფუძველზე ქ.თბილისში, ე--–--ს ქუჩა N--ში, საკადასტრო კოდი 01.12.0-.11.0-- საცხოვრებელი ბინის ღიად დარჩენილი 1/2 წილიდან 1/2, რაც შეადგენს მთლიანი ქონების 1/4-ს, საკუთრებაში მიიღო გარდაცვლილის დედამ - ლ--–----------–---–მა, ხოლო მთლიანი ქონების 1/4 ნაწილი კვლავ დარჩა ღიად გარდაცვლილის სახელზე. 3. 2016 წლის 07 ნოემბერს შედგენილი სანოტარო აქტით, რეგისტრაციის N161277704, გაიცა სამკვიდრო მოწმობა 2014 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილი ზ-------------–ის სამკვიდრო ქონების იმ წილზე, რაც ფაქტობრივად მიიღო რ------------------–მა, თუმცა ვერ მოხდა ქონების რობიზონ არაბულის სახელზე დარეგისტრირება, რადგან 2016 წლის 29 თებერვალს იგი გარდაიცვალა, აღნიშნული სანოტარო აქტის თანახმად, რ------------------–ის სამკვიდრო ქონების დარჩენილ 1/4 ნაწილზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა გაიცა სოფო და რ----------------–ების სახელზე, საერთო ჯამში კი ლ--–----------–---–ის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა რ------------------–ის სამკვიდრო ქონების 1/4 ნაწილი, ხოლო სოფო და რ----------------–ების სახელზე აღირიცხა რ------------------–ის სამკვიდრო ქონების 3/4 ნაწილი.

 

დადგენილია ასევე, რომ რ------------------–ი გარდაიცვალა 2016 წლის 29 თებერვალს, რ------------------–ს ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა 2014 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილი ზ-------------–ის სამკვიდრო ქონება - რ------------------–ის სამკვიდრო ქონებას საქართველოში შეადგენდა: ქ.თბილისში, ე--–--ს ქ.#--ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 01.12.0-.0--.0--.01.5--) 1.00/8.00 წილის 1/4 ნაწილს, თუმცა ვერ მოხდა ქონების რობიზონ არაბულის სახელზე დარეგისტრირება.

 

რ------------------–ის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენდა მისი მეუღლე - ე-–----------------ა, რომელსაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ზემოაღნიშნული ქონებიდან ეკუთვნის 1/2 ნაწილი, ანუ მთლიანი ქონების 1/8 ნაწილი, ვინაიდან ე-–---------------ა 2006 წლის 22 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რ------------------–თან, რაც დასტურდება მოსკოვის ოლქის მმაჩის განყოფილების მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ქორწინების მოწმობით; ასევე ვინაიდან მამკვიდრებლის - რ------------------–ის სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის გარდაცვლილი იყო რ------------------–ის შვილი ზ-------------–ი, ზემოაღნიშნული ქონების წილზე თანასწორი უფლებით მის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ შვილიშვილები სოფო და რ----------------–ები, რომელთაც რ------------------–ის ქონების კუთვნილი 1/4 წილიდან ეკუთვნით 1/2 ნაწილი ანუ მთლიანი ქონების 1/8 ნაწილი, ხოლო მთლიანი ქონების (მათ შორის ზ-------------–ის ქონებიდან წილი) ჯამში 5/8 ნაწილი.

 

მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელე ელენე ნ----------ამ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა ნოტარიუსს და ფაქტობრივი ფლობით მიიღო გარდაცვლილი რ------------------–ის მემკვიდრეობა რუსეთის ფედერაციაში, მის სახელზე ქ.მოსკოვში 2016 წლის 30 სექტემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობები: 1.N77Aაბ,1165978, რეგ. 1-1871 2.N77 აბ,1165979, რეგ. 1-1873 3. N77Aაბ, 1165980, რეგ. 1-1875. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ე-–---------------ას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული აქვს 2016 წლის 29 თებერვალს გარდაცვლილი რ------------------–ის სამკვიდრო ქონების მდებარე: ქ.თბილისი, ე--–--ს ქ.#- (საკადასტრო კოდი: 01.12.0-.0--.0--.01.5--) 1.00/8.00 წილის 1/4 ნაწილიდან წილი საქართველოშიც, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე მუხლებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ მოსარჩელემ კანონით დადგენილი წესით მიმართა ნოტარიუს რ------------------–ის სამკვიდროს მისაღებად, საქმის მასალებითაც უდავოდ დასტურდება ფაქტი, რომ მან მიიღო აღნიშნული სამკვიდრო ქონება რუსეთის ფედერაციაში და ფლობს/განკარგავს სამკვიდროში შემავალ ქონებას ისე, როგორც მესაკუთრე. მოსარჩელე ფაქტობრივად შეუდგა რ------------------–ის სამკვიდროს ნაწილის ფლობას, მაშასადამე ელენე ნესტოროვას მთლიანად აქვს მიღებული რ------------------–ის სამკვიდრო ქონება. მართალია მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის ფაქტს, რომ მოსარჩელემ კანონით დადგენილი წესით მიმართა ნოტარიუს სამკვიდროს მისაღებად (მოპასუხე რუსეთის ფედერაციაში სამკვიდროს მიღებას არ მიიჩნევს მემკვიდრის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღებად), თუმცა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მოპასუხის პოზიციას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილში გარკვევით არის მითითებული: თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი, მოცემული საქმისათვის მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ბოლო წინადადება "რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი", კანონმდებელი სამკვიდროს მიღებულად მიიჩნევს როდესაც მამკვიდრებელი ფაქტობრივად შეუდგება ნაწილი სამკვიდრო ქონების ფლობას, რაც მოცემული საქმის მასალებითაც უდავოდ დასტურდება (მოსარჩელემ რუსეთის ფედერაციაში მიმართა ნოტარიუსს და მიიღო სამკვიდრო მოწმობები რ------------------–ის სამკვიდრო ქონებაზე, ასევე მას აღებული აქვს საკუთრების უფლების მოწმობა), ზემოაღნიშნულ მუხლში არ კონკრეტდება გარემო ან დრო, ასევე სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფელი და სამართლებრივი მდგომარეობა, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ელენე ნესტოროვამ კანონით გათვალისწინებული პირობების დაცვით მიიღო რ------------------–ის სამკვიდრო ქონება, მათ შორის რ------------------–ის კუთვნილი წილი ზ-------------–ის სამკვიდრო ქონებიდან, რომელიც ფაქტობრივი ფლობით მიიღო, თუმცა არ დაურეგისტრირებია საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში.

 

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა - განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ლ--–----------–---–მა სარჩელი ცნო, შესაბამისად გათავისუფლდა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ელანა ნესტოროვას სარჩელი ს---------------–ის, რ----------------–ისა და ლ--–----------–---–ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხე ლელა ფრანგიშვილმა ცნო სარჩელი და გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, შესაბამისად არსებობს მოპასუხეებისათვის - სოფო და რ----------------–ებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საფუძველი, თითოეულისათვის 245 (ორას ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით, თითოეული მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. რაც შეეხება სარჩელზე გადახდილ დანარჩენ სახელმწიფო ბაჟს, ვინაიდან ერთ-ერთმა მოპასუხემ ცნო სარჩელი, ამ ნაწილში მის მიერ გადასახდელი ბაჟი 245 (ლარი) უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გარდა ამისა ე-–----------------ას თანახმად სსსკ-ის მე-7, 42-ე მუხლისა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 735 (შვიდას ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით, სასარჩელო მოთხოვნის შემცირებული ოდენობის გათვალისწინებით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით (საქმე # 2/36005-17) ს---------------–ს (პირადი N0----------) და რ----------------–ს (პირადი N0----------) აეკრძალათ საჯარო რეესტრში მათ სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე თბილისი, ე--–--ს ქუჩა 3, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.12.0-.0--.0--.01.5--) 3/4 ნაწილიდან 1/4 ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა, სახელდობრ, იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით;

 

ვინაიდან, ე-–----------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის სარჩელის უზრუნველყოფის განჩინებით (საქმე # 2/36005-17) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 37-ე, 38-ე, 39-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, მე-7, 42-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე-–----------------ას სარჩელი, ს---------------–ის, რ----------------–ისა და ლ--–----------–---–ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდეს:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 29 თებერვალს გარდაცვლილ (გარდაცვალების მოწმობა VII-მიუ #575680) რ------------------–ის სამკვიდრო ქონებაზე, ნოტარიუს თამილა გოგატიშვილის მიერ, 2016 წლის 07 ნოემბერს, სოფო და რ----------------–ების სახელზე გაცემული (რეგისტრაციის #161277704) სამკვიდრო მოწმობა მთლიანი სამკვიდრო ქონების 1/8 ნაწილში და ე-–----------------ა (დაბ.10.04.1966წ. რუსეთის ფედერაციის პასპორტი #P RUS 65#1------) ცნობილი იქნეს საჯარო რეესტრში რ----------------–ის (პ/ნ 0----------) და ს---------------–ის (პ/ნ 0----------) სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავ ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ე--–--ს ქუჩა, #- საკადასტრო კოდი: 01.12.0-.0--.0--.01.5-- - თანამესაკუთრედ; საჯარო რეესტრში უძრავ ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ე--–--ს ქუჩა, #- საკადასტრო კოდი: 01.12.0-.0--.0--.01.5-- წილები მხარეთა შორის გადანაწილდეს და აღირიცხოს საკუთრების უფლებით შემდეგნაირად: 1) ე-–----------------ა (დაბ.10.04.1966წ. რუსეთის ფედერაციის პასპორტი #P RUS 65#1------) - 1/8 ნაწილი; 2) ლ--–----------–---–ი პ/ნ 01019012381 - 1/4 ნაწილი; 3) რ----------------–ი (პ/ნ 0----------) და ს---------------–ი (პ/ნ 0----------) - 5/8 ნაწილი.

 

2. მოპასუხე ლ--–----------–---–ი გათავისუფლდეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. მოპასუხეებს რ----------------–ს და ს---------------–ს მოსარჩელე ე-–----------------ას სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 490 (ოთხას ოთხმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, თითოეულს 245-245 ლარი.

 

4. ელენე ნესტოროვას (დაბ. 10.04.1966წ. რუსეთის ფედერაციის პასპორტი #P RUS 65#1------) დაუბრუნდეს მ---------------ის მიერ სარჩელზე 2017 წლის 20 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 980 (ცხრაას ოთხმოცი) ლარი, რომელიც ჩარიცხულია სს ”თიბისი ბანკში”, ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი №300773150.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დალი აბჟანდაძე