გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/28473-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი
მოსარჩელე - რ---–---------------–---–--------–--------–--–-------------–------------–---–-
უფლებამონაცვლე - მ------------------–---–-
წარმომადგენელი - ვ-------------–-–---–----–-–---------------------------–---–-
მოპასუხე - ბ-–----–--------–---–-
წარმომადგენელი - თ--------–--------–---–-------–-----------
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნოტარიუს მ----------------–---–-- მიერ, 2--- წლის 2--------ს ბ-–----–--------–---–-ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის N---------) ბათილად ცნობა.
1.2. ნ----------–------------–---–-- უფლებამონაცვლე მ------------------–---–-ს მესაკუთრედ ცნობა უძრავი ქონების მდებარე: ქ-------–-----------------------------–------------------------
სარჩელის საფუძვლები:
ქ-------–--–---------------------------ში, მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა ნ-----–---------------–---–ის საკუთრებაში, რომელიც გახლავთ მოსარჩელის მეუღლის მამა. ნ-----–---------------–---–ი გარდაიცვალა 1--- წლის 2------ს, მას ჰყავდა სამი შვილი ა---–-------------–---–ი, თ------------------–---–ი და მოსარჩელის მეუღლე რ---–----------------–---–ი. ა---–-------------–---–ი გათხოვდა 1--- წელს, ა-–------–--------–---–ზე და საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის სახლში, ს--------------------ს, სოფელ უ-------–- და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა. ნ-----–---------------–---–ის შუათანა შვილი თ------ ყ---------–---–- ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა 1961წლის 2-----–--ს, ხოლო რ---–----------------–---–ი მეუღლესთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა მამის დანატოვარ სახლში და ამავე სახლში გარდაიცვალა 2--- წლის 1-------------ს, ისე, რომ შვილი არ დარჩენია.
მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის 26 მარტს, ნ-----–---------------–---–ის შვილიშვილმა ბ-–----–--------–---–მა მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც გასცა სამკვიდრო მოწმობა ნ-----–---------------–---–იოს სამკვიდრო ქონებაზე, რომლის მიხედვით ბ-–----–--------–---–მა საკუთრების უფლებით მიიღო პაპის - ნ-----–---------------–---–ის სამკვიდრო მასაში შემავალი უძრავი ქონება მდებარე: ქ-------–----------------------------.
მოსარჩელე განმარტავს, რომ სამკვიდრო მოწმობა ბათილად უნდა იქნას ცნობილი, რადგან, ბ-–----–--------–---–-ს დედას - ა---–----–--------–---–ს ფაქტობრივი დაუფლების საფუძველზე არ მიუღია მამის დანატოვარი სამკვიდრო, ხოლო მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს სამკვიდრო ქონება, რეალურად არსებობდა ორი ოთახი, რომელსაც ოთხმოციანი წლების დასაწყისში სამი ოთახი მიაშენეს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ცნობს სარჩელს და განმარტავს, რომ მოსარჩელე ნ----------–------------–---–ი მართალია წარმოადგენს რ---–---- ყ---------–---–-- მეუღლეს, მაგრამ ის ვერ მიიღებს რ---–---- ყ---------–---–-- მამის - ნ-----–---------------–---–ის სამკვიდროს, რადგან რ---–---- ყ---------–---–-- მამა არის არა ნ-----–---------------–---–ი, არამედ ნ-----–---------------–---–-. რ---–---- ყ---------–---–-- სიცოცხლეში 2015 წლის 09 სექტემბერს მიმართა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მამის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე, რადგან რ---–---- ყ---------–---–-- სააქტო ჩანაწერში მამა მითითებულია - ნ-----–---------------–---–- ა-----ის ძე, ხოლო ნ-----–---------------–---–-ს დაბადების სააქტო ჩანაწერი საარქივო მასალებში არ მოიძებნა, რის გამოც იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე საქმის წარმოება შეწყდა.
ნოტარიუს მ----------------–---–-- მიერ გადამოწმებული იქნა ბ-–----–--------–---–-ს მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტაცია და ბ-–----–--------–---–მა, რომელიც არის ნ-----–---------------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრის - ა---–----–--------–---–ის შვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით (მუხლი 1421) მიიღო ნ-----–---------------–---–ის სამკვიდრო ქონება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რ---–----------------–---–ი დაიბადა 1----–-–----------------–- ქ. თბილისში, მის მშობლებს წარმოადგენდნენ მამა - ნ-----–----------------–---–ი და დედა თ---------------–-–---–ი, ხოლო გარდაიცვალა 2--- წლის 1-------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 152 ).
-გარდაცვალების მოწმობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 39 ).
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,შესაგებელი).
3.1.2. რ---–----------------–---–ი და ნ----------–----------–---–ი დაქორწინდნენ 1--- წლის 2--------------ს, ქორწინების შემდგომ ნ----------–----------–---–ს მიეკუთვნა მეუღლის გვარი - ყ---------–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 159 ).
3.1.3. ა---–-------------–---–ი (ლ--------–---–ი) დაიბადა 1----–-–------------------- ქ. თბილისში, მის მშობლებს წარმოადგენდნენ მამა - ნ-----–----------------–---–- და დედა - თ---------------–-–---–ი, ხოლო გარდაიცვალა 2--- წლის 2--------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 114 ).
-გარდაცვალების მოწმობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 108 ).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,შესაგებელი).
3.1.3. ა---–-------------–---–ი და ა-–------–--------–---–ი დაქორწინდნენ 1--- წლის 0-------ს, ა---–-------------–---–ს მიეკუთვნა ქმრის გვარი - ლ--------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (იხ. ტომი 1, ს.ფ.157).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,სხდომის ოქმი).
3.1.4. ბ-–--ი ლ--------–---–ი დაიბადა 1--- წლის 0---------–ს, ქ. თბილისში, მის მშობლებს წარმოადგენდნენ მამა - ა-–------–--------–---–ი და დედა - ა---–----–--------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (იხ. ტომი1, ს.ფ. 110 ).
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,სხდომის ოქმი).
3.1.5. თ-----------------–---–ი გახლდათ რ---–---- ყ---------–---–-- და ა---–----–--------–---–ის ძმა, რომელიც გარდაიცვალა 1--- წლის 2-----–--ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 37 ).
3.1.6. ნ-----–---------------–---–ი გარდაიცვალა 1--- წლის 2------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა #0---------- (იხ. ტომი 1, ს.ფ.38 ).
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,სხდომის ოქმი).
3.1.7. თ--------------–-–---–ი გარდაიცვალა 1--- წლის 2-----------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა #2----- (იხ. ტომი 1, ს.ფ.44 ).
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,სხდომის ოქმი).
3.1.8. 2016 წლის 28 მარტის საჯარო რეესტრის მერ გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ-------–------------------------ აღრიცხულია ნ-----–---------------–---–ის სახელზე 1950 წელს, ბოლო აღრიცხვა 1985 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა- დახასიათება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 40 ).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნოტარიუს მ----------------–---–-- მიერ 2--- წლის 2--------ს ბ-–----–--------–---–-ს სახელზე გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა ( #1--------) ნ-----–---------------–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მდებარე: ქ-------–-----------------------------–------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ნოტარიუს მ----------------–---–-- მიერ 2--- წლის 2--------ს ბ-–----–--------–---–-ს სახელზე გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა (იხ.ტომი1, ს.ფ.21-26).
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
3.2.2. 2017 წლის 10 ოქტომბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით უძრავი ქონება მდებარე: ქ-------–-----------------------------ში ს/კ/ #0---------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ბ-–----–--------–---–-ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნოტარიუს მ---------------- მიერ 2--- წლის 3--------------ს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (იხ.ტომი 1, ს.ფ.19-20).
3.2.3. ნოტარიუს მ----------------–---–-- მიერ 2--- წლის 2--------ს გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა #1--------, რომლის მიხედვით ბ-–----–--------–---–- არის 2--- წლის 1-------------ს გარდაცვლილი ა---–----–--------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნოტარიუს მ----------------–---–-- მიერ 2--- წლის 2--------ს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (იხ. ტომი1,ს.ფ.101-105).
3.2.4. 2016 წლის 22 მარტს, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით ა---–----–--------–---–ი რეგისტრირებულია 18.12.1945 წლიდან ქ-------–--–------------------------–--
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საინფორმაციო ბარათი (იხ. ტომი1,ს.ფ.111).
3.2.4. 2014 წლის 14 მარტს, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით ბ-–----–--------–---–- რეგისტრირებულია 30.07.1968 წლიდან ქ-------–--–------------------------–--
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საინფორმაციო ბარათი (იხ. ტომი2ს.ფ.30).
3.2.5. 1980 წლის 06 ივნისს გაცემული საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემის დროს შევსებული ფორმა #1-ის მიხედვით ბ-–----–--------–---–-ს პასპორტი გაიცა 1968 წლის 22 ივლისს, მის მისამართს წარმოადგენდა: ქ-------–--------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემის დროს შევსებული ფორმა #1 (იხ. ტომი1,ს.ფ.123).
3.2.6. 1978 წლის 20 აპრილს გაცემული საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემის დროს (დაკარგულის აღდგენა) შევსებული ფორმა #1-ის მიხედვით ა---–----–--------–---–ის მისამართს წარმოადგენს ქ-------–--–-----------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემის დროს შევსებული ფორმა #1 (იხ. ტომი1,ს.ფ.125).
3.1.8. 2--- წლის 0--------------ს ნოტარიუს ნ--------------–---–-ს მიერ დამოწმებული იქნა ანდერძი, რომლის მიხედვით ნ----------–------------–---–-- მიერ გაცემული იქნა ანდერძი მ------------------–---–-ს სახელზე, რომლის მიხედვით, მისი კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონება სრულად უანდერძა 1--- წლის 0-----–--ს დაბადებულ მ------------------–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანდერძის დამოწმება,ანდერძი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 160-162 ).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,სხდომის ოქმი)
3.2.7 2--- წლის 1-------------ს ნოტარიუს ლ-------–------ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის # 1--------3 მიხედვით, მ------------------–---–- არის 2--- წლის 1--------ს გარდაცვლილი ნ----------–------------–---–-- პირველი რიგის მემკვიდრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 1-------------ს ნოტარიუს ლ-------–------ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა(იხ.ტომი1, ს.ფ. 185-190).
3.2.8. საშუალო განათლების ატესტატის მიხედვით ბ-–----–--------–---–მა 1965 წელს დაამთავრა თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო მ-------–----–-- სკოლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საშუალო განათლების ატესტატი (იხ. ტომი 2, ს.ფ.59).
3.2.9. ქ-------–--------- საჯარო სკოლის მიერ 2019 წლის 01 მარტს გაცემული ცნობის მიხედვით ბ-–----–--------–---–- სწავლობდა თბილისის #8------–----–--------–-–ი, სკოლაში შესვლის თარიღი 1954 წელი, 1959-1960 სასწავლო წელს ირიცხებოდა მე-6 კლასში და მისი მითითებული ბინის მისამართია: ქ------–-------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქ-------–--------- საჯარო სკოლის მიერ 2019 წლის 01 მარტს გაცემული ცნობა (იხ.ტომი 2, ს.ფ.188).
3.2.10. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ბ-–----–--------–---–- არ დაუფლებია მამკვიდრებლის - ნ-----–---------------–---–ის სამკვიდრო ქონებას და ბ-–----–--------–---–-ს დედა - ა---–-------------–---–ი დაქორწინების შემდეგ 1945 წლიდან უწყვეტად ცხოვრობდა ს--------------------ს სოფ. უ-------–-, სადაც ასევე ცხოვრობდნენ მისი შვილები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კერძოდ, 2016 წლის 22 მარტს, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით ა---–----–--------–---–ი რეგისტრირებულია 18.12.1945 წლიდან ქ-------–--–------------------------ში, ხოლო ქ-------–--------- საჯარო სკოლის მიერ, 2019 წლის 01 მარტს გაცემული ცნობის მიხედვით მისი შვილი - ბ-–----–--------–---–- სწავლობდა ამავე საშუალო სკოლაში, სკოლაში შესვლის თარიღი მითითებულია 1954 წელი, შესაბამისად სკოლაში შესვლის პერიოდისთვის ბ-–----–--------–---–- იყო 7 წლის, ამასთან 1959-1960 სასწავლო წელს ირიცხებოდა მე-6 კლასში, ხოლო ქ-------–--------- საჯარო სკოლის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებულია ასევე, რომ ამ დროისთვის ბ-–----–--------–---–-ს ბინის მისამართი იყო: ქ------–------------------------. საშუალო განათლების ატესტატის მიხედვით ბ-–----–--------–---–მა 1965 წელს დაამთავრა თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო მ-------–----–-- სკოლა.
გამომდინარე იქედან, რომ ნ-----–---------------–---–ი გარდაიცვალა 1--- წლის 2------ს, ხოლო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1954 წელს ბ-–----–--------–---–- სწავლობდა ქ. თბილისში და ცხოვრობდა მამკვიდრებლის მისამართზე, რა დროისთვისაც ის იყო 7 წლის და მშობლების გარეშე დამოუკიდებლად ვერ განახორციელებდა თავის უფლებებს და მოვალეობებს, ხოლო აღნიშნული კი ადასტურებს ა---–----–--------–---–ის მიერ მამკვიდრებლის - ნ-----–---- ლ--------–---–ის დანატოვარი სამკვიდროს ფლობის ფაქტს ხოლო გამომდინარე იქედან, რომ ბ-–-- ლ--------–---–ს მიღებული აქვს დედის - ა---–----–--------–---–ის სამკვიდრო ქონება, დასტურდება ის გარემოება, რომ ბ-–----–--------–---–- წარმოადგენს ნ-----–---------------–---–ის დანატოვარი სამკვიდრო ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირს.
აღნიშნული გარემოების გამაქარწყლებელი საწინააღმდეგო მტკიცებულება, მოსარჩელე მხარეს არ წამორმოუდგენია, რაც სსსკ-ის 102-103-ე მუხლების თანახმად, მისი მტკიცების ტვირთს შეადგენს.
3.2.11. საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნ----------–------------–---–ი ასევე წარმოადგენს ნ-----–---------------–---–ის სამკვიდროს მიღებაზე უფლებამოსილ პირს, რადგან, საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობის მიხედვით დასტურდება, რომ ნ----------–------------–---–-- მეუღლე - რ---–----------------–---–ი დაიბადა 1----–-–----------------–- ქ. თბილისში, მის მშობლებს წარმოადგენდნენ მამა - ნ-----–----------------–---–ი და დედა თ---------------–-–---–ი, ხოლო გარდაიცვალა 2--- წლის 1-------------ს.
საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის მიხედვით, ასევე დასტურდება, რომ რ---–----------------–---–ი და ნ----------–----------–---–ი დაქორწინდნენ 1--- წლის 2--------------ს, ქორწინების შემდგომ ნ----------–----------–---–ს მიეკუთვნა მეუღლის გვარი - ყ---------–---–-. მოპასუხე მხარე არ უარყოფს და მოწმეები ჯ----–-–--------–---–ი, გ----------------–---–ი, გ---–--------------------ძე ადასტურებენ, რომ რ---–--- ყ---------–---–- დაბადებიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მამის დანატოვარ სადავო უძრავ ქონებაში და არასოდეს საცხოვრებლად სხვაგან არ გადასულა, ხოლო მოსარჩელე ნ----------–------------–---–მა, როგორც რ---–---- ყ---------–---–-- პირველი რიგის მემკვიდრემ - მეუღლემ კუთვნილი უძრავი ნივთის მართვითა და დაუფლებით მიიღო რ---–---- ყ---------–---–-- დანაშთი სამკვიდრო ქონება მდებარე: ქ-------–--–------------------------–--
მოპასუხე მხარის მიერ ვერანაირი შემხვედრი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რ---–----------------–---–ი, მუღლესთან ერთად არ ფლობდა და განკარგავდა სადავო ქონებას, მხოლოდ იმ გარემოების მითითება, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტებში მამკვდრებლის გვარი მითითებულია - ყ---------–---–-- ნაცვლად - კ--------–---–ი, ვერ გამოდგება სადავო გარემოების დამადასტურებელ სათანადო და უტყუარ მტკიცებულებად. მოპასუხე მხარეს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნ----------–------------–---–-- მეუღლე - რ---–---- ყ---------–---–- მამკვიდრებლის - ნ-----–---------------–---–ის გარდაცვალებიდან სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილ ვადაში არ ფლობდა და განკარგავდა სადავო ქონებას არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოსარჩელე წარმოადგენს ნ-----–---------------–---–ის სამკვიდრო ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირს, არსებობს ნოტარიუს მ----------------–---–-- მიერ 2--- წლის 2--------ს ბ-–----–--------–---–-ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილში ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სადავო ქონების ½ წილზე თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე, 1504-ე სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1923 წლის რედაქცია) 418-ე, 420-ე, 432-ე, 420-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე,1320-ე,1306-ე,1433-ე,1328-ე,1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1396-ე, 1310-ე,1427-ე, 1478-ე, 1479-ე, 1503-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელში მითითებული არსებითი პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მხარეთა შეთანხმება ახალი ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მომხდარა, გამოყენებული უნდა იქნეს სარჩელში მითითებული სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის ნორმები, კერძოდ ნ-----–---------------–---–ის სამკვიდროსთან დაკავშირებით სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი 1923 წლის რედაქცია, ხოლო ა---–----–-------–---–ის და რ---–---- ლ-------–---–ის სამკვიდროსთან დაკავშირებით სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი - 1997 წლის რედაქცია. მართალია, მხარეებს 1923 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმათა შესაბამისად სადავო საკითხის მოწესრიგება არ უთხოვიათ, სარჩელსა და შესაგებელში სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია ახალი კოდექსის ნორმები, მაგრამ ნორმათა გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმებასაც არ ჰქონია ადგილი.
სამოქალაქო სამართლის (1923 წლის რედაქცია) კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვალებულის შვილები (მათშორის შვილად აყვანილები), მეუღლე და შრომისუნარმოკლებული მშობლები. უკეთუ აღნიშნული მემკვიდრეები არ არიან ან ისინი მემკვიდრეობას არ მიიღებენ, იმ შემთხვევაში კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან შრომისუნარიანი მშობლები, ხოლო თუ მშობლები არ არიან, გარდაცვალებულის დები და ძმები.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს ქონება გაყოფილი უნდა იქნას თანასწორ წილად იმ პირთა შორის, რომლებიც გამოწვეული არიან სამემკვიდრეოდ იმ წესით, რაც გათვალისწინებულია 418-ე მუხლით. 432-ე მუხლი კი ადგენს, რომ უკეთუ მემკვიდრენი არ გამოცხადდებიან ექვსი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც სამკვიდრო ქონების დასაცავად ღონისძიება იქნა მიღებული, აგრეთვე უკეთუ მემკვიდრენი უარს იტყვიან დამკვიდრებაზე ან სამკვიდროს დამტოვებლის მიერ ერთ ან რამდენიმე მემკვიდრეს უფლება წაერთმევა მემკვიდრეობის მიღებაზე, მათი წილი გადადის კანონით მემკვიდრეებზე და იყოფა მათშორის 420-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
იდენტურ მოწესრიგებას ითვალისწინებს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. სამოქალქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად,სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად კი მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი.
ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში, დანაშთი ქონების მოვლა-პატრონობაში და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ-----–---------------–---–ის გარდაცვალებით 1--- წლის 2------ს გაიხსნა სამკვიდრო. ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ნ-----–---------------–---–ის კანონისმიერ მემკვიდრეებს ამ დროისათვის წარმოადგენდნენ: მეუღლე - თ--------------–-–---–ი, შვილები - ა---–-------------–---–ი, თ------ ყ---------–---–- და რ---–---- ყ---------–---–-. სამკვიდრო მასას შეადგენდა უძრავი ქონება მდებარე: ქ-------–--–-----------------------.
დადგენილია, რომ ნ-----–---------------–---–ის მეუღლე თ--------------–-–---–ი გარადაიცვალა 1--- წლის 2-----------ს, ისე რომ მას არ გაუფორმებია თავისი სამემკვიდრეო უფლებები, ხოლო შვილი - თ------ ყ---------–---–- გარდაიცვალა 1--- წლის 2-----–--ს, რომელსაც ასევე არ გაუფორმებია თავიანთი სამემკვიდრეო უფლებები.
ა---–----–--------–---–ი გარდაიცვალა 2--- წლის 2--------ს, ხოლო რ---–---- ყ---------–---–- გარდაიცვალა 2--- წლის 1-------------ს.
ა---–----–-------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს შვილი - ბ-–-- ლ-------–---–ი, ხოლო რ---–---- ყ---------–---–-- პირველი რიგის მემკვიდრე გახლდათ მეუღლე - ნ----------–------------–---–ი, რომელმაც 2017 წლის 19 ოქტომბერს სარჩელით მომართა სასამართლოს სადავო უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, გ------------------- მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
ნ----------–------------–---–ი გარდაიცვალა 2--- წლის 1--------ს, რომელმაც 2--- წლის 6----------ერს უძრავ-მოძრავი ქონება უანდერძა მ------------------–---–ს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის მესამე აბზაცის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
ბ-–----–--------–---–-ს სახელზე ნოტარიუს მ----------------–---–-- მიერ ნ-----–---------------–---–ის დანაშთ ქონებაზე 2--- წლის 2--------ს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #1--------.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების მიზნებისათვის მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრის სუბიექტურ დამოკიდებულებას სამკვიდრო მასაში არსებული ქონების მიმართ. კერძოდ, გარემოებებს იმის შესახებ, რომ მემკვიდრე გარკვეულ ზომებს იღებდა სამკვიდროს დაცვის, შენარჩუნების და თუ აშკარად გამოკვეთილი არ არის, რომ აღნიშნული ვინმეს სასიკეთოდ, საჩუქრის სახით კეთდებოდა, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე იგულისხმება, რომ მემკვიდრე ქონებას თავისად მიიჩნევდა და გარკვეულ ქმედებებს ახორციელებდა საკუთარ ქონებაზე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს, რომ ნ-----–---------------–---–ის დანაშთი ქონება არც ნოტარიუსთან მიმართვის გზით და არც ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია ა---–----–-------–---–ს, რადგან ის დაქორწინების შემდგომ, 1945 წლიდან ცხოვრობდა ს--------------------ს სოფელ უ-------–- სიცოცხლის ბოლომდე, შესაბამისად, ვერც მისი შვილი - ბ-–-- ლ-------–---–ი მიიღებდა სამკვიდრო ქონებას. მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოების საპირისპიროდ მოპასუხემ წარმოადგინა 2016 წლის 22 მარტს, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი, რომლის მიხედვით ა---–----–--------–---–ი რეგისტრირებულია 18.12.1945 წლიდან ქ-------–--–------------------------ში, ხოლო ქ-------–--------- საჯარო სკოლის მიერ, 2019 წლის 01 მარტს გაცემული ცნობის მიხედვით მისი შვილი - ბ-–----–--------–---–- სწავლობდა ამავე საშუალო სკოლაში, სკოლაში შესვლის თარიღი მითითებულია 1954 წელი, შესაბამისად სკოლაში შესვლის პერიოდისთვის ბ-–----–--------–---–- იყო 7 წლის, ამასთან, 1959-1960 სასწავლო წელს ირიცხებოდა მე-6 კლასში, ხოლო ქ-------–--------- საჯარო სკოლის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებულია ასევე, რომ ამ დროისთვის ბ-–----–--------–---–-ს ბინის მისამართი იყო: ქ------–------------------------. საშუალო განათლების ატესტატის მიხედვით ბ-–----–--------–---–მა 1965 წელს დაამთავრა თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო მ-------–----–-- სკოლა.
მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურების რაიმე სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნას საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ.
მოწმე გ---–--------------------ძის განმარტებით, 1----–ელს დაიბადა და გაიზარდა გ----------ის ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდა 1970 წლამდე, იცნობდა თ---------------–-–---–ს რ---–----------------–---–ს, ა---–-------------–---–ს და თ------ ყ---------–---–ს, რომელიც გარდაიცვალა 1--- წელს. თითქმის ერთად იზრდებოდა ა---–----–--------–---–ის შვილებთან ერთად. ნ----------–----------–---–ი მოიყვანა თამარმა მაშინ, როდესაც რ---–----ი ციხეში იყო. ა---–----–--------–---–ს და მის მეუღლეს - ა-–------–--------–---–ს შვილები - ბ-–--ი და ე-–--------–------–-–---–ები ხშირად დაჰყავდა სოფ.უ-------–-, ისინი ქ. თბილისში 8--ე სკოლაში სწავლობდნენ. სახლის ერთ მხარეს ა---–-- ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, მეორე მხარეს ცხოვრობდა რ---–----ი ოჯახით. მოწმე ჯ-----------–---–ი განმარტავს, რომ ა---–----–--------–---–ი ბავშვების სკოლის დამთავრებამდე ცხოვრობდა თბილისში და შემდეგ ვინაიდან ოჯახი მძიმე სენით იყო დაავადებული, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადავიდა სოფელ უ-------–-, მაგრამ ხშირად ჩამოდიოდა თბილისში, მას თავისი ბინა გაქირავებული ჰქონდა. იგივეს განმარტავს მოწმე ნ-------------–---–ი. ბინაში მდგმურების ყოფნის ფაქტს ასევე ადასტურებს მოწმე გ----------------–---–ი.
გამომდინარე იქედან, რომ ნ-----–---------------–---–ი გარდაიცვალა 1--- წლის 2------ს, ხოლო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1954 წელს ბ-–----–--------–---–- სწავლობდა ქ. თბილისში, ცხოვრობდა მამკვიდრებლის მისამართზე და 1954 წლისთვის იქნებოდა 7 წლის, უდავოა, რომ მშობლების გარეშე დამოუკიდებლად ვერ განახორციელებდა თავის უფლებებს და მოვალეობებს, ხოლო აღნიშნული გარემოება და ის მტკიცებულება, რომ ა---–----–--------–---–ი რეგისტრირებულია 18.12.1945 წლიდან ქ-------–--–------------------------ში, ადასტურებს ა---–----–--------–---–ის მიერ მამკვიდრებლის - ნ-----–---------------–---–ის დანატოვარი სამკვიდროს ფლობის ფაქტს. აღნიშნულს ადასტურებენ ასევე ზემოთმითითებული მოწმეებიც, რომლებიც განმარტავენ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ა---–----–--------–---–ი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა სოფელ უ-------–-, მას ბინა გაქირავებული ჰქონდა, შესაბამისად, ის თავისად მიიჩნევდა ქონებას და სახეზე იყო სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ, ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---–----–--------–---–მა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის ნ-----–---------------–---–ის სამკვიდრო.
გამომდინარე იქედან, რომ ბ-–----–--------–---–ს მიღებული აქვს დედის - ა---–----–--------–---–ის სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობის საფუძველზე, აღნიშნულით დასტურდება ის გარემოება, რომ ბ-–----–--------–---–- წარმოადგენს ნ-----–---------------–---–ის დანატოვარი სამკვიდრო ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირს.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ის წარმოადგენს მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრის - რ---–---- ყ---------–---–-- პირველი რიგის მემკვიდრეს - მეუღლეს, ხოლო რ---–---- ყ---------–---–ს მიღებული აქვს მამის დანაშთი სამკვიდრო, რადგან ის სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა მამის დანატოვარ სამკვიდროში მეუღლესთან ერთად და ამავე ბინაში გარდაიცვალა, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვერანაირი შემხვედრი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე არ იყო დაქორწინებული მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეზე შვილზე - რ---–---- ყ---------–---–ზე და სამკვიდროს გახსნის პერიოდისთვის რ---–---- ყ---------–---–- არ ცხოვრობდა სადავო უძრავ ქონებაში და არ დაუფლებია მამის დანატოვარ სამკვიდრო ქონებას.
საქმეზე დაკითხული მოწმეები - ჯ----–-–--------–---–ი, გ----------------–---–ი, გ---–--------------------ძე, მიუთითებენ და არც მოპასუხეები უარყოფენ რ---–---- ყ---------–---–-- სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრების ფაქტს, როგორც მამკვიდრებლის გარდაცვალებისას, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ.
მოწმეები გ----------------–---–ი, ჯ----–--------–---–ი და გ---–--------------------ძე განმარტავენ, რომ მართალია მათ არ ახსოვთ ნ-----–---------------–---–ის გარდაცვალება, მაგრამ მისი შვილი რ---–----ი სულ ცხოვრობდა მამის დანატოვარ სახლში და არსად არ გადასულა, რ---–----ის მეუღლე იყო ნ----------–----------–---–ი, რომელსაც მზიას ეძახდნენ, რომელიც რ---–----ის გარდაცვალებამდე და მის შემდგომაც ცხოვრობდა მეუღლის დანატოვარ სახლში.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ თანხვედრაშია მოწმეთა ჩვენებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტების, მათი ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მამკვიდრებლის ნ-----–---------------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, შვილმა რ---–---- ყ---------–---–-- კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში, მამის კუთვნილი უძრავი ნივთის მართვითა და დაუფლებით მიიღო მამის დანატოვარი სამკვიდრო, ხოლო მოსარჩელე ნ----------–------------–---–მა, როგორც რ---–---- ყ---------–---–-- პირველი რიგის მემკვიდრემ - მეუღლემ მიიღო რ---–---- ყ---------–---–-- დანაშთი სამკვიდრო ქონება მდებარე: ქ-------–--–-----------------------.
საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა - ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ქმნის პრეზუმფციას იმისას, რომ მემკვდრეები ფაქტობრივად დაეუფლნენ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას. პრეზუმირებული ფაქტის გამაქარწყლებელი და უარმყოფელი უტყუარი მტკიცებულებები ფაქტის უარმყოფელ მხარეს არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
ამდენად, ანდერძისმიერი მემკვიდრის არსებობის პირობებში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ----------–------------–---–ი წარმოადგენდა ნ-----–---------------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე წილის მიღების უფლების მქონე პირს, მისი გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდრო მასად სადავო ქონება მიიჩნევა და შესაბამისად, ნ----------–------------–---–-- უფლებამონაცვლე მ------------------–---–ს ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშობა, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ნ-----–---------------–---–ის სამკვიდროს მიმღები ორი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ნ----------–------------–---–ი ცნობილი იქნას სადავო ქონების 1/2 წილზე და მოსარჩელე ნ----------–------------–---–-- უფლებამონაცვლის - მ------------------–---–-ს წილი უნდა განისაზღვროს სამკვიდრო ქონების მდებარე: ქ-------–-----------------------------ში, ს/კ #0--------------- ) 1/2 წილით.
სასამართლო ვერ გაითვალისწინებს მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარის მიერ სამკვიდრო ქონება გაუმჯობესდა, გაიზარდა მიშენებების ხარჯზე, სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და მესაკუთრედ ცნობა, ხოლო ზემოთმითითებული მოთხოვნა არც სარჩელის დავის საგანს არ წარმოადგენს და არც შეგებებული სარჩელით მოუმართავს მოპასუხეს სასამართლოსთვის, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ასევე ვერ იმსჯელებს მოპასუხე მხარის მითითებას რ---–---- ყ---------–---–-- და ნ----------–----------–---–ის ქორწინების მოწმობის ნამდვილობასთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი მას შეუძლია განაცხადოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე.
განსახილველი ნორმა მიუთითებს იმაზე, რომ პირს, ვის წინააღმდეგაც წარმოდგენილია საბუთი, შეუძლია, უარყოს იგი მის სიყალბეზე მითითებით, მარტივი შესაგებლით. ამ შემთხვევაში ამ უკანასკნელს არ ეკისრება ამ უარყოფის დადასტურება. პირიქით, იმ პირს, ვის სასარგებლოდაც მიუთითებს (ვინც წარმოადგინა) ეს მტკიცებულება, მას ეკისრება მისი ნამდვილობის დადასტურება, თუ მის მოწინააღმდეგე მხარემ ამ საბუთის ნამდვილობა გახადა სადავოდ.
ამდენად, განსახილველი ნორმების თანახმად, მხარე, რომელიც უთითებს მის სასარგებლო ფაქტზე, მანვე უნდა დაამტკიცოს ეს ფაქტი შესაბამისი მტკიცებულებებით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები), შესაბამისად, მასვე ეკისრება ამ მტკიცებულებების ნამდვილობის დადასტურებაც (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლი).
დღეისათვის საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი დამატებითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავოდ გახდილი მტკიცებულების - ქორწინების მოწმობის ნამდვილობას.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
ვინაიდან, მოსარჩელე წარმოადგენს როგორც სადავო სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების მიღებაზე უფლებამოსილების მქონე პირს, შესაბამისად, არსებობს ნოტარიუს მ----------------–---–-- მიერ, 2--- წლის 2--------ს ბ-–----–--------–---–-ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის N---------) 1/2 ნაწილში ცვლილებების შეტანის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი;
ასევე, ყურადსაღებია გარემოება, რომ ბ-–----–--------–---–მა სადავო სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო 2016 წელს, მისთვის ცნობილი იყო სხვა მემკვიდრის არსებობის შესახებ, თუმცა მისი ვინაობის შესახებ სანოტარო ორგანოში მემკვიდრეობის უფლების დადგენისას არ განუცხადებია. აღნიშნულით ბ-–----–--------–---–მა დაარღვია ვალდებულება, ნოტარიუსისათვის სხვა მემკვიდრეებზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა სამოქალაქო კოდექსის 1310-ე, 1427-ე, 1478-ე, 1479-ე და მემკვიდრეობის სამართლის ნორმების ზოგადი ანალიზი, რომელიც ავალდებულებს კერძო სამართლის სუბიექტებს, იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსიდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. რამდენად, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართლის აღიარებული ზოგადი დათქმაა, რომელიც განმტკიცებულია სამოქალაქო კანონმდებლობით. მართალია, ნორმათა უმრავლესობა მასზე პირდაპირ არ უთითებს, მაგრამ მაინც მას ემყარება, ვინაიდან სამოქალაქო მართლწესრიგი სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული. კეთილსინდისიერი ქცევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ერთმანეთის უფლებები სადმი გულისხმიერებითა და პატივისცემით მოქმედებას გულისხმობს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.
საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა - განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების მიერ 19.10.2017წ. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 3000 ლარის ოდენობით, ვინაიდან ნ----------–------------–---–-- უფლებამონაცვლის - მ------------------–---–-ს სარჩელი, მოპასუხე - ბ-–----–--------–---–-ს მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, დავის საგნის ფასის გათვალისწინებით, არსებობს ბ-–----–--------–---–-თვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1500 ლარის გადახდის, დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით ნ----------–------------–---–-- განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბ-–----–--------–---–ს (0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ-------–----------------------------, საკადასტრო კოდი N0--------------- გასხვისება და უფლებრივად, სახელდობრ, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით დატვირთვა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ნ----------–------------–---–-- უფლებამონაცვლის - მ------------------–---–-ს სარჩელი, მოპასუხე - ბ-–----–--------–---–-ს მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე- 244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს მ----------------–---–-- მიერ 2--- წლის 2--------ს ბ-–----–--------–---–-ს (პ/ნ 0----------) სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა(რეგისტრაციის N---------) 1/2 ნაწილში.
3. ნ----------–------------–---–-- უფლებამონაცვლე მ------------------–---–- (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს უძრავი ქონების მდებარე: ქ-------–----------------------------, საკადასტრო კოდი N0--------------- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
4. ბ-–----–--------–---–ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს ნ----------–------------–---–-- უფლებამონაცვლე მ------------------–---–-ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ 1500 (ათას ხუთასი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლელა ცანავა