გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/383-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე - ვ-–-------- ჯ------–-–---–ი;
მოსარჩელე - რ---- ჯ------–-–---–ი;
წარმომადგენელი - ნ---- შ------–--ე;
მოპასუხე - ა---------– ჯ------–-–---–ი;
ადვოკატი - მ---- ა----–---–ი;
დავის საგანი - სანოტარო აქტის ბათილად ცნობა და მესაკუთრედ ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. სრულად ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ნოტარიუს ი----- ქ---------–--ე-ი-----–---ის მიერ ა---------– ჯ------–-–---–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობები, სარეგისტრაციო ნომრებით 1-------- და 1--------. ასევე სასამართლომ ვ-–-------- ჯ------–-–---–ი და რ---- ჯ------–-–---–ი ცნოს მესაკუთრედ კომლის სახელზე რიცხულ უძრავი ქონებაზე, საკადასტრო კოდებით: 1) 2----------- (მისამართი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ს-----–--, ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 2348 კვ.მ) 2) 2----------- (მისამართი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ს-----–--, ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 3429.00 კვ.მ შენობა ნაგებობების ჩამონათვალი N01-განაშენიანების ფართი 123.29 კვ.მ და 3) 2----------- (მისამართი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ს-----–--, ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო დაზუსტებული ფართობი 4223.00 კვ.მ.).
მოსარჩელის განმარტებით, 2001 წლის 10 ივლისს გარდაიცვალა ლ---- ჯ------–-–---–ი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ეროვნული არქივის საარქივო ცნობის მიხედვით წყალტუბოს რაიონის სოფელ ს-----–-ის საკრებულოს 1997-2005 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრადაა მითითებული, ხოლო 2001-2006 წლების საკომლო წიგნში ც---- ჯ------–-–---–ი მითითებულია კომლის უფროსად, რომლის წევრად ირიცხება მისი მეუღლე ტ------– ჯ------–-–---–ი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათებითაც წყალტუბოს რაიონის სოფელ ს-----–--ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ მითითებულია ლ---- ნ---- ასული ჯ------–-–---–ი, იგი წყალტუბოს რაიონის სოფელ ს-----–--ში ფლობდა უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდებით: 1) 2-----------; 2) 2----------- და 3) 2-----------.
ლ---- ჯ------–-–---–ს ყავს შვილები: ტ------–ი, ნ-------ი და ა---------– ჯ------–-–---–ები. ტ------– ჯ------–-–---–ი მეუღლესთან ც---- ჯ------–-–---–თან ერთად და ნ------- ჯ------–-–---–ი ფაქტობრივად დაეუფლნენ დედის დანაშთ ქონებას, თუმცა 2016 წლის ივნისი-აგვისტოს თვეში ა---------– ჯ------–-–---–მა სხვა მემკვიდრეებისაგან მალულად, ნოტარიუს ი----- ქ---------–--ე-ი-----–---ის სანოტარო ბიუროში, მდებარე: ქ.ქუთაისი, ჯ-----–---–-ს ქ. N26-ში, ყველა წესის და კანონის დარღვევით მიიღო ორი სხვადასხვა შინაარსის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა და სამკვიდრო მოწმობის უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის გზით გახდა დედის დანაშთი ქონების ერთადერთი მესაკუთრე. შედეგად ა---------– ჯ------–-–---–მა მისი გარდაცვლილი ძმის ტ------– ჯ------–-–---–ის მეუღლე ც---- ჯ------–-–---–ი გამოაგდო იმ სახლიდან სადაც ის მეუღლესთან და დედამთილთან ერთად ცხოვრობდა მათ სიცოცხლეში და მათი გარდაცვალების შემდეგ და რომელიც როგორც უკვე აღინიშნა საარქივო ცნობის მიხედვით კომლის უფროსია. ასევე ძმა ნ------- ჯ------–-–---–იც დატოვა სამკვიდროს გარეშე, რითაც დაირღვა მათი კანონით დაცული უფლებები. ამიტომ ითხოვენ სასამართლომ ბათილად ცნოს ნოტარიუსი ი----- ქ---------–--ის სანოტარო აქტები სრულად და მესაკუთრედ იქნეს ცნობილი აღნიშნული უძრავი ქონებებისა როგორც კანონიერი მესაკუთრეები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა---------– ჯ------–-–---–ის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2001 წლის 10 ივლისს გარდაიცვალა ლ---- ჯ------–-–---–ი, იგი იყო კომლის უფროსი. ნოტარიუსის მიერ სრულად მოხდა საკომლო წიგნის შემოწმება და ამის შემდეგ გაიცა სამკვიდრო მოწმობა. საქმეში წარმოდგენილია ორი საარქივო ცნობა, რომელიც ეხება ორ სხვადასხვა მიწის ნაკვეთს. რაც შეეხება ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღებას, აღნიშნულის დადასტურება მხარეს არ შეუძლია. ამდენად, ითხოვს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლ---- ჯ------–-–---–ი გარდაიცვალა 2001 წლის 10 ივლისს. ლ---- ჯ------–-–---–ს ჰყავდა სამი შვილი: ა---------–ი, ნ-------ი და ტ------– ჯ------–-–---–ები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ---- ჯ------–-–---–ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 17).
- ნ------- ჯ------–-–---–ის და ტ------– ჯ------–-–---–ის დაბადების მოწმობები (ს.ფ. 25-26).
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. ტ------– ჯ------–-–---–ი გარდაიცვალა 2011 წლის 25 მაისს და მისი სამკვიდრო 2012 წლის 30 ივლისს მიიღო მისმა მეუღლემ ც---- ჯ------–-–---–მა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 21).
- 2012 წლის 30 ივლისის სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 22-24).
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 25).
3.1.3. 2017 წლის 27 ივნისს ც---- ჯ------–-–---–მა მოთხოვნის უფლება დათმო რ---- ჯ------–-–---–ის სასარგებლოდ.
2018 წლის 20 აპრილს ნ-------ი ჯ------–-–---–მა მოთხოვნის უფლება დათმო ვ-–-------- ჯ------–-–---–ის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ც---- ჯ------–-–---–ის განცხადება (მოთხოვნის დათმობის შესახებ) (ს.ფ. 93-94).
- ნ-------ი ჯ------–-–---–ის განცხადება (მოთხოვნის დათმობის შესახებ) (ს.ფ. 166).
3.1.4. 2015 წლის 06 ივლისს მომზადებული ცნობა დახასიათების მიხედვით წყალტუბოს რაიონის სოფელ ს-----–--ში ფაქტიური ფართობი: 5133 კვ.მ. და საცხოვრებელი სახლი, სართული 2, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 216.00 კვ.მ. 1991 წლის სააღრიცხვო მასალის მიხედვით ირიცხება ლ---- ჯ------–-–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 06 ივლისს მომზადებული ცნობა დახასიათება (ს.ფ. 143-145).
3.1.5. ნ-------ი ჯ------–-–---–ი გარდაიცვალა 2018 წლის 3 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 221).
3.1.6. ა---------– ჯ------–-–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი 3429 კვ.მ. და საცხოვრებელი სახლი სარდაფით, საერთო ფართით 123.29 კვ.მ. საკადასტრო კოდით N2-----------, 2017 წლის 11 იანვრის შპს ,,ა----------------ის“ აუდიტორული დასკვნით შეფასებულია 7300 ლარად, ხოლო ა---------– ჯ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 4223 კვ.მ., საკადასტრო კოდით N2----------- შეფასებულია 1500 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 11 იანვრის შპს ,,ა----------------ის“ აუდიტის დასკვნა (ს.ფ. 37-38).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მამკვიდრებელს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე: ტ------– ჯ------–-–---–ი, ნ------- ჯ------–-–---–ი და ა---------– ჯ------–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მხარეთა ახსნა განმარტებები.
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 25-26).
3.2.2. 2012 წლის 20 ივლისის NA-------------- საარქივო ცნობის მიხედვით ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული წყალტუბოს რაიონის სოფელ ს-----–--ს საკრებულოს 1997-2005 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად რეგისტრირებული ლ---- ნ---- ასული (დოკუმენტში ასეა) ჯ------–-–---–ი გადახაზულია მინიშნებით გარდაიცვალა 10.07.2001 წელს. სოფელ ს-----–--ს საკრებულოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში ც---- კ-------ის ასული ლ------ (გვარი გადახაზულია, ჩაწერილია ჯ------–-–---–ი) რეგისტრირებულია კომლის უფროსად, რომლის წევრად ირიცხება ტ------–ი ვ-–--------ის ძე ჯ------–-–---–ი-მეუღლე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 20 ივლისის NA-------------- სარქივო ცნობა (ს.ფ. 18).
3.2.3. 2016 წლის 05 თებერვალს N6--- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ს-----–-ის ადმინისტრაციული ერთეულის მიერ გაცემული ცნობით (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ) დგინდება, რომ ც---- ჯ------–-–---–ი და მისი მეუღლე ტ------– ჯ------–-–---–ი დედის ლ---- ჯ------–-–---–ის გარდაცვალებამდე (2001 წ.) და გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ ლ---- ჯ------–-–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. ტ------– ჯ------–-–---–ის გარდაცვალებიდან - 2011 წლიდან დღემდე ც---- ჯ------–-–---–ი ცხოვრობს აღნიშნულ სახლში, რომლის მისამართია: წყალტუბო, სოფელი ს-----–-- ქუჩა N5 სახლი 17.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 05 თებერვალს N6--- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ს-----–-ის ადმინისტრაციული ერთეულის ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ (ს.ფ. 19).
3.2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის საინფორმაციო ბარათის მიხედვით ც---- ჯ------–-–---–ის რეგისტრაციის ადგილია წყალტუბო, ს. ს-----–-- მე-5 ქ. N17.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 20).
3.2.5. 2016 წლის 22 ივლისის N1-------- სამკვიდრო მოწმობით ა---------– ჯ------–-–---–მა როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სრულად მიიღო სამკვიდრო 2001 წლის 10 ივლისს გარდაცვლილი დედის, ლ---- ჯ------–-–---–ის დანაშთი უძრავი ქონების, საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ½ ნაწილი, მდებარე მისამართზე: წყალტუბო, სოფელი ს-----–--.
ფაქტობრივი ფლობა დასტურდება 1991 წელს შემნახველი ბანკის ქ.წყალტუბოს სოფ.ს-----–-ის N6250/029 ფილიალის მიერ გაცემული საშემნახველო წიგნაკით ლ---- ჯ------–-–---–ის სახელზე, ანგარიშით N1496.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 22 ივლისის N1-------- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 28-31).
3.2.6. 2016 წლის 17 აგვისტოს N1-------- სამკვიდრო მოწმობით ა---------– ჯ------–-–---–მა როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სრულად მიიღო სამკვიდრო 2001 წლის 10 ივლისს გარდაცვლილი დედის, ლ---- ჯ------–-–---–ის დანაშთ ქონებაზე, სამკვიდროში შემავალ დანაშთ უძრავ-მოძრავ ქონების მოთხოვნის უფლებაზე.
წინამდებარე სამკვიდრო მოწმობა ზოგადი ხასიათისაა და ის გაიცემა არა კონკრეტულ ქონებაზე, არამედ სამკვიდრო მასაში შემავალ ქონების მოთხოვნის უფლებაზე, მათ შორის სამკვიდრო ქონებაში შემავალ აქტივებსა და (მოძრავი და უძრავი ნივთებზე, წილებზე სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლებას მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ თანხაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა არაპირდაპირი ხასიათის უფლებებზე, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) პასივებზე მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ - მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 17 აგვისტოს N1-------- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 32-34).
3.2.7. ა---------– ჯ------–-–---–ის სახელზე ირიცხება შემდეგი უძრავი ქონებები: წყალტუბოს რაიონის სოფელ ს-----–--ში მდებარე 4223 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი N2-----------; წყალტუბოს რაიონის სოფელ ს-----–--ში მდებარე 3429 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით საკადასტრო კოდით N2----------- და წყალტუბოს რაიონის სოფელ ს-----–--ში მდებარე 2348 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N2-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 40-45).
3.2.8. 2015 წლის 17 ივნისს გაცემული საარქივო ცნობის (NA-----------) თანახმად, „ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული წყალტუბოს რაიონის სოფელ ს-----–--ს სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1986-2005 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად რეგისტრირებული ლ---- ნ---- ასული ჯ------–-–---–ი გადახაზულია მინიშნებით გარდაიცვალა 2001 წელს;
1986-1996 წლების საკომლო წიგნში 1986 წლის მონაცემებით კომლის პირად საკუთრებაში ირიცხება 1918 წელს აგებული საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 72 კვ.მ და 1989 წელს აგებული საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 56 კვ.მ და 050 (ასეა დოკუმენტში) ჰექტარი მიწის ნაკვეთი.
ამავე სოფლის 1997-2005 წლების საკომლო წიგნში პირად საკუთრებაში ირიცხება 1989 წელს აგებული საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 56 კვ.მ და 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საარქივო ცნობა NA------------03 (ს.ფ. 88).
3.2.9. მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა მოწმეებმა - მ----- ლ------მ და თ----- ლ------მ დაადასტურეს, რომ ც---- ჯ------–-–---–ი ლ---- ჯ------–-–---–ის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა სადავო ბინაში. ჰქონდა სასათბურე მეურნეობა და მოჰყავდა ბოსტნეული. ლ----ს გარდაცვალების შემდეგაც იგი განაგრძობდა აღნიშნულ სახლში ცხოვრებას, რადგან სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდა. ც---- ჯ------–-–---–ი 17 წლის ასაკში დაქორწინდა ტ------– ჯ------–-–---–ზე და იმის შემდეგ ცხოვრობდა ამ ოჯახში (სოფ.ს-----–--).
მოპასუხის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა თ------ ჯ------–-–---–მა განმარტა, რომ ლ---- ჯ------–-–---–მა ორსართულიანი სახლი ააშენა 1989-90 წლებში და მისი სურვილი იყო, რომ სახლი დარჩენოდა ა---------– ჯ------–-–---–ს, როგორც უმცროს შვილს. ამ სახლში დარჩნენ და ცხოვრობდნენ ც---- და ტ------– ჯ------–-–---–ები, ტ------–ის გარდაცვალების შემდეგ დარჩა ც---- ჯ------–-–---–ი, რომელიც სათბურში მუშაობდა. მან გაყიდა მიწის ნაკვეთი, რომელიც ლ---- ჯ------–-–---–ის იყო და ამით იყიდა მანქანა. მისი განმარტებით ტ------– და ც---- ჯ------–-–---–ები ამ სახლში ცხოვრობდნენ ა---------–ის თანხმობით. სახლი იყო ა---------– ჯ------–-–---–ის.
მოპასუხის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ჯ------–-–---–მა განმარტა, რომ სახლი ააშენა ლ---- ჯ------–-–---–მა და ამ სახლში დარჩა ტ------–ი და ც----, რადგან ა---------–ს თხოვეს ეცხოვრათ აქ. ტ------–ის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებას ც---- აგრძელებდა, რომელიც ხშირად წასული იყო. ც---- თავს ირჩენდა იმით, რომ გაყიდა საქონელი და მიწის ნაკვეთი.
მოპასუხის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხული ა---------– ჯ------–-–---–ის მეუღლის, აზა ჯ------–-–---–ის განმარტებით, ძმები უნდა გაყოფილიყვნენ. ნ-------ი ჯ------–-–---–ი წასული იყო და სადავო ქონებაში ცხოვრობდა მისი მეუღლე და ტ------–ი. ლ---- ჯ------–-–---–მა შეთავაზა ტ------–ს გადასულიყო და სხვა მიწის ნაკვეთზე აეშენებინა სახლი და იქ ეცხოვრათ, მაგრამ არ ისურვეს და ითხოვა ისევ ამ სახლში დარჩენილიყო, რადგან შვილები არ ყავდა. ლ----ს გარდაცვალების შემდეგაც სახლში დარჩა ტ------–ი და მისი მეუღლე ც---- და ა---------– ჯ------–-–---–ი. ც---- ირიცხებოდა სხვა კომლის წევრად, სადაც გაყიდა ის მიწა და შეიძინა მანქანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლო სხდომის ოქმი
3.2.10. მხარეებისათვის სადავო ფაქტობრივი გარემოებაა:
- ტ------– და ნ------- ჯ------–-–---–ების მიერ სამკვიდრო ქონების მიღება;
3.2.11. სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
3.2.12. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
ვ-–-------- ჯ------–-–---–ს და რ---- ჯ------–-–---–ს უნდა დაეკისროთ მტკიცების ტვირთი, დაამტკიცონ, რომ ტ------– და ნ-------ი ჯ------–-–---–ები ქონებას დაეუფლნენ და მიიღეს ფაქტობრივი მფლობელობის გზით. მათ მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობას უარყოფს ა---------– ჯ------–-–---–ი. ის პროცესუალურად ვერ შეძლებს დაამტკიცოს, რომ ტ------– და ნ------- ჯ------–-–---–ებს სამკვიდრო არ მიუღია. ფაქტის არარსებობის მტკიცება შეუძლებელია. ძველი რომის სამართლის ერთ-ერთი პრინციპის მიხედვით არარსებობს, არარსებობის მტკიცებულება. არსებობს მხოლოდ ფაქტების არსებობის მტკიცებულება. სწორედ ამის გამო მტკიცების ტვირთი მათ ეკისრებათ. მათ უნდა ჰქონდეთ დანაშთი ქონების სარგებლობისა და მფლობელობის მტკიცებულებები. ასეთი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, მიჩნეული იქნება, რომ მათ მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტს ბუნებაში ადგილი არ აქვს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის მოსაზრებას სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ, რადგან მხარეებს შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, აქვთ შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იყოს დადასტურებული ეს ფაქტები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ რ---- ჯ------–-–---–ის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ვ-–-------- ჯ------–-–---–ის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- საქართველოს კონსტიტუცია.
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით).
- ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება.
-სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი.
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება, #ას-988-1242-05).
ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და იგი არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაზე მემკვიდრეობა უნდა გაიხსნას სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ს-----–--ს საკრებულოს 1997-2005 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად რეგისტრირებული ლ---- ნ---- ასული (დოკუმენტში ასეა) ჯ------–-–---–ი გადახაზულია მინიშნებით გარდაიცვალა 10.07.2001 წელს. სოფელ ს-----–--ს საკრებულოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში ც---- კ-------ის ასული ლ------ (გვარი გადახაზულია, ჩაწერილია ჯ------–-–---–ი) რეგისტრირებულია კომლის უფროსად, რომლის წევრად ირიცხება ტ------–ი ვ-–--------ის ძე ჯ------–-–---–ი-მეუღლე.
ამდენად, ზემოხსენებული სამართლებრივი რეგულაციის მიხედვით, ლ---- ჯ------–-–---–ის სახელზე რიცხული ქონება, კომლის ქონება იყო, რომელიც 1993 წლიდან, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და იგი არის მამკვიდრებლის საკოლმეურნეო კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში. ვინაიდან ლ---- ჯ------–-–---–ი გარდაცვალებამდე, რეგისტრირებულია კომლის ერთადერთ წევრად, ამასთან, მას აქვს მიღებული მეუღლის, სამკვიდროც, შესაბამისად, მის წილზე მემკვიდრეობა უნდა გაიხსნას სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით.
საკოლმეურნეო კომლი გაუქმებულია 1993 წლიდან, ხოლო საკომლო მეურნეობა არ შეიძლება განხილულ იქნას საკოლმეურნეო კომლის სამართალმემკვიდრედ, ვინაიდან იგი საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავებული და სპეციალური კანონით რეგულირებული ახალი ინსტიტუტია. საკომლო მეურნეობის დეფინიცია მოცემულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში, რომლის თანახმად, საკომლო მეურნეობად ითვლება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებულ უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული.
ამრიგად, კანონის იმპერ----ული მოთხოვნაა, რომ საკომლო მეურნეობა საჯარო რეესტრში იყოს რეგისტრირებული. ასეთი რეგისტრაციის გარეშე საკომლო მეურნეობა არ არსებობს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკომლო მეურნეობის რეგისტრაცია ლ---- ჯ------–-–---–ს თავის სიცოცხლეში არ განუხორციელებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გარდაცვალების მომენტში, საკომლო მეურნეობა არ არსებობდა. ამ დროისათვის, როგორც ზემოთ აღინიშნა, არსებობდა მხოლოდ ლ---- ჯ------–-–---–ის, როგორც საკოლმეურნეო კომლის ყოფილი წევრის საკუთრება, რომელზეც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი და მის დანაშთ ქონებაზე უნდა გაიხსნას მემკვიდრეობა, მამკვიდრებლის გარდაცვალებისათვის მოქმედი სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი, სათანადო მტკიცებულება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ წარმოდგენილა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად კი მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი.
ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ. უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში, დანაშთი ქონების მოვლა-პატრონობაში და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ---- ჯ------–-–---–ის გარდაცვალებით, 2001 წლის 10 ივლისს გაიხსნა სამკვიდრო. მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ შვილები - ა---------– ჯ------–-–---–ი, ნ-------ი ჯ------–-–---–ი და ტ------– ჯ------–-–---–ი.
მემკვიდრეთაგან ა---------– ჯ------–-–---–მა 2016 წლის 22 ივლისის N1-------- სამკვიდრო მოწმობით და 2016 წლის 17 აგვისტოს N1-------- სამკვიდრო მოწმობით მიიღო სამკვიდრო უძრავი ქონების, საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ½ ნაწილი, მდებარე მისამართზე: წყალტუბო, სოფელი ს-----–-- და საჯარო რეესტრში აღირიცხა მის მესაკუთრედ.
რაც შეეხება შვილებს, ტ------– ჯ------–-–---–ს და ნ-------ი ჯ------–-–---–ს, დადგენილია, რომ ტ------– ჯ------–-–---–ს, მშობლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით აქვს მიღებული სამკვიდრო. კერძოდ, 2016 წლის 05 თებერვალს N6--- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ს-----–-ის ადმინისტრაციული ერთეულის მიერ გაცემული ცნობით (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ) დგინდება, რომ ც---- ჯ------–-–---–ი და მისი მეუღლე ტ------– ჯ------–-–---–ი დედის ლ---- ჯ------–-–---–ის გარდაცვალებამდე (2001 წ.) და გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ ლ---- ჯ------–-–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. ტ------– ჯ------–-–---–ის გარდაცვალებიდან - 2011 წლიდან დღემდე ც---- ჯ------–-–---–ი ცხოვრობს აღნიშნულ სახლში, რომლის მისამართია: წყალტუბო, სოფელი ს-----–--, ქუჩა N5 სახლი 17.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა, ქმნის იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ ტ------– ჯ------–-–---–ი ქონების დაუფლებით, იგი სურვილისამებრ იქ ცხოვრებით, სოფლის მეურნეობის შექმნით, საქონლის ყოლით, ს-----–--ში მდებარე სახლს მიიჩნევდა თავისად, შესაბამისად, დედის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა სიცოცხლეში მშობლის სარგებლობაში არსებულ, სადავო საცხოვრებელ სახლში განთავსებულ მოძრავ ნივთებს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ტ------– ჯ------–-–---–ს არ ჰქონია ნება მიეღო დედის სამკვიდრო ქონება.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების მიზნებისათვის მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრის სუბიექტურ დამოკიდებულებას სამკვიდრო მასაში არსებული ქონების მიმართ. კერძოდ, გარემოებებს იმის შესახებ, რომ მემკვიდრე გარკვეულ ზომებს იღებდა სამკვიდროს დაცვის, შენარჩუნების და თუ აშკარად გამოკვეთილი არ არის, რომ აღნიშნული ვინმეს სასიკეთოდ, საჩუქრის სახით კეთდებოდა, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე იგულისხმება, რომ მემკვიდრე ქონებას თავისად მიიჩნევდა და გარკვეულ ქმედებებს ახორციელებდა საკუთარ ქონებაზე.
საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა - ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ქმნის პრეზუმფციას იმისას, რომ ტ------– ჯ------–-–---–ი ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას. პრეზუმირებული ფაქტის გამაქარწყლებელი და უარმყოფელი უტყუარი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეთაგან, სამკვიდრო მიღებული აქვს ორ პირს - ა---------– ჯ------–-–---–ს და ტ------– ჯ------–-–---–ს, რის გამოც ტ------– ჯ------–-–---–ის მემკვიდრის ც---- ჯ------–-–---–ის მოთხოვნა მესაკუთრედ აღიარების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, სარჩელი რ---- ჯ------–-–---–ის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
ვინაიდან, ტ------– ჯ------–-–---–ი წარმოადგენდა ლ---- ჯ------–-–---–ის სამკვიდრო ქონებიდან საკუთრების უფლების მიღებაზე უფლებამოსილების მქონე პირს, შესაბამისად, არსებობს ნოტარიუს ი----- ქ---------–--ე-ი-----–---ის მიერ ა---------– ჯ------–-–---–ის სახელზე ლ---- ჯ------–-–---–ის დანაშთ ქონებაზე 2016 წლის 22 ივლისის (რეესტრში რეგისტრაციის N1--------) და 2016 წლის 17 აგვისტოს (რეესტრში რეგისტრაციის N1--------) სამკვიდრო მოწმობების, მოსარჩელე რ---- ჯ------–-–---–ის იურიდიული ინტერესის ფარგლებში, ნაწილობრივ ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
ასევე, ყურადსაღებია გარემოება, რომ ა---------– ჯ------–-–---–მა სადავო სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო 2016 წელს, ლ---- ჯ------–-–---–ის გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ, რა დროსაც მისთვის ცნობილი იყო სხვა მემკვიდრეთა არსებობის შესახებ, თუმცა მათი ვინაობის შესახებ სანოტარო ორგანოში მემკვიდრეობის უფლების დადგენისას არ განუცხადებია. აღნიშნულით ა---------– ჯ------–-–---–მა დაარღვია ვალდებულება, ნოტარიუსისათვის სხვა მემკვიდრეებზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა სამოქალაქო კოდექსის 1310-ე, 1427-ე, 1478-ე, 1479-ე და მემკვიდრეობის სამართლის ნორმების ზოგადი ანალიზი, რომელიც ავალდებულებს კერძო სამართლის სუბიექტებს, იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. რამდენად, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართლის აღიარებული ზოგადი დათქმაა, რომელიც განმტკიცებულია სამოქალაქო კანონმდებლობით. მართალია, ნორმათა უმრავლესობა მასზე პირდაპირ არ უთითებს, მაგრამ მაინც მას ემყარება, ვინაიდან სამოქალაქო მართლწესრიგი სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული. კეთილსინდისიერი ქცევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერებითა და პატივისცემით მოქმედებას გულისხმობს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.
6.5. რაც შეეხება მოსარჩელე ვ-–-------- ჯ------–-–---–ის მოთხოვნას იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვ-–-------- ჯ------–-–---–მა ვერ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა, კერძოდ, მემკვიდრეობის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის ვ-–-------- ჯ------–-–---–ის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 320 ლარს. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხე ა---------– ჯ------–-–---–ს რ---- ჯ------–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 160 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი 160 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ნ------- ჯ------–-–---–ის და ც---- ჯ------–-–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა.
- სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ა---------– ჯ------–-–---–ის (პ/ნ 6----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების წილს, რომელთა მახასიათებლებია:
1.1. საკადასტრო კოდი №2-----------; ზონა წყალტუბო - 2-- სექტორი ს-----–-- - 1-- კვარტალი - 3-- ნაკვეთი - 5--- ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2348.00 კვ.მ. მისამართი: რაიონი წყალტუბო, სოფელი ს-----–--.
1.2. საკადასტრო კოდი №2-----------; ზონა წყალტუბო - 2-- სექტორი ს-----–-- - 1-- კვარტალი - 3-- ნაკვეთი - 5--- ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3429.00 კვ.მ. მისამართი: რაიონი წყალტუბო, სოფელი ს-----–--.
1.3. საკადასტრო კოდი №2-----------; ზონა წყალტუბო - 2-- სექტორი ს-----–-- - 1-- კვარტალი - 3-- ნაკვეთი - 5--, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 4223.00 კვ.მ. მისამართი: რაიონი წყალტუბო, სოფელი ს-----–--, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ-–-------- ჯ------–-–---–ის და რ---- ჯ------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ი----- ქ---------–--ე-ი-----–---ის მიერ ა---------– ჯ------–-–---–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობები (სარეგისტრაციო ნომრებით 1-------- და 1--------) და რ---- ჯ------–-–---–ი ცნობილ იქნეს მესაკუთრედ წყალტუბოს რაიონის სოფელ ს-----–--ში მდებარე შემდეგ უძრავ ქონებებზე: 1) საკადასტრო კოდი 2-----------, დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2348 კვ.მ. 2) საკადასტრო კოდი 2-----------, დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3429 კვ.მ. 3) საკადასტრო კოდი 2-----------, დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 4223 კვ.მ.
3. მოსარჩელე ვ-–-------- ჯ------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლოს გამო.
4. მოპასუხე ა---------– ჯ------–-–---–ს მოსარჩელე რ---- ჯ------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარის გადახდა.
5. მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 160 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა დიდავა